მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"50 წლისაც არ იყო, მეუღლე რომ დაეღუპა, 2000 წელს ვაჟი გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა... მსახიობის საფლავს 27 წელი ეძებდნენ" - უცნობი ფაქტები ვასილ ჩხაიძის ცხოვრებიდან
"50 წლისაც არ იყო, მეუღლე რომ დაეღუპა, 2000 წელს ვაჟი გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა... მსახიობის საფლავს 27 წელი ეძებდნენ" - უცნობი ფაქტები ვასილ ჩხაიძის ცხოვრებიდან

"კარ­გს იზამ­დი. ქალი რომ გე­თხო­ვა... ქალი ისე­თი მო­იყ­ვა­ნე, რომ მა­ინ­და­მა­ინც მა­ხინ­ჯი არ იყოს, არაა სა­სი­ა­მოვ­ნო სახ­ლში რომ მიხ­ვალ და უშნო ქალი დაგ­ხვდე­ბა... ექი­მი უნდა იყოს, თე­რა­პევ­ტი ჯო­ბია ყვე­ლას, პა­ტი­ო­სა­ნი, წყნა­რი, ოჯა­ხიშ­ვი­ლი," - ასე ეუბ­ნე­ბა პი­პი­ნია ერის­თა­ვი შვილს ფილმში "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა“, რად­გა­ნაც ასე­თი ცოლი უნ­დო­და აგუ­ლის­თვის... "ბი­ჭოს, ვე­ღარ გა­ი­გო ამ ხალ­ხმა, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ვერ­ტი­კა­ლუ­რია და თან, ბრუნ­ვა­დი", "არა ბა­ტო­ნო არა, ასე­თი ცოდ­ნით ვერ გავფრინ­დე­ბით, არა­და, უნდა გავფრინ­დეთ", - ეს ფრა­ზე­ბი კი ქრის­ტე­ფო­რე მგა­ლობ­ლიშ­ვილს, იგი­ვე ბი­ძია-ბა­ბუ­ას ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც გე­ნი­ა­ლუ­რი ფილ­მის ("შე­რე­კი­ლე­ბი") გე­ნი­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟია და ერ­თა­ოზ ბრეგ­ვა­ძეს­თან ერ­თად, სა­პა­ტიმ­რო­ში მყო­ფი ცათ­მფრენს აგებს... ამ ეკ­რა­ნულ სა­ხე­ებს მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს და უყ­ვარს, თუმ­ცა მსა­ხი­ობ, ვა­სილ ჩხა­ი­ძე­ზე, რო­მელ­მაც პი­პი­ნია ერის­თა­ვი­სა და ქრის­ტე­ფო­რე მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის რო­ლე­ბი შექ­მნა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ბევ­რი არც არა­ფე­რი იცის.

ვა­სილ ჩხა­ი­ძე 1905 წელს ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აცა­ნა­ში და­ი­ბა­და. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი გერ­მა­ნუ­ლი ენის გან­ხრით და­ამ­თავ­რა, სწავ­ლობ­და ასე­ვე თე­ატ­რა­ლურ სტუ­დი­ა­ში. იყო ბა­თუ­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით - სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და. 1937-1956 წლებ­ში სკო­ლა­ში პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ო­და, რუ­სუ­ლი და გერ­მა­ნუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ.

იყო ასე­ვე ფო­თის ვ. გუ­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი. 1967 წლი­დან კი, როცა უკვე რე­ჟი­სორ­მა ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ამ აღ­მო­ა­ჩი­ნა, კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თულ ფილ­მის" თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­და. კი­ნო­დე­ბი­უ­ტი სწო­რედ "არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ფე­ნა­ში" 1968 წელს შედ­გა. ელ­დარ შენ­გე­ლა­ია რომ არა, ალ­ბათ, ეს ადა­მი­ა­ნი პრო­ვინ­ცი­ა­ში დარ­ჩე­ბო­და და ქარ­თულ კი­ნოს ისე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არ ეყო­ლე­ბო­და...

"პი­პი­ნი­ას როლ­ზე თბი­ლის­ში ვე­რა­ვინ ვი­პო­ვე. ჩვე­ნი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ფოთ­ში იყო. იქ მსა­ხი­ობ აკა­კი დო­ბორჯგი­ნი­ძეს წა­ვა­კი­თხე სცე­ნა­რი და ვკი­თხე, - ვინ­მეს ხომ არ იც­ნობ­და, ვინც პი­პი­ნი­ას როლს შე­ას­რუ­ლებ­და. აკა­კი დო­ბორჯგი­ნი­ძე ის კა­ცია, რო­მელ­საც "არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ფე­ნა­ში" ძაღ­ლი მოჰ­ყავს. მან მი­თხრა, რომ გუ­რი­ა­ში, სო­ფელ აცა­ნა­ში იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და, გა­მოგ­ვდგო­მო­და - ვა­სილ ჩხა­ი­ძე ფო­თის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და, იქი­დან გა­რი­ცხეს და სო­ფელ­ში პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნაგ­რძო. გუ­რამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მე­ლიც ჩემი ასის­ტენ­ტი იყო და არ ვფიქ­რობ­დი, აგუ­ლის როლ­ზე ამეყ­ვა­ნა... გუ­რი­ა­ში ჩა­სუ­ლებს სა­ო­ცა­რი სახ­ლი დაგ­ვხვდა, - ზღაპ­რებ­ში რო­მაა, ისე­თი. გა­მო­ვი­და კაცი, რო­მე­ლიც ისე­თი­ვე ჩაც­მუ­ლი იყო, რო­გო­რიც შემ­დეგ ფილმშია. ფაქ­ტობ­რი­ვად, მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ში ბევ­რი არა­ფე­რი შეგ­ვიც­ვლია. გუ­რა­მი და ვა­სილ ჩხა­ი­ძე ერ­თად რომ და­ვი­ნა­ხე, მივ­ხვდი, რომ ესე­ნი აგუ­ლი და მა­მა­მი­სი, პი­პი­ნია იყ­ვნენ. ვა­სილ ჩხა­ი­ძემ მთა­ვარ როლ­ზე უარი მი­თხრა, - ეპი­ზოდ­ში ვი­თა­მა­შე­ბო. შე­ვე­ცა­დე, გა­და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა და თბი­ლის­ში და­ვი­ბა­რე. როცა ჩა­მო­ვი­და, რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში გუ­რა­მი დახ­ვდა და პირ­და­პირ კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მო­იყ­ვა­ნა. პირ­ვე­ლად კა­მე­რის წინ რომ დარ­ჩა, შე­შინ­და, მაგ­რამ სინ­ჯე­ბის შემ­დეგ, პი­პი­ნი­ას როლ­ზე და­ვამ­ტკი­ცეთ," - ამ­ბობს რე­ჟი­სო­რი ელ­დარ შენ­გე­ლა­ია ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მოკ­ლედ, ვა­სილ ჩხა­ი­ძის პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლი "არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ფე­ნა­ში" პი­პი­ნია ერის­თა­ვი იყო, რა­საც 29 ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი მოჰ­ყვა, მათ შო­რის, - "ლა­ზა­რე", "ფე­ო­ლა", "შე­რე­კი­ლე­ბი", "ჩი­რი­კი და ჩი­კო­ტე­ლა", „მი­მი­ნო“, „დათა თუ­თაშ­ხია“, "რაჭა ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი", "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი", "პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი" და სხვ. მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მსა­ხი­ო­ბის გა­რეგ­ნო­ბას, მა­ნე­რებს, არ­ტის­ტუ­ლო­ბას ძა­ლი­ან უხ­დე­ბო­და მსა­ხი­ობ ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის ხმა, რად­გა­ნაც უმე­ტე­სად მის რო­ლებს ერო­სი ახ­მო­ვა­ნებ­და.

