კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომატყუეს, ფილერის მაგივრად, ბიოპოლიმერი შემიყვანეს... ისე გამირთულდა, ტუჩის ქვეშ, ფაქტობრივად, ახალი ტუჩი ამომდიოდა" - როგორ იქცა ეკა ყუშიტაშვილი ესთეტიკური ცენტრების მსხვერპლად
"მომატყუეს, ფილერის მაგივრად, ბიოპოლიმერი შემიყვანეს... ისე გამირთულდა, ტუჩის ქვეშ, ფაქტობრივად, ახალი ტუჩი ამომდიოდა" - როგორ იქცა ეკა ყუშიტაშვილი ესთეტიკური ცენტრების მსხვერპლად

სი­ლა­მა­ზე მსხვერ­პლს მო­ი­თხოვ­სო, - ეს პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი, მისი ყვე­ლა­ზე პირ­და­პი­რი და სას­ტი­კი მნიშ­ვნე­ლო­ბით ეკა ყუ­ში­ტშ­ვილ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და. ვიდ­რე ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრებ­თან ეკას მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე მო­გი­თხრობ­დეთ, გა­გახ­სნებთ, სა­ი­დან იც­ნობს მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი. 6 წლის წინ ეკა­სა და პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ინ­ტერ­ნე­ტ­ჰი­ტად იქცა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ყუ­რა­დღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იმ გა­რე­მო­ე­ბამ მი­ი­პყრო, რომ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ეკა სა­მარ­თალ­დამ­ცავს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მა­შინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის და­ვით ცი­ნა­რი­ძის სა­ხელს უხ­სე­ნებ­და და ცდი­ლობ­და ამით მას­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ეხ­დი­ნა.

ამ ამ­ბის შემ­დეგ ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუს სა­სურ­ველ სტუმ­რად იქცა. რო­გორც თა­ვად გვიყ­ვე­ბა ყვე­ლა­ფე­რი 8 წლის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც ერთ-ერთ ცნო­ბილ ეს­თე­ტი­კურ ცენ­ტრს ტუ­ჩის ასი­მეტ­რი­ის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად მი­ა­კი­თხა. ექი­მებ­მა ფი­ლე­რის ინექ­ცი­ის გა­კე­თე­ბა შეს­თა­ვა­ზეს, რა­ზეც და­თან­ხმდა.

"22 წლის ვი­ყა­ვი, გა­მო­უც­დე­ლი, თურ­მე მო­მა­ტყუ­ეს და ფი­ლე­რის მა­გივ­რად ბი­ო­პო­ლი­მე­რი შე­მიყ­ვა­ნეს ტუჩ­ში. სახ­ლში მი­სულ­მა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ტუ­ჩის ერთი მხა­რე დიდი იყო, მე­ო­რე კი - პა­ტა­რა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ისევ მი­ვე­დი და ისევ და­მი­მა­ტეს. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ფი­ლერს მი­კე­თებ­დნენ. ბი­ო­პო­ლი­მე­რი ეს არის ე.წ. სი­ლი­კო­ნი, რო­მე­ლიც რო­გორც კი ორ­გა­ნიზ­მთან შე­დის რე­აქ­ცი­ა­ში, მა­შინ­ვე ქვავ­დე­ბა და მისი ამოკ­ვე­თის გარ­და სხვა გზა არ არის. თან­და­თან მა­წუ­ხებ­და, სახე მი­შუპ­დე­ბო­და და ტუ­ჩის ფორ­მაც კი­დევ უფრო უა­რე­სი გა­მიხ­და. გა­დავ­წყვი­ტე გა­მო­სა­ვა­ლი მე­პოვ­ნა".

გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა­ში ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი კი­დევ ერთი თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი გახ­და ეს­თე­ტი­კის კი­დევ ერთ ცენ­ტრში.

