სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები ბინის შერჩევისას წლების განმავლობაში?
როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები ბინის შერჩევისას წლების განმავლობაში?

ბი­ნის შერ­ჩე­ვი­სას შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი გვქონ­დეს, თუმ­ცა ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან ერ­თად, მათი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი სულ უფრო იზ­რდე­ბა. ამას­თან, უძ­რავ ქო­ნე­ბას რაც უფრო ემა­ტე­ბა ფასი, მეტს ვი­თხოვთ დე­ვე­ლო­პე­რის­გან, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ვი­ღოთ ის, რა­შიც თან­ხის გა­დახ­და გვაქვს და­გეგ­მი­ლი.

წლე­ბის წინ, როცა დე­და­ქა­ლაქ­ში სამ­შე­ნებ­ლო ბუმი და­ი­წყო, ბი­ნის შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე ცენ­ტრა­ლურ და გა­დატ­ვირ­თულ უბ­ნებ­ში მდე­ბა­რე პრო­ექ­ტე­ბი და რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ზე და­ბალ ფა­სად შე­ერ­ჩი­ათ. ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ო­და გამ­წვა­ნე­ბის, პარ­კინ­გის, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის ხა­რის­ხის, სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის, სე­ის­მომ­დგრა­დო­ბის და სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის სან­დო­ო­ბის სა­კი­თხსაც კი.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ბუმ­მა გა­მო­იწ­ვია მწვა­ნე სივ­ცე­ე­ბის ნა­წი­ლის შთან­თქმა, რის მა­გა­ლი­თა­დაც შე­იძ­ლე­ბა, სპორ­ტის სა­სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია და­ვა­სა­ხე­ლოთ. წლე­ბის წინ ახა­ლი კორ­პუ­სე­ბის ნა­წილ­ში შიდა პარ­კინ­გის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბამ კი ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბი უკი­დუ­რე­სად გა­დატ­ვირ­თა. გარ­და ამი­სა, ხან­და­ხან ბი­ნე­ბის თავ­ზე ტე­რა­სის ან სა­ხუ­რა­ვის მშე­ნებ­ლო­ბი­სას ნაკ­ლე­ბად ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ ჰიდ­რო და თბო­ი­ზო­ლა­ცი­ას. კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და გათ­ბო­ბის სის­ტე­მე­ბის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში კი არა­ერ­თმა სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვამ დაგ­ვარ­წმუ­ნა.

ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი და მშე­ნე­ბა­რე ბი­ნე­ბის პლატ­ფორ­მა House.ge-ში დღეს, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­ო­ფი­სე თუ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის შე­ძე­ნის პერ­სპექ­ტი­ვას უკვე სხვაგ­ვა­რად უყუ­რებს. თუ აქამ­დე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ერ­თა­დერ­თი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა თან­ხა ყო­ფი­ლი­ყო, ახლა დე­ტა­ლუ­რად ვიკ­ვლევთ, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ფასი ხა­რისხს, რამ­დე­ნად გამ­ძლეა სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი და და­ბალ ფასს დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ხომ არ გა­ნა­პი­რო­ბებს, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა, ბინა არა­თუ დათ­ქმულ ვა­დებ­ში, არა­მედ სა­ერ­თოდ ვერ ჩა­ვი­ბა­როთ.

გარ­და ამი­სა, ვა­მოწ­მებთ პრო­ექ­ტის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნებს, სკვე­რებ­სა და სპორ­ტულ მო­ედ­ნებს, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვებ­მა ითა­მა­შონ და უფ­რო­სე­ბი გა­ნიტ­ვირ­თონ. თუ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან ამ­გვა­რი არა­ფე­რი არ­სე­ბობს, მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­წი­ლი სხვა პრო­ექ­ტე­ბის ძებ­ნას იწყებს.

„მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბი­სა და სკვე­რე­ბის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი იმ­დე­ნად მა­ღა­ლია, რომ კომ­პა­ნი­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა მთა­ვარ უპი­რა­ტე­სო­ბად სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­მოკ­ვე­თა და­ი­წყო. House.ge-ზე თავ­მოყ­რი­ლია ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი, რაც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლებს სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რად­გან მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, ბი­ნე­ბი კომ­პა­ნი­ე­ბის მი­ხედ­ვით ერთ ვებგ­ვერ­დზე და­ათ­ვა­ლი­ე­რონ და სწრა­ფად შე­ა­და­რონ ერ­თმა­ნეთს“, - გან­მარ­ტა­ვენ House.ge-ში.

House.ge-ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან არა­თუ ბი­ნის ჩა­ბა­რე­ბის კონ­დი­ცი­ით, არა­მედ სა­დარ­ბა­ზო­სა და ეზოს კე­თილ­მო­წყო­ბის სა­კი­თხი­თაც და მათ დიდ ნა­წილს უკვე ურ­ჩევ­ნია, არა გზის პი­რას მდგომ ცალ­კე­ულ კორ­პუს­ში შე­ი­ძი­ნონ სახ­ლი, არა­მედ ერ­თი­ან კომ­პლექსში, სა­დაც სხვა­დას­ხვა სერ­ვი­სის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ.

ასე­ვე, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის­გან უკვე დე­ტა­ლუ­რად ვი­თხოვთ მა­სა­ლე­ბის ხა­რის­ხის, წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და შე­მად­გენ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებთ იმ პრო­ექ­ტებს, სა­დაც თბო­ი­ზო­ლა­ცია და ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის კომ­პო­ნენ­ტი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან კი­თხვე­ბი იმ­დე­ნად ხში­რად ის­მე­ბა, რომ დე­ვე­ლო­პე­რე­ბი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკვე თა­ვა­დაც აქ­ვეყ­ნე­ბენ.

ასე­ვე, მო­ბი­ნად­რე­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის იერ­სა­ხე არ და­მა­ხინჯდეს და ხედი არ „გა­ფუჭ­დეს“, ამი­ტომ, კომ­პა­ნი­ის­გან ითხო­ვენ კორ­პუ­სის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შეს­ვლის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ას. რაც შე­ე­ხე­ბა ხედს, ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი აქ­ცენტს აკე­თებს ისეთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ზე, რომ­ლის მიმ­დე­ბა­რე­დაც მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბის აშე­ნე­ბა ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა. ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ესეც იყოს.

House.ge-ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბი ისევ დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, თუმ­ცა არამ­ხო­ლოდ ფა­სის, არა­მედ ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­რე­უ­ბან­ზე აკე­თებს არ­ჩე­ვანს.

და ბო­ლოს, ჯერ კი­დევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია, ბი­ნის შე­ძე­ნა რო­გო­რი კონ­დი­ცი­ით არის უფრო მი­სა­ღე­ბი, რათა დავ­ზო­გოთ ხარ­ჯე­ბი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მო­გე­ბუ­ლე­ბი დავ­რჩეთ. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ პრე­მი­უმ კლა­სის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი შავი კარ­კა­სის მდგო­მა­რე­ო­ბით უკვე ნაკ­ლე­ბად ბარ­დე­ბა, რაც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

მომ­ხმა­რებ­ლე­ბი დრო­ის, ენერ­გი­ი­სა და ხში­რად ფი­ნან­სე­ბის და­ზოგ­ვის მიზ­ნი­თაც არ­ჩე­ვანს შავ კარ­კას­ზე ნაკ­ლე­ბად აჩე­რე­ბენ, რად­გან მისი თეთ­რი კარ­კა­სის კონ­დი­ცი­ამ­დე მიყ­ვა­ნას საკ­მა­ოდ დიდი რე­სურ­სის ჩა­დე­ბა სჭირ­დე­ბა. დე­ვე­ლო­პე­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი კი უკვე მხო­ლოდ გა­რე­მონ­ტე­ბულ ბი­ნებს აბა­რებს, რაც მო­ბი­ნად­რე­ე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი კომ­ფორ­ტის შექ­მნას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამას­თან, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ე­ბი სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად ასა­ჯა­რო­ე­ბენ, ხოლო თუ ეს ასე არ ხდე­ბა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მო­ბი­ნად­რე ითხოვს.

House.ge-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს არის ის ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რა­საც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლე­ბი დღეს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ და რაც შე­იძ­ლე­ბა, წლე­ბის წინ შე­და­რე­ბით უკა­ნა პლან­ზე ყო­ფი­ლი­ყო გა­და­წე­უ­ლი.

ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი და მშე­ნე­ბა­რე პრო­ექ­ტე­ბი­სა და მათი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ნახ­ვა კი დე­ტა­ლუ­რად House.ge-ზე შე­გიძ­ლი­ათ.

ლალუკა
13

თბილისი და ბათუმი უკვე საცხოვრებლად საშინელებაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები ბინის შერჩევისას წლების განმავლობაში?

როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები ბინის შერჩევისას წლების განმავლობაში?

ბინის შერჩევისას შეიძლება, ყველას ინდივიდუალური მოთხოვნები გვქონდეს, თუმცა ახალი სტანდარტებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, მათი ჩამონათვალი სულ უფრო იზრდება. ამასთან, უძრავ ქონებას რაც უფრო ემატება ფასი, მეტს ვითხოვთ დეველოპერისგან, რათა მაქსიმალურად მივიღოთ ის, რაშიც თანხის გადახდა გვაქვს დაგეგმილი.

წლების წინ, როცა დედაქალაქში სამშენებლო ბუმი დაიწყო, ბინის შეძენის მსურველები ცდილობდნენ, ქალაქის ყველაზე ცენტრალურ და გადატვირთულ უბნებში მდებარე პროექტები და რაც მთავარია, ყველაზე დაბალ ფასად შეერჩიათ. ნაკლები ყურადღება ექცეოდა გამწვანების, პარკინგის, სამშენებლო მასალის ხარისხის, სახანძრო უსაფრთხოების, სეისმომდგრადობის და სამშენებლო კომპანიის სანდოობის საკითხსაც კი.

საბოლოო ჯამში, განაშენიანების ბუმმა გამოიწვია მწვანე სივცეების ნაწილის შთანთქმა, რის მაგალითადაც შეიძლება, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია დავასახელოთ. წლების წინ ახალი კორპუსების ნაწილში შიდა პარკინგის გაუთვალისწინებლობამ კი ცენტრალური ქუჩები უკიდურესად გადატვირთა. გარდა ამისა, ხანდახან ბინების თავზე ტერასის ან სახურავის მშენებლობისას ნაკლებად ითვალისწინებდნენ ჰიდრო და თბოიზოლაციას. კომუნიკაციებისა და გათბობის სისტემების გამართულად მუშაობის აუცილებლობაში კი არაერთმა სამწუხარო შემთხვევამ დაგვარწმუნა.

ახალაშენებული და მშენებარე ბინების პლატფორმა House.ge-ში დღეს, უძრავი ქონებით დაინტრესებული მომხმარებელი საოფისე თუ საცხოვრებელი ფართის შეძენის პერსპექტივას უკვე სხვაგვარად უყურებს. თუ აქამდე გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება თანხა ყოფილიყო, ახლა დეტალურად ვიკვლევთ, რამდენად შეესაბამება ფასი ხარისხს, რამდენად გამძლეა სამშენებლო მასალები და დაბალ ფასს დეველოპერულ კომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემები ხომ არ განაპირობებს, რის გამოც შეიძლება, ბინა არათუ დათქმულ ვადებში, არამედ საერთოდ ვერ ჩავიბაროთ.

გარდა ამისა, ვამოწმებთ პროექტის მიმდებარედ არსებულ რეკრეაციულ ზონებს, სკვერებსა და სპორტულ მოედნებს, სადაც შეიძლება, ბავშვებმა ითამაშონ და უფროსები განიტვირთონ. თუ საცხოვრებელ კორპუსთან ამგვარი არაფერი არსებობს, მომხმარებელთა ნაწილი სხვა პროექტების ძებნას იწყებს.

„მწვანე ნარგავებისა და სკვერების მიმდებარედ არსებული პროექტების მიმართ ინტერესი იმდენად მაღალია, რომ კომპანიების დიდმა ნაწილმა მთავარ უპირატესობად სწორედ აღნიშნულის გამოკვეთა დაიწყო. House.ge-ზე თავმოყრილია ახალი პროექტების დიდი ნაწილი, რაც უძრავი ქონების შეძენის მსურველებს საუკეთესო არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს, რადგან მათ შესაძლებლობა აქვთ, ბინები კომპანიების მიხედვით ერთ ვებგვერდზე დაათვალიერონ და სწრაფად შეადარონ ერთმანეთს“, - განმარტავენ House.ge-ში.

