ავტორი:

“მოქალაქეებმა“ რეგლამენტში ცვლილებები მოამზადეს, რომლის მიხედვით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას ორ დეპუტატი შეძლებს

“მოქალაქეებმა“ რეგლამენტში ცვლილებები მოამზადეს, რომლის მიხედვით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას ორ დეპუტატი შეძლებს

პარტია “მოქალაქეების“ წარმომადგენლებს ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს სურთ, ე.წ. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ფორმირების შესაძლებლობა არანაკლებ ორ დეპუტატს მიეცეს.

მათ რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების პროექტი მოამზადეს, რომელიც პარლამენტის ბიუროს 7 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

საუბარია სპეციალურად მეათე მოწვევის პარლამენტისთვის მოფიქრებულ სტრუქტურულ ერთეულზე - ე.წ. პოლიტიკურ ჯგუფზე, რომლის შექმნის შესაძლებლობა ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ ოთხ დეპუტატს გააჩნია. პოლიტიკური ჯგუფი ზუსტად იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობს, რაც საპარლამენტო ფრაქციას გააჩნია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ ინიციატივით რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში მხოლოდ “ევროპელმა სოციალისტებმა“ შექმნეს.

“საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის უკან პოლიტიკური პარტია დგას, რომელიც მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში. შესაბამისად, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა სრულად გამოხატონ საკუთარი ამომრჩევლის ნება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ამგვარად, პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიმართულია საპარლამენტო საქმიანობის უკეთ განხორციელებაში პოლიტიკური პარტიებისთვის ხელის შეწყობისკენ“, - ნათქვამია ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის საკანონმდებლო ინიციატივაზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

"რა სამშობლოს უღალატა? ეს პარანოიაა..." - გია ხუხაშვილი ივანიშვილის განცხადების შესახებ

ვინ როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გიორგი გახარიას შესახებ - ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებები

რა წერია ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშში და რომელია ის 4 მიმართულება, სადაც ქვეყანაში, ანგარიშის მიხედვით, პროგრესია