ავტორი:

"კლოუნი“ ხარ, აბა რა ხარ - მასხარა, იაფფასიანი პოლიტიკოსი" - გიორგი ვაშაძე და ირაკლი ზარქუა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

"კლოუნი“ ხარ, აბა რა ხარ - მასხარა, იაფფასიანი პოლიტიკოსი" - გიორგი ვაშაძე და ირაკლი ზარქუა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

პარლამენტის წევრებმა გიორგი ვაშაძემ და ირაკლი ზარქუამ ერთმანეთს "კლოუნი“ და "მასხარა“ უწოდეს. სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.

ვაშაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს კრიტიკული შინაარსის კითხვები პენსიების უზრუნველყოფის, ლარის გაუფასურებისა და ლარიზაციის პროგრამის თაობაზე დაუსვა და ის არასწორ მართვაში დაადანაშაულა.

ვაშაძისთვის პასუხების გაცემა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ სცადა. მან კოლეგას "ჭიჭე ვაშაძით" მიმართა და როგორც მისი მისამართით განაცხადა, არის პოპულისტი, მცურავი გაცვლითი კურსის თაობაზე კი, არაფერი იცის.

გიორგი ვაშაძემ თავდაპირველად სხდომის წამყვანს პროცედურის დაცვის უზრუნველყოფა სთხოვა და მიმართა, რომ მის მიერ დასმულ კითხვებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უნდა ეპასუხა და არა "პატივცემულ კლოუნს". მან ზარქუას ასევე ურჩია, "თხა და გიგო" მაინც წაეკითხა.

"კლოუნი“ ხარ, აბა რა ხარ - ხარ მასხარა, იაფფასიანი პოლიტიკოსი", - განაცხადა ზარქუამ ვაშაძის საპასუხოდ.

"მე და ნიკა მელია შევრიგდით... ჩვენს შორის გაირკვა რაღაცები" - ალეკო ელისაშვილი

"ყველაფერზე ვისაუბრეთ, თუმცა მე ვუთხარი რომ..." - ზურაბ ჯაფარიძის "სელფი" ამერიკელ სენატორებთან გამართული ვახშმიდან

"ჩამოვედით მეგობრებთან... აშშ-ს არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე რეგიონში, ვიდრე ეს საქართველოა" - სენატორი რობ პორტმანი