მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტიკარაძის მეორე დოზით ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება" - რას ამბობს თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის დაინფიცირების შემდეგ?
"ტიკარაძის მეორე დოზით ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება" - რას ამბობს თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის დაინფიცირების შემდეგ?

დღეს მეც­ნი­ე­რე­ბა მსჯე­ლობს იმა­ზე, რომ გა­და­ტა­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან ერ­თად არის სა­ფუძ­ვე­ლი მე­ტად მყა­რი იმუ­ნი­ტე­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მას შემ­დეგ რაც ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, მისი მე­ო­რე დო­ზით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­კი­თხი გა­და­ი­ხე­დე­ბა.

„დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს და­უ­დას­ტურ­და კო­ვი­დი. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, რჩე­ბა ბი­ნა­ზე, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში და აგ­რძე­ლებს დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა აც­რის სტა­ტუსს, ქალ­ბა­ტონ ეკა­ტე­რი­ნეს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს აცრა, მე­ო­რე აც­რის თა­რი­ღი გან­სა­ზღვრუ­ლი იყო 14 ივ­ნი­სის­თვის, რაც არის 12 -კვი­რი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით დად­გე­ნი­ლი პე­რი­ო­დი, თუმ­ცა, ამ მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ბუ­ნებ­რი­ვია, მისი მე­ო­რე ვაქ­ცი­ნა­ცია გა­და­ი­ხე­დე­ბა და გა­და­ი­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ვართ თუ არა კონ­ტაქ­ტე­ბი, ჩვენ პე­რი­ო­დუ­ლად კონ­ტაქ­ტი, რა თქმა უნდა, გვქონ­და, თუმ­ცა, ვმუ­შა­ობთ ნიღ­ბით, რაც ჩვე­უ­ლი მუ­შა­ო­ბის რე­ჟი­მია ჩვენ­თვის და სტრა­ტე­გი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის ფორ­მატ­ში ვაგ­რძე­ლებთ ტეს­ტი­რე­ბას. ჯერ­ჯე­რო­ბით, სხვა თა­ნამ­შრო­მე­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ მე­ო­რე და და­მა­ტე­ბით ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით, ერ­თი­ა­ნი გან­სა­ზღვრუ­ლი პრო­ტო­კო­ლი არ არის.

"ჩვენ პი­რო­ბებ­ში მხო­ლოდ ერთი ვაქ­ცი­ნა კეთ­დე­ბა და შემ­დეგ ინ­ფი­ცი­რე­ბა თუ არის შემ­დეგ ვაქ­ცი­ნას ჯერ­ჯე­რო­ბით, აღარ ვთა­ვა­ზობთ ხოლ­მე. გა­და­ტა­ნი­დან 120 დღე არის სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბუ­ლი. დღეს მეც­ნი­ე­რე­ბა მსჯე­ლობს იმა­ზე, რომ გა­და­ტა­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან ერ­თად არის სა­ფუძ­ვე­ლი მე­ტად მყა­რი იმუ­ნი­ტე­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის. შე­საძ­ლე­ბე­ლია არც იყოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი მე­სა­მე, და­მა­ტე­ბი­თი კი­დევ ვაქ­ცი­ნა­ცია და­ა­ა­ვა­დე­ბი­დან მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, თუმ­ცა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მყა­რი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არ არის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. არის მხო­ლოდ მო­საზ­რე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hgf
4

Araperi amat ar ician. ras ekitkhebian?

ლალი
3

თუ კოვიდის შემდეგ ვაქცინაცია უფრო მყარ იმუნიტეტს იძლევა, აიცრას ტიკარაძემაც 14 ივნისს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ტიკარაძის მეორე დოზით ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება" - რას ამბობს თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის დაინფიცირების შემდეგ?

"ტიკარაძის მეორე დოზით ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება" - რას ამბობს თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის დაინფიცირების შემდეგ?

დღეს მეცნიერება მსჯელობს იმაზე, რომ გადატანილი დაავადება ვაქცინაციასთან ერთად არის საფუძველი მეტად მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განუცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი მეორე დოზით ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება.

„დღეს გახდა ცნობილი, რომ ეკატერინე ტიკარაძეს დაუდასტურდა კოვიდი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რჩება ბინაზე, თვითიზოლაციაში და აგრძელებს დისტანციურად მუშაობას. რაც შეეხება აცრის სტატუსს, ქალბატონ ეკატერინეს ჩატარებული აქვს აცრა, მეორე აცრის თარიღი განსაზღვრული იყო 14 ივნისისთვის, რაც არის 12 -კვირიანი ინტერვალით დადგენილი პერიოდი, თუმცა, ამ მდგომარეობის გამო, ბუნებრივია, მისი მეორე ვაქცინაცია გადაიხედება და გადაიდება. რაც შეეხება ვართ თუ არა კონტაქტები, ჩვენ პერიოდულად კონტაქტი, რა თქმა უნდა, გვქონდა, თუმცა, ვმუშაობთ ნიღბით, რაც ჩვეული მუშაობის რეჟიმია ჩვენთვის და სტრატეგიული ჯგუფების ფორმატში ვაგრძელებთ ტესტირებას. ჯერჯერობით, სხვა თანამშრომელი ინფიცირებული არ გამოვლენილა“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ინფიცირების შემდეგ მეორე და დამატებით ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით, ერთიანი განსაზღვრული პროტოკოლი არ არის.

"ჩვენ პირობებში მხოლოდ ერთი ვაქცინა კეთდება და შემდეგ ინფიცირება თუ არის შემდეგ ვაქცინას ჯერჯერობით, აღარ ვთავაზობთ ხოლმე. გადატანიდან 120 დღე არის სტანდარტული პროტოკოლით გათვალისიწინებული. დღეს მეცნიერება მსჯელობს იმაზე, რომ გადატანილი დაავადება ვაქცინაციასთან ერთად არის საფუძველი მეტად მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის. შესაძლებელია არც იყოს აუცილებელი მესამე, დამატებითი კიდევ ვაქცინაცია დააავადებიდან მოკლე პერიოდში, თუმცა ამასთან დაკავშირებით მყარი დასაბუთებული რეკომენდაციები არ არის გამოქვეყნებული. არის მხოლოდ მოსაზრებები“, - განაცხადა გაბუნიამ.

"ჩემთვის ამხელა გამოხმაურება მოულოდნელი იყო" - ვინ არის ულამაზესი გოგონა "ბოლო ზარიდან", რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა

შეაჩერე არჩევანი სფეის სესხზე, რატომ?

თბილისის მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებს 5000-5000 ლარით დაეხმარება - რა განცხადებას აკეთებს კახა კალაძე