პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით „ნავნემ“ პანდემიისას არამხოლოდ ბიზნესის გადარჩენა არამედ გაფართოება შეძლო
ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით „ნავნემ“ პანდემიისას არამხოლოდ ბიზნესის გადარჩენა არამედ გაფართოება შეძლო

ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, ჰი­გი­ე­ნის, კოს­მე­ტი­კი­სა და პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ნივ­თე­ბი – ეს მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ პრო­დუქ­ცი­ი­სა, რო­მელ­საც ერთ-ერთი მსხვი­ლი აუ­თლეთ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ნავ­ნე“ სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხმა­რებ­ლებს სთა­ვა­ზობს. „ნავ­ნე“ 2011 წელს და­არ­სდა და ამ დღი­დან ახო­ცი­ე­ლებს იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 23 ფი­ლი­ალ­ში. გა­მომ­დი­ნა­რე აუ­თლეტ ტი­პის შეს­ყიდ­ვე­ბი­სა, „ნავ­ნე“ მომ­ხმა­რებ­ლებს ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის ბაზ­რის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ას ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად აწ­ვდის.

ყვე­ლა ბიზ­ნეს სექ­ტორ­თან ერ­თად, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ „ნავ­ნეც“ საკ­მა­ოდ და­ა­ზი­ა­ნა. შე­ზღუდ­ვებ­მა და ჩა­კეტვებ­მა მათი სა­მოქ­მე­დო და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც მკვეთ­რად შეც­ვა­ლა. რო­გორც კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ეკა­ტე­რი­ნე ნა­დი­რა­ძე გვიყ­ვე­ბა, ამ პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე­ჯერ და­ი­ხუ­რა ყვე­ლა მა­ღა­ზია, რაც რი­თე­ილ კომ­პა­ნი­ის­თვის ძა­ლი­ან დიდ და­ნა­კარგს ნიშ­ნავ­და. სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­სას­წო­რებ­ლად „ნავ­ნე“ Facebook-ისა და ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით ჰყიდ­და პრო­დუქტს, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ლო­ი­ა­ლურ მომ­ხმა­რე­ბელ­თა შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, თუმ­ცა ბიზ­ნე­სის გა­და­სარ­ჩე­ნად ეს მცდე­ლო­ბა საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა.

„ონ­ლა­ინ შო­ფის შექ­მნა დრო­უ­ლი ნა­ბი­ჯი იყო, მაგ­რამ მან 23 და­ხუ­რუ­ლი ფი­ლი­ა­ლის კომ­პენ­სი­რე­ბა ვერ შეძ­ლო. პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს, ჩვე­ნი მა­ღა­ზი­ე­ბი თით­ქმის ორი თვე სრუ­ლად და­ი­კე­ტა, მათი გახ­სნი­სათ­ვის კი დად­გა სეს­ხის აღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, რად­გან არ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია აღარ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და მიმ­დი­ნა­რე სე­ზონს. სწო­რედ ამ დროს კომ­პა­ნი­ი­სა და პროკ­რე­დიტ ბან­კის მრა­ვალ­წლი­ან­მა თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვით ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა­ში და მიგ­ვე­ღო სეს­ხი, რო­მე­ლიც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ი­ის შემ­დგო­მი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის.“

„ნავ­ნეს“ ფი­ნან­სებ­ზე წვდო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის და ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბით, ‘ევ­რო­კავ­შრის და­ფი­ნან­სე­ბა ნო­ვა­ტო­რე­ბის­თვის’ პროგ­რა­მა­ში (InnovFin SME Guarantee Facility) ჩარ­თვის შე­დე­გად მო­ხერ­ხდა.

InnovFin, ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბა ინო­ვა­ტო­რე­ბის­თვის, არის EIB ჯგუ­ფის (ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კი და ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დი) ერ­თობ­ლი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის კვლე­ვი­სა და ინო­ვა­ცი­ის ჩარ­ჩო პროგ­რა­მის „ჰო­რი­ზონ­ტი 2020“ ფარ­გლებ­ში ევ­რო­კო­მი­სი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. იგი მო­ი­ცავს EIB ჯგუ­ფის და­ფი­ნან­სე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტებს და სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბას, რო­მე­ლიც სრუ­ლად მო­ი­ცავს კვლე­ვი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის მთლი­ა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ჯაჭ­ვის გა­მარ­თვას მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­წარ­მო­ე­ბის (MSME) გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად.

პროგ­რა­მა, ად­გი­ლობ­რი­ვი ბან­კე­ბის შუ­ა­მავ­ლო­ბით, ეხ­მა­რე­ბა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს, ასე­ვე, სა­შუ­ა­ლო კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­წარ­მო­ებს, და­ფა­რონ სეს­ხის 50% და ხელს უწყობს მათ კვლე­ვე­ბის, ინო­ვა­ცი­ე­ბის და დი­გი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და­ნერგვის პრო­ცეს­ში. კო­რო­ნა­ვირუ­სის პე­რი­ოდ­ში კი, ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბის უკეთ ხელ­შე­სა­წყო­ბად, ეს გა­რან­ტია 80%-მდე გა­ი­ზარ­და და კა­პი­ტალბ­რუნ­ვის­თვის სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბიც მო­იც­ვა.

InnovFin-ის პროგ­რა­მა, ქარ­თულ სა­წარ­მო­ებს სთა­ვა­ზობს სეს­ხის უფრო ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს, ვიდ­რე ეს ბა­ზარ­ზეა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. კერ­ძოდ, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის­თვის სეს­ხე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ხდე­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თით, და ამავდრო­უ­ლად სეს­ხის და­ფარ­ვის უფრო გრძე­ლი ან უფრო მოქ­ნი­ლი გრა­ფი­კით, ასე­ვე გი­რა­ოს შემ­ცი­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბით. ამას­თან სეს­ხი გა­ი­ცე­მა მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე კომ­პა­ნი­ე­ბის­თვი­საც, რო­მელ­თა მხარ­და­ჭე­რაც სხვა შემ­თხვე­ვა­ში არ მოხ­დე­ბო­და. პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე ბან­კე­ბი, პროკ­რე­დი­ტი, თი­ბი­სი ბან­კი და სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი აფა­სე­ბენ პრო­ექ­ტებს მათი სტან­დარ­ტუ­ლი საკ­რე­დი­ტო პო­ლი­ტი­კის სა­ფუძ­ველ­ზე, InnovFin-ის პროგ­რა­მის და­საშ­ვე­ბო­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

კომ­პა­ნი­ას სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა შევ­სე­ბუ­ლი­ყო სა­სა­წყო­ბე მა­რა­გე­ბი, ქსელ­ში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო სე­ზო­ნუ­რი პრო­დუქ­ცია და მა­ღა­ზი­ე­ბი გახ­სნი­ლი­ყო ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცი­ის დაც­ვით, რაც თი­თო­ე­ულ ლო­კა­ცი­ა­ზე საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯებს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. გარ­და ამი­სა, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ჯგუ­ფის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის შემ­დეგ „ნავ­ნემ“ მო­ა­ხერ­ხა ბო­ლომ­დე მი­ეყ­ვა­ნა ევ­რო­პულ და ამე­რი­კულ ბრენ­დებ­თან არ­სე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რომ­ლის მთა­ვარ მი­ზანს ლუქს ბრენ­დე­ბის თა­ვის მოვ­ლი­სა და კოს­მე­ტი­კის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის აუ­თლეთ ხა­ზის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­პორ­ტი წარ­მო­ად­გენ­და. ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის და­მა­ტე­ბით კი ქსელ­მა შეძ­ლო მო­ე­ზი­და მომ­ხმა­რე­ბელ­თა სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი სეგ­მენ­ტი – გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა სი­ახ­ლე­ებ­მა ხელი შე­უ­წყო კომ­პა­ნი­ის ხედ­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რაც გუ­ლის­ხმობს ქსე­ლის მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტის მი­წო­დე­ბას.

