სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც ვხედავთ განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, შეიძლება იყოს გამოცდილების მომტანი" - მეუფე შიო
"როდესაც ვხედავთ განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, შეიძლება იყოს გამოცდილების მომტანი" - მეუფე შიო

"ყო­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნი ისე უნდა ცხოვ­რობ­დეს და პა­სუ­ხობ­დეს უფ­ლის მო­წო­დე­ბას, რომ ყო­ველ­თვის მზად ვი­ყოთ დამ­ხა­რე­ბის­თვის, შე­წევ­ნი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის", - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მე­უ­ფე შიოს თქმით, ხში­რად, რო­დე­საც ჩვენ გარ­შე­მო ვხე­დავთ მრა­ვალ მწუ­ხა­რე­ბას, მრა­ვალ გან­საც­დელს, ვბრკოლ­დე­ბით ხოლ­მე და გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როც კი, შე­იძ­ლე­ბა იყოს მთა­ვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მომ­ტა­ნი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის.

"ქრის­ტეს­მი­ერ საყ­ვა­რელ­ნო მა­მა­ნო, ძმა­ნო და დანო, დღე­ვან­დელ კვი­რა დღეს ეწო­დე­ბა ბრმის კვი­რა, ვი­ნა­ი­დან ტაძ­რებ­ში იკი­თხე­ბა სა­ხა­რე­ბა შო­ბით­გან ბრმის გან­კურ­ნე­ბის შე­სა­ხებ.

გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას, შეგ­ვე­წი­ოს ჩვენ და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მისი და­ლოც­ვა.

აი, ამ სა­ხა­რე­ბა­ში მო­თხრო­ბი­ლია, რომ იესო ქრის­ტე­სა და მო­ცი­ქუ­ლებს შე­მოხ­ვდე­ბათ შო­ბით­გან ბრმა, რო­მე­ლიც მა­თხო­ვა­რია და მო­ცი­ქუ­ლე­ბი ჰკი­თხა­ვენ უფალს, თუ რა­ტომ იტან­ჯე­ბა ის ასე ამ­დე­ნი წელი? ვინ სცო­და - მან თუ მის­მა მშობ­ლებ­მა? უფა­ლი პა­სუ­ხობს, რომ არც მან სცო­და, რა უნდა ეცო­და მას, და­ბა­დე­ბი­დან ბრმა იყო, არც მის­მა მშობ­ლებ­მა, არა­მედ მას­ზე ღმერ­თის საქ­მე უნდა გა­მო­ცხად­დე­სო. აი, ასე­თია უფალ იესო ქრის­ტეს პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც კი­დევ ერთ კი­თხვას ბა­დებს: რა არის ეს ღმერ­თის საქ­მე? ნუთუ ის იყო ღმერ­თის საქ­მე, რომ ეს ადა­მი­ა­ნი მრა­ვა­ლი წელი უნდა ყო­ფი­ლი­ყო სიბრმა­ვე­ში, ემა­თხოვ­რა, შემ­დეგ უფალ იესო ქრის­ტეს უნდა ჩა­მო­ევ­ლო და აე­ხი­ლა მის­თვის ფი­ზი­კუ­რი თვა­ლი? თუმ­ცა ესეც, რა თქმა უნდა, სა­ო­ცა­რი სას­წა­უ­ლია, მაგ­რამ მარ­ტო ეს არ იყო. ღმერ­თის საქ­მე უმ­თავ­რე­სად იმა­ში გა­მოვ­ლინ­და, რომ ამ ადა­მი­ანს აე­ხი­ლა სუ­ლი­ე­რი თვა­ლი, არა მარ­ტო ფი­ზი­კუ­რი, არა­მედ სუ­ლი­ე­რი თვა­ლი აე­ხი­ლა; მას აე­ხი­ლა თვა­ლი უფ­ლის სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე, უფ­ლის სიყ­ვა­რულ­ზე, უფ­ლის ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბა­ზე, მისი გული გა­იხ­სნა, რომ ეს მისი გან­კურ­ნე­ბა მი­ე­ღო მად­ლი­ე­რე­ბით, და­ე­ნა­ხა ღმერ­თი და თაყ­ვა­ნი ეცა მის­თვის. აი, ამა­ში გა­მოვ­ლინ­და უფ­ლის საქ­მე და დი­დე­ბა.

