საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ ფეხებში სროლით, არიან დაჭრილებიც" - რას ჰყვება გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის ძმა
"სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ ფეხებში სროლით, არიან დაჭრილებიც" - რას ჰყვება გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის ძმა

გუ­მათ­ში, "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა აქ­ცი­ა­ზე, პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ირაკ­ლი მუ­კბა­ნი­ა­ნის ძმა აცხა­დებს, რომ იმე­რეთ­ში, სო­ფელ სა­ყუ­ლი­ა­ში და­კა­ვე­ბის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ძალა გა­მო­ი­ყე­ნეს.

რო­გორც ბე­სიკ მუ­კბა­ნი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ის დროს სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი და­შავ­დნენ, მათ შო­რის, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, არი­ან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით დაჭ­რი­ლე­ბიც.

"ჩემი ძმის და­კა­ვე­ბა მოხ­და დღეს, მაგ­რამ არ მოხ­და და­კა­ვე­ბა ისე, რო­გორც სა­ჭი­რო იყო. არ იყო სა­ჭი­რო ამ­დე­ნი სპეც­რაზ­მე­ლის სო­ფელ­ში შე­მოს­ვლა და ასე­თი ვი­თა­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვა. მთე­ლი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ჩვე­ნი მე­გობ­რის საფ­ლავ­ზე იდგა და სპეც­რაზ­მი შე­მო­ი­პა­რა პირ­და­პირ რე­აქ­ცი­ით, პირ­და­პირ გი­ნე­ბით, პირ­და­პირ ფე­ხებ­ში სრო­ლით. არი­ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბიც და დაჭ­რი­ლე­ბიც. ირაკ­ლი მუ­კბა­ნი­ა­ნი აპ­რო­ტეს­ტებ­და „ნა­მახ­ვა­ნ­ჰესს“, პო­ლი­ცი­ის­თვის მას ხელი არ და­ურ­ტყამს. იყო მი­წევ-მო­წე­ვა და და­უ­წყეს ჩუმი ძებ­ნა; არც გა­აფრ­თხი­ლეს ისე. და­შა­ვე­ბუ­ლი 2 ადა­მი­ა­ნი კლი­ნი­კა­შია, „მა­კა­რო­ვის“ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ნას­რო­ლი ტყვი­ით. პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ი­ყე­ნა არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ძალა. არ იყო მი­მალ­ვა­ში ირაკ­ლი მუ­კბა­ნი­ა­ნი და არც იყო სა­ჭი­რო სპეც­რაზ­მის სო­ფელ­ში შე­მოყ­ვა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ბე­სიკ მუ­კბა­ნი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, გუ­მათ­ში პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით შსს-მ იმე­რეთ­ში ერთი პირი და­ა­კა­ვა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რის და­კა­ვე­ბის დროს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­ლებ­მა, რის შემ­დე­გაც პო­ლი­ცი­ამ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად იძუ­ლე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა.

და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 29 მა­ისს, წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გუ­მათ­ში, „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა საპ­რო­ტეტსტო აქ­ცი­ა­ზე, თავს და­ეს­ხა და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მყოფ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს. ი.მ.-ს და­კა­ვე­ბის დროს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს ად­გი­ლობ­რივ­მა მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა, რის შემ­დე­გაც პო­ლი­ცი­ამ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად იძუ­ლე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სსკ-ის 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
44

არც ისეთი ბუნჩულა და მხოლოდ ფულის მოპარვაზე ორიენტირებული მთავრობაა როგორც ბევრს ჰგონია. საქმე საქმეზე თუ მიდგა სერიოზულ რეპრესიებზეც არიან წამსვლელები და სანამ დროა უნდა გავისტუმროთ. ეგ მომენტი თუ გაიპარა, მერე ვიქნებით ჩრდილო კორეასავით გაბრწყინებულები. 

ცუდად მოფიქრალი
89

დაემორჩილეთ, ეს მიშას პოლიცია აღარ არის, რომელიც მწარედ გვახსოვს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ ფეხებში სროლით, არიან დაჭრილებიც" - რას ჰყვება გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის ძმა

"სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ ფეხებში სროლით, არიან დაჭრილებიც" - რას ჰყვება გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის ძმა

გუმათში, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე, პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისა და თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მუკბანიანის ძმა აცხადებს, რომ იმერეთში, სოფელ საყულიაში დაკავების დროს სამართალდამცველებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.

როგორც ბესიკ მუკბანიანი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, დაკავების ოპერაციის დროს სამოქალაქო პირები დაშავდნენ, მათ შორის, მისივე ინფორმაციით, არიან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილებიც.

"ჩემი ძმის დაკავება მოხდა დღეს, მაგრამ არ მოხდა დაკავება ისე, როგორც საჭირო იყო. არ იყო საჭირო ამდენი სპეცრაზმელის სოფელში შემოსვლა და ასეთი ვითარების გამოწვევა. მთელი სოფლის მოსახლეობა ჩვენი მეგობრის საფლავზე იდგა და სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ რეაქციით, პირდაპირ გინებით, პირდაპირ ფეხებში სროლით. არიან დაზიანებულებიც და დაჭრილებიც. ირაკლი მუკბანიანი აპროტესტებდა „ნამახვანჰესს“, პოლიციისთვის მას ხელი არ დაურტყამს. იყო მიწევ-მოწევა და დაუწყეს ჩუმი ძებნა; არც გააფრთხილეს ისე. დაშავებული 2 ადამიანი კლინიკაშია, „მაკაროვის“ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით. პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა. არ იყო მიმალვაში ირაკლი მუკბანიანი და არც იყო საჭირო სპეცრაზმის სოფელში შემოყვანა“, - განაცხადა ბესიკ მუკბანიანმა.

ცნობისთვის, გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით შსს-მ იმერეთში ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, პირის დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს. ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გორში მამაკაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა - ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება მოკლულსა და მკვლელს შორის წლების წინანდელ უთანხმოებას უკავშირდება

"გიგა მაქარაშვილი, რომელიც პროკურატურასთან დააკავეს, საავადმყოფოშია გადაყვანილი" - რა ინფორმაციას ავრცელებს "სირცხვილია"

შსს ნინოწმინდის პანსიონატში დაწყებულ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს