სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პროფესიული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ელენე მარტაშვილის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები თითოეულ აღსაზრდელთან ინდივიდუალურად იმუშავებენ, შეაფასებენ და სამოქმედო გეგმა ამის მიხედვით გაიწერება.
როგორც მარტაშვილმა პანსიონში გამართული გაფართოებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი გაკეთდება, რათა ბავშვთა უფლებები დაცული იყოს.
„ჩვენ ვართ ადგილზე, ვაფასებთ ყველა ბავშვის საჭიროებას ინდივიდუალურად. ამ ეტაპზე დასკვნის გაკეთება, ან რაიმე აზრის გამოთქმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეუძლებელია. ვრჩებით ადგილზე. გვეძლევა საშუალება, რომ თითოეულ არასრულწლოვანთან ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედოთ. ჩვენი ჯგუფი გაფართოვდა, უფრო ბევრი სპეციალისტია ადგილზე. შედგება თითოეული ბავშვის შეფასება და შემდეგ დაიგეგმება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რაც მნიშვნელოვანია მათი უფლებების დაცვისთვის.
სოციალური მუშაკები სხვა დამხმარე სპეციალისტებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული ბავშვის უფლება და ინტერესი იქნეს დაცული“,- განაცხადა ელენე მარტაშვილმა.
ყველაფერი შედარებითია! აბა შევადაროთ რა მდგომარეობაში არიან ჩვეულებრივ სახელმწიფო საკოლაში მოსწავლეები, რა მდგომარეობაში აქვთ ფსიქიკა, რას წარმოადგენენ სულიერი განვითარების მიხედვით და იგივე კრიტრიუმებით შევაფასოთ ნინოწმინდის საბავშვო სახლის აღსაზრდელები! მე დარწმუნებული ვარ საბავშვო სახლის აღსაზრდელთა მორალურ - ეთიკური განვითარების უპირატესობაში! მაშ რაშია საქმე, რატომ ატყდა ამოდენა ცრუ განგაში, იქნება ტრანსგენდერების და ლესბოსელების უფლებები დაირღვა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში?! რა სისულელეა?! ხო სისუ;ე;ეა! რა თქმა უნდა ეს ორკესტრირებული შეტავა ეკლესიის და პატრიარქისკენ არის მიმართული, ამაში ეჭვი არავის გვეპარება, მაგრამ მთავარი ვის წინააღმდეგაცაა მიმართული ქართველი ხალხია, მორწმუნე, უბით ჯვარის მატარებელი, ღვთის მოიმედე ხალხი!!! ჩემს წინააღმდეგა მათ შორის! ხოლო მეუფე სპირიდიონი ამოარჩიეს როგორც ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამოაზრე და გვერდში მდგომი ნამდვილ ეროვნულ მოძრაობაში! მაგათთვის ქრისტიანად ბავშვის აღზრდა იგივეა ვამპირს რომ ჭვარცმა აჩვენო და ნაკურთხი წყალი დაალევინო (როგორც ფილმებშია)! ნინოწმინდაში იმიტომ დაძვრება, რომ საქართველოს ეკლესიას ჩირქი მოსცხოს, დააკნინოს! ეს არის მისი სახალხო დაცველობის შინაარსი! ვერ ხედავთ იმდენად დაგვიმონეს "ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა", რომ იმასაც თითონ გვისაზღვრავენ ვინ უნდა იყოს საქართველოში სახალხო დამცველი!!! აბა ლომჯარია (გაუთხოვარი გოგო) როგორ აჯობებდა 8 შვილის სანიმუშო მამას და უგანათლებულეს ქართველ პატრიოტს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს, როგორ-რა მექანიზმით გახდებოდა სახალხო დმცველი?!
ქალბატონო სახალხო დამცველო, იქნებ მიბაძოთ ამ ქალბატონს, რომელიც წინასწარგანზრახულ დასკვნებს არ აკეთებს?