მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩაშლილი ქორწილი, მიტოვებული საქმრო და გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული - როგორ იქცა ედასა და სერქანის ზღაპრული ამბავი სინამდვილედ
ჩაშლილი ქორწილი, მიტოვებული საქმრო და გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული - როგორ იქცა ედასა და სერქანის ზღაპრული ამბავი სინამდვილედ

სერ­ქან ბო­ლა­თი და ედა ილ­დი­ზი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის გმი­რე­ბი არი­ან, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ზო­გი­ერთ ისეთ ადა­მი­ან­საც კი სმე­ნია, რომ­ლე­ბიც თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს არ უყუ­რე­ბენ - ისი­ნიSen Cal Kapim-ის ("და­ა­კა­კუ­ნე ჩემს კარ­ზე") მთა­ვა­რი გმი­რე­ბი არი­ან. სე­რი­ა­ლი წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი თურ­ქუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დი­აა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

მთა­ვარ რო­ლებს თურ­ქი ვარ­სკვლა­ვე­ბი, ქე­რემ ბურ­სი­ნი და ჰან­დე ერ­ჩე­ლი ას­რუ­ლე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დი­ის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე და­ი­წყო.

  • უა­რით გას­ტუმ­რე­ბუ­ლი საქმრო

სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბი­სას ქე­რე­მის გული თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო. მა­ნამ­დე ის ერთ თურქ ვარ­სკვლავს, სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ი­ას ხვდე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ჰან­დეს, მას მრავლწლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და ერთ-ერთ თურქ მომ­ღე­რალ­თან, წყვი­ლი უკვე და­ნიშ­ნუ­ლი იყო და ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და.

ჰან­დე ყო­ფილ საქმროს­თან ერ­თად

მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ ჰან­დემ ქორ­წი­ნე­ბა­ზე უარი თქვა და საქმროს და­შორ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, თურ­ქულ მე­დი­ა­ში სულ უფრო მეტს წერ­დნენ ქე­რე­მი­სა და ჰან­დეს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, თუმ­ცა წყვი­ლი ამას არ ადას­ტუ­რებ­და, ამ­ბობ­დნენ, რომ მათ შო­რის მე­გობ­რო­ბის გარ­და არა­ფე­რი იყო.

სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა კი მას შემ­დეგ და­ა­დას­ტუ­რეს, რაც მალ­დი­ვებ­ზე ერ­თად გა­ა­ტა­რეს შვე­ბუ­ლე­ბა. “ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მყავ­ხარ“, - ამ სი­ტყვე­ბით გა­მო­აქ­ვეყ­ნა ჰან­დემ ქე­რემ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო.

  • ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი და პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი

27 წლის ჰან­დე ერ­ჩე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბია, რომ­ლის კა­რი­ე­რა­შიც უკვე არა­ერ­თი რო­ლია. მას მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ფა­ნე­ბის არ­მია ჰყავს. "ინ­სტაგ­რამ­ზე" ჰან­დეს გა­მომ­წერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს. ის ძი­რი­თა­დად რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დი­ე­ბის მსა­ხი­ო­ბად მო­ი­აზ­რე­ბა, თუმ­ცა ძა­ლე­ბი დრა­მა­შიც მო­სინ­ჯა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსა­ხი­ო­ბი იმ ვარ­სკვლავ­თა რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლებ­საც არა­ერ­თი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი. ძველ ფო­ტო­ებ­ში ის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლი­თაა, ხოლო რო­გორც ახლა მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, გა­ცი­ლე­ბით უფრო მომ­ხიბ­ვლე­ლია.

ჰან­დე თა­ვად არას­დროს სა­უბ­რობს პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებ­ზე, თუმ­ცა თუკი ძველ და ახალ სუ­რა­თებს შე­ა­და­რებთ, გან­სხვა­ვე­ბა ცხა­დია. გარ­და ამი­სა, ჰან­დე ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებ­საც ებ­რძო­და და სა­ბო­ლო­ოდ, ბევ­რი შრო­მის და მონ­დო­მე­ბის წყა­ლო­ბით, სა­სურ­ველ შე­დეგს მი­აღ­წია.

შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ფა­ნე­ბის მი­მართ ის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბია, რომ­ლის გა­მოც ეს მსა­ხი­ო­ბი კი­ნო­ი­დუსტრი­ის თურ­ქულ სექ­ტორ­ში დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობს. გარ­და ამი­სა, კო­ლე­გე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ მას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა კომ­ფორ­ტუ­ლია.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: მძღო­ლო­ბი­დან თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ვარ­სკვლა­ვო­ბამ­დე - ვინ არის რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში "სერ­ქან ბო­ლა­თი": მსა­ხი­ო­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო სკან­და­ლე­ბი

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფანი
0

მიყვარს ეს ორიი

nin
4

კიდევ კარგი რომ დროზე გაგვაგებინეთ ამათი ამბავი. ცოდა დავმშვიდდი. 

ავტორი:

ჩაშლილი ქორწილი, მიტოვებული საქმრო და გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული - როგორ იქცა ედასა და სერქანის ზღაპრული ამბავი სინამდვილედ

ჩაშლილი ქორწილი, მიტოვებული საქმრო და გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული - როგორ იქცა ედასა და სერქანის ზღაპრული ამბავი სინამდვილედ

სერქან ბოლათი და ედა ილდიზი თურქული სერიალის გმირები არიან, რომელთა შესახებაც ზოგიერთ ისეთ ადამიანსაც კი სმენია, რომლებიც თურქულ სერიალებს არ უყურებენ - ისინიSen Cal Kapim-ის ("დააკაკუნე ჩემს კარზე") მთავარი გმირები არიან. სერიალი წლის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული თურქული რომანტიკული კომედიაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობს.

მთავარ როლებს თურქი ვარსკვლავები, ქერემ ბურსინი და ჰანდე ერჩელი ასრულებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სერიალის მთავარი გმირების შემსრულებლები რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებულები არიან. მათი სიყვარულის ამბავი სწორედ აღნიშნული რომანტიკული კომედიის გადასაღებ მოედანზე დაიწყო.

  • უარით გასტუმრებული საქმრო

სერიალის გადაღებების დაწყებისას ქერემის გული თავისუფალი იყო. მანამდე ის ერთ თურქ ვარსკვლავს, სერენაი სარიქაიას ხვდებოდა.

რაც შეეხება ჰანდეს, მას მრავლწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა ერთ-ერთ თურქ მომღერალთან, წყვილი უკვე დანიშნული იყო და ქორწილისთვის ემზადებოდა.

ჰანდე ყოფილ საქმროსთან ერთად

მალევე გაირკვა, რომ ჰანდემ ქორწინებაზე უარი თქვა და საქმროს დაშორდა. პარალელურად, თურქულ მედიაში სულ უფრო მეტს წერდნენ ქერემისა და ჰანდეს სასიყვარულო ურთიერთობაზე, თუმცა წყვილი ამას არ ადასტურებდა, ამბობდნენ, რომ მათ შორის მეგობრობის გარდა არაფერი იყო.

სასიყვარულო ურთიერთობა კი მას შემდეგ დაადასტურეს, რაც მალდივებზე ერთად გაატარეს შვებულება. “ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ“, - ამ სიტყვებით გამოაქვეყნა ჰანდემ ქერემთან ერთად გადაღებული ფოტო.

  • ზედმეტი კილოგრამები და პლასტიკური ოპერაციები

27 წლის ჰანდე ერჩელი წარმატებული მსახიობია, რომლის კარიერაშიც უკვე არაერთი როლია. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფანების არმია ჰყავს. "ინსტაგრამზე" ჰანდეს გამომწერთა რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს. ის ძირითადად რომანტიკული კომედიების მსახიობად მოიაზრება, თუმცა ძალები დრამაშიც მოსინჯა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობი იმ ვარსკვლავთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც არაერთი პლასტიკური ოპერაცია აქვთ გაკეთებული. ძველ ფოტოებში ის მნიშვნელოვნად განსხვავებული ვიზუალითაა, ხოლო როგორც ახლა მისი გულშემატკივრები ამბობენ, გაცილებით უფრო მომხიბვლელია.

ჰანდე თავად არასდროს საუბრობს პლასტიკურ ოპერაციებზე, თუმცა თუკი ძველ და ახალ სურათებს შეადარებთ, განსხვავება ცხადია. გარდა ამისა, ჰანდე ზედმეტ კილოგრამებსაც ებრძოდა და საბოლოოდ, ბევრი შრომის და მონდომების წყალობით, სასურველ შედეგს მიაღწია.

შრომისმოყვარეობა, თბილი დამოკიდებულება ფანების მიმართ ის მახასიათებლებია, რომლის გამოც ეს მსახიობი კინოიდუსტრიის თურქულ სექტორში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. გარდა ამისა, კოლეგები ხშირად ამბობენ, რომ მასთან ერთად მუშაობა კომფორტულია.

ასევე დაგაინტერესებთ: მძღოლობიდან თურქული სერიალების ვარსკვლავობამდე - ვინ არის რეალურ ცხოვრებაში "სერქან ბოლათი": მსახიობის ყოველდღიურობა და სასიყვარულო სკანდალები