ავტორი:

"ეშინოდა, ამბობდა - მომკლავსო და ფსიქიატრიულისთვის ეცოდებოდა. ამ დაწესებულებების ტყუილად არ ეშინიათ, სრული კატასტროფაა" - გოგონას, რომელმაც ფოთში ბებია მოკლა, ფსიქიური პრობლემები ჰქონდა

"ეშინოდა, ამბობდა - მომკლავსო და ფსიქიატრიულისთვის ეცოდებოდა. ამ დაწესებულებების ტყუილად არ ეშინიათ, სრული კატასტროფაა" - გოგონას, რომელმაც ფოთში ბებია მოკლა, ფსიქიური პრობლემები ჰქონდა

ჟურნალისტი ელისო ჯანაშია გუშინ ფოთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რა დროსაც ბებიის მკვლელობის ბრალდებით შვილიშვილი დააკავეს. როგორც ჟურნალისტი წერს, მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიკურად გაუწონასორებელი ადამიანია, რასაც მეზობლებიც ადასტურებენ. ელისო ჯანაშიას თქმით, დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი დროული და ადეკვატური მკურნალობის არ არსებობა გახდა, რაშიც სახელმწიფოს ადანაშაულებს.

"გუშინ, ფოთში, შვილიშვილის მიერ მიყენებული ფიზიკური დაზიანებებით, 70 წლის ბებია დაიღუპა. მეზობლები ადასტურებენ, რომ გოგონას ფსიქიური პრობლემები ქონდა. ღამე დაძინების ეშინოდა, ამბობდა - მომკლავსო და ფსიქიატრიულში გამწესებისთვის ეცოდებოდაო. დროული და ნორმალური მკურნალობის შემთხვევაში, ხომ არ დატრიალდებოდა ეს ტრაგედია, მაგრამ აქ არც სერვისი ვარგა და არც თავად საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს წლობით ასე ეგუება, როგორც "ღობეს ჩხირს."

ადამიანებში ტყუილად კი არ ეშინიათ ფსიქიატრიული დაწესებულების. იქაური პირობები რამდენიმე წლის წინ სურამის ფსიქიატრიულში საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და ეს იყო სრული კატასტროფა. სახალხო დამცველის ანგარიშებშიც წერია მსგავს დაწესებულებებში არსებულ არაადამიანურ მოპყრობასა და უსაშინლეს სანიტარულ მდგომარეობაზე.

ანუ ქალი მოკვდა ტანჯვით და ტკივილებით საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და სახელმწიფო ფსიქიატრიული სერვისების მიუღებლობის გამო და ჩვენ სახელმწიფო გვქვია ან რაღაცაზე პრეტენზია გვაქვს.

ე.ი რამდენი რამეა გამოსასწორებელი. ზოგჯერ მაქვს განცდა, რომ საერთოდ დაშლილი ვართ, როგორც სახელმწიფო და ხელახლაა ყველაფერი ასაწყობი. სახელმწიფომ მიიღო მხოლოდ მძარცველის სახე: გართმევს იმისთვის, რომ ცალკეული ჩინოვნიკები გაამდიდროს, თორემ ის დანიშნულება, რაც წესით უნდა ქონდეს იმ ინსტიტუციებით, რომელთა არსებობაში ფულს იხდიან მოქალაქეები, ამის ნატამალი აღარაა", - წერს ელისო ჯანაშია.

შეგახსენებთ, გუშინ პოლიციამ ფოთში ბებიის მკვლელობის ბრალდებით შვილიშვილი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.ა. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფოთში, საცხოვრებელ სახლში, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა ბებიას - 1953 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ცხვირს წვეთები" - ზაზა წერეთელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალ მედიკამენტზე

"ღარიბია სამყარო რეზო გაბრიაძის გარეშე" - რას წერს კახა კალაძე გარდაცვლილი რეჟისორის შესახებ

"პირველი დაბადების დღე უშენოდ და აი ასე დაამთხვიე 40" - ირინკა კავსაძის ემოციური პოსტი ბაბუაზე, რომელიც დღეს 86 წლის გახდებოდა