მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იყო საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე
როგორი იყო საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძალ­ზე მძი­მე გა­მოც­და არ­გუ­ნა გან­გე­ბამ: ობი­ექ­ტურ თუ სუ­ბი­ექ­ტურ მი­ზეზ­თა გამო, არ ჰქონ­და დრო და გა­მოც­დი­ლე­ბა, ქვეყ­ნის მარ­თვის ეფექ­ტი­ა­ნი გზე­ბის მო­სა­ძებ­ნად, ამი­ტომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მრა­ვალ­მხრი­ვი, კარს მომ­დგა­რი გლო­ბა­ლუ­რი და ლო­კა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბის ვი­თა­რე­ბა­ში უხ­დე­ბო­და. ეს გა­რე­მო­ე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იქ­ნეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი 1918-1921 წლე­ბის მოვ­ლე­ნე­ბის შეს­წავ­ლი­სა და პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­გა­რეო თუ სა­ში­ნაო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას.

1918-1920 წლებ­ში საკ­მა­ოდ და­ი­ძა­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის სამ ქვე­ყა­ნას შო­რის. გა­რე­შე ძა­ლე­ბის, უპირ­ვე­ლე­სად, რუსი ბოლ­შე­ვი­კე­ბის, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, საქ­მე სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე (სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თი და სა­ქარ­თვე­ლო-ბოლ­შე­ვი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი) და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტამ­დეც კი მი­ვი­და. XX სა­უ­კუ­ნე­ში ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ "წი­თე­ლი" და "თეთ­რი" რუ­სე­თის მე­თა­უ­რე­ბი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის აღ­დგე­ნის­თვის იბ­რძოდ­ნენ და არა - იმ­პე­რი­ა­ში ძალ­და­ტა­ნე­ბით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ ის იყო, რომ ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის ბე­ლა­დე­ბი უფრო წარ­მა­ტე­ბით ნიღ­ბავ­დნენ ამ მიზ­ნებს. 1918-1921 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბრძო­ლა უხ­დე­ბო­და არა­მარ­ტო საბ­ჭო­თა (ბოლ­შე­ვი­კუ­რი) "წი­თე­ლი"რუ­სე­თის, არა­მედ - ე.წ. თეთ­რი (მო­ნარ­ქის­ტუ­ლი) რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდე­გაც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხვო­ვა­ნი მე­ხუ­თე კო­ლო­ნა "წი­თელ" და "თეთრ" რუ­სეთს ჰყავ­და. ისი­ნი ხში­რად ატა­რებ­დნენ ოპე­რა­ტი­ულ-აგენ­ტუ­რულ და ტე­რო­რის­ტულ-დი­ვერ­სი­ულ ოპე­რა­ცი­ებს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე - ერ­თმა­ნე­თის და მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

რას უპი­რის­პი­რებ­და ამ საფრ­თხეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა?

1918 წლის 20 აგ­ვის­ტოს მი­ღე­ბუ­ლი იქნა მთე­ლი რიგი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბი: "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის" კა­ნო­ნი; "ნამ­დვილ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში და­ტო­ვე­ბი­სა და ჯარ­ში გაწ­ვე­ვის იმ პირ­თა, რო­მელ­ნიც და­ბა­დე­ბუ­ლან 1896-1899 წლებ­ში" კა­ნო­ნი; "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო მმარ­თვე­ლო­ბის" დე­ბუ­ლე­ბა; "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო ბე­გა­რი­სა და მუდ­მი­ვი ჯა­რის შევ­სე­ბის" ძი­რი­თა­დი დე­ბუ­ლე­ბა. აქე­დან გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო მმარ­თვე­ლო­ბის" დე­ბუ­ლე­ბაა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს რე­გუ­ლა­რუ­ლი ჯა­რის მარ­თვის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რაა მო­ცე­მუ­ლი.

სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტრო ექ­ვსი გან­ყო­ფი­ლე­ბის­გან შედ­გე­ბო­და: 1.სა­ერ­თო გან­ყო­ფი­ლე­ბა; 2. პი­რა­დი შედ­გე­ნი­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა; 3. გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა; 4. სა­ად­მი­ნის­ტრა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბა; 5. სამ­ხედ­რო სა­სა­ნიტ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბა; 6. სამ­ხედ­რო სა­ბე­ით­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბა. გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა ექ­ვსი სექ­ცი­ის­გან შედ­გე­ბო­და: სა­ო­პე­რა­ციო; სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო; სა­არ­ტი­ლე­რიო; სა­ინ­ჟინ­რო-სა­ტექ­ნი­კო; სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო; სამ­ხედ­რო-სა­ის­ტო­რიო არ­ქი­ვის.

