საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუფე სპირიდონია წინააღმდეგი..." - რატომ ვერ შედის ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონატში და რას ამბობს საპატრიარქო?
"მეუფე სპირიდონია წინააღმდეგი..." - რატომ ვერ შედის ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონატში და რას ამბობს საპატრიარქო?

უფ­ლე­ბა­დამ­ცევ­ლი ორა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ნი­ნოწ­მი­ნი­დის ბავ­შვთა სახ­ლთან და­კავ­ში­რე­ბით კან­ცე­ლა­რი­ას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მთავ­რო­ბის­გან ორი რა­მეს მო­ი­თხო­ვენ :

ა) და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი ვი­ზი­ტი ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ო­ნატ­ში, სა­დაც მათ მი­ე­ცე­მათ ბავ­შვებ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­სა­უბ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა;

ბ) და­ი­წყოს დიდი ზო­მის ბავ­შვთა პან­სი­ო­ნა­ტე­ბის და­ხურ­ვა და ბავ­შვე­ბის ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯა­ხებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა ან მათი ოჯა­ხურ გა­რე­მოს­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ზრუნ­ვის მცი­რე და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­დაყ­ვა­ნა გო­ნივ­რულ ვა­დებ­ში.

ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­პატ­რი­არ­ქოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი “ჯა­ვა­ხე­თის ნი­ნოწ­მინ­დის წმინ­და ნი­ნოს ობოლ, უპატ­რო­ნო და მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ ბავ­შვთა პან­სი­ო­ნი“ მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არა­ერ­თხელ მო­ექ­ცა.

ამის წი­ნა­პი­რო­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის უახ­ლე­სი ან­გა­რი­ში გახ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი გა­მოვ­ლინ­და. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა არა­ერ­თხელ სცა­და შე­სუ­ლი­ყო და­წე­სებ­ლე­ბა­ში და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ად­გილ­ზე გაც­ნო­ბოდ­ნენ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, თუმ­ცა რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­ად­გი­ლე ეკა სხი­ლა­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, პან­სი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნელ­მა მე­უ­ფე სპი­რი­დონ­მა მათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა.

"ორ­ჯერ ვი­ყა­ვით მი­სუ­ლი, 15 აპ­რილს და 19 მა­ისს. არ­ცერ­თხელ არ გა­ვი­ღეს ჭიშ­კა­რი. პირ­ველ ჯერ­ზე გან­გვი­მარ­ტეს, რომ მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ვი­ზი­ტის წი­ნა­აღ­მდე­გია, ხოლო მე­ო­რედ გად­მოგ­ვცეს, რომ არ ჰქონ­დათ კურ­თხე­ვა შიგ­ნით შე­ვეშ­ვით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ლი­ცენ­ზი­რე­ბის პი­რო­ბებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს.

პან­სი­ო­ნი ვალ­დე­ბუ­ლია, რომ იქ მყო­ფი 56 არას­რულ­წლო­ვა­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით იმუ­შა­ოს, და თუ ეს პი­რო­ბა ირ­ღვე­ვა, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფომ და­უ­ყო­ნებ­ლივ უნდა გა­და­ხე­დოს ლი­ცენ­ზი­რე­ბის სა­კითხს. ხოლო შემ­დეგ, წარ­მო­ად­გი­ნოს გეგ­მა თუ რას აპი­რებს 56 ბავ­შვის­თვის ღირ­სე­უ­ლი გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად. სა­უ­ბა­რია დე­ინ­სტი­ტუ­ტი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ზე. სა­ერ­თოდ, ასე­თი დიდი ზო­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა იმ­თა­ვით­ვე არ­ღვევს ბავ­შვის უფ­ლე­ბებს, არ­ცერთ დიდი ზო­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ არის ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო და ბავ­შვზე სა­თა­ნა­დოდ არ ზრუ­ნა­ვენ" - ეუბ­ნე­ბა Ambebi.ge-ს ეკა ხი­ლა­ძე.

მას შემ­დეგ, რაც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატს პან­სი­ონ­ში შეს­ვლა­ზე 15 აპ­რილს უარი უთხრეს, ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" მი­მარ­თა გა­ე­როს ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტეტს.

