პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა - ოჯახი მის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს
თურქეთში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა - ოჯახი მის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს

ად­ვო­კატ­მა მა­მუ­კა ნო­ზა­ძემ ambebi.ge-ს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია თურ­ქეთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნის შე­სა­ხებ, რომ­ლის გად­მოს­ვე­ნე­ბა­საც საფ­რან­გეთ­ში მყო­ფი მისი ქმარ-შვი­ლი ვერ ახერ­ხებს. ად­ვო­კა­ტის თქმით, ირმა ამი­რაშ­ვი­ლი 16 დღეა, გარ­დაც­ვლი­ლია და სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ოჯა­ხი დახ­მა­რე­ბის­თვის ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, კერ­ძოდ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თავს.

"ირმა ამი­რაშ­ვი­ლი მუხ­რა­ნის მა­ცხოვ­რე­ბე­ლია და თურ­ქეთ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად ქა­ლაქ კო­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და. ქალ­ბა­ტო­ნი 16 დღეა, რაც გარ­დაც­ვლი­ლია. მისი ქმარ-შვი­ლიც ემიგ­რან­ტია და ამ­ჟა­მად საფ­რან­გეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა. მათ გუ­შინ შე­ი­ტყვეს, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ირმა გარ­და­იც­ვა­ლა და ის მთლად უპატ­რო­ნო­დაა მი­ტო­ვე­ბუ­ლი უცხო ქვე­ყა­ნა­ში. რო­გორც მი­თხრეს, ოჯახს ჰქონ­და თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, რო­მელ­მაც უთხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო და სა­კონ­სუ­ლო კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­დის და ინ­ტე­რესს არ იჩენს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მი­მართ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გა­ჭირ­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ვე­რა­ფერს ხდე­ბი­ან საფ­რან­გე­თი­დან, არ იცი­ან, რა გზას და­ად­გნენ, ამი­ტომ მი­მარ­თა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ჟურ­ნა­ლის­ტებს... დახ­მა­რე­ბის არ­გა­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, თურ­ქე­თის მხა­რე იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეს ქალ­ბა­ტო­ნი თურ­ქეთ­ში და­ა­საფ­ლა­ვოს. ოჯა­ხი გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, სა­სო­წარ­კვე­თი­ლი, ამა­ზე მეტი რა უნდა გა­უ­ჭირ­დეს ადა­მი­ანს, არ ვიცი“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ნო­ზა­ძემ.

ambebi.ge სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და.

"სა­კონ­სუ­ლოს დღეს და­უ­კავ­შირ­დნენ და უთხრეს, რომ გარ­დაც­ვლი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და ოჯახს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა დღეს შე­ვი­და და სა­კონ­სუ­ლო მყი­სი­ე­რად ჩა­ერ­თო ამ ამ­ბავ­ში - და­უ­კავ­შირ­და ოჯა­ხის წევ­რებს საფ­რან­გეთ­ში, შემ­დეგ თურ­ქეთ­ში ჩვე­ნი სა­კონ­სუ­ლო - საფ­რან­გეთ­ში ჩვენს სა­კონ­სუ­ლოს, იქ მივ­ლენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, და­წე­რენ გან­ცხა­დე­ბას და რა თქმა უნდა, და­ეხ­მა­რე­ბი­ან მათ და და­ი­წყე­ბა გად­მოს­ვე­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი“,- გა­ნა­ცხა­დეს სა­ელ­ჩო­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
0

რა საცოდავი ქვეყანა ვართ.

დ გ
0

ვის რაში ანაღვლებს ემიგრანტი გარდაიცვლება თუ ადგილობრივი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

თურქეთში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა - ოჯახი მის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს

თურქეთში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა - ოჯახი მის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს

ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ ambebi.ge-ს მიაწოდა ინფორმაცია თურქეთში გარდაცვლილი ემიგრანტი ქალბატონის შესახებ, რომლის გადმოსვენებასაც საფრანგეთში მყოფი მისი ქმარ-შვილი ვერ ახერხებს. ადვოკატის თქმით, ირმა ამირაშვილი 16 დღეა, გარდაცვლილია და სასოწარკვეთილი ოჯახი დახმარებისთვის ჟურნალისტებსა და საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

"ირმა ამირაშვილი მუხრანის მაცხოვრებელია და თურქეთში, კონკრეტულად ქალაქ კონიაში მუშაობდა. ქალბატონი 16 დღეა, რაც გარდაცვლილია. მისი ქმარ-შვილიც ემიგრანტია და ამჟამად საფრანგეთში იმყოფება. მათ გუშინ შეიტყვეს, რომ ქალბატონი ირმა გარდაიცვალა და ის მთლად უპატრონოდაა მიტოვებული უცხო ქვეყანაში. როგორც მითხრეს, ოჯახს ჰქონდა თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელთან კომუნიკაცია, რომელმაც უთხრა, რომ საქართველოს საელჩო და საკონსულო კონტაქტზე არ გამოდის და ინტერესს არ იჩენს საქართველოს მოქალაქის მიმართ. შესაბამისად, ეს ადამიანები არიან გაჭირვებულ მდგომარეობაში, ვერაფერს ხდებიან საფრანგეთიდან, არ იციან, რა გზას დაადგნენ, ამიტომ მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, ჟურნალისტებს... დახმარების არგაწევის შემთხვევაში, თურქეთის მხარე იძულებული იქნება ეს ქალბატონი თურქეთში დაასაფლავოს. ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაშია, სასოწარკვეთილი, ამაზე მეტი რა უნდა გაუჭირდეს ადამიანს, არ ვიცი“, - განაცხადა მამუკა ნოზაძემ.

ambebi.ge საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

"საკონსულოს დღეს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ გარდაცვლილი იყო საქართველოს მოქალაქე და ოჯახს დახმარება სჭირდებოდა. ოფიციალური შეტყობინება დღეს შევიდა და საკონსულო მყისიერად ჩაერთო ამ ამბავში - დაუკავშირდა ოჯახის წევრებს საფრანგეთში, შემდეგ თურქეთში ჩვენი საკონსულო - საფრანგეთში ჩვენს საკონსულოს, იქ მივლენ ოჯახის წევრები, დაწერენ განცხადებას და რა თქმა უნდა, დაეხმარებიან მათ და დაიწყება გადმოსვენების შესაბამისი პროცედურები“,- განაცხადეს საელჩოში.

"წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება" - თენგიზ ცერცვაძე

"გავრცელებულ ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე, რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი, რა გამოიკვეთა მისი მხრიდან?" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"ამ დროისთვის, რაც ვნახეთ, სრულიად სიმშვიდეა... ერთადერთი, ბავშვები შეწუხებულები არიან აჟიოტაჟით, რაც შეიქმნა" - დეკანოზი ანდრეა ჯაღმაიძე