დღეს ეს ჩანს ამ სა­ხა­რე­ბი­დან. შემ­დეგ, რო­დე­საც უფა­ლი იესო ქრის­ტე ამ ადა­მი­ან­თან სა­უბ­რით შე­ი­ტყობს, რომ ფა­რი­სევ­ლებ­მა იგი გა­ა­ძე­ვეს, რად­გან იცავ­და იესო ქრის­ტეს, ამ­ბობ­და, რომ ის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლია, ღვთის­გან მოვ­ლე­ნი­ლია, – მა­შინ მი­დის მას­თან უფა­ლი იესო ქრის­ტე და ჰკი­თხავს: „შენ გწამს ძე ღმრთი­სა?“ – იმი­ტომ, რომ რწმე­ნის ჩა­ნა­სა­ხი მას უკვე ჰქონ­და, რაც ფა­რი­სე­ვე­ლებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­მო­ამ­ჟღავ­ნა. უფა­ლი მი­დის მას­თან, რომ გა­ნუმ­ტკი­ცოს ეს რწმე­ნა და ეკი­თხე­ბა, სწამს თუ არა. ის კი პა­სუ­ხობს: „ვინ არის, უფა­ლო, რომ მწამ­დეს?“ თით­ქოს ამით ამ­ბობს, რომ კი, სწამს, მაგ­რამ ვინ არის, სად არის, მაჩ­ვე­ნე, რომ მი­ვი­დე მას­თა­ნო. უფა­ლი ეუბ­ნე­ბა, რომ „შენ გი­ნა­ხავს ის“. რო­დის უნა­ხავს ამ ბრმას? რო­დე­საც თვა­ლე­ბი აე­ხილ და „ეს არის ის, ვინც შენ გე­სა­უბ­რე­ბა“ და მან უპა­სუ­ხა: „მწამს, უფა­ლო!“ და თაყ­ვა­ნი სცა მას.

რას ნიშ­ნავს „თაყ­ვა­ნი სცა“? – იმას, რომ მუხ­ლი მო­ი­ყა­რა მის წი­ნა­შე, და­ი­ჩო­ქა და თაყ­ვა­ნი სცა, რო­გორც მე­სი­ას, იმი­ტომ რომ ძე ღმრთი­სა, ეს წო­დე­ბა არის მე­სი­ა­ნის­ტუ­რი. თქვენ იცით, რომ მა­შინ იუ­დე­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი იყო მე­სი­ის მო­ლო­დი­ნი. ეს ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო და, რა თქმა უნდა, ეს ბრმაც ელო­და, ფიქ­რობ­და ამა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბი, დავ­რდო­მი­ლე­ბი, ღა­ტა­კე­ბი ფიქ­რობ­დნენ ამა­ზე, რომ მო­ვი­დო­და მე­სია, რო­მე­ლიც გა­და­არ­ჩენ­და მათ და შე­უმ­სუ­ბუ­ქებ­და ამ ტან­ჯვას. რა თქმა უნდა, ეს ადა­მი­ა­ნი ამ წო­დე­ბას – „ძე ღმრთი­სა“ – არ აღ­ქვამ­და ჰი­პოს­ტა­სუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, რომ ის ღმერ­თის შვი­ლია, არა­მედ ფიქ­რობ­და, რომ მოვ­ლი­ნე­ბუ­ლია ღმერ­თის­გან, რო­გორც მე­სია. აი, ასე თაყ­ვა­ნი სცა მას. მა­შა­სა­და­მე, მას აე­ხი­ლა სუ­ლი­ე­რი თვა­ლი და და­ი­ნა­ხა ის, რა­საც ირ­გვლივ მყო­ფი თვალ­ხი­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ ხე­დავ­დნენ, პი­რი­ქით, მათ გა­კი­ცხეს და გა­ნი­კი­თხეს უფა­ლი იესო ქრის­ტე ამ გან­კურ­ნე­ბის გამო იმი­ტომ, რომ შა­ბათს აღას­რუ­ლა მა­ცხო­ვარ­მა ეს კურ­ნე­ბა.

აი, ამა­ზე გვა­ფიქ­რებს დღე­ვან­დე­ლი სა­ხა­რე­ბა და ჩვენც, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, ხში­რად, რო­დე­საც ჩვენ გარ­შე­მო ვხე­დავთ მრა­ვალ მწუ­ხა­რე­ბას, მრა­ვალ გან­საც­დელს, ვბრკოლ­დე­ბით ხოლ­მე და გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როც კი, შე­იძ­ლე­ბა იყოს მთა­ვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მომ­ტა­ნი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის. ეს არის და­ნახ­ვა უფ­ლი­სა, შეხ­ვედ­რა ღმერ­თთან, ეს არის მთა­ვა­რი და ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ვიდ­რე ის, რი­სიც ჩვენ, რო­გორც წესი, გვე­ში­ნია ხოლ­მე.

ღმერ­თი ბევრ რა­მეს აძ­ლევს ადა­მი­ანს ამ მი­წი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში, აძ­ლევს სიმ­დიდ­რე­საც, კე­თილ­დღე­ო­ბა­საც, ჯან­მრთე­ლო­ბა­საც, მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნი ამით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა და ამ ყვე­ლა­ფერ­ში ვერ პო­უ­ლობს მა­რა­დი­ულ ცხოვ­რე­ბას, ღმერ­თს და ღვთი­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბას, მა­შინ უფა­ლი არ და­უშ­ვებს, რომ ადა­მი­ა­ნი ასეთ ცრუ კე­თილ­დღე­ო­ბა­ში და­ი­ღუ­პოს. ესეც მისი კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბაა, რომ თუ ადა­მი­ა­ნი იმ­დე­ნად გა­უ­ხეშ­და, რომ ვე­ღარ გრძნობს, რო­გორც ბიბ­ლი­ა­შია ნათ­ქვა­მი, „მად­ლის ქროლ­ვას“, თუ ადა­მი­ანს „მად­ლის ნაზი ქროლ­ვის შეგ­რძნე­ბის უნა­რი“ აღარ აქვს, მა­შინ იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი შეც­ვა­ლოს და აცხო­ნოს, ხში­რად ეს მად­ლი ქა­რიშ­ხლის სა­ხით შე­მო­დის ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, რათა კაც­მა ფერი იც­ვა­ლოს და ღმერ­თთან მო­ვი­დეს.

აი, ამა­ზე გვა­ფიქ­რებს დღე­ვან­დე­ლი სა­ხა­რე­ბა და გვა­ფიქ­რებს კი­დევ ერთ რა­მე­ზე, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, რომ ეს სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც აქ არის მო­ცე­მუ­ლი მწუ­ხა­რე­ბა­თა დათ­მე­ნი­სა და მი­ღე­ბის შე­სა­ხებ, გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს ასე­ვე თა­ნაგ­რძნო­ბას, შე­წევ­ნას, ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­ხა­რე­ბას გა­ჭირ­ვე­ბის, მწუ­ხა­რე­ბის ჟამს. უფა­ლი ამ­ბობს, რომ მე ვა­კე­თებ ჩემი მო­მავ­ლი­ნებ­ლის საქ­მე­ებს და ყო­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნიც უნდა იყოს, რო­გორც მოვ­ლი­ნე­ბუ­ლი ღვთი­სა­გან, ისე უნდა ცხოვ­რობ­დეს და პა­სუ­ხობ­დეს უფ­ლის მო­წო­დე­ბას, რომ ყო­ველ­თვის მზად ვი­ყოთ დამ­ხა­რე­ბის­თვის, შე­წევ­ნი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის. დღე­ვან­დელ სა­ხა­რე­ბა­ში უფა­ლი ბრძა­ნებს, რომ უნდა ვა­კე­თო ჩემი მო­მავ­ლი­ნებ­ლის საქ­მე­ე­ბი, სა­ნამ დღეა, ვი­ნა­ი­დან მო­დის ღამე, ღამე კი არის სიკ­ვდი­ლი, რო­დე­საც ვე­რა­ვინ ვე­ღარ შეძ­ლებს ამ საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბას.

