მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში რკინიგზის რესტავრაციას იტალიური კომპანია გეგმავს, რომელიც მოსკოვშია რეგისტრირებული
აფხაზეთში რკინიგზის რესტავრაციას იტალიური კომპანია გეგმავს, რომელიც მოსკოვშია რეგისტრირებული

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნია GLOBAL ARREDI რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რე­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ა­სა და რე­კონ­სტრუქ­ცი­ას იწყებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა Апсадгьыл-инфо იტა­ლი­ურ კომ­პა­ნი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია 13 წე­ლია რუ­სეთ­ში საქ­მი­ა­ნობს. მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გაგ­რის რა­ი­ო­ნის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლეს ალ­ხაზ ბარ­ციც­სა და ქა­ლა­ქის მთა­ვარ არ­ქი­ტექ­ტორს, დი­ა­ნა ლო­ბო­დას შეხ­ვდნენ.

პირ­ველ ეტაპ­ზე, იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნია რკი­ნიგ­ზის აღ­დგე­ნის პრო­ექტს გაგ­რა­ში ორ ობი­ექ­ტზე - რკი­ნიგ­ზის სად­გურ პა­ვი­ლი­ონ­სა და ცენ­ტრა­ლურ სად­გურ­ზე გეგ­მავს.

მათ უკვე და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ყვე­ლა ობი­ექ­ტი და პრო­ექ­ტიც გა­წე­რეს. აფხა­ზუ­რი მხა­რის ცნო­ბით, რკი­ნიგ­ზი­სა და სად­გუ­რე­ბის რეს­ტავ­რა­ცია პირ­და­პირ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საკ­რუ­ი­ზო პრო­ექტთან - უკვე მიმ­დი­ნა­რე წლი­დან ამუ­შავ­დე­ბა და საკ­რუ­ი­ზო მა­ტა­რე­ბე­ლი როს­ტო­ვი­დან აფხა­ზეთ­ში ივ­ლის შემ­დე­გი მარ­შრუ­ტით - გაგ­რა "გაგ­რიფ­ში" (პა­ვი­ლი­ო­ნი) - ახა­ლი ათო­ნი, სო­ხუ­მი კე­ლა­სუ­რი - სად­გუ­რი ფსირ­ცხა (გუ­და­უ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი).

გაგ­რიფ­შის სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ორ ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა - ფლი­გე­ლის აღ­დგე­ნა და შე­ნო­ბის მთა­ვა­რი ნა­წი­ლის კონ­სერ­ვა­ცია.

რაც შე­ე­ხე­ბა სად­გურ ფსირ­ცხას, მისი სრუ­ლი აღ­დგე­ნა მოხ­დე­ბა. იტა­ლი­ურ-რუ­სულ-აფხა­ზუ­რი ბიზ­ნეს-გეგ­მე­ბის არ სჯე­რა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, "ადრე, აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი ას­ლან ბჟა­ნია აცხა­დებ­და, რომ რე­გი­ო­ნის რკი­ნიგ­ზის აღ­დგე­ნა საკ­მა­ოდ ხარ­ჯი­ა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა იტა­ლი­ურ კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­ზეც რუ­სუ­ლი და აფხა­ზუ­რი მე­დია წერს, რომ რუ­სეთ­ში 13 წე­ლია ოპე­რი­რებს, მისი სა­თა­ვო ოფი­სი იტა­ლი­ა­ში კი არა, მოს­კოვ­ში, რი­ა­ზანსკის პროს­პექ­ტზეა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მის გვერ­დზე კი, მხო­ლოდ ერთი სი­ახ­ლე დევს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კომ­პა­ნია აფხა­ზეთ­ში ვი­ზიტს გეგ­მავს. კომ­პა­ნი­ას მხო­ლოდ 49 მო­წო­ნე­ბა აქვს."

"ჯერ მხო­ლოდ პრო­ექ­ტებს ვხე­დავთ, ქა­ღალ­დზე შედ­გე­ნილ და ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­სე­ბულ გეგ­მებს, და­ნარ­ჩე­ნი, მთა­ვა­რი საქ­მე, არ მი­ნა­ხავს... ამი­ტომ, აე­რო­პორ­ტის არ იყოს, არც რკი­ნიგ­ზი­სა და სად­გუ­რის შე­ნო­ბე­ბის აღ­დგე­ნის მჯე­რა" - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"ძა­ლი­ა­ნაც ნუ გა­გი­ხარ­დე­ბათ. ეს ნიშ­ნავს, რომ აფხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზა გა­ყი­დეს, მაგ­რამ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი იქ­ნე­ბა... თუმ­ცა, ბო­ლომ­დე მა­ინც არ მჯე­რა - ასე არე­მონ­ტე­ბენ ათი წე­ლია გაგ­რის კო­ლო­ნა­დას, მაგ­რამ არა­ფე­რი ეტყო­ბა" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "დიმ­დი­მიჩ ფიქ­სი­კო­ვი".

"ეს კომ­პა­ნია მთლად იტა­ლი­უ­რი არ არის, მოს­კოვ­შია და­რე­გის­ტი­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი­მე უცხო­ე­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ჰყავს თურ­ქი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. არც ისე ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­აა, არა­ერ­თი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბით და თა­ვი­სი "ბნე­ლი ცხე­ნე­ბით". დას­კვნე­ბი თა­ვად გა­ა­კე­თეთ. იმე­დია, ნამ­დვი­ლად აა­შე­ნე­ბენ რა­მეს..." - წერს ია­სონ აფხა­ზი.

