ავტორი:

გუმათში აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ირაკლი მუკბანიანს პატიმრობა შეეფარდა

გუმათში აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ირაკლი მუკბანიანს პატიმრობა შეეფარდა

გუმათში პოლიციელზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ ირაკლი მუკბანიანს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ითხოვდა, რომ დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოყენებულიყო, ამასთან, მათ სასამართლოს ალტერნატივის სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებაც შესთავაზეს.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 29 წლის ირაკლი მუკბანიანი სოფელ საყულიაში 1-ელ ივნისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მუკბანიანი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინაღმდეგო აქციაზე სამართალდამცავს თავს დაესხა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.

"საქართველოდან 2003 წელს წავიდა... მისი ბიჭი წარმატებული სპორტსმენი იყო" - ვინ არის "გლეხოვიჩი" და რა არის ცნობილი მის კრიმინალურ წარსულზე?

სააპელაციო სასამართლომ 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

მარნეულში, ნაცნობი ქალისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გადაღების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა