პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოგიწოდებთ დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ" - ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში გადაღებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც სოცქსელში გავრცელდა
"მოგიწოდებთ დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ" - ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში გადაღებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც სოცქსელში გავრცელდა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რებს და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ონ­ში მყო­ფი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის გან­გრძო­ბად უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რით, პან­სი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ჯა­როდ, ბავ­შვე­ბის თან­დას­წრე­ბით უკავ­შირ­დე­ბა გარ­კვე­ულ პი­რებს, ასე­ვე, ეკი­თხე­ბა ბავ­შვებს აქვთ თუ არა სურ­ვი­ლი და­ტო­ვონ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. თვალ­სა­ჩი­ნოა, რომ ბავ­შვე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან ძლი­ერ სტრეს­ში, ტი­რი­ან და არ არი­ან და­ცუ­ლი ზე­წო­ლი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის­გან.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი არას­რულ­წლოვ­ნე­ბი სა­ხელ­მწი­ფო მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან და მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით მი­ი­ღე­ბა ბავ­შვე­ბის ზრუნ­ვა­ში გან­თავ­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მათი სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­გორც არა­უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პირი აფერ­ხებს ამ პრო­ცესს და არა­თუ უგუ­ლე­ბელ­ყოფს ბავ­შვე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რესს, არა­მედ თა­ვად არ­ღვევს მას.

„და­უშ­ვე­ბე­ლია, სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვა­ში მყო­ფი ბავ­შვე­ბი, გა­ნიც­დიდ­ნენ მსგავს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და სტრესს. სა­ხელ­მწი­ფოს უმოქ­მე­დო­ბის და ბავ­შვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბაა ის ფაქ­ტი, რომ დღეს, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ჯა­როდ გა­ნი­ხი­ლავს ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებს და სა­ხელ­მწი­ფო მის მიერ ლი­ცენ­ზი­რე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვერ ახორ­ცი­ე­ლებს ფაქ­ტობ­რივ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს:

- და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უზ­რუნ­ველ­ყოს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის დაც­ვა ზე­წო­ლი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის­გან, აღ­კვე­თოს მათი სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის შე­ლახ­ვის ფაქ­ტი

- და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ვა­რა­უ­დო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე და გა­ტარ­დეს ყვე­ლა ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა არას­რულ­წლოვ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად

- უზ­რუნ­ველ­ყოს არას­რულ­წლოვ­ნე­ბის სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ზრუნ­ვა­ში გან­თავ­სე­ბის პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბა და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ას­რუ­ლოს ყვე­ლა არას­რულ­წლო­ვან­თან მი­მარ­თე­ბით”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
19

ერთერთი დიდი ცოდვა არის ამპარტავნობა, ხოდა მთელი საპატრაირქო ამპარტოვნობის ხიბლშია ჩავარდნილი. დიდება უფალი შენს სახელს: არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალლული, რომელი არა საცნაურ....... 

mimino
6

უამრავი კანონის მუხლებია დარღვეული: საქსრთველოს კონსტიტუციიდან, ოპუცმენის შესახებ კანონიდან, სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კანონიდან და კიდევ სხვა..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მოგიწოდებთ დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ" - ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში გადაღებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც სოცქსელში გავრცელდა

"მოგიწოდებთ დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ" - ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში გადაღებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც სოცქსელში გავრცელდა

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს და სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების განგრძობად უფლებადარღვევის ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გავრცელებული ჩანაწერით, პანსიონის ხელმძღვანელი საჯაროდ, ბავშვების თანდასწრებით უკავშირდება გარკვეულ პირებს, ასევე, ეკითხება ბავშვებს აქვთ თუ არა სურვილი დატოვონ დაწესებულება. თვალსაჩინოა, რომ ბავშვები იმყოფებიან ძლიერ სტრესში, ტირიან და არ არიან დაცული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან და მხოლოდ შესაბამისი უწყების ჩართულობით მიიღება ბავშვების ზრუნვაში განთავსების გადაწყვეტილება, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. დაწესებულების ხელმძღვანელი, როგორც არაუფლებამოსილი პირი აფერხებს ამ პროცესს და არათუ უგულებელყოფს ბავშვების საუკეთესო ინტერესს, არამედ თავად არღვევს მას.

„დაუშვებელია, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები, განიცდიდნენ მსგავს დამოკიდებულებას და სტრესს. სახელმწიფოს უმოქმედობის და ბავშვების საჭიროებების უგულებელყოფის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ დღეს, დაწესებულების ხელმძღვანელი საჯაროდ განიხილავს ბავშვებთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს და სახელმწიფო მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაში ვერ ახორციელებს ფაქტობრივ ზედამხედველობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

- დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვნების დაცვა ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, აღკვეთოს მათი საუკეთესო ინტერესების შელახვის ფაქტი

- დაიწყოს გამოძიება სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე და გატარდეს ყველა ქმედითი ღონისძიება არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დასაცავად

- უზრუნველყოს არასრულწლოვნების სხვა ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესის გაგრძელება და დაუყოვნებლივ დაასრულოს ყველა არასრულწლოვანთან მიმართებით”, - ნათქვამია განცხადებაში.

"საქართველოდან 2003 წელს წავიდა... მისი ბიჭი წარმატებული სპორტსმენი იყო" - ვინ არის "გლეხოვიჩი" და რა არის ცნობილი მის კრიმინალურ წარსულზე?

სააპელაციო სასამართლომ 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

მარნეულში, ნაცნობი ქალისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გადაღების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა