ავტორი:

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტით 32 000 -მდე მოქალაქემ ისარგებლა

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტით 32 000 -მდე მოქალაქემ ისარგებლა

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში აბონენტად რეგისტრაციისა და კომუნალური დავალიანების შემოწმების სერვისით იუსტიციის სახლში უკვე 31,676-მა მოქალაქემ ისარგებლა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტი იუსტიციის სახლის 25-ვე ფილიალშია ხელმისაწვდომი.

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს იუსტიციის სახლში მხოლოდ ერთი ვიზიტით შეუძლიათ მიიღონ რამდენიმე კომუნალური მომსახურება - ბინის ყიდვის ან იჯარის შემთხვევაში დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების (დენი, გაზი, წყალი) აბონენტებად; განაახლონ მონაცემები, ასევე გადაამოწმონ უძრავ ქონებაზე არსებული კომუნალური ამასთან, პორტალ My.gov.ge-ზე, იუსტიციის სახლში ვიზიტის დაჯავშნისთვის შესულ მომხმარებელს, აღნიშნული სერვისი მიღების შესაძლებლობას, ვებგვერდი უკვე უშუალოდ ვიზიტის დაჯავშნის პროცესში შეახსენებს. კერძოდ, უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ვიზიტის დაჯავშნისას, მომხმარებელი წინასწარ მიიღებს შეტყობინებას იუსტიციის სახლში კომუნალური დავალიანების შემოწმებისა და აბონენტად რეგისტრაციის შეცვლის შესაძლებლობის თაობაზე.

პროექტში, რომლის მიზანიცაა მოქალაქეებისათვის სწრაფი და გამარტივებული მომსახურებების შეთავაზება, კომუნალური მომსახურების 28 კომპანიაა ჩართული. იუსტიციის სახლის ფილიალებში მომსახურების მიღება შეუძლიათ: „ინტერ-გაზის“, „ვაკეს“, „ჩირაღდანი XXI საუკუნეს“, „აკრიანი 2006-ის“, „გასკო+-ის“, „ენერგია +-ის“, „ტაბას“, „საჩხერეგაზის“, „გამას“, „ყამარი მ-ს“, „ენერგოკავშირის“, „ვარკეთილაირის“, „დიდი დიღომის“, „სოგურის“, „საჩხერის წყალკანალის“, „ქობულეთის წყალის“, „ბათუმის წყალის“, „მარნეულის სოფწყალის“, „მცხეთისწყალის“, „რუსთავწყალის“, „თელავგაზის“, „თელასის“, „ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერის“, „თბილისი ენერჯის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის”, „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის”კომუნალური მომსახურებების მიღების მსურველებს.

NS

"დედასავით გვექცევიან, არანაირი დასჯა არ არის ჩვენთან" - ნინოწმინდის პანსიონში შესულმა "ობიექტივმა" ბავშვებისგან მეუფის საქებარი კომენტარები ჩაწერა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2021“-ის საუკეთესო ათეული გამოვლინდა

რატომ არის სფეისის ონლაინ სესხი ყველაზე მოსახერხებელი?