გახარია იყო „კრიზისმეიკერი“ და არა „კრიზისმენეჯერი“ - გახარიამ საერთოდ გააფუჭა ეკლესიასთან ურთიერთობა, მას ეკლესიისგან აბსოლუტურად არავითარი მხარდაჭერა არ ექნება, როცა პრემიერი იყო რაღაც ეტაპზე გავჩერდი, რომ სახელმწიფო ჩამოიშლებოდა, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარია „ივანიშვილის პროექტი“ არ არის და მისთვის გაუგებარია რატომ ამბობენ ამას.
„საკმაოდ დიდი პერიოდი ბატონი გიორგი იყო უმაღლეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. პანდემია, რომ არ მოსწრებოდა, რთულად ჰქონდა საქმე და გემახსოვრებათ, რომ ლაპარაკი იყო, რომ ცვლილებება უნდა მომხდარიყო, ის უნდა შეეცვალათ. ახლაც სერიოზულად მიდიოდა საუბარი, რომ ცოტა ხანში მაინც შეცვლიდნენ, მელიას ამბავი როგორ იქნებოდა მნიშვნელობა არ ჰქონდა, მე ვფიქრობ, რომ დაასწრო მოვლენებს. იმიტომ ვფიქრობ ასე, რომ ძალიან კარგად იცით, რომ ინფორმაცია არ მაკლია შიგნით, მუშტების ბრახუნით დაარწმუნა პარლამენტის წევრები, რომ აუცილებელი იყო მელიას იმუნიტეტის შეწყვეტა და ცოტა ხანში თვითონ გამოდის და ამბობს, ამას რას აკეთებთო. ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია მომხდარიყო. იცით, რომ არ მიყვარს ხოლმე მიკიბულ-მოკიბულად რამე საუბრები, ამიტომ პირდაპირ გეუბნებით, გააკეთა ისე თითქოს რაღაც დიდი საქციელი ჩაიდინა. მე ვიცოდი, რომ მაინც უნდა წასულიყო, უბრალოდ, თავისებთან ცუდად გამოუვიდა, ჩემი ინფორმაციები რაც მაქვს, გადამოწმებულიც, რატომ ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილის პროექტიაო ჩემთვის გაუგებარია - მე როგორც ვიცი, არ არის. როდესაც მან გუნდი წარადგინა, ვფიქრობდი ვის წარადგენდა, იქ ვინც ვნახე, ვინც არიან დასახელებული კადრები დღესაც, რომ უთხრან იმათ დაუჯერებენ - ადეიშვილის, მერაბიშვილის და ასევე, კეზერაშვილის კადრები არიან შიგნით, ანუ „ნაცმოძრაობის“ რაღაც ნაწილი იყო იქ. ბატონმა გიორგიმ შემოიკრიბა ეს ხალხი, თუმცა პარტიაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ცუდ საქმეს აკეთებ, მაგრამ როდესაც დღესაც თუ გითხრა კეზერაშვილმა, თუ გითხრა ადეიშვილმა, თუ გითხრა მერაბიშვილმა და გააკეთებ, მაშინ უკვე სხვანაირად მოიაზრება ხალხში. არამგონია, გახარიამ მთლად სააკაშვილის დირექტივებით იმოქმედოს. გახარია იყო „კრიზისმეიკერი“ და არა „კრიზისმენეჯერი“. რა საქმეც არ უნდა ავიღოთ, გახარიამ საერთოდ გააფუჭა ეკლესიასთან ურთიერთობა, გახარიას ეკლესიისგან აბსოლუტურად არავითარი მხარდაჭერა არ ექნება. ჩემი დამოკიდებულება ხომ იცით, როცა პრემიერი იყო რაღაც ეტაპზე გავჩერდი, რომ სახელმწიფო ჩამოიშლებოდა, ბევრად მეტი შემიძლია ვიდრე „ნაცმოძრაობას“. უმეტესობამ გაძარცვა ქვეყანა ფული იშოვა და დღეს ლაპარაკობენ კორუფციაზე“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.