"სა­ო­პე­რა­ციო სექ­ცი­ის" ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცი­ე­ბი იყო: ჯა­რის შედ­გე­ნა და ორ­გა­ნი­ზა­ცია; მო­ბი­ლი­ზა­ცია; დაც­ვა ტე­რი­ტო­რი­ი­სა და სარ­კი­ნიგ­ზო საქ­მე; დაზ­ვერ­ვა; კავ­ში­რის საქ­მე; ჯა­რის გაწ­ვრთნა და აღ­ლუ­მი; სა­ზღვრის დაც­ვა.

რო­გორც ვხე­დავთ, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტროს სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­ში "დაზ­ვერ­ვა" მე­სა­მე რი­გის ამო­ცა­ნებ­ში იყო მი­ყუ­ჟუ­ლი. სა­ბე­ით­ლო საქ­მეს გან­ყო­ფი­ლე­ბის სტა­ტუ­სი ჰქონ­და, დაზ­ვერ­ვას კი - ქვე­სექ­ცი­ი­სა. ამი­ტომ რა გა­საკ­ვი­რია, რომ, რო­გორ ყუ­რა­დღე­ბა­საც სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვას უთ­მობ­დნენ, შე­დე­გიც ანა­ლო­გი­უ­რი იყო. სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვას სხვა­დას­ხვა დროს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ: პოლ­კოვ­ნი­კი იო­სებ გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი (1872-1939 წწ.) და პოლ­კოვ­ნი­კი როს­ტომ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი (1889-1923 წწ.). თუმ­ცა პირ­და­პირ უნდა ით­ქვას - მათ თავი ვერ გა­არ­თვეს ამ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ამო­ცა­ნას.

ქარ­თვე­ლი გე­ნერ­ლე­ბი კვი­ნი­ტა­ძე, მაზ­ნი­აშ­ვი­ლი, ოდი­შე­ლი­ძე და სხვ. ოპე­რა­ტი­უ­ლი დაზ­ვერ­ვის რაზ­მებს უშუ­ა­ლოდ ბრძო­ლე­ბის დროს ქმნიდ­ნენ და მტრის პო­ზი­ცი­ე­ბის და­საზ­ვე­რად და მათი ტაქ­ტი­კუ­რი ჩა­ნა­ფიქ­რის და­სად­გე­ნად გზვნიდ­ნენ. თუმ­ცა ბრძო­ლის კონ­კრე­ტულ უბან­ზე მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ჯა­რე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის და­ზუს­ტე­ბა, სტრა­ტე­გი­უ­ლი დაზ­ვერ­ვი­სა და ერ­თი­ა­ნი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გა­რე­შე, სა­ერ­თო სუ­რათს ვერ ქმნი­და. რაც შე­ე­ხე­ბა გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის სა­დაზ­ვერ­ვო და­ნა­ყოფს, ის არა­ნა­ი­რად არ ეხ­მა­რე­ბო­და ბრძო­ლის ველ­ზე მყოფ გე­ნერ­ლებს. ერ­თა­დერ­თია გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის მოქ­მე­დე­ბე­ბის მცი­რე შე­ფა­სე­ბა დაგ­ვი­ტო­ვა. ის იხ­სე­ნებს: "მინ­და ავღ­ნიშ­ნო, რომ ჩვენს გე­ნე­რა­ლურ შტაბს მუ­შა­ო­ბის არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი არ გა­აჩ­ნდა. რი­ხი­ა­ნი სა­ხელ­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თა­ვის პირ­და­პირ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას იშ­ვი­ა­თად ას­რუ­ლებ­და... დაზ­ვერ­ვის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბი მცი­რე იყო, არა­ფერს არ ყოფ­ნი­და და ამი­ტომ ეს საქ­მეც პრი­მი­ტი­უ­ლად კეთ­დე­ბო­და".

უნდა ით­ქვას, რომ გ. კვი­ნი­ტა­ძის თით­ქმის 600-გვერ­დი­ან მე­მუ­ა­რებ­ში (რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად პა­რიზ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, 1985 წელს, რუ­სულ ენა­ზე, ხოლო 1990-იანი წლე­ბის ბო­ლოს ითარ­გმნა ქარ­თუ­ლად და გა­მო­ი­ცა თბი­ლის­ში) სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის მხო­ლოდ ერთი აბ­ზა­ცით მოხ­სე­ნი­ე­ბა დიდი ვე­რა­ფე­რი ნუ­გე­შია.

1917 წლის თე­ბერ­ვლის რე­ვო­ლუ­ცი­ამ პოლ­კოვ­ნიკ კვი­ნი­ტა­ძეს თბი­ლის­ში, შვე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფს მო­უს­წრო. სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია - იმ დროს გე­ნე­რალ­მა ქარ­თუ­ლი ენა არ იცო­და. მი­სი­ვე სი­ტყვე­ბით, ქარ­თუ­ლი წერა-კი­თხვა კა­ხეთ­ში, ცო­ლის ძმას­თან, თა­ვად მა­ყაშ­ვილ­თან სამ­თვი­ა­ნი სტუმ­რო­ბის შემ­დეგ ის­წავ­ლა. უეჭ­ვე­ლია, ამ საქ­მე­ში მად­ლი­ა­ნი კა­ხუ­რი ღვი­ნოც და­ეხ­მა­რე­ბო­და. თბი­ლის­ში კი თედო სა­ხო­კია ამე­ცა­დი­ნებ­და სა­ლა­პა­რა­კო ენის შე­სას­წავ­ლად.

მენ­შე­ვი­კე­ბის სამ­ხედ­რო აღმშე­ნებ­ლო­ბის საქ­მი­სად­მი გულ­გრილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე ამ­გვა­რი შტრი­ხი­თაც აღ­ნიშ­ნავს: თუ ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტრო­ებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­ხედ­რო პი­რე­ბი, რო­გორც წესი, გე­ნერ­ლე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ, "ჩვე­ნი მთავ­რო­ბა სამ­ხედ­რო მი­ნის­ტრად ნიშ­ნავ­და ხან სა­ხალ­ხო მას­წავ­ლე­ბელს, ხან სა­ე­რო მოღ­ვა­წეს, ხან ექიმს, ოღონდ მე­თა­უ­რი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი ყო­ფი­ლი­ყო".

რე­გუ­ლა­რუ­ლი ჯა­რის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს იხ­სე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თავ­მჯო­მა­რე ნოე ჟორ­და­ნია. სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის მიერ შექ­მნი­ლი "სამ­ხედ­რო კო­მი­სია" (რო­მელ­საც აკა­კი ჩხენ­კე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და), არა მარ­ტო სა­კა­ნონ­მდებ­ლო სა­კი­თხე­ბით ყო­ფი­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი, არა­მედ - ოფიც­რებ­საც კი თა­ვად ნიშ­ნავ­და. ნოე ჟორ­და­ნია წერს: "ამ კო­მი­სი­ამ თან­და­თან მი­ით­ვი­სა სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტროს, მთე­ლი მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბე­ბი და ჭრი­და და კე­რავ­და სრუ­ლი­ად ჩვენ და­უ­კი­თხა­ვად. მე წე­რი­ლი მივსწე­რე პრო­ტეს­ტით და ვუჩ­ვე­ნე მისი უფ­ლე­ბე­ბის სა­ზღვა­რი, რა­ი­ცა დარ­ჩა უნა­ყო­ფოთ".

ცალ­კე სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტრო, ცალ­კე "სა­ხალ­ხო გვარ­დია" და "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რაზ­მი", ცალ­კე "სამ­ხედ­რო კო­მი­სია" - წარ­მო­იდ­გი­ნეთ რა ქა­ო­სი იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში.

გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი

სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის ომის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­მოჩ­ნდა, რომ სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტროს სტრუქ­ტუ­რა­ში "დაზ­ვერ­ვა" ფორ­მა­ლუ­რად არ­სე­ბობ­და. გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი არ ფლობ­და სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­წი­ნა­აღ­მდე­გის შე­სა­ხებ. ამ ომში გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე გე­ნე­რალ მაზ­ნი­აშ­ვი­ლის დი­ვი­ზი­ის შტა­ბის უფ­რო­სი გახ­ლდათ და ლო­გი­კუ­რად სა­დაზ­ვერ­ვო და­ნა­ყო­ფე­ბი მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. იგი­ვე გან­მე­ორ­და 1921 წლის 12 თე­ბერ­ვალს, ღა­მით, რო­დე­საც ბოლ­შე­ვი­კე­ბი სა­დახ­ლოს რა­ი­ონ­ში და­ბა­ნა­კე­ბულ ქარ­თულ ჯარს მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ესხნენ თავს. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის მან­ძილ­ზე გე­ნე­რა­ლურ შტაბს არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და ამ თავ­დას­ხმის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ. და­ზუს­ტე­ბით ისიც კი არ იცოდ­ნენ, რუ­სე­ბი და­ესხნენ თუ სომ­ხე­ბი. დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სი გე­ნე­რა­ლი ა. გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი 13 თე­ბერ­ვლის შუ­ა­დღემ­დე ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ სომ­ხე­ბი იბ­რძვი­ა­ნო. გე­ნე­რა­ლი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს: "დაზ­ვერ­ვის საქ­მე ჩვენ­ში იმ­დე­ნად ცუ­დად იყო და­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ მთა­ვარ­სარ­დალ­მა (მა­შინ გე­ნე­რა­ლი ილია ოდი­შე­ლი­ძე იყო სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რის მთა­ვარ­სარ­და­ლი, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე გე­ნე­რალ­მა კვი­ნი­ტა­ძემ შეც­ვა­ლა - ბ.ა.) გულ­წრფე­ლად და­ი­ჯე­რა, რომ მარ­თლა მხო­ლოდ სომ­ხე­ბის ურ­დო­ე­ბი დაგ­ვეს­ხა თავს". 1921 წლის 18 თე­ბერ­ვლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლურ­მა შტაბ­მა არ იცო­და, ზუს­ტად სად იმ­ყო­ფე­ბო­და მტე­რი და რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით აპი­რებ­და შე­ტე­ვის გაგ­რძე­ლე­ბას. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
111
0

იყო თურმე, აბა დღეს ნახე როგორია?

გიო
0
რაც დაზვერვაა ისაა ქვეყნის უსაფრთხოებაც. ასე იყო ყოველთვის მაშინაც ეხლაც და აღმაშენებლის დროსაც. ის კაცი გიჟი კი არ იყო მსტოვრების ინსტიტუტი რომ შემოიღო. და ახლა არაც გვაქვს ვხედავთ, არის მარა უკეთესიც შეიძლება თან ბევრად! ყველაფერი გვაქვს მაგისთვის.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

როგორი იყო საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე

როგორი იყო საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას ძალზე მძიმე გამოცდა არგუნა განგებამ: ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, არ ჰქონდა დრო და გამოცდილება, ქვეყნის მართვის ეფექტიანი გზების მოსაძებნად, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება მრავალმხრივი, კარს მომდგარი გლობალური და ლოკალური საფრთხეების ვითარებაში უხდებოდა. ეს გარემოება აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული 1918-1921 წლების მოვლენების შესწავლისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების საგარეო თუ საშინაო გადაწყვეტილებების შეფასებისას.

1918-1920 წლებში საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის. გარეშე ძალების, უპირველესად, რუსი ბოლშევიკების, პროვოკაციების შედეგად, საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე (საქართველო-სომხეთი და საქართველო-ბოლშევიკური აზერბაიჯანი) და შეიარაღებულ კონფლიქტამდეც კი მივიდა. XX საუკუნეში ისტორიული მოვლენების განვითარებამ დაგვანახა, რომ "წითელი" და "თეთრი" რუსეთის მეთაურები რუსეთის იმპერიის აღდგენისთვის იბრძოდნენ და არა - იმპერიაში ძალდატანებით გაერთიანებული ერების დემოკრატიული განვითარებისთვის. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ბოლშევიკური რუსეთის ბელადები უფრო წარმატებით ნიღბავდნენ ამ მიზნებს. 1918-1921 წლებში საქართველოს ხელისუფლებას ბრძოლა უხდებოდა არამარტო საბჭოთა (ბოლშევიკური) "წითელი"რუსეთის, არამედ - ე.წ. თეთრი (მონარქისტული) რუსეთის წინააღმდეგაც. საქართველოში ყველაზე მრავალრიცხვოვანი მეხუთე კოლონა "წითელ" და "თეთრ" რუსეთს ჰყავდა. ისინი ხშირად ატარებდნენ ოპერატიულ-აგენტურულ და ტერორისტულ-დივერსიულ ოპერაციებს, როგორც საქართველოს, ასევე - ერთმანეთის და მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.

რას უპირისპირებდა ამ საფრთხეს საქართველოს მთავრობა?

