საქართველოს პროკურატურასთან, სადაც ნინოწმინდის ბავშთა პანსიონატთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს, კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. აქტივისტები პროკურატურაში შესვლას ცდილობდნენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.
დაკავებულია კიდევ ორი აქტივისტი.
შეაგხსენებთ, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ნინოწმინდის პანსიონატში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ. აქციაზე ცოტა ხნის წინაც იყო ხმაური, რა დროსაც პოლიციამ გიგა მაქარაშვილი დააკავა.