მაია ჩხა­ი­ძემ, ლან­ჩხუ­თის ვ. წუ­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მუ­ზე­უ­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გემ კი აი, რა გვი­ამ­ბო მსა­ხი­ობ­ზე: „ვა­სილ ჩხა­ი­ძე ქარ­თუ­ლი კი­ნოს ერთ-ერთი კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვია. 1979 წელს სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა... მსა­ხი­ო­ბის მამა - ისა­ა­კი ღა­რი­ბი გლე­ხი იყო, დედა ჩი­ჩუ­ას ქალი გახ­ლდათ, წარ­მო­სა­დე­გი, კარ­გი დედა და დი­ა­სახ­ლი­სი. ვასო გა­რეგ­ნო­ბით, სი­მაღ­ლით, ინ­ტე­ლექ­ტით მას ჰგავ­და... ბა­ტონ ვა­სოს ძმაც მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და დიდ­ხანს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ლან­ჩხუ­თის გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას. ვა­სილ ჩხა­ი­ძემ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცო­და, არა მარ­ტო რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, გერ­მა­ნუ­ლიც, მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა, ასე­ვე ინ­გლი­სე­ლი, ფრან­გი, იტა­ლი­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის მოღ­ვა­წე­ე­ბის ცხოვ­რე­ბა. ქარ­თვე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი­დან მა­ღალ შე­ფა­სე­ბას მოსე გო­გი­ბე­რი­ძეს აძ­ლევ­და, მწერ­ლე­ბი­დან - მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს, პო­ე­ტებ­ში გა­ლა­კტი­ონ და ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე­ებს...

ჰყავ­და მე­უღ­ლე და ვაჟი გი­ორ­გი. მე­უღ­ლე, ნინა ვარ­დი­გუ­ლაშ­ვი­ლი ბა­ტონ­მა ვა­სომ მცხე­თა­ში გა­იც­ნო, რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იქ გა­ა­ნა­წი­ლეს. ქალ­ბა­ტო­ნი ნინა მცხე­თე­ლი გახ­ლდათ და პრო­ფე­სი­ით ექი­მი, თუმ­ცა ბა­ტო­ნი ვა­სი­ლი ადრე დაქვრივ­და, 50 წლი­საც არ იყო, მე­უღ­ლე რომ გარ­და­ეც­ვა­ლა.

- მათ შვილ­ზე რას გვე­ტყვით?

- გი­ორ­გი ჩხა­ი­ძე ბა­ტო­ნი ვა­სოს ერ­თა­დერ­თი ვაჟი იყო, რო­მელ­საც სა­ხე­ლი ძმის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვა. სხვა­თა შო­რის, ის "ცის­ფერ მთებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობს. მისი პერ­სო­ნა­ჟი შუქ­რის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი, ფრან­გულს რომ სწავ­ლობს და ამის გამო "კო­მსი კო­მსა, ჩემო შუქ­რი" - ასე მი­მარ­თავს ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი, ვაჟა ზა­ზა­ე­ვი­ჩი... გი­ორ­გის ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი ფილმში "სი­ცო­ცხლე ერ­მი­ლეს". გი­ორ­გის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ და აქ­ტი­ურ სას­ცე­ნო მოღ­ვა­წე­ო­ბას ეწე­ო­და, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, 2000 წელს გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

- რო­დე­საც ვა­სილ ჩხა­ი­ძე კი­ნოს­ტუ­დი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­და, სო­ფე­ლი და­ტო­ვა?