1918 წლის 20 აგვისტოს მიღებული იქნა მთელი რიგი ნორმატიული აქტები: "საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის ორგანიზაციის" კანონი; "ნამდვილ სამხედრო სამსახურში დატოვებისა და ჯარში გაწვევის იმ პირთა, რომელნიც დაბადებულან 1896-1899 წლებში" კანონი; "საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის" დებულება; "საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო ბეგარისა და მუდმივი ჯარის შევსების" ძირითადი დებულება. აქედან განსაკუთრებით საინტერესო "საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის" დებულებაა, სადაც საქართველოს რეგულარული ჯარის მართვის ძირითადი პრინციპები და ორგანიზაციული სტრუქტურაა მოცემული.

სამხედრო სამინისტრო ექვსი განყოფილებისგან შედგებოდა: 1.საერთო განყოფილება; 2. პირადი შედგენილობის განყოფილება; 3. გენერალური შტაბის განყოფილება; 4. საადმინისტრაციო განყოფილება; 5. სამხედრო სასანიტრო განყოფილება; 6. სამხედრო საბეითლო განყოფილება. გენერალური შტაბის განყოფილება ექვსი სექციისგან შედგებოდა: საოპერაციო; საორგანიზაციო; საარტილერიო; საინჟინრო-სატექნიკო; სამხედრო-საზღვაო; სამხედრო-საისტორიო არქივის.

"საოპერაციო სექციის" ძირითადი ფუნქციები იყო: ჯარის შედგენა და ორგანიზაცია; მობილიზაცია; დაცვა ტერიტორიისა და სარკინიგზო საქმე; დაზვერვა; კავშირის საქმე; ჯარის გაწვრთნა და აღლუმი; საზღვრის დაცვა.

როგორც ვხედავთ, საქართველოს სამხედრო სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში "დაზვერვა" მესამე რიგის ამოცანებში იყო მიყუჟული. საბეითლო საქმეს განყოფილების სტატუსი ჰქონდა, დაზვერვას კი - ქვესექციისა. ამიტომ რა გასაკვირია, რომ, როგორ ყურადღებასაც სამხედრო დაზვერვას უთმობდნენ, შედეგიც ანალოგიური იყო. სამხედრო დაზვერვას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: პოლკოვნიკი იოსებ გედევანიშვილი (1872-1939 წწ.) და პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი (1889-1923 წწ.). თუმცა პირდაპირ უნდა ითქვას - მათ თავი ვერ გაართვეს ამ საპასუხისმგებლო ამოცანას.

ქართველი გენერლები კვინიტაძე, მაზნიაშვილი, ოდიშელიძე და სხვ. ოპერატიული დაზვერვის რაზმებს უშუალოდ ბრძოლების დროს ქმნიდნენ და მტრის პოზიციების დასაზვერად და მათი ტაქტიკური ჩანაფიქრის დასადგენად გზვნიდნენ. თუმცა ბრძოლის კონკრეტულ უბანზე მოწინააღმდეგის ჯარების ადგილსამყოფელის დაზუსტება, სტრატეგიული დაზვერვისა და ერთიანი კოორდინაციის გარეშე, საერთო სურათს ვერ ქმნიდა. რაც შეეხება გენერალური შტაბის სადაზვერვო დანაყოფს, ის არანაირად არ ეხმარებოდა ბრძოლის ველზე მყოფ გენერლებს. ერთადერთია გიორგი კვინიტაძე, რომელმაც საქართველოს სამხედრო დაზვერვის მოქმედებების მცირე შეფასება დაგვიტოვა. ის იხსენებს: "მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენს გენერალურ შტაბს მუშაობის არანაირი პირობები არ გააჩნდა. რიხიანი სახელწოდების მიუხედავად, თავის პირდაპირ დანიშნულებას იშვიათად ასრულებდა... დაზვერვისთვის გამოყოფილი თანხები მცირე იყო, არაფერს არ ყოფნიდა და ამიტომ ეს საქმეც პრიმიტიულად კეთდებოდა".

უნდა ითქვას, რომ გ. კვინიტაძის თითქმის 600-გვერდიან მემუარებში (რომელიც პირველად პარიზში გამოქვეყნდა, 1985 წელს, რუსულ ენაზე, ხოლო 1990-იანი წლების ბოლოს ითარგმნა ქართულად და გამოიცა თბილისში) სამხედრო დაზვერვის მხოლოდ ერთი აბზაცით მოხსენიება დიდი ვერაფერი ნუგეშია.

