პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააკავებულია პირი, რომელიც გუმათში თავს დაესხა პოლიციელს - რა განცხადებას ავრცელებს შსს?
დააკავებულია პირი, რომელიც გუმათში თავს დაესხა პოლიციელს - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

გუ­მათ­ში პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით შსს-მ იმე­რეთ­ში ერთი პირი და­ა­კა­ვა.შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რის და­კა­ვე­ბის დროს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­ლებ­მა, რის შემ­დე­გაც პო­ლი­ცი­ამ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად იძუ­ლე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ყუ­ლი­ა­ში, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლია 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი. მ.

და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 29 მა­ისს, წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გუ­მათ­ში, „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა საპ­რო­ტეტსტო აქ­ცი­ა­ზე, თავს და­ეს­ხა და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მყოფ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს. ი.მ.-ს და­კა­ვე­ბის დროს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს ად­გი­ლობ­რივ­მა მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა, რის შემ­დე­გაც პო­ლი­ცი­ამ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად იძუ­ლე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სსკ-ის 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tazo
6

პანკისში რომ თავზე დაალწეს პოლიციას ყველაფერი იმათ რიდუს დააკავებთ

მერაბი
8

ძაან გადააჯდნეენ ხალხს 

ავტორი:

დააკავებულია პირი, რომელიც გუმათში თავს დაესხა პოლიციელს - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

დააკავებულია პირი, რომელიც გუმათში თავს დაესხა პოლიციელს - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით შსს-მ იმერეთში ერთი პირი დააკავა.შსს-ს ინფორმაციით, პირის დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ი. მ.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს. ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

"ოფიციალური ხელშეკრულება მათ შორის არ არსებობს" - როგორ პასუხობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას ბრალდებას?

"სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ ფეხებში სროლით, არიან დაჭრილებიც" - რას ჰყვება გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის ძმა