House.ge-ში ასევე აღნიშნავენ, რომ მომხმარებლები ხშირად ინტერესდებიან არათუ ბინის ჩაბარების კონდიციით, არამედ სადარბაზოსა და ეზოს კეთილმოწყობის საკითხითაც და მათ დიდ ნაწილს უკვე ურჩევნია, არა გზის პირას მდგომ ცალკეულ კორპუსში შეიძინონ სახლი, არამედ ერთიან კომპლექსში, სადაც სხვადასხვა სერვისის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

ასევე, სამშენებლო კომპანიისგან უკვე დეტალურად ვითხოვთ მასალების ხარისხის, წარმომავლობისა და შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას და უპირატესობას ვანიჭებთ იმ პროექტებს, სადაც თბოიზოლაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტი გათვალისწინებულია. აღნიშნულ საკითხზე მომხმარებლებისგან კითხვები იმდენად ხშირად ისმება, რომ დეველოპერები სამშენებლო მასალების შესახებ ინფორმაციას უკვე თავადაც აქვეყნებენ.

ასევე, მობინადრეებისთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებელი კორპუსის იერსახე არ დამახინჯდეს და ხედი არ „გაფუჭდეს“, ამიტომ, კომპანიისგან ითხოვენ კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლის შესახებ დოკუმენტაციასა და ინფორმაციას. რაც შეეხება ხედს, ბევრი მომხმარებელი აქცენტს აკეთებს ისეთ საცხოვრებელ კორპუსზე, რომლის მიმდებარედაც მაღალსართულიანი შენობების აშენება ნაკლებად სავარაუდოა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მრავალფუნქციური კომპლექსები პოპულარული ხდება, შეიძლება სწორედ ესეც იყოს.

House.ge-ში განმარტავენ, რომ დედაქალაქის ცენტრალური უბნები ისევ დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა არამხოლოდ ფასის, არამედ ეკოლოგიური მდგომაროების გათვალისწინებითაც ბევრი მომხმარებელი გარეუბანზე აკეთებს არჩევანს.

და ბოლოს, ჯერ კიდევ აქტუალური საკითხია, ბინის შეძენა როგორი კონდიციით არის უფრო მისაღები, რათა დავზოგოთ ხარჯები და საბოლოო ჯამში, მოგებულები დავრჩეთ. უნდა აღინიშნოს, რომ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსები შავი კარკასის მდგომარეობით უკვე ნაკლებად ბარდება, რაც უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მოთხოვნებით არის განპირობებული.

მომხმარებლები დროის, ენერგიისა და ხშირად ფინანსების დაზოგვის მიზნითაც არჩევანს შავ კარკასზე ნაკლებად აჩერებენ, რადგან მისი თეთრი კარკასის კონდიციამდე მიყვანას საკმაოდ დიდი რესურსის ჩადება სჭირდება. დეველოპერების დიდი ნაწილი კი უკვე მხოლოდ გარემონტებულ ბინებს აბარებს, რაც მობინადრეებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნასთან არის დაკავშირებული. ამასთან, პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები სარემონტო მასალების შესახებ ინფორმაციას თავად ასაჯაროებენ, ხოლო თუ ეს ასე არ ხდება, ხშირ შემთხვევაში, მობინადრე ითხოვს.

House.ge-ის ინფორმაციით, ეს არის ის ძირითადი მახასიათებლები, რასაც უძრავი ქონების შეძენის მსურველები დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და რაც შეიძლება, წლების წინ შედარებით უკანა პლანზე ყოფილიყო გადაწეული.

ახალაშენებული და მშენებარე პროექტებისა და მათი მახასიათებლების ნახვა კი დეტალურად House.ge-ზე შეგიძლიათ.

„მეტრომარტი“ უკვე  Hotsale.ge-ზე - შეიძინე ტექნიკა მნიშვნელოვანი დანაზოგით

ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით, ქართული ბიოტექნოლოგიური კომპანია ვეტერინარული ანტიბიოტიკების ალტერნატივის წარმოებას გაზრდის

უფრო ცხელი, უფრო წვნიანი, უფრო გემრიელი - მაკდონალდსის განახლებული კლასიკა