საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაჩო რომ გამოვა, აუცილებლად გაესაუბრება იმ ადამიანებს, ვისთანაც კითხვები აქვს, შვილებს არ დაუტოვებს უპასუხო კითხვებს" - ანი ნადარეიშვილი
"ბაჩო რომ გამოვა, აუცილებლად გაესაუბრება იმ ადამიანებს, ვისთანაც კითხვები აქვს, შვილებს არ დაუტოვებს უპასუხო კითხვებს" - ანი ნადარეიშვილი

"ცხოვ­რე­ბამ დამ­ცი­ნა", - გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლემ ანი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის" გა­და­ცე­მა­ში "მხო­ლოდ ლე­ლას­თან".რო­გორც ირ­კვე­ვა, ანი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა ად­ვო­კა­ტის ლი­ცენ­ზია მო­ი­პო­ვა და ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად დი­ლის 10 სა­ა­თი­დან 6 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდს მე­უღ­ლეს­თან, ცი­ხე­ში ატა­რებს.

"იმის ფონ­ზე, რა­საც ვა­კე­თებ­დით - წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე ვმუ­შა­ობ­დით, ვიბ­რძო­დით, აქეთ შე­მოგ­ვიტ­რი­ალ­და ყვე­ლა­ფე­რი და დაგ­ვაბ­რა­ლეს გა­უ­გო­ნა­რი ის­ტო­რი­ე­ბი. მეს­მო­და ბევ­რი რამ... ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ბაჩო რომ და­ი­ჭი­რეს, მერე გა­ვი­გე, რომ თურ­მე სას­ტი­კი და ჯა­ლა­თი იყო, ნას­ვა­მი შე­დი­ო­და შამ­პა­ნუ­რით ხელ­ში ცი­ხე­ებ­ში და ვი­ღა­ცებს სცემ­და (არა­და, ცხოვ­რე­ბა­ში შამ­პა­ნუ­რი არ და­უ­ლე­ვია). მე ხო ვი­ცო­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლი იყო, მე ხომ ბა­ჩოს ვიც­ნობ­დი. მძი­მე იყო ეს ჩემ­თვის - უსა­მარ­თლო­ბის, უმ­წე­ო­ბის გან­ცდა".

მან ცი­ხის კად­რე­ბის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს კად­რე­ბი ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თან არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ იყო.

"რო­დე­საც ეს კად­რე­ბი გა­ვი­და, ახა­ლი ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ვი­ყა­ვი, თვე­ე­ბის მყავ­და კესო. კად­რე­ბი იყო შო­კის­მომ­გვრე­ლი, ასე­თი რამ თუ ოდეს­მე სად­მე ხდე­ბო­და, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, ვიდ­რე გა­ვი­გებ­დი რა იყო ეს კად­რე­ბი, ში­ნა­გა­ნად მა­კან­კა­ლებ­და, ასე­თი რა­ღაც რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ ბა­ჩოს­თან არ და­მი­კავ­ში­რე­ბია, რად­გან იმ­ჟა­მად შს მი­ნის­ტრი, მა­ნამ­დე კი თით­ქმის 4 წე­ლი­წა­დი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იყო. სა­ღა­მოს, როცა ბაჩო მო­ვი­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მა­შინ გა­ვი­გე, რომ ბა­ჩოს­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან დიდი თვა­ლე­ბით ვი­ყუ­რე­ბო­დი, ვერ ვხვდე­ბო­დი ბაჩო რა შუ­ა­ში იყო ამ ყვე­ლა­ფერ­თან. მი­თხრა, რომ ცი­ხე­ე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თე­მაა, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თან მი­დის, ოღონდ თვი­თო­ნაც არ იცის რა­ტომ, სა­ერ­თოდ არ იცის, მსგავ­სი რამ თუ ხდე­ბო­და, სა­ხე­ზე ეტყო­ბო­და, რომ თვი­თო­ნაც შოკ­ში იყო.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­მი­რე­კა და მი­თხრა, - გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­დე­ბა ჩემი გა­დად­გო­მის და არ ინერ­ვი­უ­ლოო.

"მე მჯე­რა მისი, რა თქმა უნდა. მას ცი­ხე­ებ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და.

