ავტორი:

"გაუტკბათ ამათ "ამნისტიების ჩადება", მიქარავენ, დაგიჭერენ, ბრალს წაგიყენებენ და მერე ამნისტია უნდა გავრცელდეს, არანაირი ამნისტია არ მინდა!" - გიგი უგულავა

"გაუტკბათ ამათ "ამნისტიების ჩადება", მიქარავენ, დაგიჭერენ, ბრალს წაგიყენებენ და მერე ამნისტია უნდა გავრცელდეს, არანაირი ამნისტია არ მინდა!" - გიგი უგულავა

არ მინდა არანაირი ამნისტია და არ მივიღებ არანაირ ამნისტიას, რადგან ეს იქნებოდა საშუალება ამ საქმის ჩაფარცხვის, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც უგულავამ პროცესის დასრულების შემდეგ განმარტა, ხელისუფლებას ,,ამნისტიის ჩადება” ძალიან გაუტკბა და პატიმრობითაც რომ დასრულდეს, აღნიშნულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

„ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე შეკერილი, აქ არის პოლიტიკური საფუძველი, ივანიშვილის მხრიდან ჩვეულებრივად არის შურისძიება და შესაბამისად, მე არ მივცემ იმის ფუფუნებას მათ, რომ ეს საქმე ჩაფარცხონ. ძალიან გაუტკბათ ამათ „ამნისტიების ჩადება“, მიქარავენ, ცემენ დაასახიჩრებენ, მერე დაგიჭერენ, შეგტენიან შენ, ბრალს წაგიყენებენ როგორც მელიას და ცემის მერე ამნისტია უნდა გავრცელდეს შენზე დიდსულოვნად, არანაირი ამნისტია მე არ მინდა, რა უსამართლოც არის ეს სასამართლო ვიცი, მაგრამ არ მინდა არანაირი ამნისტია და არ მივიღებ არანაირ ამნისტიას, რადგან ეს იქნებოდა საშუალება ამ საქმის ჩაფარცხვის, ეს არის სისტემური დანაშაული, ეს არის ჩვეულებრივად ორგანიზებული დანაშაული, რომელიც შემდეგ იფუთება სასამართლოს და პროკურატურის მიერ და არანაირი არგუმენტი არ არსებობს. არც ველოდები არაფერს ამ სასამართლოსგან, პატიმრობაც რომ გამოიტანონ არ მანაღვლებს, ეს საქმე არ დამთავრდება და არ დაიხურება სანამ არ გამოჩნდება, რომ არის ორგანიზებული დანაშაული”, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი გაიმართა. აღნიშნული საქმის პროკურორის, ნათია გურულის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე უგულავასთვის ამნისტიის კანონპროექტის გამოყენების შესახებ დაზარალებული ბადრი გავაშელიშვილის პოზიცია უნდა მოესმინათ, რაზეც უგულავამ უარი განაცხადა.

"დიდგორობის კარგად ახსნა რომ შევძლოთ, ვფიქრობ, თურქეთსა და საქართველოს მისი აღნიშვნა ერთად შეუძლიათ..." - თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი

"როგორც ფეხბურთში, როდესაც ძლიერი ფეხბურთელი მიდის, გულდასაწყვეტია..." - რას ამბობს კახა კალაძე გიორგი გახარიას შესახებ

"წერილი გახარიას პრობლემა არ არის, მთლიანად "ქართული ოცნების“ პრობლემაა - ასე რომ არ იყოს, ალბათ, სამაგალითოდ დასჯიდნენ" - მამუკა ხაზარაძე