"თვე­ში ვიხ­დი­დი 800 ლარს, ვი­თომ რა­ღაც პრო­ცე­დუ­რებს მი­კე­თებ­დნენ. იცოდ­ნენ, რომ ბი­ო­პო­ლი­მე­რის გა­წო­ვა არ ხდე­ბა და უტიფ­რად მა­ტყუ­ებ­დნენ. სარ­გებ­ლობ­დნენ ჩემი გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლო­ბით ამ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხში. ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ კი­დევ უფრო შე­მი­შუპ­და სახე. ექოს­კო­პია რომ გა­ვი­კე­თე, კის­ტა აღ­მო­მაჩ­ნდა. სულ უფრო მირ­თულ­დე­ბო­და მდგო­მა­რე­ო­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ტუ­ჩის ქვეშ ახა­ლი ტუჩი ამომ­დი­ო­და. სა­უბ­რის დროს მე­კბი­ნე­ბო­და ხოლ­მე ტუჩ­ზე და სის­ხლი მომ­დი­ო­და. სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე. ფი­ზი­კურ ტკი­ვი­ლებ­თან ერ­თად ემო­ცი­უ­რად კი­დევ უფრო მძი­მე იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი", - გვიყ­ვე­ბა ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი.

ა.წ. 21 მა­ისს, ეკამ ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. მისი თქმით, მსგავ­სი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და.

"ჩა­მი­ტარ­და ზედა და ქვე­და ტუ­ჩის პლას­ტი­კა, 5 - სა­ა­თი­ა­ნი ნარ­კო­ზით. ოპე­რა­ცია სან­დრო კუ­ტუ­ბი­ძეს­თან გა­ვი­კე­თე. აქამ­დე ყვე­ლა ერი­დე­ბო­და ამ ოპე­რა­ცი­ას, რად­გან ქი­რურ­გი­უ­ლი კვე­თის დროს ერთი ნერ­ვიც რომ და­ზი­ან­დეს, ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა სახე გა­უ­შეშ­დეს და მი­მი­კე­ბის გა­რე­შე მო­უ­წი­ოს ცხოვ­რე­ბა. ორი­ვე ტუ­ჩი­დან ამო­მი­ღეს ბი­ო­პო­ლი­მე­რი, სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ა­რა, მაგ­რამ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი იყო ურ­თუ­ლე­სი. 2 კვი­რა ვერ ვლა­პა­რა­კობ­დი, ვერც ვჭამ­დი. ბოლო სამი დღეა, რაც და­ვი­წყე ლა­პა­რა­კი და მსუ­ბუ­ქი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა. უამ­რა­ვი ნა­კე­რი მაქვს პი­რის ღრუ­ში. კი­დევ 2 კვი­რა მჭირ­დე­ბა, რომ ჭრი­ლო­ბა შე­ხორ­ცდეს. იმ ყვე­ლაფ­რის გამო რაც გა­მო­ვი­ა­რე, აწი არა­სო­დეს გა­ვი­კე­თებ მსგავს რა­მეს. არც ფი­ლერს, რად­გან მა­საც აქვს ბევ­რი რის­კი და ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რე, რო­გორც ექი­მებ­მა მი­თხრეს", - ამ­ბობს ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 123 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალეკო
1

საქართველოში უფრო ღირებული არაფერი ხდება?...

ბებო
14

ეს მოდა ნეტავ მალე გავიდეს, ყველა ერთნაირია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მომატყუეს, ფილერის მაგივრად, ბიოპოლიმერი შემიყვანეს... ისე გამირთულდა, ტუჩის ქვეშ, ფაქტობრივად, ახალი ტუჩი ამომდიოდა" - როგორ იქცა ეკა ყუშიტაშვილი ესთეტიკური ცენტრების მსხვერპლად

"მომატყუეს, ფილერის მაგივრად, ბიოპოლიმერი შემიყვანეს... ისე გამირთულდა, ტუჩის ქვეშ, ფაქტობრივად, ახალი ტუჩი ამომდიოდა" - როგორ იქცა ეკა ყუშიტაშვილი ესთეტიკური ცენტრების მსხვერპლად

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, - ეს პოპულარული გამონათქვამი, მისი ყველაზე პირდაპირი და სასტიკი მნიშვნელობით ეკა ყუშიტშვილმა საკუთარ თავზე გამოსცადა. ვიდრე ესთეტიკის ცენტრებთან ეკას მძიმე გამოცდილებაზე მოგითხრობდეთ, გაგახსნებთ, საიდან იცნობს მას საზოგადოების ნაწილი. 6 წლის წინ ეკასა და პატრულის თანამშრომელის სიტყვიერი დაპირისპირება ინტერნეტჰიტად იქცა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ყურადღება განსაკუთრებულად იმ გარემოებამ მიიპყრო, რომ გავრცელებულ ვიდეოში ეკა სამართალდამცავს საპატრულო პოლიციის მაშინდელი ხელმძღვანელის დავით ცინარიძის სახელს უხსენებდა და ცდილობდა ამით მასზე ზემოქმედება მოეხდინა.

