მსოფლიოს ანალოგიურად საქართველოშიც მეორად ტანსაცმელზე მოთხოვნა იზრდება.
მართალია მცირედით, თუმცა გაზრდილი იმპორტიც. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის 4 თვეში (იანვარ-აპრილი) ჯამში, 5,633 მლნ აშშ დოლარის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, 2020-ის ანალოგიურ პერიოდში - 5,557 მლნ აშშ დოლარის. გასულ წელს მთლიანად კი - 18,497 მლნ აშშ დოლარის.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც მიმდინარე წელს საქართველომ მეორადი ტანსაცმელი შეიძინა, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
გარდა ამისა, მცირე რაოდენობით მეორადი ტანსაცმელი შემოდის: სომხეთიდან, ბულგარეთიდან, ბელარუსიდან, კანადიდან, ჩინეთიდან, დანიიდან, საბერძნეთიდან, ერაყიდან, ისრაელიდან, ქუვეითიდან, ლიეტუვადან, ახალი ზელანდიიდან, ნიგერიიდან, ნორვეგიიდან, პაკისტანიდან, ფილიპინებიდან, რუსეთიდან, შვედეთიდან და თურქმენეთიდან.
აღსანიშნავია, რომ second-hand მოდის ინდუსტრიაში ბაზრის სწრაფად მზარდი სეგმენტია. Reuter-ის ინფორმაციით, მეორადი ტანსაცმლის შვედური ონლაინ-მაღაზია Sellpy, რომლის საკონტროლო პაკეტიც მოდის გიგანტ H&M-ს ეკუთვნის, გაყიდვებს ევროპის კიდევ 20 ქვეყანაში იწყებს. ამის მიზეზი კი, პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნაა. ფრანგულმა ჰიპერმარკეტების ქსელ Auchan-მა კი second-hand-ის სექციები უკვე 120 მარკეტში განათავსა. წაიკითხეთ სრულად