სა­ბო­ლო­ოდ, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის მხარ­და­ჭე­რით, „ნავ­ნემ“ შეძ­ლო არამ­ხო­ლოდ თავი გა­და­ერ­ჩი­ნა, არა­მედ პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან ჯამ­ში 3 ფი­ლი­ა­ლიც გა­ეხ­სნა. ამით კომ­პა­ნი­ამ არამ­ხო­ლოდ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, არა­მედ და­მა­ტე­ბით აიყ­ვა­ნა კად­რე­ბი. დღეს­დღე­ო­ბით „ნავ­ნეს“ ბრენ­დის ქვეშ 230-მდე და­საქ­მე­ბუ­ლი ერ­თი­ან­დე­ბა.

„ევ­რო­კავ­შრის და ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ჩვენ­თვის. ორ­თვი­ა­ნი ჩა­კეტვის შემ­დგომ, უსახ­სროდ დარ­ჩე­ნი­ლი კომ­პა­ნი­ის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის მო­ძი­ე­ბა დიდ სირ­თუ­ლეს უკავ­შირ­დე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში. პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის გა­რე­შე, „ნავ­ნეს“ მო­უ­წევ­და რამ­დე­ნი­მე ფი­ლი­ა­ლის და­კეტ­ვა, რათა და­ნარ­ჩენ ფი­ლი­ა­ლებ­ში მა­რა­გე­ბი შევ­სე­ბუ­ლი­ყო. ასე­ვე სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა. თუმ­ცა, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია რა შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვან­და შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მა­ღა­ზი­ე­ბის გახ­სნა, რა ბედი ეწე­ო­და იმ მა­ღა­ზი­ებს, რომ­ლე­ბიც ვერ გა­იხ­სნე­ბო­და პირ­ველ ეტაპ­ზე. შევ­ძლებ­დით კი მათ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, მათი იჯა­რე­ბის და­ფარ­ვას, მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რე­ზერ­ვის სა­ხით გა­ჩე­რე­ბას? რო­დე­საც ქსე­ლი სრუ­ლი დატ­ვირ­თვით არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ეს კომ­პა­ნი­ის­თვის ნიშ­ნავს ბრუნ­ვის აშ­კა­რა და­ნაკ­ლისს, რაც იწ­ვევს და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­უქ­მე­ბას, არ­ჩე­უ­ლი კურ­სი­დან გა­დახ­ვე­ვას, ერთ ად­გი­ლას გა­ჩე­რე­ბას ან რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯის უკან გა­დად­გმას. ჩვენ კი ამ მხარ­და­ჭე­რით შევ­ძე­ლით საფრ­თხე­ე­ბი თა­ვი­დან აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა“ – აღ­ნიშ­ნავს ეკა­ტე­რი­ნე ნა­დი­რა­ძე.

ამ­ჟა­მად „ნავ­ნე“ სრუ­ლი დატ­ვირ­თვით და დიდი შე­მარ­თე­ბით აგ­რძე­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის მი­უ­ხე­და­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბის პრო­ცე­სი. კომ­პა­ნი­ამ სულ ახ­ლა­ხანს გახ­სნა კი­დევ ერთი ფარ­თო ფორ­მა­ტის მა­ღა­ზია თბი­ლი­სის ერთ-ერთ მთა­ვარ გამ­ზირ­ზე. სა­მო­მავ­ლოდ, „ნავ­ნეს“ პრი­ო­რი­ტე­ტია, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ქსე­ლის გა­ფარ­თო­ვე­ბის ტენ­დენ­ცია, და­ას­რუ­ლოს რებ­რენ­დინ­გის პრო­ცე­სი, ასე­ვე იგეგ­მე­ბა რამ­დე­ნი­მე ფი­ლი­ა­ლის და­მა­ტე­ბა.

ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ჯგუ­ფის მიერ მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს ევ­რო­კავ­ში­რის და ევ­რო­პის გუნ­დის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის პან­დე­მი­ის კრი­ზი­სის და­საძ­ლე­ვად კერ­ძო სექ­ტო­რის­თვის გა­წე­ულ დახ­მა­რე­ბას, აგ­რეთ­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის, ლიკ­ვი­დუ­რო­ბი­სა და ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ხელს უწყობს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის აღ­დგე­ნას. მხო­ლოდ 2020 წელს, ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ჯგუფ­მა ად­გი­ლობ­რივ ბან­კებს 70 მი­ლი­ო­ნი ევრო გა­მო­უ­ყო მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­წარ­მო­ე­ბის­თვის სეს­ხებ­ზე წვდო­მის გა­სა­უ­ჯო­ბე­სებ­ლად, ხოლო ახა­ლი InnovFin-ის პროგ­რა­მა 250 მი­ლი­ონ ევ­რომ­დე სა­სეს­ხო პორ­ტფელს ით­ვა­ლის­წი­ნებს და ქარ­თულ ბიზ­ნესს პან­დე­მი­ის კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. და­მა­ტე­ბით 100 მი­ლი­ო­ნი ევრო კი პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლა­დაა გა­მო­ყო­ფი­ლი.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, ევ­რო­კავ­შირ­მა და ევ­რო­პის გუნ­დმა COVID-19 პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­სახ­მა­რებ­ლად, ახა­ლი სახ­სრე­ბის მო­ზიდ­ვი­სა და არ­სე­ბუ­ლის გა­და­ნა­წი­ლე­ბის გზით, და­ახ­ლო­ე­ბით 1.5 მი­ლი­არ­დი ლა­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა უზ­რუნ­ველ­ყვეს. ამ თან­ხის თით­ქმის 2/3 გრან­ტის სა­ხი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, და­ნარ­ჩე­ნი კი შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სეს­ხის სა­ხით. ეს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი უცხო ქვეყ­ნის­თვის ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რაც უპ­რე­ცენ­დენ­ტო კრი­ზი­სის დროს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­მო­ხა­ტულ მტკი­ცე სო­ლი­და­რო­ბას ადას­ტუ­რებს.

https://www.facebook.com

ავტორი:

ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით „ნავნემ“ პანდემიისას არამხოლოდ ბიზნესის გადარჩენა არამედ გაფართოება შეძლო

ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით „ნავნემ“ პანდემიისას არამხოლოდ ბიზნესის გადარჩენა არამედ გაფართოება შეძლო

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ჰიგიენის, კოსმეტიკისა და პარფიუმერული ნივთები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქციისა, რომელსაც ერთ-ერთი მსხვილი აუთლეთ მაღაზიათა ქსელი „ნავნე“ საქართველოში მომხმარებლებს სთავაზობს. „ნავნე“ 2011 წელს დაარსდა და ამ დღიდან ახოციელებს იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით 23 ფილიალში. გამომდინარე აუთლეტ ტიპის შესყიდვებისა, „ნავნე“ მომხმარებლებს ამერიკისა და ევროპის ბაზრისთვის გათვალისწინებული მაღალი ხარისხის პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად აწვდის.

ყველა ბიზნეს სექტორთან ერთად, კორონავირუსის პანდემიამ „ნავნეც“ საკმაოდ დააზიანა. შეზღუდვებმა და ჩაკეტვებმა მათი სამოქმედო და სამომავლო გეგმებიც მკვეთრად შეცვალა. როგორც კომპანიის დირექტორი, ქალბატონი ეკატერინე ნადირაძე გვიყვება, ამ პერიოდში რამდენიმეჯერ დაიხურა ყველა მაღაზია, რაც რითეილ კომპანიისთვის ძალიან დიდ დანაკარგს ნიშნავდა. სიტუაციის გამოსასწორებლად „ნავნე“ Facebook-ისა და ონლაინ პლატფორმის საშუალებით ჰყიდდა პროდუქტს, რაც მნიშვნელოვანი იყო ლოიალურ მომხმარებელთა შესანარჩუნებლად, თუმცა ბიზნესის გადასარჩენად ეს მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ონლაინ შოფის შექმნა დროული ნაბიჯი იყო, მაგრამ მან 23 დახურული ფილიალის კომპენსირება ვერ შეძლო. პანდემიის პირველი ტალღის დროს, ჩვენი მაღაზიები თითქმის ორი თვე სრულად დაიკეტა, მათი გახსნისათვის კი დადგა სესხის აღების საჭიროება, რადგან არსებული პროდუქცია აღარ შეესაბამებოდა მიმდინარე სეზონს. სწორედ ამ დროს კომპანიისა და პროკრედიტ ბანკის მრავალწლიანმა თანამშრომლობამ საშუალება მოგვცა ჩავრთულიყავით ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის პროგრამაში და მიგვეღო სესხი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კომპანიიის შემდგომი ფუნქციონირებისათვის.“

„ნავნეს“ ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობა ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის დახმარებით, ‘ევროკავშრის დაფინანსება ნოვატორებისთვის’ პროგრამაში (InnovFin SME Guarantee Facility) ჩართვის შედეგად მოხერხდა.

InnovFin, ევროკავშირის დაფინანსება ინოვატორებისთვის, არის EIB ჯგუფის (ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ფონდი) ერთობლივი ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში ევროკომისიასთან თანამშრომლობით ხორციელდება. იგი მოიცავს EIB ჯგუფის დაფინანსების ინსტრუმენტებს და საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც სრულად მოიცავს კვლევისა და ინოვაციების მთლიანი ღირებულებათა ჯაჭვის გამართვას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) განვითარების ხელშესაწყობად.

პროგრამა, ადგილობრივი ბანკების შუამავლობით, ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე, საშუალო კაპიტალიზაციის საწარმოებს, დაფარონ სესხის 50% და ხელს უწყობს მათ კვლევების, ინოვაციების და დიგიტალიზაციის დანერგვის პროცესში. კორონავირუსის პერიოდში კი, ბიზნესსაქმიანობის უკეთ ხელშესაწყობად, ეს გარანტია 80%-მდე გაიზარდა და კაპიტალბრუნვისთვის საჭირო ხარჯებიც მოიცვა.

InnovFin-ის პროგრამა, ქართულ საწარმოებს სთავაზობს სესხის უფრო ხელსაყრელ პირობებს, ვიდრე ეს ბაზარზეა ხელმისაწვდომი. კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხების შეთავაზება ხდება შემცირებული საპროცენტო განაკვეთით, და ამავდროულად სესხის დაფარვის უფრო გრძელი ან უფრო მოქნილი გრაფიკით, ასევე გირაოს შემცირებული მოთხოვნებით. ამასთან სესხი გაიცემა მაღალი რისკის მქონე კომპანიებისთვისაც, რომელთა მხარდაჭერაც სხვა შემთხვევაში არ მოხდებოდა. პროგრამაში მონაწილე ბანკები, პროკრედიტი, თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი აფასებენ პროექტებს მათი სტანდარტული საკრედიტო პოლიტიკის საფუძველზე, InnovFin-ის პროგრამის დასაშვებობის კრიტერიუმების გათვალისწინებით და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.

კომპანიას საშუალება მისცა შევსებულიყო სასაწყობე მარაგები, ქსელში მოხვედრილიყო სეზონური პროდუქცია და მაღაზიები გახსნილიყო ყველა რეგულაციის დაცვით, რაც თითოეულ ლოკაციაზე საკმაოდ დიდ ხარჯებს ითვალისწინებდა. გარდა ამისა, ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერის შემდეგ „ნავნემ“ მოახერხა ბოლომდე მიეყვანა ევროპულ და ამერიკულ ბრენდებთან არსებული მოლაპარაკებები, რომლის მთავარ მიზანს ლუქს ბრენდების თავის მოვლისა და კოსმეტიკის საშუალებების აუთლეთ ხაზის საქართველოში იმპორტი წარმოადგენდა. ახალი მიმართულების დამატებით კი ქსელმა შეძლო მოეზიდა მომხმარებელთა საშუალოზე მაღალი სეგმენტი – განხორციელებულმა სიახლეებმა ხელი შეუწყო კომპანიის ხედვის გაძლიერებას, რაც გულისხმობს ქსელის მუდმივ განვითარებასა და ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებას.

საბოლოოდ, ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით, „ნავნემ“ შეძლო არამხოლოდ თავი გადაერჩინა, არამედ პანდემიის დაწყებიდან ჯამში 3 ფილიალიც გაეხსნა. ამით კომპანიამ არამხოლოდ შეინარჩუნა ადამიანური რესურსი, არამედ დამატებით აიყვანა კადრები. დღესდღეობით „ნავნეს“ ბრენდის ქვეშ 230-მდე დასაქმებული ერთიანდება.

„ევროკავშრის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის. ორთვიანი ჩაკეტვის შემდგომ, უსახსროდ დარჩენილი კომპანიისთვის ნებისმიერი ფულადი სახსრების მოძიება დიდ სირთულეს უკავშირდებოდა, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის პირობებში. პროგრამაში ჩართვის გარეშე, „ნავნეს“ მოუწევდა რამდენიმე ფილიალის დაკეტვა, რათა დანარჩენ ფილიალებში მარაგები შევსებულიყო. ასევე სამუშაო ადგილების შემცირება. თუმცა, ამ გადმოსახედიდან, ძნელი სათქმელია რა შედეგებამდე მიგვიყვანდა შეზღუდული რაოდენობის მაღაზიების გახსნა, რა ბედი ეწეოდა იმ მაღაზიებს, რომლებიც ვერ გაიხსნებოდა პირველ ეტაპზე. შევძლებდით კი მათ შენარჩუნებას, მათი იჯარების დაფარვას, მათი თანამშრომლების რეზერვის სახით გაჩერებას? როდესაც ქსელი სრული დატვირთვით არ ფუნქციონირებს, ეს კომპანიისთვის ნიშნავს ბრუნვის აშკარა დანაკლისს, რაც იწვევს დაგეგმილი აქტივობების გაუქმებას, არჩეული კურსიდან გადახვევას, ერთ ადგილას გაჩერებას ან რამდენიმე ნაბიჯის უკან გადადგმას. ჩვენ კი ამ მხარდაჭერით შევძელით საფრთხეები თავიდან აგვეცილებინა“ – აღნიშნავს ეკატერინე ნადირაძე.

ამჟამად „ნავნე“ სრული დატვირთვით და დიდი შემართებით აგრძელებს ფუნქციონირებას. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად მიმდინარეობს ქსელის გაფართოების პროცესი. კომპანიამ სულ ახლახანს გახსნა კიდევ ერთი ფართო ფორმატის მაღაზია თბილისის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე. სამომავლოდ, „ნავნეს“ პრიორიტეტია, შეინარჩუნოს ქსელის გაფართოვების ტენდენცია, დაასრულოს რებრენდინგის პროცესი, ასევე იგეგმება რამდენიმე ფილიალის დამატება.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა კიდევ უფრო აძლიერებს ევროკავშირის და ევროპის გუნდის მიერ საქართველოში COVID-19-ის პანდემიის კრიზისის დასაძლევად კერძო სექტორისთვის გაწეულ დახმარებას, აგრეთვე უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებას და ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენას. მხოლოდ 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა ადგილობრივ ბანკებს 70 მილიონი ევრო გამოუყო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხებზე წვდომის გასაუჯობესებლად, ხოლო ახალი InnovFin-ის პროგრამა 250 მილიონ ევრომდე სასესხო პორტფელს ითვალისწინებს და ქართულ ბიზნესს პანდემიის კრიზისის დაძლევაში ეხმარება. დამატებით 100 მილიონი ევრო კი პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გასაძლიერებლადაა გამოყოფილი.

მთლიანობაში, ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით, დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყვეს. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხის სახით. ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც უპრეცენდენტო კრიზისის დროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატულ მტკიცე სოლიდარობას ადასტურებს.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Feuropeanunioningeorgia%2Fvideos%2F806653706655411%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

https://www.facebook.com

„მეტრომარტი“ უკვე  Hotsale.ge-ზე - შეიძინე ტექნიკა მნიშვნელოვანი დანაზოგით

როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები ბინის შერჩევისას წლების განმავლობაში?

ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით, ქართული ბიოტექნოლოგიური კომპანია ვეტერინარული ანტიბიოტიკების ალტერნატივის წარმოებას გაზრდის