ავტორი:

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი 1985 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთს მოქალაქეს პატიმრობაში მყოფი შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, მოტყუებით მოსთხოვა ფული.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს თაღლითური გზით დაუფლებული თანხა. თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ოფიციალური ხელშეკრულება მათ შორის არ არსებობს" - როგორ პასუხობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას ბრალდებას?

"სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ ფეხებში სროლით, არიან დაჭრილებიც" - რას ჰყვება გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის ძმა

დააკავებულია პირი, რომელიც გუმათში თავს დაესხა პოლიციელს - რა განცხადებას ავრცელებს შსს?