პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა უკრაინელმა მშვენივრად იცის, ვის რა გავლენა აქვს..." - სააკაშვილი უკრაინის პრემიერს პასუხობს
"ყველა უკრაინელმა მშვენივრად იცის, ვის რა გავლენა აქვს..." - სააკაშვილი უკრაინის პრემიერს პასუხობს

დე­ნის შმი­გა­ლის თე­ზი­სებს კო­მენ­ტარს არ გა­ვუ­კე­თებ, რად­გან ყვე­ლა უკ­რა­ი­ნელ­მა თა­ვა­დაც მშვე­ნივ­რად იცის ვის რა გავ­ლე­ნა აქვს უკ­რა­ი­ნა­ში. უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კის ახა­ლი სა­ხე­ე­ბი ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად ვერ იქ­ნე­ბი­ან მრჩევ­ლე­ბი,- ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დე­ნის შმი­გა­ლის „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უს, სა­დაც უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე გავ­ლე­ნას ვერ ახ­დენს.

სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის აპი­რებს არა მხო­ლოდ ჩა­ერ­თოს რე­ფე­რენ­დუმ­ში ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­მედ უხელ­მძღვა­ნე­ლოს კამ­პა­ნი­ას, რათა „სა­ქარ­თვე­ლოს, მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ა­შო­როს“.

„მე მხო­ლოდ ერთი კი­თხვა მაქვს უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან: წა­მო­იყ­ვანს ბა­ტო­ნი შმი­გა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნელ მე­ზღვა­უ­რებს, რომ­ლე­ბიც აგერ უკვე 7 თვეა სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ არი­ან და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლე­ბი და იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ში? გა­ნი­ხი­ლა თუ არა მან ეს სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რო­მელ­მაც გა­ა­ყალ­ბა არ­ჩევ­ნე­ბი და უკა­ნო­ნოდ ინარ­ჩუ­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? თუ მან ეს გა­ა­კე­თა, მე მზად ვარ გა­დავყლა­პო ნე­ბის­მი­ერ წყე­ნა და მას ტაში და­ვუკ­რა.

მე ვა­პი­რებ არა მხო­ლოდ აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თო ამ შე­მოდ­გო­მას ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ფე­რენ­დუმ­ში, არა­მედ ვგეგ­მავ, ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, რო­მე­ლიც მო­ა­შო­რებს სა­ქარ­თვე­ლო­დან ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ამ სა­კი­თხში ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს მი­კარ­ნა­ხებს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვე­რა­ვინ შემ­ზღუ­დავს მე, რო­გორც რე­გი­ო­ნა­ლურ ლი­დერს და რო­გორც უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კის ახა­ლი სა­ხე­ე­ბი ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად ვერ იქ­ნე­ბი­ან მრჩევ­ლე­ბი,“- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, რო­გორც უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დე­ნის შმი­გალ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის სა­კონ­სულ­ტა­ციო ორ­გა­ნო­ში ერთ-ერთ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს და უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რე­ფორ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს, თუმ­ცა „მას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ის არ ახ­დენს გავ­ლე­ნას უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კა­ზე, მი­თუ­მე­ტეს, უკ­რა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­ზე“.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იაიაია
193

ვაი შენს პატრონს, უბედურს!!!!

ერმონია
186

შენი გავლენების შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის, შე მართლა ქინძო...

ავტორი:

"ყველა უკრაინელმა მშვენივრად იცის, ვის რა გავლენა აქვს..." - სააკაშვილი უკრაინის პრემიერს პასუხობს

"ყველა უკრაინელმა მშვენივრად იცის, ვის რა გავლენა აქვს..." - სააკაშვილი უკრაინის პრემიერს პასუხობს

დენის შმიგალის თეზისებს კომენტარს არ გავუკეთებ, რადგან ყველა უკრაინელმა თავადაც მშვენივრად იცის ვის რა გავლენა აქვს უკრაინაში. უკრაინის პოლიტიკის ახალი სახეები ჩემთვის ნამდვილად ვერ იქნებიან მრჩევლები,- ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუს, სადაც უკრაინის პრემიერი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაზე, განსაკუთრებით კი საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს.

სააკაშვილის განცხადებით, ის აპირებს არა მხოლოდ ჩაერთოს რეფერენდუმში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ უხელმძღვანელოს კამპანიას, რათა „საქართველოს, მოქმედი ხელისუფლება მოაშოროს“.

„მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან: წამოიყვანს ბატონი შმიგალი საქართველოდან უკრაინელ მეზღვაურებს, რომლებიც აგერ უკვე 7 თვეა სრულიად უკანონოდ არიან დაპატიმრებულები და იმყოფებიან საქართველოს ციხეში? განიხილა თუ არა მან ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელმაც გააყალბა არჩევნები და უკანონოდ ინარჩუნებს ხელისუფლებას? თუ მან ეს გააკეთა, მე მზად ვარ გადავყლაპო ნებისმიერ წყენა და მას ტაში დავუკრა.

მე ვაპირებ არა მხოლოდ აქტიურად ჩავერთო ამ შემოდგომას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რეფერენდუმში, არამედ ვგეგმავ, ჩვენი კამპანიის ხელმძღვანელობას, რომელიც მოაშორებს საქართველოდან ამ ხელისუფლებას და ამ საკითხში ვერავინ ვერაფერს მიკარნახებს, ამ მიმართულებით ვერავინ შემზღუდავს მე, როგორც რეგიონალურ ლიდერს და როგორც უკრაინის მოქალაქეს, რომელიც არის დემოკრატიული სახელმწიფო. უკრაინის პოლიტიკის ახალი სახეები ჩემთვის ნამდვილად ვერ იქნებიან მრჩევლები,“- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საკონსულტაციო ორგანოში ერთ-ერთ თანამდებობას იკავებს და უკრაინის ხელისუფლებას რეფორმების მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, თუმცა „მას არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, ის არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკაზე, მითუმეტეს, უკრაინის საერთაშორისო პოლიტიკაზე“.