აი, ამ­დენ რა­მე­ზე გვა­ფიქ­რებს დღე­ვან­დე­ლი სა­ხა­რე­ბა. მა­შა­სა­და­მე, ჩვენც დავ­ფიქ­რდეთ ამა­ზე და ვა­კე­თოთ ეს საღ­მრთო საქ­მე­ე­ბი, სა­ნამ დღეა, იმი­ტომ რომ ეს არის საქ­მე­ე­ბი ღვთი­სა, რომ­ლი­თაც ჩვენ უნდა მო­ვიხ­ვე­ჭოთ მად­ლი სუ­ლი­სა წმინ­დი­სა და და­ვიმ­კვიდ­როთ სა­უ­კუ­ნო სი­ცო­ცხლე, ამინ!

დღეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და ბრძა­ნე­ბით ვლო­ცავთ შემ­დეგ გვა­რებს:

ქა­დე­იშ­ვი­ლე­ბი, ქა­დი­ეშ­ვი­ლე­ბი, ბორჩხა­ძე­ე­ბი, გა­ბი­სი­ა­ნე­ბი და ბურ­დუ­ლა­ძე­ე­ბი. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გა­ხა­როთ და გა­გამ­რავ­ლოთ, ამინ!“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

ავტორი:

"როდესაც ვხედავთ განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, შეიძლება იყოს გამოცდილების მომტანი" - მეუფე შიო

"როდესაც ვხედავთ განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, შეიძლება იყოს გამოცდილების მომტანი" - მეუფე შიო

"ყოველი ქრისტიანი ისე უნდა ცხოვრობდეს და პასუხობდეს უფლის მოწოდებას, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ დამხარებისთვის, შეწევნისა და თანაგრძნობისთვის", - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, ხშირად, როდესაც ჩვენ გარშემო ვხედავთ მრავალ მწუხარებას, მრავალ განსაცდელს, ვბრკოლდებით ხოლმე და გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, სამწუხაროც კი, შეიძლება იყოს მთავარი გამოცდილების მომტანი ადამიანისათვის.

"ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღევანდელ კვირა დღეს ეწოდება ბრმის კვირა, ვინაიდან ტაძრებში იკითხება სახარება შობითგან ბრმის განკურნების შესახებ.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი დალოცვა.

აი, ამ სახარებაში მოთხრობილია, რომ იესო ქრისტესა და მოციქულებს შემოხვდებათ შობითგან ბრმა, რომელიც მათხოვარია და მოციქულები ჰკითხავენ უფალს, თუ რატომ იტანჯება ის ასე ამდენი წელი? ვინ სცოდა - მან თუ მისმა მშობლებმა? უფალი პასუხობს, რომ არც მან სცოდა, რა უნდა ეცოდა მას, დაბადებიდან ბრმა იყო, არც მისმა მშობლებმა, არამედ მასზე ღმერთის საქმე უნდა გამოცხადდესო. აი, ასეთია უფალ იესო ქრისტეს პასუხი, რომელიც კიდევ ერთ კითხვას ბადებს: რა არის ეს ღმერთის საქმე? ნუთუ ის იყო ღმერთის საქმე, რომ ეს ადამიანი მრავალი წელი უნდა ყოფილიყო სიბრმავეში, ემათხოვრა, შემდეგ უფალ იესო ქრისტეს უნდა ჩამოევლო და აეხილა მისთვის ფიზიკური თვალი? თუმცა ესეც, რა თქმა უნდა, საოცარი სასწაულია, მაგრამ მარტო ეს არ იყო. ღმერთის საქმე უმთავრესად იმაში გამოვლინდა, რომ ამ ადამიანს აეხილა სულიერი თვალი, არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი თვალი აეხილა; მას აეხილა თვალი უფლის სარწმუნოებაზე, უფლის სიყვარულზე, უფლის ყოვლისშემძლეობაზე, მისი გული გაიხსნა, რომ ეს მისი განკურნება მიეღო მადლიერებით, დაენახა ღმერთი და თაყვანი ეცა მისთვის. აი, ამაში გამოვლინდა უფლის საქმე და დიდება.

დღეს ეს ჩანს ამ სახარებიდან. შემდეგ, როდესაც უფალი იესო ქრისტე ამ ადამიანთან საუბრით შეიტყობს, რომ ფარისევლებმა იგი გააძევეს, რადგან იცავდა იესო ქრისტეს, ამბობდა, რომ ის წინასწარმეტყველია, ღვთისგან მოვლენილია, – მაშინ მიდის მასთან უფალი იესო ქრისტე და ჰკითხავს: „შენ გწამს ძე ღმრთისა?“ – იმიტომ, რომ რწმენის ჩანასახი მას უკვე ჰქონდა, რაც ფარისეველებთან საუბარში გამოამჟღავნა. უფალი მიდის მასთან, რომ განუმტკიცოს ეს რწმენა და ეკითხება, სწამს თუ არა. ის კი პასუხობს: „ვინ არის, უფალო, რომ მწამდეს?“ თითქოს ამით ამბობს, რომ კი, სწამს, მაგრამ ვინ არის, სად არის, მაჩვენე, რომ მივიდე მასთანო. უფალი ეუბნება, რომ „შენ გინახავს ის“. როდის უნახავს ამ ბრმას? როდესაც თვალები აეხილ და „ეს არის ის, ვინც შენ გესაუბრება“ და მან უპასუხა: „მწამს, უფალო!“ და თაყვანი სცა მას.

რას ნიშნავს „თაყვანი სცა“? – იმას, რომ მუხლი მოიყარა მის წინაშე, დაიჩოქა და თაყვანი სცა, როგორც მესიას, იმიტომ რომ ძე ღმრთისა, ეს წოდება არის მესიანისტური. თქვენ იცით, რომ მაშინ იუდეაში განსაკუთრებით გამძაფრებული იყო მესიის მოლოდინი. ეს ძალიან გავრცელებული იყო და, რა თქმა უნდა, ეს ბრმაც ელოდა, ფიქრობდა ამაზე, განსაკუთრებით გაჭირვებულები, დავრდომილები, ღატაკები ფიქრობდნენ ამაზე, რომ მოვიდოდა მესია, რომელიც გადაარჩენდა მათ და შეუმსუბუქებდა ამ ტანჯვას. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ამ წოდებას – „ძე ღმრთისა“ – არ აღქვამდა ჰიპოსტასური მნიშვნელობით, რომ ის ღმერთის შვილია, არამედ ფიქრობდა, რომ მოვლინებულია ღმერთისგან, როგორც მესია. აი, ასე თაყვანი სცა მას. მაშასადამე, მას აეხილა სულიერი თვალი და დაინახა ის, რასაც ირგვლივ მყოფი თვალხილული ადამიანები ვერ ხედავდნენ, პირიქით, მათ გაკიცხეს და განიკითხეს უფალი იესო ქრისტე ამ განკურნების გამო იმიტომ, რომ შაბათს აღასრულა მაცხოვარმა ეს კურნება.

აი, ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება და ჩვენც, ძვირფასო ძმებო და დებო, ხშირად, როდესაც ჩვენ გარშემო ვხედავთ მრავალ მწუხარებას, მრავალ განსაცდელს, ვბრკოლდებით ხოლმე და გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, სამწუხაროც კი, შეიძლება იყოს მთავარი გამოცდილების მომტანი ადამიანისათვის. ეს არის დანახვა უფლისა, შეხვედრა ღმერთთან, ეს არის მთავარი და ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რისიც ჩვენ, როგორც წესი, გვეშინია ხოლმე.

ღმერთი ბევრ რამეს აძლევს ადამიანს ამ მიწიერ ცხოვრებაში, აძლევს სიმდიდრესაც, კეთილდღეობასაც, ჯანმრთელობასაც, მაგრამ თუ ადამიანი ამით შემოიფარგლება და ამ ყველაფერში ვერ პოულობს მარადიულ ცხოვრებას, ღმერთს და ღვთისადმი მადლიერებას, მაშინ უფალი არ დაუშვებს, რომ ადამიანი ასეთ ცრუ კეთილდღეობაში დაიღუპოს. ესეც მისი კაცთმოყვარეობაა, რომ თუ ადამიანი იმდენად გაუხეშდა, რომ ვეღარ გრძნობს, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „მადლის ქროლვას“, თუ ადამიანს „მადლის ნაზი ქროლვის შეგრძნების უნარი“ აღარ აქვს, მაშინ იმისთვის, რომ ადამიანი შეცვალოს და აცხონოს, ხშირად ეს მადლი ქარიშხლის სახით შემოდის ადამიანის ცხოვრებაში, რათა კაცმა ფერი იცვალოს და ღმერთთან მოვიდეს.

აი, ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება და გვაფიქრებს კიდევ ერთ რამეზე, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ეს სწავლება, რომელიც აქ არის მოცემული მწუხარებათა დათმენისა და მიღების შესახებ, გვავალდებულებს ასევე თანაგრძნობას, შეწევნას, ადამიანების დამხარებას გაჭირვების, მწუხარების ჟამს. უფალი ამბობს, რომ მე ვაკეთებ ჩემი მომავლინებლის საქმეებს და ყოველი ქრისტიანიც უნდა იყოს, როგორც მოვლინებული ღვთისაგან, ისე უნდა ცხოვრობდეს და პასუხობდეს უფლის მოწოდებას, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ დამხარებისთვის, შეწევნისა და თანაგრძნობისთვის. დღევანდელ სახარებაში უფალი ბრძანებს, რომ უნდა ვაკეთო ჩემი მომავლინებლის საქმეები, სანამ დღეა, ვინაიდან მოდის ღამე, ღამე კი არის სიკვდილი, როდესაც ვერავინ ვეღარ შეძლებს ამ საქმეების კეთებას.

აი, ამდენ რამეზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება. მაშასადამე, ჩვენც დავფიქრდეთ ამაზე და ვაკეთოთ ეს საღმრთო საქმეები, სანამ დღეა, იმიტომ რომ ეს არის საქმეები ღვთისა, რომლითაც ჩვენ უნდა მოვიხვეჭოთ მადლი სულისა წმინდისა და დავიმკვიდროთ საუკუნო სიცოცხლე, ამინ!

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და ბრძანებით ვლოცავთ შემდეგ გვარებს:

ქადეიშვილები, ქადიეშვილები, ბორჩხაძეები, გაბისიანები და ბურდულაძეები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგამრავლოთ, ამინ!“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში

როგორ დააზიანა ხანძარმა რუსთავის ავტობაზრობა - ფოტოები ადგილიდან

"დაგანგრევთ ყველას, ლიბერალებო" - მეუფე სტეფანე