ბაჩო რომ და­ა­კა­ვეს და ჩვენს მი­მართ იყო მუ­ქა­რა, გი­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ავი­ტა­ნეთ. ცდი­ლობ­დნენ, რომ მას­ზეც ყო­ფი­ლი­ყო ეს ზე­წო­ლა. დაჰ­ყავ­დათ ცი­ხი­დან ცი­ხე­ში. და­კა­ვე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე შე­იყ­ვა­ნეს ქურ­დე­ბის ცი­ხე­ში. მივ­ხვდი, რომ იქ იმის შეს­ვლა, რო­მე­ლიც ამ ადა­მი­ა­ნებს ებ­რძო­და, ძა­ლი­ან სა­ში­ში იყო. მივ­ხვდი, რომ რა­ღაც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრი უნდა გა­და­მე­ტა­ნა იქ, სა­დაც ბაჩო იყო. ნო­ემ­ბე­რი იყო, ავი­ღე თბი­ლი პლე­დი, თერ­მო­სით ცხე­ლი წყა­ლი წა­ვი­ღე და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, იქ მან­ქა­ნა­ში ვა­თე­ნებ­დით. მერე გა­და­იყ­ვა­ნეს გლ­და­ნის ცი­ხე­ში, ად­ვო­კა­ტის­გან ვი­ცო­დი, რო­მელ კორ­პუს­ში და სარ­თულ­ზე იყო. იქ იყო შე­მაღ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლი და იქე­დან დურ­ბინ­დით ვუ­ყუ­რებ­დი. არ ვი­ცო­დი, ცო­ცხალს და­ტო­ვებ­დნენ თუ არა... ჩემ­თვის იმ პე­რი­ოდ­ში მთა­ვა­რი იყო, რომ ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

ბა­ჩოს არ უნ­დო­და, რომ ცი­ხე­ში მი­მეყ­ვა­ნა შვი­ლი. იმი­ტომ რომ, პა­ტა­რა იყო. მერე უკვე რო­დე­საც წერა-კი­თხვა, წე­რი­ლე­ბის წერა ის­წა­ვა­ლა, მამა-შვილს შო­რის მი­წერ-მო­წე­რა და­ი­წყო და ბო­ლოს გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მის­თვის იქ­ნე­ბო­და კარ­გი, ერ­თმა­ნეთს შეხ­ვედ­როდ­ნენ. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა იყო პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, პირ­ბა­დით, ხა­ლა­თით, შუ­შით. ორი­ვეს მხრი­დან ძა­ლი­ან დიდი ემო­ცია იყო, ორი­ვე ძა­ლი­ან დიდ­ხანს უყუ­რებ­და ერ­თმა­ნეთს თვა­ლებ­ში.

ბა­ჩოს დედა იყო სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც დედა, ისე და­მაკ­ლდა მეც, იმი­ტომ, რომ ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლი იყო. ბა­ჩოს­თვის მი­ლი­ონ­ჯერ კი­დევ უფრო მძი­მე იყო ეს თემა, ჯერ ერთი ის, რომ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ნა­ხი არ ჰყავ­და, სა­სა­მარ­თლო­ებ­ზე შო­რი­დან ნა­ხუ­ლობ­და და თვა­ლებს ვერ უს­წო­რებ­და, ეცო­დე­ბო­და, რომ ქალი ერთი შვი­ლის სა­სა­მარ­თლო­დან, მე­ო­რე შვი­ლის სა­სა­მარ­თლო­ზე გა­და­დი­ო­და, მერე რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ქმრის სა­სა­მარ­თლო­ზე - დღე­ში სამ სა­სა­მარ­თლო­ზე და­დი­ო­და, ამ­დენ რა­ღა­ცას ის­მენ­და და ვერ გა­უძ­ლო. ბაჩო და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე არ წა­ვი­და, იმი­ტომ რომ ხელ­ბორ­კი­ლე­ბით და ავ­ტო­მა­ტე­ბი­ა­ნი ბად­რა­გის თან­ხლე­ბით უნდა მი­სუ­ლი­ყო და უარი თქვა".

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ზე მე­ტად ოჯა­ხუ­რი სით­ბო და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ენატ­რე­ბა.

"რამ­დე­ნი­მე თვე­ში ბაჩო ცი­ხეს და­ტო­ვებს. რომ გა­მო­ვა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­სა­უბ­რე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვის­თა­ნაც კი­თხვე­ბი აქვს, შვი­ლებს არ და­უ­ტო­ვებს უპა­სუ­ხო კი­თხვებს. ძა­ლი­ან გვინ­და, რომ ოჯა­ხი, შვი­ლებ­თან ერ­თად, ჩავ­სხდე­ბით მან­ქა­ნა­ში, თურ­ქე­თის სა­ზღვარ­ზე გა­და­ვი­დეთ და სა­დაც დაგ­ვი­ღამ­დე­ბა, იქ გა­ვა­თე­ნოთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ად­გი­ლია, სა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვის­ვე­ნებ­დი, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლად ვერ ვიქ­ნე­ბით. ნე­ბის­მი­ერ თურ­ქულ სო­ფელ­შიც კი ბევ­რად თა­ვი­სუფ­ლად ვიქ­ნე­ბი და ეს მე­ნატ­რე­ბა. მინ­და, რომ მარ­ტო ვიყო ჩემს ოჯახ­თან.

