შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია
დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა - მამაკაცს სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა
ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, მამაკაცს სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა და ადგილზე გარდაიცვალა.
შრომის უსაფთხოება ნული, ჯამაგირი მიზერული, და რა გინდათ რო მუშაობთ წადით სოფლად და ბალახი ძოვეთ