მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში, არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება" - მეუფე იაკობი
"ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში, არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება" - მეუფე იაკობი

ჩვენ ჩა­ვუდ­გე­ბით ახალ ძა­ლას და მო­ფიქ­რე­ბუ­ლიც გვაქვს, რაც უნდა გა­ვა­კე­თოთ. არც არ­ჩევ­ნებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა - ახალ ძა­ლებს პი­რა­დად ჩა­ვუდ­გე­ბი სა­თა­ვე­ში, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს არე­ვას არ აპა­ტი­ებს.

"ამ არ­ჩევ­ნებს შევ­ხე­დავ, რა ხდე­ბა და რა არა, გა­ვა­ტა­რებ, მაგ­რამ პარ­ტი­ებს არ ეგო­ნოთ, რომ ქუ­ჩა­ში კი­დევ და­ი­წყონ ყვი­რი­ლი, მერე ჩა­ვერ­თვე­ბით ყვე­ლა­ნა­ი­რი ფორ­მით. სა­ქარ­თვე­ლოს ასეთ არე­ვას არა­ვის ვა­პა­ტი­ებთ. მა­ნამ­დე ეკ­ლე­სი­ა­ში მოგ­ვა­რე­ბუ­ლი გვექ­ნე­ბა მათ­თან, ვინც ეკ­ლე­სი­ას მტრობს.

მე ვთქვი, რომ ჩვენ ჩა­ვუდ­გე­ბით ახალ ძა­ლას და მო­ფიქ­რე­ბუ­ლიც გვაქვს, რაც უნდა გა­ვა­კე­თოთ. არც არ­ჩევ­ნებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. ბო­ლოს რა პარ­ტი­ე­ბიც შე­მო­ვიდ­ნენ არ­ცერთ მათ­გან­თან არ [ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ]. ლე­ვან ვა­სა­ძეს რა აზ­რე­ბი აქვს მე არ ვიცი. ახალ ძა­ლებს პი­რა­დად ჩა­ვუდ­გე­ბი სა­თა­ვე­ში. სა­ხელ­მწი­ფოს მო­მა­ვალ­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად კარ­გი ხედ­ვა გვაქვს. რო­გორ და რა­ტომ უნდა მო­ი­აზ­რე­ბო­დეს ჩემ­თან [ვა­სა­ძე]? გა­ხა­რი­ა­საც თა­ვი­სი მომ­ხრე­ე­ბი ეყო­ლე­ბა, ბა­ტონ ლე­ვან­საც თა­ვი­სი და "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­საც“ თა­ვი­სი. გე­უბ­ნე­ბით, მე არ მაქვს კავ­ში­რე­ბი ვა­სა­ძეს­თან. ვიც­ნობთ ეკ­ლე­სი­ა­ში; ისე­ვე, რო­გორც სხვა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი რა­ღაც პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

იმის შიში არ გქონ­დეთ, რომ რუ­სულ ძა­ლას ან ან­ტი­ქარ­თულ ძა­ლას ხელ­ში ჩა­ვუგ­დოთ [ქვე­ყა­ნა]. 500 ათა­სი კაცი მი­ჭერს მხარ­სო, რაში გი­ჭერს, რომ ან­გრევ ქვე­ყა­ნას? პარ­ლა­მენ­ტში რომ არ შე­დი­ხარ? რას და­ვამ­სგავ­სეთ თბი­ლი­სი, კი­დევ კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქი შე­იძ­ლე­ბა იყოს?

ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დო­და და ეს უცხო­ე­ლებ­საც ვუ­თხა­რი შევ­ლენ-თქო. გა­რეთ რომ არ არი­ან, მად­ლო­ბა ღმერ­თს! რას ერ­ჩოდ­ნენ ელი­საშ­ვილს? ზოგი ამ­ბობ­და ფული აი­ღოო, ახლა ესე­ნი რომ შე­ვიდ­ნენ, ვერ ვი­ტყვით, რომ ფული აი­ღეს? ხელს რომ არ აწერ მი­შე­ლის დო­კუ­მენტს, უცხო­ეთ­ში რე­ი­ტინ­გი უფუჭ­დე­ბათ, პარ­ტი­ას შლი­ან. შე­რი­გე­ბა თუ მოხ­და ყვე­ლა თა­ვის გზას იპო­ვის. მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს არ­ცერ­თი პი­როვ­ნე­ბა, მა­ინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლო“, - გა­ნა­ცხა­და ია­კობ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­საღ ოპო­ზი­ცი­ას, რო­გორც მე­უ­ფე ია­კო­ბი ამ­ბობს, ჯან­საღ ოპო­ზი­ცი­ას დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცალ­კე­ულ პი­როვ­ნე­ბებ­ში ხე­დავს, მაგ­რამ პარ­ტი­ებ­ში ვერა.

"რა თქმა უნდა, მათ არ ექ­ნე­ბათ ეკ­ლე­სი­ის­გან მხარ­და­ჭე­რა. ბევ­რად მეტი შე­მიძ­ლია, ვიდ­რე "ნაც­მოძ­რა­ო­ბას' და იმათ. ერ­თან სი­ტყვა გვეთ­ქმის! უმე­ტე­სო­ბამ გა­ძარ­ცვა ქვე­ყა­ნა, ფული იშო­ვა და დღეს ლა­პა­რა­კო­ბენ კო­რუფ­ცი­ა­ზე. უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბი დღეს ჩემ­ზე ისევ "მხედ­რი­ო­ნელს“ იძა­ხი­ან. მე "ხედ­რი­ო­ნე­ლი“ არ ვყო­ფილ­ვარ.

აქ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბა, შე­რი­გე­ბა თუ არ მოხ­და, თუ იქ­ნე­ბა "და­ყა­ვი და იბა­ტო­ნეს“ პრინ­ცი­პი, აზრი არ აქვს, რაც არ უნდა შეც­ვა­ლონ. გგო­ნი­ათ რო­მე­ლი­მეს აინ­ტე­რე­სებს შარლ მი­შე­ლი? - შე­ცუნ­ცუ­ლე­ბა უნ­დო­დათ პარ­ლა­მენ­ტში და შე­ცუნ­ცულ­დნენ. ეკ­ლე­სი­ამ უნდა გა­ა­კე­თოს ის, რომ შე­რი­გე­ბა­ზე წა­ვი­დეს. რა თქმა უნდა, მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან გვექ­ნე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი, სა­დაც ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა და ეკ­ლე­სი­ას­თან ბრძო­ლის რე­ჟიმ­ში აღარ არი­ან. მაგ­რამ არ გე­გო­ნოთ მარ­ტო მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში იყ­ვნენ ასე­თე­ბი, ოპო­ზი­ცი­ა­შიც ცდი­ლო­ბენ სულ უფრო ცუდი და ცუდი რამე აკე­თონ ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ. ძა­ლი­ან მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ეკ­ლე­სი­ი­დან და­ვი­წყებთ და აღარ და­გი­ტო­ვებთ სა­ლა­პა­რა­კოს, მო­საკ­ვე­თი მო­იკ­ვე­თე­ბა!“ - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
10

ტიტუუუუუუ

ამას რეიტინგი ექნება მიმიქარავს ელისაშვილი!!!!

ქუთეისი ქალაქია
28

ძაან ბნელი ხარ იაკობ ჩემო, ძაან...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში, არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება" - მეუფე იაკობი

"ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში, არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება" - მეუფე იაკობი

ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება - ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკურ პარტიებს საქართველოს არევას არ აპატიებს.

"ამ არჩევნებს შევხედავ, რა ხდება და რა არა, გავატარებ, მაგრამ პარტიებს არ ეგონოთ, რომ ქუჩაში კიდევ დაიწყონ ყვირილი, მერე ჩავერთვებით ყველანაირი ფორმით. საქართველოს ასეთ არევას არავის ვაპატიებთ. მანამდე ეკლესიაში მოგვარებული გვექნება მათთან, ვინც ეკლესიას მტრობს.

