ნინოწმინდის პანსიონში "ობიექტივს" შესვლის უფლება მისცეს და ბავშვებისგან მეუფის საქებარი კომენტარები ჩაწერეს. როგორც ტელეკომპანიასთან საუბრისას პანსიონის აღსაზრდელები ამბობენ, მათ ძალიან კარგი პირობები აქვთ და არანაირ ძალადობას ადგილი არ აქვს.
"აქ რომ პირობებია, ასეთი არსად არ არის. ისე ზრუნავენ ჩვენზე მასწავლებლები, რომ ასეთი პირობები კარგ სახლშიც არ არის. არანაირი ძალადობა აქ არ არის"
"დედასავით გვექცევიან მასწავლებლები, არანაირი ცუდად მოქცევა და დასჯა არ არის ჩვენთან. თუ რამე ხდება, ვეუბნებით ზედამხედველს, ის ეუბნება მეუფეს და ყველაფერი გვისრულდება"
"მეუფე ძალიან მიყვარს და მინდა, რომ ჩვენთან იყოს და არსად არ წავიდეს"
"მეუფე შესანიშნავია, ძალიან კარგია ჩვენთვის და გვინდა, სულ ჩვენს გვერდით იყოს" - ამბობენ აღსაზრდელები.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პანსიონში ბენეფიციარები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ქვეშ იმყოფებოდნენ, სახალხო დამცველმა პანსიონში შესვლა და სიტუაციის შესწავლა გადაწყვიტა, თუმცა მრავალი მცდელობის მიუხედავად, იქ შესვლის უფლება არ მისცეს.
როგორც რამდენიმე დღის წინ ნინო ლომჯარიას მოადგილემ ეკა სხილაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე სპირიდონმა მათ ამის საშუალება არ მისცა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ომბუდსმენის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, მათთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.
ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავენ, ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის დეტალები გაასაჯაროოს.
ობიექტივი და ალტ-ინფო კი არა სახელმწიფო უნდა შევიდეს. მაგრამ ჩვენთან სახელმწიფოს მაგივრად არის ნინიას ბაღი.
გასაგებია, რომ უნდა შემოწმდეს და გაირკვეს რა ხდება! მაგრამ,ისტერიაა უკვე ამ საკითხზე ტელევიზიებისგან და ლომჯარიასგან! საინტერესოა ქუჩაში მაწანწალა ბავშვების ბედი რატომ არ აღელვებთ??? მუყაოს ყუთებზე რომ სძინავთ და მთელ დღეს დაუბანელ- მშივრები ქუჩაში ატარებენ,იმათი ბედი რატომ არავის აღელვებს?? გგონიათ მართლა ამ პანსიონატის ბავშვების დარდი აქვთ?? არამც და არამც! სკანდალი სწევს რეიტინგს ტელევიზიების, ლომჯარიასნაირი არასამთავრობოები კი ბეეევრად მეტ დაფინანსებას მიიღებენ! მერე რა თუ ქუჩის ბავშვები მშიერ-მწყურვალები და ხშირად ალბათ ძალადობის მსხვერპლებიც არიან! მავანთ მხოლოდ იმათი ბედი აღელვებთ,საიდანაც ხელს მოითბობენ,რეიტინგით თუ დაფინანსებით! მ ა რ ა ზ მ ი!!! პ.ს. არც იმ ბავშვებზე სწუხს არავინ,დედას რომ გლეჯენ და თავშესაფარში გადაჰყავთ, ვიწროდ ცხოვრობენო.....