- დიახ, სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გა­და­ვი­და. იმ დრო­ის­თვის გუ­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის ფო­თის თე­ატ­რი­დან უკვე წა­მო­სუ­ლი იყო და უმუ­შე­ვა­რიც გახ­ლდათ, როცა ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ასის­ტენ­ტებ­მა სო­ფელ აცა­ნა­ში აა­კი­თხეს, პი­პი­ნია ერის­თა­ვის რო­ლის­თვის მსა­ხი­ობს ეძებ­დნენ. მის აღ­მო­ჩე­ნა­ში ვა­ლო­დია წუ­ლა­ძის წვლი­ლიც დი­დია, სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნის სა­ხელს ატა­რებს მუ­ზე­უ­მი, სა­დაც მე ვმუ­შა­ობ. რაც შე­ე­ხე­ბა "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნის" მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის, პი­პი­ნი­ას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, "დაგ­ვი­ა­ნე­ბულ ყვა­ვილ­საც" უწო­დებ­დნენ, რად­გა­ნაც მისი აღ­მო­ჩე­ნა 63 წლის ასაკ­ში მოხ­და, რა­საც აღ­მავ­ლო­ბა მოჰ­ყვა“.

* * *

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სას უკვე სა­მოც წელს იყო გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი. მას შემ­დეგ სხვა რე­ჟი­სო­რებ­თა­ნაც იმუ­შა­ვა. "ცის­ფე­რი მთე­ბი, ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი" კი მისი ბოლო კი­ნო­ნა­მუ­შე­ვა­რი იყო, სა­დაც ისევ ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას­თან მო­უხ­და მუ­შა­ო­ბა. ის 1986 წლის 26 დე­კემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა და მუ­ხათ­გვერ­დის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს, მაგ­რამ საფ­ლა­ვი მთე­ლი 27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კარ­გუ­ლი იყო. 2013 წელს კი საფ­ლა­ვი ელ­დერ შენ­გე­ლა­ი­ამ მე­გობ­რის გუ­რამ გე­ლა­ძის დახ­მა­რე­ბით იპო­ვა და მსა­ხი­ო­ბის ნეშ­ტი მუ­ხათ­გვერ­დი­დან დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში გად­მო­ას­ვე­ნეს.

მაია ჩხა­ი­ძე:

- აცა­ნე­ლებს სურ­ვი­ლი გვქონ­და, ვა­სილ ჩხე­ი­ძე ჩვენს სო­ფელ­ში, წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში გად­მოგ­ვეს­ვე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ძა­ლის­ხმე­ვით, მისი გად­მოს­ვე­ნე­ბა დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში მოხ­და.

- მისი სახლ-კარი აცა­ნა­ში არ­სე­ბობს?

- პა­ტა­რა სახ­ლი ჰქონ­და, რომ­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­იწ­ვა და შე­სა­ბა­მი­სად, მისი ნივ­თე­ბი, რაც კი მუ­ზე­უ­მის­თვის შე­იძ­ლე­ბო­და, ექ­სპო­ნა­ტე­ბად გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა, გა­ნად­გურ­და. თბი­ლი­სის სახ­ლიც და­ე­კარ­გა. თან, ხომ გი­თხა­რით, მისი ვაჟი ისეთ უც­ნა­ურ გა­რე­მო­ში გარ­და­იც­ვა­ლა, რომ ვა­სილ ჩხა­ი­ძის ძმის­შვი­ლებ­მა, ნა­თე­სა­ვებ­მა ვერც შე­ი­ტყვეს, სახ­ლი მე­ზო­ბელს და­უ­ტო­ვა. შემ­დეგ ქო­ნებ­რი­ვი დავა სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ ძმის­შვი­ლებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა. გული მწყდე­ბა, რომ ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ექ­სპო­ნა­ტე­ბად შე­იძ­ლე­ბო­და მუ­ზე­უმ­ში გა­მომ­დგა­რი­ყო, გა­ნად­გურ­და და გა­და­ი­ყა­რა.

ბა­ტო­ნი ვასო მრა­ვალ­მხრი­ვი ნი­ჭით იყო და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, ხა­ტავ­და, წერ­და, ხომ ვამ­ბობ, სა­ოც­რად კარ­გი პე­და­გო­გი იყო, მა­მა­ჩემს და მა­მი­დას ას­წავ­ლი­და. ასე რომ, აცა­ნელ ჩა­ხა­ი­ძე­ებს ეს ადა­მი­ა­ნი გვე­ა­მა­ყე­ბა... ერთ-ერთი პი­როვ­ნე­ბა, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც მის ახლო მე­გობ­რად ით­ვლე­ბო­და, ყვე­ბო­და, - მოვ­ლე­ნებს, ყო­ველ­თვის თა­ვის სა­ხელს არ­ქმევ­და, თა­ვი­სუფ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი იყო, ჰოდა, მე­გო­ბარს უკ­ვირ­და, ვასო რო­გორ გა­და­ურ­ჩა მძი­მე რეპ­რე­სი­ე­ბის ეპო­ქა­სო? ვასო მას­წავ­ლებ­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუხ­ტით ყო­ფი­ლა სავ­სე, ზე­პი­რად კი­თხუ­ლობ­და ლექ­სებს და ნა­წყვე­ტებს პრო­ზა­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მომ­წონს კი­ნო­რე­ჟი­სორ ბუბა ხო­ტი­ვა­რის (რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. - ავტ.) შე­ფა­სე­ბა: "კი­ნო­კა­მე­რის წინ ვა­სილ ჩხა­ი­ძე თა­მა­შობ­და იმას, რა­საც ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მო­ად­გენ­და, ცხოვ­რე­ბა­ში კი ის იყო ჯი­ში­ა­ნი ქარ­თვე­ლი არის­ტოკ­რა­ტი“. ვფიქ­რობ, რომ ეს არის ბა­ტო­ნი ვა­სოს სრუ­ლი და­ხა­სი­ა­თე­ბა... ბა­ტო­ნი ბუბა მას ასეც უწო­დებ­და: "აზ­ნა­უ­რი ვა­სილ ჩხა­ი­ძე და ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას მიერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი "დიდი პი­პი­ნია"... ამ ადა­მი­ან­ზე სა­უ­ბა­რი და­უს­რუ­ლებ­ლად შე­მიძ­ლია. ის ქარ­თულ კი­ნო­ში მა­ნამ­დე დარ­ჩე­ბა, სა­ნამ ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი კლა­სი­კად ქცე­ულ ქარ­თულ ფილ­მებს ნა­ხავს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
2

ძალიან არ მომწონს ის ამბავი, რომ ვასილ ჩხაიძეს ფილმებში ყოველთვის ეროსი მანჯგალაძე ახმოვანებდა და მისი ნამდვილი ხმა როგორ ჟღერდა, არ ვიცით. 

მანანა
5

მართლაც არაჩვეულებრივი და უნიჭიერესი მსახიობი, რომელმაც დაუვიწყარი სახეები შექმნა ქართულ ფილმებში. ნათელში იყოს მისი სული.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"50 წლისაც არ იყო, მეუღლე რომ დაეღუპა, 2000 წელს ვაჟი გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა... მსახიობის საფლავს 27 წელი ეძებდნენ" - უცნობი ფაქტები ვასილ ჩხაიძის ცხოვრებიდან

"50 წლისაც არ იყო, მეუღლე რომ დაეღუპა, 2000 წელს ვაჟი გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა... მსახიობის საფლავს 27 წელი ეძებდნენ" - უცნობი ფაქტები ვასილ ჩხაიძის ცხოვრებიდან

"კარგს იზამდი. ქალი რომ გეთხოვა... ქალი ისეთი მოიყვანე, რომ მაინდამაინც მახინჯი არ იყოს, არაა სასიამოვნო სახლში რომ მიხვალ და უშნო ქალი დაგხვდება... ექიმი უნდა იყოს, თერაპევტი ჯობია ყველას, პატიოსანი, წყნარი, ოჯახიშვილი," - ასე ეუბნება პიპინია ერისთავი შვილს ფილმში "არაჩვეულებრივი გამოფენა“, რადგანაც ასეთი ცოლი უნდოდა აგულისთვის... "ბიჭოს, ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან, ბრუნვადი", "არა ბატონო არა, ასეთი ცოდნით ვერ გავფრინდებით, არადა, უნდა გავფრინდეთ", - ეს ფრაზები კი ქრისტეფორე მგალობლიშვილს, იგივე ბიძია-ბაბუას ეკუთვნის, რომელიც გენიალური ფილმის ("შერეკილები") გენიალური პერსონაჟია და ერთაოზ ბრეგვაძესთან ერთად, საპატიმროში მყოფი ცათმფრენს აგებს... ამ ეკრანულ სახეებს მაყურებელი კარგად იცნობს და უყვარს, თუმცა მსახიობ, ვასილ ჩხაიძეზე, რომელმაც პიპინია ერისთავისა და ქრისტეფორე მგალობლიშვილის როლები შექმნა, შეიძლება ითქვას, ბევრი არც არაფერი იცის.

ვასილ ჩხაიძე 1905 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი გერმანული ენის განხრით დაამთავრა, სწავლობდა ასევე თეატრალურ სტუდიაში. იყო ბათუმის თეატრის მსახიობი, მოგვიანებით - სახელმწიფო თეატრში მუშაობდა. 1937-1956 წლებში სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, რუსული და გერმანული ენის მასწავლებელი გახლდათ.

იყო ასევე ფოთის ვ. გუნიას სახელობის თეატრის მსახიობი. 1967 წლიდან კი, როცა უკვე რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ აღმოაჩინა, კინოსტუდია "ქართულ ფილმის" თანამშრომელი გახდა. კინოდებიუტი სწორედ "არაჩვეულებრივ გამოფენაში" 1968 წელს შედგა. ელდარ შენგელაია რომ არა, ალბათ, ეს ადამიანი პროვინციაში დარჩებოდა და ქართულ კინოს ისეთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი პერსონაჟები არ ეყოლებოდა...

"პიპინიას როლზე თბილისში ვერავინ ვიპოვე. ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთში იყო. იქ მსახიობ აკაკი დობორჯგინიძეს წავაკითხე სცენარი და ვკითხე, - ვინმეს ხომ არ იცნობდა, ვინც პიპინიას როლს შეასრულებდა. აკაკი დობორჯგინიძე ის კაცია, რომელსაც "არაჩვეულებრივ გამოფენაში" ძაღლი მოჰყავს. მან მითხრა, რომ გურიაში, სოფელ აცანაში იყო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა, გამოგვდგომოდა - ვასილ ჩხაიძე ფოთის თეატრში მუშაობდა, იქიდან გარიცხეს და სოფელში პედაგოგიური საქმიანობა განაგრძო. გურამ ლორთქიფანიძე, რომელიც ჩემი ასისტენტი იყო და არ ვფიქრობდი, აგულის როლზე ამეყვანა... გურიაში ჩასულებს საოცარი სახლი დაგვხვდა, - ზღაპრებში რომაა, ისეთი. გამოვიდა კაცი, რომელიც ისეთივე ჩაცმული იყო, როგორიც შემდეგ ფილმშია. ფაქტობრივად, მის ჩაცმულობაში ბევრი არაფერი შეგვიცვლია. გურამი და ვასილ ჩხაიძე ერთად რომ დავინახე, მივხვდი, რომ ესენი აგული და მამამისი, პიპინია იყვნენ. ვასილ ჩხაიძემ მთავარ როლზე უარი მითხრა, - ეპიზოდში ვითამაშებო. შევეცადე, გადამერწმუნებინა და თბილისში დავიბარე. როცა ჩამოვიდა, რკინიგზის სადგურში გურამი დახვდა და პირდაპირ კინოსტუდიაში მოიყვანა. პირველად კამერის წინ რომ დარჩა, შეშინდა, მაგრამ სინჯების შემდეგ, პიპინიას როლზე დავამტკიცეთ," - ამბობს რეჟისორი ელდარ შენგელაია ერთ-ერთ ინტერვიუში.