1917 წლის თებერვლის რევოლუციამ პოლკოვნიკ კვინიტაძეს თბილისში, შვებულებაში მყოფს მოუსწრო. საინტერესო ფაქტია - იმ დროს გენერალმა ქართული ენა არ იცოდა. მისივე სიტყვებით, ქართული წერა-კითხვა კახეთში, ცოლის ძმასთან, თავად მაყაშვილთან სამთვიანი სტუმრობის შემდეგ ისწავლა. უეჭველია, ამ საქმეში მადლიანი კახური ღვინოც დაეხმარებოდა. თბილისში კი თედო სახოკია ამეცადინებდა სალაპარაკო ენის შესასწავლად.

მენშევიკების სამხედრო აღმშენებლობის საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებას გენერალი კვინიტაძე ამგვარი შტრიხითაც აღნიშნავს: თუ ჩვენი მეზობელი ქვეყნების სამხედრო სამინისტროებს პროფესიონალი სამხედრო პირები, როგორც წესი, გენერლები ხელმძღვანელობდნენ, "ჩვენი მთავრობა სამხედრო მინისტრად ნიშნავდა ხან სახალხო მასწავლებელს, ხან საერო მოღვაწეს, ხან ექიმს, ოღონდ მეთაური სოციალ-დემოკრატი ყოფილიყო".

რეგულარული ჯარის რეორგანიზაციის შესახებ საკმაოდ საინტერესო ფაქტებს იხსენებს საქართველოს მთავრობის თავმჯომარე ნოე ჟორდანია. საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ შექმნილი "სამხედრო კომისია" (რომელსაც აკაკი ჩხენკელი ხელმძღვანელობდა), არა მარტო საკანონმდებლო საკითხებით ყოფილა დაკავებული, არამედ - ოფიცრებსაც კი თავად ნიშნავდა. ნოე ჟორდანია წერს: "ამ კომისიამ თანდათან მიითვისა სამხედრო სამინისტროს, მთელი მთავრობის უფლებები და ჭრიდა და კერავდა სრულიად ჩვენ დაუკითხავად. მე წერილი მივსწერე პროტესტით და ვუჩვენე მისი უფლებების საზღვარი, რაიცა დარჩა უნაყოფოთ".

ცალკე სამხედრო სამინისტრო, ცალკე "სახალხო გვარდია" და "განსაკუთრებული რაზმი", ცალკე "სამხედრო კომისია" - წარმოიდგინეთ რა ქაოსი იქნებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

გიორგი მაზნიაშვილი

საქართველო-სომხეთის ომის პირველივე დღეებში გამოჩნდა, რომ სამხედრო სამინისტროს სტრუქტურაში "დაზვერვა" ფორმალურად არსებობდა. გენერალური შტაბი არ ფლობდა სათანადო ინფორმაციას მოწინააღმდეგის შესახებ. ამ ომში გენერალი კვინიტაძე გენერალ მაზნიაშვილის დივიზიის შტაბის უფროსი გახლდათ და ლოგიკურად სადაზვერვო დანაყოფები მის დაქვემდებარებაში უნდა ყოფილიყვნენ. იგივე განმეორდა 1921 წლის 12 თებერვალს, ღამით, როდესაც ბოლშევიკები სადახლოს რაიონში დაბანაკებულ ქართულ ჯარს მოულოდნელად დაესხნენ თავს. რამდენიმე საათის მანძილზე გენერალურ შტაბს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა ამ თავდასხმის შედეგების შესახებ. დაზუსტებით ისიც კი არ იცოდნენ, რუსები დაესხნენ თუ სომხები. დაზვერვის უფროსი გენერალი ა. გედევანიშვილი 13 თებერვლის შუადღემდე ირწმუნებოდა, რომ ჩვენ წინააღმდეგ სომხები იბრძვიანო. გენერალი მაზნიაშვილი იხსენებს: "დაზვერვის საქმე ჩვენში იმდენად ცუდად იყო დაყენებული, რომ მთავარსარდალმა (მაშინ გენერალი ილია ოდიშელიძე იყო საქართველოს ჯარის მთავარსარდალი, რომელიც მალევე გენერალმა კვინიტაძემ შეცვალა - ბ.ა.) გულწრფელად დაიჯერა, რომ მართლა მხოლოდ სომხების ურდოები დაგვესხა თავს". 1921 წლის 18 თებერვლამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა არ იცოდა, ზუსტად სად იმყოფებოდა მტერი და რომელი მიმართულებით აპირებდა შეტევის გაგრძელებას. წაიკითხეთ სრულად

როგორ აქციეს უწყინარი საჰაერო ბუშტები "ცეცხლოვან იარაღად" და რას უპირისპირებს მას ისრაელი?

რუსული თანამგზავრი, რომლითაც ირანი შეძლებს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთში - რას გეგმავს რუსეთი?

ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს