პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათი ნერვიულობის მასშტაბებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა... ირაკლი კობახიძის განცხადებები იყო პრიმიტიული ტყუილები' - კახა ქემოკლიძე
"მათი ნერვიულობის მასშტაბებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა... ირაკლი კობახიძის განცხადებები იყო პრიმიტიული ტყუილები' - კახა ქემოკლიძე

მო­ვი­თხოვთ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რის გუ­შინ­დელ კო­მენ­ტა­რებ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი კა­ხა­ბერ ქე­მოკ­ლი­ძე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­მაც ყო­ფილ პრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ ისა­უბ­რა.

კახა ქე­მოკ­ლი­ძის თქმით, კო­ბა­ხი­ძის „ასე­თი აბ­სურ­დუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის“ რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა კი­დევ უფრო მე­ტად და­ა­ზი­ა­ნებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებს და ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პუ­ტა­ცი­ას.

„გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის გუ­შინ­დელ ინ­ტერ­ვი­უს. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მიერ პარ­ტი­ის და­ფუძ­ნე­ბა, რომ ნერ­ვი­უ­ლო­ბას გა­მო­იწ­ვევ­და პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის ორი­ვე ფლანგზე, რა თქმა უნდა, ვე­ლო­დით, თუმ­ცა, მას­შტა­ბებ­მა და ფორ­მებ­მა ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. გუ­შინ ვი­ხი­ლეთ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დღე­ვან­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი და პრი­მი­ტი­უ­ლი ტყუ­ი­ლე­ბი, რი­თაც მან კი­დევ ერთხელ: და­ა­ზი­ა­ნა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა "სა­ქარ­თვე­ლოს“ მო­ქა­ლა­ქე­ებს, დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას და არაფ­რად ჩა­აგ­დო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩე­ვე­ლი.

ჩვე­ნი მხრი­დან ყო­ველ­გვა­რი და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე და­დას­ტურ­და ის, რა­საც ვამ­ბობ­დით, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დღე­ვან­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის უკვე აღარ არ­სე­ბობს "წი­თე­ლი ხაზი“, რად­გან სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ისი­ნი მზად არი­ან ფეხ­ქვეშ გა­თე­ლონ სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი. გუ­შინ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, ვი­მე­ო­რებ - არა მთავ­რო­ბამ, არა უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა, არა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, არა­მედ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბრა­ლი დას­დო იმ დრო­ის­თვის მოქ­მედ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, დღე­საც მოქ­მედ პო­ლი­ცი­ე­ლებს და ჯა­რის­კა­ცებს სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბა­ში, გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, რო­მე­ლიც მას, მი­სი­ვე თქმით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ მი­ა­წო­დეს. გუ­შინ კო­ბა­ხი­ძემ თქვა, რომ 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, მათ შო­რის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩე­ველს, უმა­ლავ­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მზად­დე­ბო­და ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, იმ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­სა და ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც დღე­საც სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სა და პო­ლი­ცი­ის რი­გებ­ში მსა­ხუ­რო­ბენ.

ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ასე­თი აბ­სურ­დუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა კი­დევ უფრო მე­ტად და­ა­ზი­ა­ნებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებს და ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პუ­ტა­ცი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ვი­თხოვთ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რის გუ­შინ­დელ კო­მენ­ტა­რებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყოს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ!“, - აღ­ნიშ­ნა კახა ქე­მოკ­ლი­ძემ.

მის­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ნაც­ვლად იმი­სა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი დღეს ხალ­ხზე ზრუ­ნავ­დნენ, ორი­ვე მხა­რე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ოპო­ზი­ცი­ა­შია.

"ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლია, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დღე­ვან­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ბობ­და, რომ და­ე­ლო­დე­ბო­და ჩვენს ნა­ბი­ჯებს და მხო­ლოდ ამის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­კე­თებ­და შე­ფა­სე­ბას. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მას შემ­დეგ, რაც ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის შე­დე­გად, მათ ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვის საფრ­თხე და­ი­ნა­ხეს, და­ი­წყეს ამ ის­ტო­რი­ე­ბის გა­მო­გო­ნე­ბა, რომ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა უკვე დაგ­ვი­ა­ნონ­სეს. ეს ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს. ნაც­ვლად იმი­სა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი დღეს ზრუ­ნავ­დნენ ხალ­ხზე, ორი­ვე მხა­რე დღეს გა­ხა­რი­ას და „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ოპო­ზი­ცი­ა­შია. ისი­ნი ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის და მო­მავ­ლის შიშ­მა ისე და­ა­ახ­ლო­ვა და და­ამ­სგავ­სა ერ­თმა­ნეთს, რომ მათ შო­რის მო­რა­ლუ­რი ზღვა­რი მო­ი­შა­ლა! მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ, ჩვე­ნი დღის წეს­რი­გი გვაქვს, სა­ი­და­ნაც არ გა­და­ვუხ­ვევთ. პირ­ვე­ლი­ვე დღეს გან­ვა­ცხა­დეთ და არც ახლა ვა­პი­რებთ წარ­სულ­ზე ჭო­რა­ო­ბას, არც ახლა ვერ­თი­ან­დე­ბით ვინ­მეს წი­ნა­აღ­მდეგ. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში წარ­მო­ვად­გენთ ჩვენს სა­მოქ­მე­დო გეგ­მას და პროგ­რა­მას, ვი­წყებთ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან პირ­და­პირ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, რო­მე­ლიც და­ი­წყე­ბა აჭა­რის რე­გი­ო­ნი­დან," - გა­ნა­ცხა­და კახა ქე­მოკ­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ, „რუს­თა­ვი 2“-თან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის წინ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბის შექ­მნა ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი და მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში ეს ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ, თუმ­ცა მა­შინ ჯერ კი­დევ მოქ­მედ პრე­მი­ერს არ გა­უმ­ხი­ლეს, რად­გან მას­ზე ეჭ­ვე­ბი გა­უჩ­ნდათ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dima
36

ეს ვინაა საერთოდ, ან რა იცის?!გახარიამ უპასუხოს კონკრეტულ კითხვებს და დაანებეთ თავი დემაგოგიას! 

ალექს
11

ხალხზე მზრუნავი პარტია ამ პროსაჭოთა სისტემას შეცვლიდა, ვითომ რომ საბაზრო ეკონომიკა და დემოკრატიაა აქა , ჩვეულებრივი სამოხელეო პარტოკრატიული ოლიგარქიის დიქტატურის პარპაშია აქა, მარაზმი, არც სოციალიზმი, არც კაპიტალიზმი ! ერთი წავა ,მოვა მეორე , სისტემა რჩება და არსოდეს საყოველთაო კეთილდღეობა, სამართლიანი სოციალური ყოფა და სიმშვიდე, მძარცველებო !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"მათი ნერვიულობის მასშტაბებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა... ირაკლი კობახიძის განცხადებები იყო პრიმიტიული ტყუილები' - კახა ქემოკლიძე

"მათი ნერვიულობის მასშტაბებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა... ირაკლი კობახიძის განცხადებები იყო პრიმიტიული ტყუილები' - კახა ქემოკლიძე

მოვითხოვთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის'' პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრა.

კახა ქემოკლიძის თქმით, კობახიძის „ასეთი აბსურდული განცხადებების“ რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ მმართველი პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ ინტერვიუს. გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნება, რომ ნერვიულობას გამოიწვევდა პოლიტიკური სპექტრის ორივე ფლანგზე, რა თქმა უნდა, ველოდით, თუმცა, მასშტაბებმა და ფორმებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გუშინ ვიხილეთ მმართველი პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის არაადეკვატური განცხადებები და პრიმიტიული ტყუილები, რითაც მან კიდევ ერთხელ: დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები, შეურაცხყოფა მიაყენა "საქართველოს“ მოქალაქეებს, დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას და არაფრად ჩააგდო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.

ჩვენი მხრიდან ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის უკვე აღარ არსებობს "წითელი ხაზი“, რადგან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ისინი მზად არიან ფეხქვეშ გათელონ სახელმწიფო ინტერესები. გუშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ვიმეორებ - არა მთავრობამ, არა უსაფრთხოების სამსახურმა, არა სამართალდამცავებმა, არამედ, ირაკლი კობახიძემ ბრალი დასდო იმ დროისთვის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, დღესაც მოქმედ პოლიციელებს და ჯარისკაცებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაში, გადატრიალების მომზადებაში რაღაც ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მას, მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიაწოდეს. გუშინ კობახიძემ თქვა, რომ 4 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, უმალავდა, რომ ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იმ პოლიციელებისა და ჯარისკაცების მონაწილეობით, რომლებიც დღესაც საქართველოს თავდაცვისა და პოლიციის რიგებში მსახურობენ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი აბსურდული განცხადებების რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას. შესაბამისად, მოვითხოვთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყოვნებლივ!“, - აღნიშნა კახა ქემოკლიძემ.

მისსივე განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები დღეს ხალხზე ზრუნავდნენ, ორივე მხარე გიორგი გახარიას და „საქართველოსთვის“ ოპოზიციაშია.

,,ღიმილისმომგვრელია, რომ მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა 4 თვის განმავლობაში ამბობდა, რომ დაელოდებოდა ჩვენს ნაბიჯებს და მხოლოდ ამის საფუძველზე გააკეთებდა შეფასებას. როგორც აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯების შედეგად, მათ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე დაინახეს, დაიწყეს ამ ისტორიების გამოგონება, რომლის გაგრძელება უკვე დაგვიანონსეს. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები დღეს ზრუნავდნენ ხალხზე, ორივე მხარე დღეს გახარიას და „საქართველოსთვის“ ოპოზიციაშია. ისინი ჩვენი პოლიტიკური ძალის და მომავლის შიშმა ისე დააახლოვა და დაამსგავსა ერთმანეთს, რომ მათ შორის მორალური ზღვარი მოიშალა! მიუხედავად ამისა, ჩვენ, ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, საიდანაც არ გადავუხვევთ. პირველივე დღეს განვაცხადეთ და არც ახლა ვაპირებთ წარსულზე ჭორაობას, არც ახლა ვერთიანდებით ვინმეს წინააღმდეგ. უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ ჩვენს სამოქმედო გეგმას და პროგრამას, ვიწყებთ მოსახლეობასთან პირდაპირ კომუნიკაციას, რომელიც დაიწყება აჭარის რეგიონიდან," - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, „რუსთავი 2“-თან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების წინ ოპოზიციურ პარტიას ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და მმართველ პარტიაში ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ.

"მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია..." - რა განცხადებას აქვეყნებს მამუკა მდინარაძე

“მოქალაქეებმა“ რეგლამენტში ცვლილებები მოამზადეს, რომლის მიხედვით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას ორ დეპუტატი შეძლებს

"დადგინდეს, თუკი ვინმეს გადატრიალება ჰქონდა მომზადებული, სხვაგვარად ეს იქნება მხოლოდ ჭორაობა" - მიხეილ დაუშვილი მმართველი პარტიის ბრალდებებზე