ბაჩო რომ გა­მო­ვა, ზუს­ტად ვიცი, რომ მშვი­დად ვერ ვი­ცხოვ­რებ, იმი­ტომ, რომ ჯერ ყვე­ლა­ფე­რი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წინ არის, მაგ­რამ მე ამის­თვის მზად ვარ. რე­ა­ლუ­რად სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ ახლა და ნამ­დვი­ლად არ მაქვს ის ილუ­ზია, რომ მშვი­დად ვი­ცხოვ­რებთ", - გა­ნა­ცხა­და ანი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 127 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხვიჩა
277

როგორ გვაცოდებს თავს,თქვე გაიძვერებო.აბა ჩვენ გვკითხე ვინცბ მიშასი და შენი ქმრის ჯოჯოხეთი გამოვიარეთ.თქვენთვის და თქვენი სვილებისთვის უნდა გაეყარათ ცოცხები და მერე ბარი ბარში იქნება

G.R.
274

იცი რა ტეხავს ჩემო კარგო ანი! საქართველოში დასვენება რო გინდა და რო ვერ დაისვენებ, რატო? იმიტომ, რომ ვინმე ბაჩოს ან მისი რაზმის მიერ გაუბედურებულ გამწარებული შემთხვევით არ გადაგეყაროთ და იქ რაც მოხდება უკვე თავადაც იცით. უნდა იცხოვრო ისე, რომ უკან მოხედვის არ გეშინოდეს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ბაჩო რომ გამოვა, აუცილებლად გაესაუბრება იმ ადამიანებს, ვისთანაც კითხვები აქვს, შვილებს არ დაუტოვებს უპასუხო კითხვებს" - ანი ნადარეიშვილი

"ბაჩო რომ გამოვა, აუცილებლად გაესაუბრება იმ ადამიანებს, ვისთანაც კითხვები აქვს, შვილებს არ დაუტოვებს უპასუხო კითხვებს" - ანი ნადარეიშვილი

"ცხოვრებამ დამცინა", - განაცხადა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა, ტელეკომპანია "მთავარის" გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან". როგორც ირკვევა, ანი ნადარეიშვილმა ადვოკატის ლიცენზია მოიპოვა და ლამის ყოველდღიურად დილის 10 საათიდან 6 საათამდე პერიოდს მეუღლესთან, ციხეში ატარებს.

"იმის ფონზე, რასაც ვაკეთებდით - წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ვმუშაობდით, ვიბრძოდით, აქეთ შემოგვიტრიალდა ყველაფერი და დაგვაბრალეს გაუგონარი ისტორიები. მესმოდა ბევრი რამ... ძალიან ბევრი რამ ბაჩო რომ დაიჭირეს, მერე გავიგე, რომ თურმე სასტიკი და ჯალათი იყო, ნასვამი შედიოდა შამპანურით ხელში ციხეებში და ვიღაცებს სცემდა (არადა, ცხოვრებაში შამპანური არ დაულევია). მე ხო ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, მე ხომ ბაჩოს ვიცნობდი. მძიმე იყო ეს ჩემთვის - უსამართლობის, უმწეობის განცდა".

მან ციხის კადრების პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს კადრები ბაჩო ახალაიასთან არანაირ კავშირში არ იყო.

"როდესაც ეს კადრები გავიდა, ახალი ნამშობიარები ვიყავი, თვეების მყავდა კესო. კადრები იყო შოკისმომგვრელი, ასეთი რამ თუ ოდესმე სადმე ხდებოდა, ვერ წარმომედგინა, ვიდრე გავიგებდი რა იყო ეს კადრები, შინაგანად მაკანკალებდა, ასეთი რაღაც როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ბაჩოსთან არ დამიკავშირებია, რადგან იმჟამად შს მინისტრი, მანამდე კი თითქმის 4 წელიწადი თავდაცვის მინისტრი იყო. საღამოს, როცა ბაჩო მოვიდა მეგობრებთან ერთად, მაშინ გავიგე, რომ ბაჩოსთან იყო დაკავშირებული. ძალიან დიდი თვალებით ვიყურებოდი, ვერ ვხვდებოდი ბაჩო რა შუაში იყო ამ ყველაფერთან. მითხრა, რომ ციხეებიდან მოყოლებული თემაა, რომელიც რატომღაც ბაჩო ახალაიასთან მიდის, ოღონდ თვითონაც არ იცის რატომ, საერთოდ არ იცის, მსგავსი რამ თუ ხდებოდა, სახეზე ეტყობოდა, რომ თვითონაც შოკში იყო.

რამდენიმე დღეში დამირეკა და მითხრა, - განცხადება გავრცელდება ჩემი გადადგომის და არ ინერვიულოო.

"მე მჯერა მისი, რა თქმა უნდა. მას ციხეებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

ბაჩო რომ დააკავეს და ჩვენს მიმართ იყო მუქარა, გინება, ყველაფერი ავიტანეთ. ცდილობდნენ, რომ მასზეც ყოფილიყო ეს ზეწოლა. დაჰყავდათ ციხიდან ციხეში. დაკავებიდან ძალიან მალე შეიყვანეს ქურდების ციხეში. მივხვდი, რომ იქ იმის შესვლა, რომელიც ამ ადამიანებს ებრძოდა, ძალიან საშიში იყო. მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, ყურადღების ცენტრი უნდა გადამეტანა იქ, სადაც ბაჩო იყო. ნოემბერი იყო, ავიღე თბილი პლედი, თერმოსით ცხელი წყალი წავიღე და მეგობრებთან ერთად, იქ მანქანაში ვათენებდით. მერე გადაიყვანეს გლდანის ციხეში, ადვოკატისგან ვიცოდი, რომელ კორპუსში და სართულზე იყო. იქ იყო შემაღლებული ადგილი და იქედან დურბინდით ვუყურებდი. არ ვიცოდი, ცოცხალს დატოვებდნენ თუ არა... ჩემთვის იმ პერიოდში მთავარი იყო, რომ ცოცხალი ყოფილიყო.

ბაჩოს არ უნდოდა, რომ ციხეში მიმეყვანა შვილი. იმიტომ რომ, პატარა იყო. მერე უკვე როდესაც წერა-კითხვა, წერილების წერა ისწავალა, მამა-შვილს შორის მიწერ-მოწერა დაიწყო და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ მისთვის იქნებოდა კარგი, ერთმანეთს შეხვედროდნენ. პირველი შეხვედრა იყო პანდემიის პირობებში, პირბადით, ხალათით, შუშით. ორივეს მხრიდან ძალიან დიდი ემოცია იყო, ორივე ძალიან დიდხანს უყურებდა ერთმანეთს თვალებში.

ბაჩოს დედა იყო საოცარი ადამიანი, როგორც დედა, ისე დამაკლდა მეც, იმიტომ, რომ ჩემი თანამებრძოლი იყო. ბაჩოსთვის მილიონჯერ კიდევ უფრო მძიმე იყო ეს თემა, ჯერ ერთი ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში ნანახი არ ჰყავდა, სასამართლოებზე შორიდან ნახულობდა და თვალებს ვერ უსწორებდა, ეცოდებოდა, რომ ქალი ერთი შვილის სასამართლოდან, მეორე შვილის სასამართლოზე გადადიოდა, მერე რამდენიმე საათში ქმრის სასამართლოზე - დღეში სამ სასამართლოზე დადიოდა, ამდენ რაღაცას ისმენდა და ვერ გაუძლო. ბაჩო დასაფლავებაზე არ წავიდა, იმიტომ რომ ხელბორკილებით და ავტომატებიანი ბადრაგის თანხლებით უნდა მისულიყო და უარი თქვა".

მისივე თქმით, ყველაზე მეტად ოჯახური სითბო და თავისუფლება ენატრება.

"რამდენიმე თვეში ბაჩო ციხეს დატოვებს. რომ გამოვა აუცილებლად გაესაუბრება იმ ადამიანებს, ვისთანაც კითხვები აქვს, შვილებს არ დაუტოვებს უპასუხო კითხვებს. ძალიან გვინდა, რომ ოჯახი, შვილებთან ერთად, ჩავსხდებით მანქანაში, თურქეთის საზღვარზე გადავიდეთ და სადაც დაგვიღამდება, იქ გავათენოთ. საქართველოში ძალიან ბევრი ადგილია, სადაც სიამოვნებით დავისვენებდი, მაგრამ თავისუფლად ვერ ვიქნებით. ნებისმიერ თურქულ სოფელშიც კი ბევრად თავისუფლად ვიქნები და ეს მენატრება. მინდა, რომ მარტო ვიყო ჩემს ოჯახთან.

ბაჩო რომ გამოვა, ზუსტად ვიცი, რომ მშვიდად ვერ ვიცხოვრებ, იმიტომ, რომ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა, ჯერ ყველაფერი წინ არის, მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ. რეალურად საომარ მდგომარეობაში ვართ ახლა და ნამდვილად არ მაქვს ის ილუზია, რომ მშვიდად ვიცხოვრებთ", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

სტუ-ის სტუდენტი - მადლობელი ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის და ჩემი დეკანატის, მუდმივად ვგრძნობ თანადგომას

"შქმერში ყოფილან სანადიროდ, ფეხით... მიწა ჩაშლილა და ზურა 150 მეტრით ქვემოთ ჩაუტანია" - რას ჰყვებიან მეგობრები ზურა ბაკურაძეზე

ბათუმში აივანი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები