მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი დიპლომატისა და ქართველი ქალის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია - ვინ არის ინგა ქერსი-ჟორჟოლიანი, რომელსაც ვაშინგტონში Pink Lady-ის სახელით იცნობენ
ამერიკელი დიპლომატისა და ქართველი ქალის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია - ვინ არის ინგა ქერსი-ჟორჟოლიანი, რომელსაც ვაშინგტონში Pink Lady-ის სახელით იცნობენ

ინგა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად 14 წლის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იც­ვა­ლა. ქალი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სწავ­ლა­სა და კა­რი­ე­რა­ზე ფიქ­რობ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა... ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტის შონ ქერ­სის გრძნო­ბე­ბი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია სვე­ტი­ცხო­ველ­ში ჯვრის­წე­რით გაგ­რძელ­და.

შონ და ინგა ქერ­სე­ბი უკვე წლე­ბია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რო­ბენ. მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ძა­ლი­ან ფე­რა­დია, ზრდი­ან ორ შვილს, მოგ­ზა­უ­რო­ბენ. შონი ახლა თავ­დაც­ვის სფე­რო­ში მუ­შა­ობს, მე­ტის თქმა მე­უღ­ლის შე­სა­ხებ არ შე­უძ­ლია. თა­ვად კი გლო­ბა­ლურ ეტი­კეტს ას­წავ­ლის და ბედ­ნი­ე­რია, რომ მისი სრუ­ლი კურ­სი ერთ-ერთი ამე­რი­კე­ლი გე­ნერ­ლის მე­უღ­ლე­საც აქვს გავ­ლი­ლი.

- ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბით: "ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა ფუ­ჭია, სათ­ნო­ე­ბის გა­რე­შე", რა­საც ჩემი მშობ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად გვახ­სე­ნებ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ფი­ლო­სო­ფი­ის სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა და ბიზ­ნეს მე­ნე­ჯმენ­ტის გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე. პა­რა­ლე­ლუ­რად ვსწავ­ლობ­დი უცხო ენებს და ვმუ­შა­ობ­დი თარ­ჯიმ­ნად. პა­ტა­რა ასაკ­ში რთუ­ლი იყო სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო სამ­სა­ხუ­რი­სა და სწავ­ლის და­ბა­ლან­სე­ბა. ცოტა დრო მრჩე­ბო­და მე­გობ­რე­ბი­სა და გარ­თო­ბის­თვის, თუმ­ცა ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე მქონ­და გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა და ბევ­რი შრო­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო წარ­მა­ტე­ბის­თვის.

- მე­უღ­ლის გაც­ნო­ბის ის­ტო­რია მოგ­ვი­ყე­ვით...

- ჩვე­ნი გაც­ნო­ბის ის­ტო­რია ფილ­მის სი­უ­ჟეტს მო­გა­გო­ნებთ. შონი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­ცა­ნი. ჩემი იმ­ჟა­მინ­დე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებ­და, 23 წლის ასაკ­ში ოჯა­ხის შექ­მნა­ზე არც მი­ფიქ­რია. ერთ დღეს, მე­გო­ბარ­მა ვახ­შამ­ზე დამ­პა­ტი­ჟა, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე და უარი ვუ­თხა­რი, რად­გან მე­ო­რე დღეს გა­მოც­დე­ბი მე­წყე­ბო­და, თუმ­ცა ბო­ლოს მა­ინც და­მი­თან­ხმა, რომ ცოტა ხნით მა­ინც მივ­სულ­ვი­ყა­ვი. ვახ­შამ­ზე მიწ­ვე­უ­ლი იყო შო­ნიც. მის­ვლის­თა­ნა­ვე გა­მეც­ნო, ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კეთ, ისე­თი შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა, თით­ქოს დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ად­ვი­ლად მი­სახ­ვედ­რი იყო, რომ მოგ­ვე­წო­ნა ერ­თმა­ნე­თი. შონი იმ დროს სამ­ხედ­რო დიპ­ლო­მა­ტი იყო, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მი­სი­ით გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლო­ში. დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას მთხო­ვა, რომ მე­ო­რე დღეს შევ­ხვედ­რო­დი, რა­ზეც უარი ვუ­თხა­რი, რად­გან მთე­ლი დღე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მან ჩემი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა მე­ო­რე დღეს­ვე მო­ა­ხერ­ხა მის­თვის უცხო ქვე­ყა­ნა­ში - გა­ღი­მე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­რებ­თან დამ­ხვდა, სი­ცი­ლით მი­თხრა, რომ მთე­ლი ღამე ვერ და­ი­ძი­ნა, დაღ­ლი­ლი იყო, მაგ­რამ ასე­ვე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი.

ასე და­ი­წყო ჩვე­ნი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია. მოკ­ლე დრო­ში შეძ­ლო და­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნე, რომ ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბამ­დე ერთი დღით ადრე მკი­თხა, თუ სად იყო ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი, სა­დაც მე­ო­რე დღეს უნდა შევ­ხვედ­რო­დით. მუხ­ლი მო­ი­ყა­რა და მი­თხრა, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩემ­თან გა­ტა­რე­ბა სურ­და. მკი­თხა თუ ვარ თა­ნახ­მა, რომ Mrs. Kersey და მისი მე­უღ­ლე გავმხდა­რი­ყა­ვი. და­ვი­ბე­ნი, ვთხო­ვე ცოტა დრო მო­ე­ცა, რა­ზეც მი­პა­სუ­ხა - ცოტა არა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­გე­ლო­დე­ბიო... ამის შემ­დეგ უყოყ­მა­ნოდ დავ­თან­ხმდი.

მა­ლე­ვე შე­ვუ­დე­ქით სა­ქორ­წი­ლო სამ­ზა­დისს. ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ქორ­წი­ნე­ბა ჯვრის­წე­რის გა­რე­შე, შონი კა­თო­ლი­კე იყო, შევ­თა­ვა­ზე, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რად მო­ნათ­ლუ­ლი­ყო. მი­თხრა, ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა უფ­ლის ნე­ბაა და მზად იყო ერ­წმუ­ნა ჭეშ­მა­რი­ტი ღმერ­თი.

ქორ­წი­ლის დღეს ჯერ მო­ი­ნათ­ლა და შემ­დეგ ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ სვე­ტი­ცხო­ველ­ში, სა­დაც წლე­ბის მერე ასე­ვე მო­ი­ნათლნენ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი.

- ახლა რას საქ­მი­ა­ნობთ?

- სწავ­ლას ვაგ­რძე­ლებ მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში. ასე­ვე ვას­წავ­ლი გლო­ბა­ლურ ეტი­კეტს და ვმუ­შა­ობ ეტი­კე­ტის სკო­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს საქ­მე, რად­გან ადა­მი­ა­ნებს ვეხ­მა­რე­ბი, რომ გახ­დნენ უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და არ შე­უ­შინ­დნენ გზას წარ­მა­ტე­ბი­სა­კენ.

ძა­ლი­ან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ან­თან მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ყო­ველ­თვის ვი­ყე­ნებ ჩემი ქვეყ­ნის და­სავ­ლე­თის­კენ ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის. ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს შო­რის, ვა­შინგტონ­ში, ამე­რი­კის ერთ-ერთი გე­ნერ­ლის მე­უღ­ლე­საც აქვს ჩემ­თან და­სავ­ლუ­რი ეტი­კე­ტის სრუ­ლი კურ­სი გავ­ლი­ლი. რი­თაც გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­მა­ყობ. ასე­ვე, მაქვს ბლო­გი, სა­დაც ვწერ ეტი­კე­ტის, მო­დის და ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­სა­ხებ. წერა ბავ­შვო­ბი­დან ჩემი ჰო­ბია.

- შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ არ­თმევთ თავს ოჯახ­სა და კა­რი­ე­რას?

- მყავს თერ­თმე­ტი წლის ქრე­ი­გი და ექ­ვსი წლის ჰოლი. ქრე­ი­გი და­კა­ვე­ბუ­ლია სპორ­ტით ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობს და ასე­ვე გა­ტა­ცე­ბუ­ლია პლა­ნე­ტე­ბის შეს­წავ­ლით და მეც­ნი­ე­რე­ბით. ჰოლი, ამ­ჟა­მად მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს, თუმ­ცა რო­გორც ყვე­ლა ექ­ვსი წლის გო­გო­ნას ოც­ნე­ბე­ბი, მი­სიც ხში­რად იც­ვლე­ბა. შვი­ლე­ბის აღ­ზრდა, ალ­ბათ ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა სამ­ყა­რო­ში, რად­გან კა­რი­ე­რა­სა და სამ­სა­ხურ­ში შე­იძ­ლე­ბა და­უშ­ვა შეც­დო­მა, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლია. ბავ­შვებს ხში­რად ვუ­კი­თხავ აკა­კის "გამ­ზრდელს“, და­ნარ­ჩე­ნი უფ­ლის და მათი ბუ­ნე­ბის ნე­ბაა. რთუ­ლია და­ა­ბა­ლან­სო წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და ოჯა­ხი, მაგ­რამ თუ მო­ინ­დო­მებ, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. ჩემი პრი­ო­რი­ტე­ტი ყო­ველ­თვის ჩემი ოჯა­ხის­კენ იხ­რე­ბა. ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი პა­ტა­რა "შიდა კა­ნო­ნი“, რომ ზო­მი­ე­რად ვი­ფიქ­როთ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე და მეტი დრო და­ვუთ­მოთ ერ­თმა­ნეთს. რად­გან და­კარ­გულ დროს, ვე­რა­ნა­ი­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა ვერ და­გიბ­რუ­ნებს. მე და ჩემს მე­უღ­ლეს ხში­რად გვი­წევს სამ­სა­ხუ­რი­დან მოგ­ზა­უ­რო­ბა, ამ დროს ვცდი­ლობთ ან მთე­ლი ოჯა­ხი წა­ვი­დეთ ერ­თად ან ერთ ერთი ჩვენ­გა­ნი მა­ინც აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ჩეს ბავ­შვებ­თან.

- სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ფე­რა­დი ჩანს. რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს ამ იდი­ლი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას?

- გმად­ლობ, ვფიქ­რობ იდე­ა­ლუ­რი ოჯა­ხი ან ადა­მი­ა­ნი ალ­ბათ არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს შე­უძ­ლია მისი წილი ნე­ტა­რე­ბა მო­ი­პო­ვოს და შე­იგ­რძნოს. ვცდი­ლობთ, პა­ტი­ვი ვცეთ ერ­თმა­ნე­თის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას. ვფიქ­რობ, იდი­ლი­ი­სა და სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ყვე­ლა­ზე მარ­თე­ბუ­ლი ფორ­მა, გუ­ლახ­დი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა. ასე­ვე ვფიქ­რობ დის­კუ­სია თუ გაბ­რა­ზე­ბა­ში გა­და­დის გო­ნივ­რუ­ლია, რომ თემა შეც­ვა­ლო ან გა­ჩუმ­დე. ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, ურ­თი­ერ­თო­ბის ასეთ­მა მიდ­გო­მამ დროს გა­უძ­ლო.

- სა­ქარ­თვე­ლოს­თან ამ ეტაპ­ზე რა გა­კავ­ში­რებთ, რამ­დე­ნად ხში­რად სტუმ­რობთ სამ­შობ­ლოს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში, მყავს ოჯა­ხი, ბევ­რი მე­გო­ბა­რი და ახ­ლო­ბე­ლი. ვცდი­ლობ წე­ლი­წად­ში ერთხელ ან თუ ევ­რო­პა­ში ვართ, ორ­ჯერ მა­ინც ჩა­მო­ვი­დე. მარ­თა­ლია ფი­ზი­კუ­რად დავ­ტო­ვე ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ის ჩემი სუ­ლის ნა­წი­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 10 წე­ლია ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე ვარ და პატ­რი­ო­ტუ­ლი გან­წყო­ბით ვარ ამ ქვეყ­ნის მი­მარ­თაც, ყო­ველ­თვის სი­ა­მა­ყით ვამ­ბობ, რომ ვარ ქარ­თვე­ლი. ჩემს მე­უღ­ლეს ბევ­რი სი­კე­თე აქვს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი, რა­ზეც არ უყ­ვარს სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა მისი ასე­თი მიდ­გო­მა და სუ­ლის­კვე­თე­ბა ჩემი ქვეყ­ნის მი­მართ, ძა­ლი­ან მა­ბედ­ნი­ე­რებს.

- რო­გორც ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, მდი­და­რი გარ­დე­რო­ბი გაქვთ, იც­ვამთ გა­მორ­ჩე­უ­ლად და გან­სხვა­ვე­ბუ­ლად, ვინ ზრუ­ნავს თქვენ ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე?

- ვფიქ­რობ, ქა­ლის გარ­დე­რო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს და­ვი­ნა­ხოთ მისი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო. რა თქმა უნდ,ა ბევ­რი ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ნივთს ნა­ხავთ ჩემს გარდდე­რობ­ში, მაგ­რამ უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ იმას, რაც მიხ­დე­ბა და ვფიქ­რობ, რომ ბევ­რჯერ გა­მო­ვი­ყე­ნებ. მიყ­ვარს მხი­ა­რუ­ლი ფე­რე­ბი, ვარ­დის­ფე­რი ჩემი საყ­ვა­რე­ლი ფე­რია. ვა­შინგტონ­ში Pink Lady-ის სა­ხე­ლით მიც­ნო­ბენ.

- ეს არის ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­ზეც ოც­ნე­ბობ­დით? - რა არის თქვე­ნი მაქ­სი­მუ­მი, რა­საც გინ­დათ რომ კა­რი­ე­რუ­ლად მი­აღ­წი­ოთ?

- მინ­და თავ­მდა­ბა­ლი ვიყო, თუმ­ცა მქო­ნო­და შემ­დგა­რი ოჯა­ხი, ამა­ზე, რა თქმა უნდა, ვოც­ნე­ბობ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა კა­რი­ე­რას, ძნე­ლია ილა­პა­რა­კო მაქ­სი­მუმ­ზე, ბევ­რი გეგ­მა მაქვს სა­მო­მავ­ლოდ.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
0

წარმატებები,როგორი კარგი გოგოა,თან ჟორჟოლიანი,მეამაყებით🩷

ეთერი
0

წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

ამერიკელი დიპლომატისა და ქართველი ქალის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია - ვინ არის ინგა ქერსი-ჟორჟოლიანი, რომელსაც ვაშინგტონში Pink Lady-ის სახელით იცნობენ

ამერიკელი დიპლომატისა და ქართველი ქალის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია - ვინ არის ინგა ქერსი-ჟორჟოლიანი, რომელსაც ვაშინგტონში Pink Lady-ის სახელით იცნობენ

ინგა ჟორჟოლიანის ცხოვრება მოულოდნელად 14 წლის წინ, საქართველოში შეიცვალა. ქალი, რომელიც მხოლოდ სწავლასა და კარიერაზე ფიქრობდა, მოულოდნელად არჩევანის წინაშე აღმოჩნდა... ამერიკელი დიპლომატის შონ ქერსის გრძნობები იმდენად ძლიერი იყო, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია სვეტიცხოველში ჯვრისწერით გაგრძელდა.

შონ და ინგა ქერსები უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობენ. მათი ყოველდღიურობა ძალიან ფერადია, ზრდიან ორ შვილს, მოგზაურობენ. შონი ახლა თავდაცვის სფეროში მუშაობს, მეტის თქმა მეუღლის შესახებ არ შეუძლია. თავად კი გლობალურ ეტიკეტს ასწავლის და ბედნიერია, რომ მისი სრული კურსი ერთ-ერთი ამერიკელი გენერლის მეუღლესაც აქვს გავლილი.

- ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, მთავარი ღირებულებით: "ყველა წარმატება ფუჭია, სათნოების გარეშე", რასაც ჩემი მშობლები ყოველდღიურად გვახსენებდნენ. საქართველოში ფილოსოფიის სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნეს მენეჯმენტის განათლება მივიღე. პარალელურად ვსწავლობდი უცხო ენებს და ვმუშაობდი თარჯიმნად. პატარა ასაკში რთული იყო საპასუხისმგებლო სამსახურისა და სწავლის დაბალანსება. ცოტა დრო მრჩებოდა მეგობრებისა და გართობისთვის, თუმცა ადრეულ ასაკშივე მქონდა გააზრებული, რომ სწავლა-განათლება და ბევრი შრომა აუცილებელი იყო წარმატებისთვის.

- მეუღლის გაცნობის ისტორია მოგვიყევით...

- ჩვენი გაცნობის ისტორია ფილმის სიუჟეტს მოგაგონებთ. შონი საქართველოში გავიცანი. ჩემი იმჟამინდელი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, პირადი ცხოვრება ნაკლებად მაინტერესებდა, 23 წლის ასაკში ოჯახის შექმნაზე არც მიფიქრია. ერთ დღეს, მეგობარმა ვახშამზე დამპატიჟა, ბოდიში მოვუხადე და უარი ვუთხარი, რადგან მეორე დღეს გამოცდები მეწყებოდა, თუმცა ბოლოს მაინც დამითანხმა, რომ ცოტა ხნით მაინც მივსულვიყავი. ვახშამზე მიწვეული იყო შონიც. მისვლისთანავე გამეცნო, ბევრი ვილაპარაკეთ, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. ადვილად მისახვედრი იყო, რომ მოგვეწონა ერთმანეთი. შონი იმ დროს სამხედრო დიპლომატი იყო, მოკლევადიანი მისიით გახლდათ საქართველოში. დამშვიდობებისას მთხოვა, რომ მეორე დღეს შევხვედროდი, რაზეც უარი ვუთხარი, რადგან მთელი დღე უნივერსიტეტში უნდა ვყოფილიყავი. მან ჩემი აღფრთოვანება მეორე დღესვე მოახერხა მისთვის უცხო ქვეყანაში - გაღიმებული უნივერსიტეტის კარებთან დამხვდა, სიცილით მითხრა, რომ მთელი ღამე ვერ დაიძინა, დაღლილი იყო, მაგრამ ასევე ძალიან ბედნიერი.

ასე დაიწყო ჩვენი თავგადასავალი და სიყვარულის ისტორია. მოკლე დროში შეძლო დავერწმუნებინე, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვა. საქართველოს დატოვებამდე ერთი დღით ადრე მკითხა, თუ სად იყო ყველაზე ლამაზი და ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც მეორე დღეს უნდა შევხვედროდით. მუხლი მოიყარა და მითხრა, რომ მთელი ცხოვრება ჩემთან გატარება სურდა. მკითხა თუ ვარ თანახმა, რომ Mrs. Kersey და მისი მეუღლე გავმხდარიყავი. დავიბენი, ვთხოვე ცოტა დრო მოეცა, რაზეც მიპასუხა - ცოტა არა, მთელი ცხოვრება დაგელოდებიო... ამის შემდეგ უყოყმანოდ დავთანხმდი.

მალევე შევუდექით საქორწილო სამზადისს. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ქორწინება ჯვრისწერის გარეშე, შონი კათოლიკე იყო, შევთავაზე, რომ მართლმადიდებლურად მონათლულიყო. მითხრა, ჩვენი შეხვედრა უფლის ნებაა და მზად იყო ერწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი.

ქორწილის დღეს ჯერ მოინათლა და შემდეგ ჯვარი დავიწერეთ სვეტიცხოველში, სადაც წლების მერე ასევე მოინათლნენ ჩვენი შვილები.

- ახლა რას საქმიანობთ?

- სწავლას ვაგრძელებ მაგისტრატურაში. ასევე ვასწავლი გლობალურ ეტიკეტს და ვმუშაობ ეტიკეტის სკოლის ჩამოყალიბებაზე. ძალიან მიყვარს ეს საქმე, რადგან ადამიანებს ვეხმარები, რომ გახდნენ უფრო თავდაჯერებული და არ შეუშინდნენ გზას წარმატებისაკენ.

ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, ამ შესაძლებლობას ყოველთვის ვიყენებ ჩემი ქვეყნის დასავლეთისკენ ინტეგრაციისთვის. ბევრ საინტერესო ადამიანებს შორის, ვაშინგტონში, ამერიკის ერთ-ერთი გენერლის მეუღლესაც აქვს ჩემთან დასავლური ეტიკეტის სრული კურსი გავლილი. რითაც განსაკუთრებით ვამაყობ. ასევე, მაქვს ბლოგი, სადაც ვწერ ეტიკეტის, მოდის და ცხოვრების წესის შესახებ. წერა ბავშვობიდან ჩემი ჰობია.

- შვილების შესახებ მოგვიყევით, როგორ ართმევთ თავს ოჯახსა და კარიერას?

- მყავს თერთმეტი წლის ქრეიგი და ექვსი წლის ჰოლი. ქრეიგი დაკავებულია სპორტით ძალიან კარგად სწავლობს და ასევე გატაცებულია პლანეტების შესწავლით და მეცნიერებით. ჰოლი, ამჟამად მსახიობობაზე ოცნებობს, თუმცა როგორც ყველა ექვსი წლის გოგონას ოცნებები, მისიც ხშირად იცვლება. შვილების აღზრდა, ალბათ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა სამყაროში, რადგან კარიერასა და სამსახურში შეიძლება დაუშვა შეცდომა, რომლის გამოსწორება შესაძლებელია, მაგრამ შვილების აღზრდაში დაშვებული შეცდომები, სამწუხაროდ, გამოუსწორებელია. ბავშვებს ხშირად ვუკითხავ აკაკის "გამზრდელს“, დანარჩენი უფლის და მათი ბუნების ნებაა. რთულია დააბალანსო წარმატებული კარიერა და ოჯახი, მაგრამ თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია. ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის ჩემი ოჯახისკენ იხრება. ჩვენ გვაქვს ჩვენი პატარა "შიდა კანონი“, რომ ზომიერად ვიფიქროთ კეთილდღეობაზე და მეტი დრო დავუთმოთ ერთმანეთს. რადგან დაკარგულ დროს, ვერანაირი მატერიალური კეთილდღეობა ვერ დაგიბრუნებს. მე და ჩემს მეუღლეს ხშირად გვიწევს სამსახურიდან მოგზაურობა, ამ დროს ვცდილობთ ან მთელი ოჯახი წავიდეთ ერთად ან ერთ ერთი ჩვენგანი მაინც აუცილებლად დარჩეს ბავშვებთან.

- სოციალური ქსელით თქვენი ცხოვრება ძალიან ლამაზი და ფერადი ჩანს. რა სირთულეები ახლავს ამ იდილიის შენარჩუნებას?

- გმადლობ, ვფიქრობ იდეალური ოჯახი ან ადამიანი ალბათ არ არსებობს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მისი წილი ნეტარება მოიპოვოს და შეიგრძნოს. ვცდილობთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის მსოფლმხედველობას. ვფიქრობ, იდილიისა და სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად ყველაზე მართებული ფორმა, გულახდილი ურთიერთობაა. ასევე ვფიქრობ დისკუსია თუ გაბრაზებაში გადადის გონივრულია, რომ თემა შეცვალო ან გაჩუმდე. ჩვენი გამოცდილებით, ურთიერთობის ასეთმა მიდგომამ დროს გაუძლო.

- საქართველოსთან ამ ეტაპზე რა გაკავშირებთ, რამდენად ხშირად სტუმრობთ სამშობლოს.

- საქართველოში, მყავს ოჯახი, ბევრი მეგობარი და ახლობელი. ვცდილობ წელიწადში ერთხელ ან თუ ევროპაში ვართ, ორჯერ მაინც ჩამოვიდე. მართალია ფიზიკურად დავტოვე ქვეყანა, მაგრამ ის ჩემი სულის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ 10 წელია ამერიკის მოქალაქე ვარ და პატრიოტული განწყობით ვარ ამ ქვეყნის მიმართაც, ყოველთვის სიამაყით ვამბობ, რომ ვარ ქართველი. ჩემს მეუღლეს ბევრი სიკეთე აქვს საქართველოსთვის გაკეთებული, რაზეც არ უყვარს საუბარი, თუმცა მისი ასეთი მიდგომა და სულისკვეთება ჩემი ქვეყნის მიმართ, ძალიან მაბედნიერებს.

- როგორც ფოტოებიდან ჩანს, მდიდარი გარდერობი გაქვთ, იცვამთ გამორჩეულად და განსხვავებულად, ვინ ზრუნავს თქვენ ჩაცმულობაზე?

- ვფიქრობ, ქალის გარდერობი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ მისი შინაგანი სამყარო. რა თქმა უნდ,ა ბევრი ცნობილი დიზაინერის ნივთს ნახავთ ჩემს გარდდერობში, მაგრამ უპირატესობას ვანიჭებ იმას, რაც მიხდება და ვფიქრობ, რომ ბევრჯერ გამოვიყენებ. მიყვარს მხიარული ფერები, ვარდისფერი ჩემი საყვარელი ფერია. ვაშინგტონში Pink Lady-ის სახელით მიცნობენ.

- ეს არის ცხოვრება, რომელზეც ოცნებობდით? - რა არის თქვენი მაქსიმუმი, რასაც გინდათ რომ კარიერულად მიაღწიოთ?

- მინდა თავმდაბალი ვიყო, თუმცა მქონოდა შემდგარი ოჯახი, ამაზე, რა თქმა უნდა, ვოცნებობდი. რაც შეეხება კარიერას, ძნელია ილაპარაკო მაქსიმუმზე, ბევრი გეგმა მაქვს სამომავლოდ.