"სენატორები დაინტერესებულები არიან, რას აკეთებს საქართველო მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, რომლისკენ სწრაფვაც რჩება ისე ძლიერი, როგორც არასდროს", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა სენატორების, ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
ელჩის განცხადებით, სენატორები ჩამოდიან იმის სადემონსტრაციოდ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მხარდაჭერას.
"ყველაზე მთავარი გზავნილია - ისინი ჩამოდიან იმის საჩვენებლად, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს და ჩვენი პარტნიორობის მხარდაჭერას. ეს არის გრძელვადიანი პარტნიორობა, რამდენადაც საქართველო ავითარებს დემოკრატიას და ეს გაგრძელდება. კოვიდის გამო მცირეხნიანი პაუზა გვქონდა ვიზიტებში, მაგრამ სენატორებმა გამოთქვეს ჩამოსვლის სურვილი, რომ გაეცნონ, როგორ ვითარდება საქართველოში მოვლენები. დღის წესრიგში ძალიან ბევრი განსახილველი საკითხი იქნება. ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა, რასაც აჩვენებს სენატორების შაჰინისა და პორტმანის ვიზიტი და ძალიან მაღალია ინტერესი მათი ვიზიტის მიმართ, როდესაც ისინი დაბრუნდებიან შტატებში.
ბევრი შეხვედრა ექნებათ, მთავრობის წარმომადგენლებთან, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ლიდერებთან. რა თქმა უნდა, ფოკუსში იქნება განგრძობადი რუსული აგრესია, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც კვლავ რჩება ამერიკისთვის მნიშვნელოვან საკითხად და იწვევს როგორც საქართველოს, ასეევე ჩვენს შეშფოთებას. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება და მე ვფიქრობ, ისინი დაინტერესებლები არიან, რას აკეთებს საქართველო მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, რომლისკენ სწრაფვაც რჩება ისე ძლიერი, როგორც არასდროს,“- განაცხადა კელი დეგნანმა.
ჯერ არ გავმხდარვართ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა და რას გვიშვებიან, წარმოგიდგენიათ რომ გავხდეთ მაშინ რას გვიზამენ, როგორ მოგვახვევენ თავს მათ გაუკუღმართებულ წესჩვეულებებს. ჩვენს კონსტიტუციას კი ფეხებზე დაიკიდებენ. აი მაშინ ვიქნებით ნამდვილი მონები. ვეღც ქართველი ერის გადაშენებას,და ვერც დამონებას ვერ ეღირსებით, თქვენ, ორ აბაზიანო ჯაშუშებო!!
ვიზიტები არ კმარა მხოლოდ.
ნატოში+ ევროკავშირში უნდა მიგვიღოთ 2027 წლამდე აუცილებლად!
თქვენი უმოქმედებით აძლიერებთ რუსულ ძალებს საქართველოში.