უწყე­ბამ 7 მა­ისს გა­მოს­ცა დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რი­თაც სა­ხელ­მწი­ფოს და­ა­ვა­ლა - და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უზ­რუნ­ვე­ლე­ყოს შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე მო­ნი­ტო­რინ­გის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ონ­ში ბავ­შვის უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ვა­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პან­სი­ო­ნის კარი კვლავ და­კე­ტი­ლი რჩე­ბა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბით, გა­ე­რო კო­მი­ტე­ტის მო­წო­დე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა აჩ­ვე­ნებს, რომ სა­ხელ­მწი­ფო არ­ღვევს ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კუ­თხით მას­ზე და­კის­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს.

ეკა სხი­ლა­ძის თქმით, ომ­ბუდსმენ­მა მი­მარ­თა ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ცი­ას, რათა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცეს.

"სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა არა­ერ­თგზის, მათ შო­რის, კო­მი­ტე­ტის დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ცე­მის შემ­დგომ, მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და სსიპ სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვი­სა და ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, თუმ­ცა მათ არ აქვთ დრო­უ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­თან და ამ დრომ­დე, არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ათ ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი პან­სი­ო­ნის ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა უფ­ლე­ბე­ბის და ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თით­ქმის 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სოც. მუ­შაკ­საც არ უშ­ვებ­დნენ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მხო­ლოდ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნის შემ­დეგ შე­დის იქ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი და ესეც ფორ­მა­ლურ ხა­სი­ათს ატა­რებს. ჩვენ მივ­მარ­თავთ გა­ე­როს კო­მი­ტეტ­საც. ამას­თან, და­წყე­ბუ­ლი გვაქვს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მო­თხოვ­ნა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლოც ად­მი­ნის­ტრა­ცულ პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ პი­რე­ბის მი­მართ, ვინც ეს მო­თხოვ­ნა არ შე­ას­რუ­ლა, იგუ­ლის­მე­ბა და­წე­სე­ე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ზე­დამ­ხედ­ვე­ლი" - ამ­ბობს სახლხო დამ­ცვე­ლის მო­ად­გი­ლე.

ნი­ნოწმნი­დის პან­სი­ო­ნა­ტის თა­ო­ბა­ზე, სა­პატ­რი­არ­ქოს პო­ზი­ცი­ის მო­სას­მე­ნად უწყე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს და­ვუ­კავ­შირ­დით. დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და გა­დაგ­ვა­მი­სა­მარ­თა უშუ­ა­ლოდ მე­უ­ფე სპი­რი­დონ­თან, რო­მელ­საც მთე­ლი დღეა გა­მორ­თუ­ლი აქვს ტე­ლე­ფო­ნი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდო
13

რას მალავს მეუფე სპირიდონი, პირიქით ხელი უნდა შეუწყოს უფლებადამცველებს რომ მათ ნახონ, რამდენად კარგ გარემოში არიან ბავშვები პანსიონში. თუ ბავშვებიც ეკლესიის საკუთრებაა.

ბებო
35

ნეტავ აქ, შუა პროსპექტებზე დაყრილი ბავშვები დაგენახათ! მაგრამ არა, თქვენ ხომ ეკლესიას უნდა დაარტყათ!

ავტორი:

"მეუფე სპირიდონია წინააღმდეგი..." - რატომ ვერ შედის ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონატში და რას ამბობს საპატრიარქო?

"მეუფე სპირიდონია წინააღმდეგი..." - რატომ ვერ შედის ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონატში და რას ამბობს საპატრიარქო?

უფლებადამცევლი ორანიზაციები ნინოწმინიდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით კანცელარიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ორი რამეს მოითხოვენ :

ა) დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში, სადაც მათ მიეცემათ ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა;

ბ) დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში.

ბოლო პერიოდში, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი “ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი“ მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა.

ამის წინაპირობა სახალხო დამცველის უახლესი ანგარიში გახდა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დაწესებულების ბენეფიციარები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტები გამოვლინდა. სახალხო დამცველის აპარატმა არაერთხელ სცადა შესულიყო დაწესებლებაში და პროფესიონალები ადგილზე გაცნობოდნენ არსებულ ვითარებას, თუმცა როგორც სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე სპირიდონმა მათ ამის საშუალება არ მისცა.

"ორჯერ ვიყავით მისული, 15 აპრილს და 19 მაისს. არცერთხელ არ გავიღეს ჭიშკარი. პირველ ჯერზე განგვიმარტეს, რომ მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის ვიზიტის წინააღმდეგია, ხოლო მეორედ გადმოგვცეს, რომ არ ჰქონდათ კურთხევა შიგნით შევეშვით. მოგეხსენებათ, ეს არის სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული დაწესებულება, რომელიც ლიცენზირების პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.

პანსიონი ვალდებულია, რომ იქ მყოფი 56 არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების მიხედვით იმუშაოს, და თუ ეს პირობა ირღვევა, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ დაუყონებლივ უნდა გადახედოს ლიცენზირების საკითხს. ხოლო შემდეგ, წარმოადგინოს გეგმა თუ რას აპირებს 56 ბავშვისთვის ღირსეული გარემოს შესაქმნელად. საუბარია დეინსტიტუტიონალიზაციაზე. საერთოდ, ასეთი დიდი ზომის დაწესებულებაში ცხოვრება იმთავითვე არღვევს ბავშვის უფლებებს, არცერთ დიდი ზომის დაწესებულებაში არ არის ოჯახური გარემო და ბავშვზე სათანადოდ არ ზრუნავენ" - ეუბნება Ambebi.ge-ს ეკა ხილაძე.

მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის აპარატს პანსიონში შესვლაზე 15 აპრილს უარი უთხრეს, ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიმართა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს.

უწყებამ 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა - დაუყოვნებლივ უზრუნველეყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. საერთაშორისო ორგანიზაციის დავალების მიუხედავად, პანსიონის კარი კვლავ დაკეტილი რჩება უფლებადამცველებისთვის.

სახალხო დამცველის შეფასებით, გაერო კომიტეტის მოწოდების უგულვებელყოფა აჩვენებს, რომ სახელმწიფო არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ეკა სხილაძის თქმით, ომბუდსმენმა მიმართა ყველა შესაბამის სახელმწიფო თუ საერთაშორისო ინსტიტუციას, რათა კანონით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა მიეცეს.

"სახალხო დამცველის აპარატმა არაერთგზის, მათ შორის, კომიტეტის დროებითი ღონისძიების გამოცემის შემდგომ, მიმართა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, თუმცა მათ არ აქვთ დროული და ეფექტიანი კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან და ამ დრომდე, არ განუხორციელებიათ ქმედითი ღონისძიებები პანსიონის ბენეფიციართა უფლებების და ინტერესების დასაცავად.

აღსანიშნავია, რომ თითქმის 1 წლის განმავლობაში სოც. მუშაკსაც არ უშვებდნენ დაწესებულებაში, მხოლოდ ჩვენი მოთხოვნის შემდეგ შედის იქ სოციალური მუშაკი და ესეც ფორმალურ ხასიათს ატარებს. ჩვენ მივმართავთ გაეროს კომიტეტსაც. ამასთან, დაწყებული გვაქვს ადმინისტრაციული მოთხოვნა სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნი შეუსრულებლობაზე, რომელოც ადმინისტრაცულ პასუხიმგებლობას ითვალისწინებს იმ პირების მიმართ, ვინც ეს მოთხოვნა არ შეასრულა, იგულისმება დაწესეებულების ხელმძღვანელი და ზედამხედველი" - ამბობს სახლხო დამცველის მოადგილე.

ნინოწმნიდის პანსიონატის თაობაზე, საპატრიარქოს პოზიციის მოსასმენად უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს დავუკავშირდით. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა და გადაგვამისამართა უშუალოდ მეუფე სპირიდონთან, რომელსაც მთელი დღეა გამორთული აქვს ტელეფონი.

"სასამართლოს განჩინება მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რაც ნინოწმინდის პანსიონში არსებობს" - ომბუდსმენი

"არავის არ ჰგავს და ამით უფრო მეტად გვხიბლავს" - ეკა ხოფერია ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს

"ბევრს მაკრიტიკებენ, მაკრიტიკონ, არაუშავს, ავიტან... ბათუმის ბულვარზეც გამაკრიტიკეს" - ამირან გამყრელიძე