მოკლედ, ვასილ ჩხაიძის პირველი კინოროლი "არაჩვეულებრივ გამოფენაში" პიპინია ერისთავი იყო, რასაც 29 ქართული მხატვრული ფილმი მოჰყვა, მათ შორის, - "ლაზარე", "ფეოლა", "შერეკილები", "ჩირიკი და ჩიკოტელა", „მიმინო“, „დათა თუთაშხია“, "რაჭა ჩემი სიყვარული", "სამანიშვილის დედინაცვალი", "პირველი მერცხალი" და სხვ. მნიშნელოვანია, რომ მსახიობის გარეგნობას, მანერებს, არტისტულობას ძალიან უხდებოდა მსახიობ ეროსი მანჯგალაძის ხმა, რადგანაც უმეტესად მის როლებს ეროსი ახმოვანებდა.

მაია ჩხაიძემ, ლანჩხუთის ვ. წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის განყოფილების გამგემ კი აი, რა გვიამბო მსახიობზე: „ვასილ ჩხაიძე ქართული კინოს ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია. 1979 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა... მსახიობის მამა - ისააკი ღარიბი გლეხი იყო, დედა ჩიჩუას ქალი გახლდათ, წარმოსადეგი, კარგი დედა და დიასახლისი. ვასო გარეგნობით, სიმაღლით, ინტელექტით მას ჰგავდა... ბატონ ვასოს ძმაც მასწავლებელი იყო და დიდხანს ხელმძღვანელობდა ლანჩხუთის განათლების განყოფილებას. ვასილ ჩხაიძემ შესანიშნავად იცოდა, არა მარტო რუსული ლიტერატურა, გერმანულიც, მსოფლიო ლიტერატურა, ასევე ინგლისელი, ფრანგი, იტალიელი მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეების ცხოვრება. ქართველი ფილოსოფოსებიდან მაღალ შეფასებას მოსე გოგიბერიძეს აძლევდა, მწერლებიდან - მიხეილ ჯავახიშვილს, პოეტებში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეებს...

ჰყავდა მეუღლე და ვაჟი გიორგი. მეუღლე, ნინა ვარდიგულაშვილი ბატონმა ვასომ მცხეთაში გაიცნო, როდესაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქ გაანაწილეს. ქალბატონი ნინა მცხეთელი გახლდათ და პროფესიით ექიმი, თუმცა ბატონი ვასილი ადრე დაქვრივდა, 50 წლისაც არ იყო, მეუღლე რომ გარდაეცვალა.

- მათ შვილზე რას გვეტყვით?

- გიორგი ჩხაიძე ბატონი ვასოს ერთადერთი ვაჟი იყო, რომელსაც სახელი ძმის პატივსაცემად დაარქვა. სხვათა შორის, ის "ცისფერ მთებში" მონაწილეობს. მისი პერსონაჟი შუქრის სახელით არის ცნობილი, ფრანგულს რომ სწავლობს და ამის გამო "კომსი კომსა, ჩემო შუქრი" - ასე მიმართავს ფილმის მთავარი გმირი, ვაჟა ზაზაევიჩი... გიორგის ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ფილმში "სიცოცხლე ერმილეს". გიორგის თეატრალური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული, მსახიობი გახლდათ და აქტიურ სასცენო მოღვაწეობას ეწეოდა, რომელიც სამწუხაროდ, 2000 წელს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, დაოჯახებული არ ყოფილა.

- როდესაც ვასილ ჩხაიძე კინოსტუდიის თანამშრომელი გახდა, სოფელი დატოვა?

- დიახ, საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. იმ დროისთვის გუნიას სახელობის ფოთის თეატრიდან უკვე წამოსული იყო და უმუშევარიც გახლდათ, როცა ელდარ შენგელაიას ასისტენტებმა სოფელ აცანაში ააკითხეს, პიპინია ერისთავის როლისთვის მსახიობს ეძებდნენ. მის აღმოჩენაში ვალოდია წულაძის წვლილიც დიდია, სწორედ ამ ადამიანის სახელს ატარებს მუზეუმი, სადაც მე ვმუშაობ. რაც შეეხება "არაჩვეულებრივი გამოფენის" მთავარი პერსონაჟის, პიპინიას როლის შემსრულებელს, "დაგვიანებულ ყვავილსაც" უწოდებდნენ, რადგანაც მისი აღმოჩენა 63 წლის ასაკში მოხდა, რასაც აღმავლობა მოჰყვა“.

* * *

აღნიშნული ფილმის გადაღებისას უკვე სამოც წელს იყო გადაცილებული. მას შემდეგ სხვა რეჟისორებთანაც იმუშავა. "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" კი მისი ბოლო კინონამუშევარი იყო, სადაც ისევ ელდარ შენგელაიასთან მოუხდა მუშაობა. ის 1986 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა და მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს, მაგრამ საფლავი მთელი 27 წლის განმავლობაში დაკარგული იყო. 2013 წელს კი საფლავი ელდერ შენგელაიამ მეგობრის გურამ გელაძის დახმარებით იპოვა და მსახიობის ნეშტი მუხათგვერდიდან დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს.

მაია ჩხაიძე:

- აცანელებს სურვილი გვქონდა, ვასილ ჩხეიძე ჩვენს სოფელში, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის ეზოში გადმოგვესვენებინა, მაგრამ ელდარ შენგელაიას ძალისხმევით, მისი გადმოსვენება დიდუბის პანთეონში მოხდა.

- მისი სახლ-კარი აცანაში არსებობს?

- პატარა სახლი ჰქონდა, რომლიც მოგვიანებით დაიწვა და შესაბამისად, მისი ნივთები, რაც კი მუზეუმისთვის შეიძლებოდა, ექსპონატებად გამოგვეყენებინა, განადგურდა. თბილისის სახლიც დაეკარგა. თან, ხომ გითხარით, მისი ვაჟი ისეთ უცნაურ გარემოში გარდაიცვალა, რომ ვასილ ჩხაიძის ძმისშვილებმა, ნათესავებმა ვერც შეიტყვეს, სახლი მეზობელს დაუტოვა. შემდეგ ქონებრივი დავა სასამართლოში მიმდინარეობდა, მაგრამ ძმისშვილებმა ვერ მოახერხეს ქონების დაბრუნება. გული მწყდება, რომ ნივთები, რომლებიც ექსპონატებად შეიძლებოდა მუზეუმში გამომდგარიყო, განადგურდა და გადაიყარა.

ბატონი ვასო მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული, ხატავდა, წერდა, ხომ ვამბობ, საოცრად კარგი პედაგოგი იყო, მამაჩემს და მამიდას ასწავლიდა. ასე რომ, აცანელ ჩახაიძეებს ეს ადამიანი გვეამაყება... ერთ-ერთი პიროვნება, სკოლის დირექტორი, რომელიც მის ახლო მეგობრად ითვლებოდა, ყვებოდა, - მოვლენებს, ყოველთვის თავის სახელს არქმევდა, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი იყო, ჰოდა, მეგობარს უკვირდა, ვასო როგორ გადაურჩა მძიმე რეპრესიების ეპოქასო? ვასო მასწავლებლის გაკვეთილები შემოქმედებითი მუხტით ყოფილა სავსე, ზეპირად კითხულობდა ლექსებს და ნაწყვეტებს პროზაული ნაწარმოებებიდან... განსაკუთრებულად მომწონს კინორეჟისორ ბუბა ხოტივარის (რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. - ავტ.) შეფასება: "კინოკამერის წინ ვასილ ჩხაიძე თამაშობდა იმას, რასაც ცხოვრებაში წარმოადგენდა, ცხოვრებაში კი ის იყო ჯიშიანი ქართველი არისტოკრატი“. ვფიქრობ, რომ ეს არის ბატონი ვასოს სრული დახასიათება... ბატონი ბუბა მას ასეც უწოდებდა: "აზნაური ვასილ ჩხაიძე და ელდარ შენგელაიას მიერ აღმოჩენილი "დიდი პიპინია"... ამ ადამიანზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია. ის ქართულ კინოში მანამდე დარჩება, სანამ ქართველი მაყურებელი კლასიკად ქცეულ ქართულ ფილმებს ნახავს.