ამ ამბის შემდეგ ეკა ყუშიტაშვილი სხვადასხვა სატელევიზიო შოუს სასურველ სტუმრად იქცა. როგორც თავად გვიყვება ყველაფერი 8 წლის წინ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ ცნობილ ესთეტიკურ ცენტრს ტუჩის ასიმეტრიის პრობლემის მოსაგვარებლად მიაკითხა. ექიმებმა ფილერის ინექციის გაკეთება შესთავაზეს, რაზეც დათანხმდა.

"22 წლის ვიყავი, გამოუცდელი, თურმე მომატყუეს და ფილერის მაგივრად ბიოპოლიმერი შემიყვანეს ტუჩში. სახლში მისულმა აღმოვაჩინე, რომ ტუჩის ერთი მხარე დიდი იყო, მეორე კი - პატარა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ მივედი და ისევ დამიმატეს. მეუბნებოდნენ, რომ ფილერს მიკეთებდნენ. ბიოპოლიმერი ეს არის ე.წ. სილიკონი, რომელიც როგორც კი ორგანიზმთან შედის რეაქციაში, მაშინვე ქვავდება და მისი ამოკვეთის გარდა სხვა გზა არ არის. თანდათან მაწუხებდა, სახე მიშუპდებოდა და ტუჩის ფორმაც კიდევ უფრო უარესი გამიხდა. გადავწყვიტე გამოსავალი მეპოვნა".

გამოსავლის ძიებაში ეკა ყუშიტაშვილი კიდევ ერთი თაღლითობის მსხვერპლი გახდა ესთეტიკის კიდევ ერთ ცენტრში.

"თვეში ვიხდიდი 800 ლარს, ვითომ რაღაც პროცედურებს მიკეთებდნენ. იცოდნენ, რომ ბიოპოლიმერის გაწოვა არ ხდება და უტიფრად მატყუებდნენ. სარგებლობდნენ ჩემი გაუცნობიერებლობით ამ კონკრეტულ საკითხში. ამ პროცედურების შემდეგ კიდევ უფრო შემიშუპდა სახე. ექოსკოპია რომ გავიკეთე, კისტა აღმომაჩნდა. სულ უფრო მირთულდებოდა მდგომარეობა. ფაქტობრივად, ტუჩის ქვეშ ახალი ტუჩი ამომდიოდა. საუბრის დროს მეკბინებოდა ხოლმე ტუჩზე და სისხლი მომდიოდა. საშინელი დღეები გადავიტანე. ფიზიკურ ტკივილებთან ერთად ემოციურად კიდევ უფრო მძიმე იყო ეს ყველაფერი", - გვიყვება ეკა ყუშიტაშვილი.

ა.წ. 21 მაისს, ეკამ ურთულესი ოპერაცია გაიკეთა. მისი თქმით, მსგავსი ქირურგიული ჩარევა საქართველოში პირველად ჩატარდა.

"ჩამიტარდა ზედა და ქვედა ტუჩის პლასტიკა, 5 - საათიანი ნარკოზით. ოპერაცია სანდრო კუტუბიძესთან გავიკეთე. აქამდე ყველა ერიდებოდა ამ ოპერაციას, რადგან ქირურგიული კვეთის დროს ერთი ნერვიც რომ დაზიანდეს, ადამიანს შეიძლება სახე გაუშეშდეს და მიმიკების გარეშე მოუწიოს ცხოვრება. ორივე ტუჩიდან ამომიღეს ბიოპოლიმერი, საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაარა, მაგრამ რეაბილიტაციის პერიოდი იყო ურთულესი. 2 კვირა ვერ ვლაპარაკობდი, ვერც ვჭამდი. ბოლო სამი დღეა, რაც დავიწყე ლაპარაკი და მსუბუქი საკვების მიღება. უამრავი ნაკერი მაქვს პირის ღრუში. კიდევ 2 კვირა მჭირდება, რომ ჭრილობა შეხორცდეს. იმ ყველაფრის გამო რაც გამოვიარე, აწი არასოდეს გავიკეთებ მსგავს რამეს. არც ფილერს, რადგან მასაც აქვს ბევრი რისკი და ნეგატიური მხარე, როგორც ექიმებმა მითხრეს", - ამბობს ეკა ყუშიტაშვილი.