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნი­ის მიერ და­გეგ­მილ მას­შტა­ბურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწიფს უწყე­ბებს ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
8

აბა მეტი ვინ რა თქმა უნდა იტალია 

გიო
6
და ჩვენი მთავრობა რას აკეთებს?
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აფხაზეთში რკინიგზის რესტავრაციას იტალიური კომპანია გეგმავს, რომელიც მოსკოვშია რეგისტრირებული

აფხაზეთში რკინიგზის რესტავრაციას იტალიური კომპანია გეგმავს, რომელიც მოსკოვშია რეგისტრირებული

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში იტალიური კომპანია GLOBAL ARREDI რკინიგზის სადგურების რესტავრაციასა და რეკონსტრუქციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა Апсадгьыл-инфо იტალიურ კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული კომპანია 13 წელია რუსეთში საქმიანობს. მათი წარმომადგენლები გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს ალხაზ ბარციცსა და ქალაქის მთავარ არქიტექტორს, დიანა ლობოდას შეხვდნენ.

პირველ ეტაპზე, იტალიური კომპანია რკინიგზის აღდგენის პროექტს გაგრაში ორ ობიექტზე - რკინიგზის სადგურ პავილიონსა და ცენტრალურ სადგურზე გეგმავს.

მათ უკვე დაათვალიერეს ყველა ობიექტი და პროექტიც გაწერეს. აფხაზური მხარის ცნობით, რკინიგზისა და სადგურების რესტავრაცია პირდაპირ არის დაკავშირებული საკრუიზო პროექტთან - უკვე მიმდინარე წლიდან ამუშავდება და საკრუიზო მატარებელი როსტოვიდან აფხაზეთში ივლის შემდეგი მარშრუტით - გაგრა "გაგრიფში" (პავილიონი) - ახალი ათონი, სოხუმი კელასური - სადგური ფსირცხა (გუდაუთის მუნიციპალიტეტი).

გაგრიფშის სარესტავრაციო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება - ფლიგელის აღდგენა და შენობის მთავარი ნაწილის კონსერვაცია.

რაც შეეხება სადგურ ფსირცხას, მისი სრული აღდგენა მოხდება. იტალიურ-რუსულ-აფხაზური ბიზნეს-გეგმების არ სჯერა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, "ადრე, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებდა, რომ რეგიონის რკინიგზის აღდგენა საკმაოდ ხარჯიანია. რაც შეეხება იტალიურ კომპანიას, რომელზეც რუსული და აფხაზური მედია წერს, რომ რუსეთში 13 წელია ოპერირებს, მისი სათავო ოფისი იტალიაში კი არა, მოსკოვში, რიაზანსკის პროსპექტზეა დარეგისტრირებული.

სოციალური ქსელის მის გვერდზე კი, მხოლოდ ერთი სიახლე დევს, რომლის მიხედვითაც, კომპანია აფხაზეთში ვიზიტს გეგმავს. კომპანიას მხოლოდ 49 მოწონება აქვს."

"ჯერ მხოლოდ პროექტებს ვხედავთ, ქაღალდზე შედგენილ და ინტერნეტში განთავსებულ გეგმებს, დანარჩენი, მთავარი საქმე, არ მინახავს... ამიტომ, აეროპორტის არ იყოს, არც რკინიგზისა და სადგურის შენობების აღდგენის მჯერა" - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში.

"ძალიანაც ნუ გაგიხარდებათ. ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთის რკინიგზა გაყიდეს, მაგრამ სამუშაო ადგილები იქნება... თუმცა, ბოლომდე მაინც არ მჯერა - ასე არემონტებენ ათი წელია გაგრის კოლონადას, მაგრამ არაფერი ეტყობა" - წერს ინტერნეტმომხმარებელი "დიმდიმიჩ ფიქსიკოვი".

"ეს კომპანია მთლად იტალიური არ არის, მოსკოვშია დარეგისტირებული, რამდენიმე უცხოელის მონაწილეობით. ჰყავს თურქი თანამშრომლები. არც ისე ცნობილი კომპანიაა, არაერთი საეჭვო გარემოებით და თავისი "ბნელი ცხენებით". დასკვნები თავად გააკეთეთ. იმედია, ნამდვილად ააშენებენ რამეს..." - წერს იასონ აფხაზი.

ოკუპირებულ აფხაზეთში იტალიური კომპანიის მიერ დაგეგმილ მასშტაბურ სამუშაოებზე საქართველოს სახელმწიფს უწყებებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"ვინმეს ჰქონდა იმედი, რომ თურქეთი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდა?" - რა შეფასებები მოჰყვა დე ფაქტო აფხაზეთში ერდოღანის განცხადებას

რუსი სამხედროები აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს გეგმავენ - "სწავლებათა დიდი ნაწილი მთიან პირობებში, ღამის საათებში გაიმართება"

მამაკაცი, რომელიც 24 მაისს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას, ცხენით ხრამში გადაიჩეხა, გარდაიცვალა