მე ვთქვი, რომ ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება. ბოლოს რა პარტიებიც შემოვიდნენ არცერთ მათგანთან არ [ვითანამშრომლებთ]. ლევან ვასაძეს რა აზრები აქვს მე არ ვიცი. ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში. სახელმწიფოს მომავალზე აბსოლუტურად კარგი ხედვა გვაქვს. როგორ და რატომ უნდა მოიაზრებოდეს ჩემთან [ვასაძე]? გახარიასაც თავისი მომხრეები ეყოლება, ბატონ ლევანსაც თავისი და "ნაცმოძრაობასაც“ თავისი. გეუბნებით, მე არ მაქვს კავშირები ვასაძესთან. ვიცნობთ ეკლესიაში; ისევე, როგორც სხვა ბიზნესმენები რაღაც პროექტებში მონაწილეობდა.

იმის შიში არ გქონდეთ, რომ რუსულ ძალას ან ანტიქართულ ძალას ხელში ჩავუგდოთ [ქვეყანა]. 500 ათასი კაცი მიჭერს მხარსო, რაში გიჭერს, რომ ანგრევ ქვეყანას? პარლამენტში რომ არ შედიხარ? რას დავამსგავსეთ თბილისი, კიდევ კარვების ქალაქი შეიძლება იყოს?

ველოდებოდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევიდოდა და ეს უცხოელებსაც ვუთხარი შევლენ-თქო. გარეთ რომ არ არიან, მადლობა ღმერთს! რას ერჩოდნენ ელისაშვილს? ზოგი ამბობდა ფული აიღოო, ახლა ესენი რომ შევიდნენ, ვერ ვიტყვით, რომ ფული აიღეს? ხელს რომ არ აწერ მიშელის დოკუმენტს, უცხოეთში რეიტინგი უფუჭდებათ, პარტიას შლიან. შერიგება თუ მოხდა ყველა თავის გზას იპოვის. მე არ მაინტერესებს არცერთი პიროვნება, მაინტერესებს საქართველო“, - განაცხადა იაკობმა.

რაც შეეხება ჯანსაღ ოპოზიციას, როგორც მეუფე იაკობი ამბობს, ჯანსაღ ოპოზიციას დღეს საქართველოში ცალკეულ პიროვნებებში ხედავს, მაგრამ პარტიებში ვერა.

"რა თქმა უნდა, მათ არ ექნებათ ეკლესიისგან მხარდაჭერა. ბევრად მეტი შემიძლია, ვიდრე "ნაცმოძრაობას' და იმათ. ერთან სიტყვა გვეთქმის! უმეტესობამ გაძარცვა ქვეყანა, ფული იშოვა და დღეს ლაპარაკობენ კორუფციაზე. უცხო ქვეყნის აგენტები დღეს ჩემზე ისევ "მხედრიონელს“ იძახიან. მე "ხედრიონელი“ არ ვყოფილვარ.

აქ პოლიტიკური შეთანხმება, შერიგება თუ არ მოხდა, თუ იქნება "დაყავი და იბატონეს“ პრინციპი, აზრი არ აქვს, რაც არ უნდა შეცვალონ. გგონიათ რომელიმეს აინტერესებს შარლ მიშელი? - შეცუნცულება უნდოდათ პარლამენტში და შეცუნცულდნენ. ეკლესიამ უნდა გააკეთოს ის, რომ შერიგებაზე წავიდეს. რა თქმა უნდა, მმართველ პარტიასთან გვექნება შეხვედრები, სადაც ბევრი რამ შეიცვალა და ეკლესიასთან ბრძოლის რეჟიმში აღარ არიან. მაგრამ არ გეგონოთ მარტო მმართველ პარტიაში იყვნენ ასეთები, ოპოზიციაშიც ცდილობენ სულ უფრო ცუდი და ცუდი რამე აკეთონ ჩვენს წინააღმდეგ. ძალიან მოკლე პერიოდში ეკლესიიდან დავიწყებთ და აღარ დაგიტოვებთ სალაპარაკოს, მოსაკვეთი მოიკვეთება!“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

"პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა მედიის წარმომადგენლებს ქვები დაუშინეს - დაშავდა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ოპერატორი

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს