მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვილი აქ ცხოვრობს, ურთიერთობს ადამიანებთან ეზოში, ქუჩაში. მანქანით მომსახურებაზეც უარი თქვა" - რას ამბობს ლევან კობიაშვილი ნაკრების ახალ მწვრთნელზე
"ვილი აქ ცხოვრობს, ურთიერთობს ადამიანებთან ეზოში, ქუჩაში. მანქანით მომსახურებაზეც უარი თქვა" - რას ამბობს ლევან კობიაშვილი ნაკრების ახალ მწვრთნელზე

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის, ქალ­თა ფეხ­ბურ­თის, ფუტ­სა­ლის, 2023 წელს გა­სა­მარ­თი U21 ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­სა და კი­დევ სხვა სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ sportall.ge სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილს ესა­უბ­რა.

- მო­გე­სალ­მე­ბით ბა­ტო­ნო ლე­ვან. ინ­ტერ­ვიუ ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ზე სა­უბ­რით გვსურს და­ვი­წყოთ. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ვილი სა­ნი­ო­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში იცხოვ­რებს და იმუ­შა­ვებს. რა შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ნა­ხოთ ამ ნა­ბი­ჯის უკან?

- რა­საკ­ვრი­ვე­ლია, კარ­გია როცა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის უცხო­ე­ლი მწვრთნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა არ მგო­ნია, რომ ეს პრინ­ცი­პუ­ლად რა­მეს ცვლი­დეს. აქ მყოფ მწვრთნელს, ცხა­დია, შე­უძ­ლია და­აკ­ვირ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­თა­მა­შე ფეხ­ბურ­თე­ლებს, თუმ­ცა წინა მწვრთნე­ლის დრო­საც იყ­ვნენ ეროვ­ნულ გუნდში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­თა­მა­შე­ე­ბი. თან, დაკ­ვირ­ვე­ბა არაა მთა­ვა­რი, რამ­დენ ხანს უნდა და­აკ­ვირ­დეს, მთა­ვა­რი ისაა, რამ­დე­ნი მო­თა­მა­შეა ჩვენს ლი­გებ­ში ისე­თი, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლად თა­მა­ში შე­უძ­ლია.

თან, თუ საქ­მე ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბას ეხე­ბა, დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში ეს ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რად­გან ეროვ­ნუ­ლი ლი­გის ყვე­ლა შეხ­ვედ­რის პირ­და­პი­რი ტრან­სი­ლი­რე­ბა ხდე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ის ფაქ­ტი, რომ ვი­ლის ჩვენ კი არ ვა­ვალ­დე­ბუ­ლებთ, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა მან თა­ვად მო­ინ­დო­მა. ფე­დე­რა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში აქვს სა­მუ­შაო ად­გი­ლი, სამ­სა­ხურ­ში ფე­ხით და­დის, ესა­უბ­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს, ცდი­ლობს გა­ი­გოს ვინ ვართ და რო­გო­რი ხალ­ხი ვართ. თვლის, რომ მენ­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზი საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­მო­ად­გე­ბა. გარ­და ამი­სა, ყო­ველ­დღე ესა­უბ­რე­ბა ნაკ­რე­ბის ექიმს, იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, დამ­ხმა­რე მწვრთნელ ზურა ხი­ზა­ნიშ­ვილს, ისე მუ­შა­ობს, თით­ქოს არა ნაკ­რე­ბის, არა­მედ კლუ­ბის გუნდს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეს.

მთა­ვა­რი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­დე­გია. შე­დე­გი თუ იქ­ნე­ბა, არა­ვინ იტყვის, რამ­დე­ნი დღე გა­ა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რამ­დე­ნი სხვა ქვე­ყა­ნა­ში. როცა შე­დე­გი არ დგე­ბა, შემ­დეგ იწყე­ბა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის ძი­ე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს. მაგ­რამ ვინ­მე ამ­ბობს, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი არაა ან რა­ტომ არ ცხოვ­რობს ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიო?!

ასე რომ, კარ­გია, რომ ვილი აქ ცხოვ­რობს, ის მხო­ლოდ თა­მა­შებს არ აკ­ვირ­დე­ბა, ურ­თი­ერ­თობს ადა­მი­ა­ნებ­თან, მე­ზობ­ლებ­თან, ეზო­ში, ქუ­ჩა­ში. მან­ქა­ნით მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზეც უარი თქვა. სა­ნი­ო­ლი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლო­ბი­თა და თავ­მდაბ­ლო­ბით ფეხ­ბურ­თე­ლო­ბის დრო­საც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. მთა­ვა­რი კი შე­დე­გია...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Kutaiski
9

მერე ისწავლეთ მაგ კაციდან რაღაც მაინც რო ვერ გაძეხით და თქვიფავთ ყველაფერს

რეტრო
8

უიმე, ეგ გოიმი ეგა. მერე, ცოტას ვერ გამოიყვანთ. ასწავლეთ ბიუჯეტის თქვლეფა და სხვა პარაზიტობები. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ვილი აქ ცხოვრობს, ურთიერთობს ადამიანებთან ეზოში, ქუჩაში. მანქანით მომსახურებაზეც უარი თქვა" - რას ამბობს ლევან კობიაშვილი ნაკრების ახალ მწვრთნელზე

"ვილი აქ ცხოვრობს, ურთიერთობს ადამიანებთან ეზოში, ქუჩაში. მანქანით მომსახურებაზეც უარი თქვა" - რას ამბობს ლევან კობიაშვილი ნაკრების ახალ მწვრთნელზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების, ქალთა ფეხბურთის, ფუტსალის, 2023 წელს გასამართი U21 ევროპის ჩემპიონატისა და კიდევ სხვა საკითხების შესახებ sportall.ge საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ესაუბრა.

- მოგესალმებით ბატონო ლევან. ინტერვიუ ეროვნულ ნაკრებზე საუბრით გვსურს დავიწყოთ. საქართველოს ეროვნული ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საქართველოში იცხოვრებს და იმუშავებს. რა შეიძლება დავინახოთ ამ ნაბიჯის უკან?

- რასაკვრიველია, კარგია როცა ეროვნული ნაკრების უცხოელი მწვრთნელი საქართველოში ცხოვრობს, თუმცა არ მგონია, რომ ეს პრინციპულად რამეს ცვლიდეს. აქ მყოფ მწვრთნელს, ცხადია, შეუძლია დააკვირდეს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს, თუმცა წინა მწვრთნელის დროსაც იყვნენ ეროვნულ გუნდში საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეები. თან, დაკვირვება არაა მთავარი, რამდენ ხანს უნდა დააკვირდეს, მთავარი ისაა, რამდენი მოთამაშეა ჩვენს ლიგებში ისეთი, რომელსაც საერთაშორისო დონეზე წარმატებულად თამაში შეუძლია.

თან, თუ საქმე ფეხბურთელების დაკვირვებას ეხება, დღევანდელ რეალობაში ეს ყველა ქვეყნიდან არის შესაძლებელი, რადგან ეროვნული ლიგის ყველა შეხვედრის პირდაპირი ტრანსილირება ხდება.

მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ვილის ჩვენ კი არ ვავალდებულებთ, არამედ საქართველოში ცხოვრება მან თავად მოინდომა. ფედერაციის შენობაში აქვს სამუშაო ადგილი, სამსახურში ფეხით დადის, ესაუბრება ადამიანებს, ცდილობს გაიგოს ვინ ვართ და როგორი ხალხი ვართ. თვლის, რომ მენტალური ანალიზი საქმიანობაში გამოადგება. გარდა ამისა, ყოველდღე ესაუბრება ნაკრების ექიმს, იღებს ინფორმაციას ყველა ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ, დამხმარე მწვრთნელ ზურა ხიზანიშვილს, ისე მუშაობს, თითქოს არა ნაკრების, არამედ კლუბის გუნდს ხელმძღვანელობდეს.

მთავარი, საბოლოო ჯამში, შედეგია. შედეგი თუ იქნება, არავინ იტყვის, რამდენი დღე გაატარა საქართველოში და რამდენი სხვა ქვეყანაში. როცა შედეგი არ დგება, შემდეგ იწყება სხვადასხვა მიზეზის ძიება.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოში არ ცხოვრობს. მაგრამ ვინმე ამბობს, რომ წარმატებული არაა ან რატომ არ ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაშიო?!

ასე რომ, კარგია, რომ ვილი აქ ცხოვრობს, ის მხოლოდ თამაშებს არ აკვირდება, ურთიერთობს ადამიანებთან, მეზობლებთან, ეზოში, ქუჩაში. მანქანით მომსახურებაზეც უარი თქვა. სანიოლი მოკრძალებულობითა და თავმდაბლობით ფეხბურთელობის დროსაც გამორჩეული იყო. მთავარი კი შედეგია...განაგრძეთ კითხვა