ავტორი:

"იქნებ ვინმემ ამოიცნოს თავისი შვილი... ისე ცუდად ვარ, სულ ვკანკალებ" - რა ვიდეოს აქვეყნებს სალომე გოგიაშვილი

"იქნებ ვინმემ ამოიცნოს თავისი შვილი... ისე ცუდად ვარ, სულ ვკანკალებ" - რა ვიდეოს აქვეყნებს სალომე გოგიაშვილი

"მაპატიეთ ემოციური პოსტისთვის, მაგრამ დღეს რომ არა, მე და ჩემი მეგობრები, არ ვიცი, ეს ბავშვები დაბრუნდებიდნენ თუ არა სახლში ცოცხალი!" - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე, ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.

"ეს კადრი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ეს ბავშვები სჩადიოდნენ... როდესაც ბავშვები გამოჩნდნენ, ჩვენ მოპირდაპირე სახლში, აივანზე ვისხედით. რას ცდილობდნენ ვერ გავიგე, მარტო იმას ვყვიროდით - უკან შედით-თქო. ზოგი მოაჯირზე დარბოდა, ზოგი ასე იქნევდა ფეხს და ზოგი მთელი ტანით იწეოდა, რომ მივხვდით, ყვირილი უშედეგო იყო, საშველად 112-ში დავრეკე. მეგონა, პატრული რეაგირებას მოახდენდა და ახლა სულ იმ ბავშვის სიტყვები მიტრიალებს, შაქარაშვილის საქმიდან: - "ბოლოს დავრეკე და გავაუქმე, მორჩა ყველაფერი და რაღა აზრი ჰქონდაო"... ზუსტად იგივე ნახევარი საათი ველოდეთ და კაცისშვილი არ გამოჩენილა. არ დაგავიწყდეთ, რამიშვილის ქუჩაზე ხდება, სადაც პოლიცია ერთი წუთის სავალზეა...

მხოლოდ იმიტომ ვაქვეყნებ კადრს, რომ იქნებ ვინმემ თავისი შვილი ამოიცნოს და მეტი ყურადღება მიაქციოს. მე ისე ცუდად ვარ, სულ ვკანკალებ. "უჟასი" იყო ყურება იმისა, რომ არ იცი, როდის გადმოვარდება...

დედა ვარ, მაპატიეთ და ათასმაგად იმოქმედა ამ ბავშვების დაუფიქრებელმა საქციელმა.... რაც შეეხება პატრულს, დიახ, ვაქვეყნებ, რომ იცოდეთ, ფეხზე დაკიდება აღარ "მოსულა" ამ ქვეყანაში. ბევრია ჩემნაირი, რომელიც არ გაპატიებთ და არ გაჩუმდება, გვეყო ამდენი ბავშვის სიკვდილი თქვენი უმოქმედობის გამო..." - წერს გოგიაშვილი

"ჩვენი ბავშვობა..." - მაკა ჩიჩუა წლების წინ, შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

"გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ... ეს არის დანაშაული" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი

"კვლევამ აჩვენა, რომ MRNA ვაქცინების გამოყენების შემდეგ სპერმის ხარისხს და მამაკაცის განაყოფიერების უნარს არაფერი ემუქრება!" - კულუმბეგოვი