საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთს საბჭოთა მენტალიტეტისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთს საბჭოთა მენტალიტეტისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი რუ­სეთს საბ­ჭო­თა გო­ნე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ე­რო-ს 65-ე სე­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ჩემი მო­წო­დე­ბა მი­მარ­თუ­ლია რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სად­მი: თქვენ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგა­ხართ. თქვენ ჩვე­ნი სა­ერ­თო რე­გი­ო­ნის მიმ­დი­ნა­რე ტრანსფორ­მა­ცი­ა­ში უნდა მი­ი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სხვა ქვეყ­ნე­ბი უნდა აღიქ­ვათ არა რო­გორც ვა­სა­ლე­ბი, არა­მედ - რო­გორც პარტნი­ო­რე­ბი. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ეს ტრანსფორ­მა­ცია თქვენს გა­რე­შე მოხ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, სურს, რუ­სე­თი პარტნი­ო­რად იხი­ლოს და არა - მტრად; ამი­ტო­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მხარს უჭერს აშშ-ის ახალ პო­ლი­ტი­კას და ევ­რო­კავ­ში­რის რუ­სეთ­თან ჩარ­თუ­ლო­ბას.

"არა­ვის არ გა­მო­უც­დია ჩვენ­ზე მეტი ტკი­ვი­ლი. ჩვენ რუ­სე­თის მიერ ერთა შე­თან­ხმე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის, სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნო­ნის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის მომსწრე გავ­ხდით, რაც ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­საც გუ­ლის­ხმობს. მინ­და რუ­სე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუ­თხრა, რომ მათ, რო­გორც ტუ­რის­ტებს, სტუ­დენ­ტებს, ბიზ­ნეს­მე­ნებს, ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა თუ უბ­რა­ლოდ მე­გობ­რებს ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბათ გზა ხსნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და არას­დროს რო­გორც ოკუ­პა­ცი­ურ ძა­ლებს", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტმა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­და, იმის ნაც­ვლად, რომ ძირი გა­მო­უ­თხა­რონ სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბას, ცე­ცხლმო­დე­ბუ­ლი ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე იზ­რუ­ნონ.

"სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ მათ სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვი­ღებთ, რათა იხი­ლონ, თუ რო­გორ იქცა ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბა ევ­რო­პუ­ლად. მე მათ ვე­პა­ტი­ჟე­ბი, მო­ვიდ­ნენ არა ჭურ­ვე­ბით, არა­მედ კომ­პაქ­ტუ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბით; არა "კა­ლაშ­ნი­კო­ვე­ბით", არა­მედ - აი­პო­დე­ბით. მი­ხა­რია, რომ ზო­გი­ერთს ჩვენს მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­და­ღე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა. ეს შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც შე­სამ­ჩნე­ვია ბოლო დროს მოს­კოვ­ში, საპ­რე­ზი­დენ­ტო გა­მოს­ვლებ­ში. იმის ნაც­ვლად, რომ ერ­თმა­ნეთს ვებ­რძო­დეთ, ერ­თმა­ნეთს უნდა შე­ვე­ჯიბ­როთ ჩვე­ნი სა­ერ­თო რე­გი­ო­ნის მო­დერ­ნი­ზე­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, რე­ფორ­მე­ბის ფა­რუ­ლად გა­და­ღე­ბი­სა და შუ­რის ნაც­ვლად, რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­უძ­ლია, რათა კავ­კა­სი­ა­ში სტა­ბი­ლუ­რი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ზონა აშენ­დეს.

"თუკი შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი ხუ­თო­სა­ნი მოს­წავ­ლის ნა­წე­რი­დან ფა­რუ­ლად გა­და­წე­რით, ვერ შეძ­ლებ მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის სრუ­ლი სუ­რა­თის და­ნახ­ვას. ნება მო­მე­ცით აღ­ვნიშ­ნო, რომ სრუ­ლი სუ­რა­თი საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია: თუკი პა­ტივს არ სცემ ძი­რი­თად წე­სებს, შე­უძ­ლე­ბე­ლია, მი­აღ­წიო ხან­გრძლივ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას. მო­დერ­ნი­ზა­ცია თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რე­შე არ არის მდგრა­დი. არ უნდა გქონ­დეს შენი ეკო­ნო­მი­კის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის იმე­დი მა­შინ, რო­დე­საც შენს ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნეს­მე­ნებს, მი­ხე­ილ ხა­დარ­კოვ­სკის მსგავ­სად, გუ­ლაგ­ში აგ­ზავ­ნი. მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რი არ არის საკ­მა­რი­სი. მათ გა­მო­ყე­ნე­ბას­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ სა­ერ­თო მო­მა­ვა­ლი ავა­შე­ნოთ, გო­ნე­ბა საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის­გან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთს საბჭოთა მენტალიტეტისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთს საბჭოთა მენტალიტეტისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთს საბჭოთა გონებისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ს 65-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩემი მოწოდება მიმართულია რუსეთის ხელმძღვანელობისადმი: თქვენ არჩევანის წინაშე დგახართ. თქვენ ჩვენი საერთო რეგიონის მიმდინარე ტრანსფორმაციაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა, სხვა ქვეყნები უნდა აღიქვათ არა როგორც ვასალები, არამედ - როგორც პარტნიორები. სხვა შემთხვევაში, ეს ტრანსფორმაცია თქვენს გარეშე მოხდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, სურს, რუსეთი პარტნიორად იხილოს და არა - მტრად; ამიტომაც საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს აშშ-ის ახალ პოლიტიკას და ევროკავშირის რუსეთთან ჩართულობას.

"არავის არ გამოუცდია ჩვენზე მეტი ტკივილი. ჩვენ რუსეთის მიერ ერთა შეთანხმების უგულებელყოფის, საერთაშორისო კანონის უპატივცემულობის მომსწრე გავხდით, რაც ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევასაც გულისხმობს. მინდა რუსეთის საზოგადოებას ვუთხრა, რომ მათ, როგორც ტურისტებს, სტუდენტებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებსა თუ უბრალოდ მეგობრებს ყოველთვის ექნებათ გზა ხსნილი საქართველოში და არასდროს როგორც ოკუპაციურ ძალებს", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, იმის ნაცვლად, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს განვითარებას, ცეცხლმოდებული ჩრდილოკავკასიის განვითარებაზე და საკუთარ მოქალაქეებზე იზრუნონ.

"სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მათ სიამოვნებით მივიღებთ, რათა იხილონ, თუ როგორ იქცა ყოფილი საბჭოთა კავშირის საზოგადოება ევროპულად. მე მათ ვეპატიჟები, მოვიდნენ არა ჭურვებით, არამედ კომპაქტური კომპიუტერებით; არა "კალაშნიკოვებით", არამედ - აიპოდებით. მიხარია, რომ ზოგიერთს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების გადაღების სურვილი გაუჩნდა. ეს შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია ბოლო დროს მოსკოვში, საპრეზიდენტო გამოსვლებში. იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ვებრძოდეთ, ერთმანეთს უნდა შევეჯიბროთ ჩვენი საერთო რეგიონის მოდერნიზებაში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რეფორმების ფარულად გადაღებისა და შურის ნაცვლად, რუსეთს საქართველოსთან თანამშრომლობა შეუძლია, რათა კავკასიაში სტაბილური და თავისუფალი ზონა აშენდეს.

"თუკი შემოიფარგლები ხუთოსანი მოსწავლის ნაწერიდან ფარულად გადაწერით, ვერ შეძლებ მოდერნიზაციის სრული სურათის დანახვას. ნება მომეცით აღვნიშნო, რომ სრული სურათი საკმაოდ მარტივია: თუკი პატივს არ სცემ ძირითად წესებს, შეუძლებელია, მიაღწიო ხანგრძლივ სტაბილურობასა და კეთილდღეობას. მოდერნიზაცია თავისუფლების გარეშე არ არის მდგრადი. არ უნდა გქონდეს შენი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და განვითარების იმედი მაშინ, როდესაც შენს ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენებს, მიხეილ ხადარკოვსკის მსგავსად, გულაგში აგზავნი. მხოლოდ კომპიუტერი არ არის საკმარისი. მათ გამოყენებასთვის აუცილებელია თავისუფალი აზროვნება. იმისათვის, რომ საერთო მომავალი ავაშენოთ, გონება საბჭოთა წარსულისგან უნდა გათავისუფლდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე