პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ძალიან რთულია ამ ტიტულის მიღება, რადგან ძლიერი მეტოქეები უნდა დაამარცხო" - გაიცანით 16 წლის მოჭადრაკე გოგონა, რომელმაც ოსტატის წოდება მოიპოვა
"საქართველოში ძალიან რთულია ამ ტიტულის მიღება, რადგან ძლიერი მეტოქეები უნდა დაამარცხო" - გაიცანით 16 წლის მოჭადრაკე გოგონა, რომელმაც ოსტატის წოდება მოიპოვა

ხო­ბის N2 სა­ჯა­როს სკო­ლის მოს­წავ­ლემ, 16 წლის დი­ა­ნა ლო­მა­ი­ამ ქალ­თა ფი­დეს ოს­ტა­ტის წო­დე­ბა მო­ი­პო­ვა.

ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნი სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბი­სა და გან­ვლი­ლი სა­ჭად­რა­კო გზის შე­სა­ხებ kvirispalitra.ge-ს დას­მულ კი­თხვებს პა­სუ­ხობს:

- დი­ა­ნა, რო­გორ მო­გე­ნი­ჭა ჭად­რა­კის ოს­ტა­ტის წო­დე­ბა? გქონ­და თუ არა მო­ლო­დი­ნი, რომ ამ სტა­ტუსს მო­გა­ნი­ჭებ­დნენ?

- ქალ­თა ფი­დეს ეს წო­დე­ბა მო­ვი­პო­ვე, რად­გან ქალ­თა პირ­ვე­ლი ლი­გის ტურ­ნირ­ში ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ქალი მო­ჭად­რა­კე­ე­ბი და­ვა­მარ­ცხე და 165 პუნ­ქტით მო­ი­მა­ტა ჩემ­მა რე­ი­ტინ­გმა, 2100-ს გა­დას­ცდა ჩემი რე­ი­ტინ­გუ­ლი შე­ფა­სე­ბა. როცა მო­თა­მა­შის რე­ი­ტინ­გის შე­ფა­სე­ბა 2100-ს გა­დას­ცდე­ბა, ეს წო­დე­ბა ენი­ჭე­ბა თი­თო­ე­ულ მო­ჭად­რა­კეს. ერთი ტურ­ნი­რის ფარ­გლებ­ში ხდე­ბა ამ ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბა. პირ­ვე­ლი არ ვარ, ვინც ეს ტი­ტუ­ლი ამ ასაკ­ში მო­ვი­პო­ვე, მაგ­რამ მე არ ვე­ლო­დი, იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია მო­გე­ნი­ჭოს ოს­ტა­ტის წო­დე­ბა, რად­გან ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი უნდა და­ა­მარ­ცხო. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და.

- რო­გორ შეხ­ვდნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი შენს წარ­მა­ტე­ბას?

- ჩემი მშობ­ლე­ბი მხარს მი­ჭე­რენ და მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. ყო­ველ­თვის ერ­თად აღ­ვნიშ­ნავთ ჩემს წარ­მა­ტე­ბებს. ერთი კვი­რით ადრე გა­ვი­გეთ, რომ მქონ­და შან­სი ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბის, ამი­ტომ გან­ვიც­დი­დით და ვნერ­ვი­უ­ლობ­დით.

- რო­დის გქონ­და პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა ჭად­რაკ­თან?

- ჩემი უფ­რო­სი ძმა და­დი­ო­და ჭად­რაკ­ზე. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, დე­და­ჩემ­თან ერ­თად ვე­ლო­დე­ბო­დი, რო­დის და­ამ­თავ­რებ­და ჭად­რა­კის გაკ­ვე­თი­ლებს, ვი­ჭყი­ტე­ბო­დი იმ ოთახ­ში და ვა­კირ­დე­ბო­დი, რას სწავ­ლობ­დნენ. ჩემი ძმა რომ სახ­ლში მე­ცა­დი­ნე­ობ­და, ერთ დღე­საც გა­დავ­წყვი­ტე მეთ­ქვა, ჩემ­თვი­საც ეს­წავ­ლე­ბი­ნა ჭად­რა­კის თა­მა­ში. გა­მო­დის, რომ ჩემი ძმა არის ჩემი პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

თა­ვი­დან ხობ­ში და­ვი­წყე ჭად­რაკ­ზე სი­ა­რუ­ლი ბა­ტონ მა­მუ­კა გე­თი­ას­თან, 4 წლის შემ­დეგ, 8 წლის ასაკ­ში გა­და­ვე­დი ნანა ალექ­სან­დრი­ას ფო­თის სა­ჭად­რა­კო კლუბ­ში. იქ ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო ბა­ტო­ნი და­ვით კო­დუა, შემ­დეგ, გა­და­ვე­დი გოჩა ჩა­ჩუ­ას­თან, რო­მელ­თა­ნაც დღემ­დე ვმე­ცა­დი­ნე­ობ. ასე­ვე, ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ამ და­მი­ნიშ­ნა მწვრთნე­ლი ზუ­რაბ სტუ­რუა. ამ დრომ­დე ფოთ­ში დავ­დი­ვარ მე­ცა­დი­ნე­ო­ბებ­ზე, მაგ­რამ პან­დე­მი­ის გამო, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გვი­წევს მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. თბი­ლის­შიც დავ­დი­ო­დი ათ­დღი­ან გაკ­ვე­თი­ლებ­ზე.

7 წლის ვი­ყა­ვი, როცა 7-8 წლი­ა­ნებ­ში გა­ვი­მარ­ჯვე ევ­რო­პის თას­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ტარ­დე­ბო­და, 2015 წელს მსოფ­ლის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე-10 ად­გილ­ზე გა­ვე­დი, 2017 ევ­რო­პის 12 წლამ­დე გო­გო­ნებ­ში - მე-5 ად­გილ­ზე და პრი­ზი­ო­რი გავ­ხდი, 2018 წელს, მსოფ­ლი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე მე­სა­მე ახლგაზ­რდულ ნაკ­რებ­ში ვი­ას­პა­რე­ზე. ვარ საქრთვე­ლოს 7-გზის ჩემ­პი­ო­ნი. 2019 წელს ქალ­თა გუნ­დურ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე-3 ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რებ­ში ვი­ყა­ვი და იქ მო­მა­ნი­ჭეს პირ­ვე­ლი წო­დე­ბა (ერთი სა­ფე­ხუ­რით დაბ­ლა იყო ეს წო­დე­ბა ამ­ჟა­მინ­დე­ლის­გან). ბო­ლოს, ქალ­თა პირ­ვე­ლი ლიგა მო­ვი­გე და ოს­ტა­ტიც გავ­ხდი.

- შენი ძმაც შენ­სა­ვით ტი­ტუ­ლო­ვა­ნია?

- მე-7 კლა­სი­დან თავი და­ა­ნე­ბა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა.

- მარ­ცხი და გა­მარ­ჯვე­ბა...

- მქო­ნია მო­მენ­ტე­ბი, როცა დავ­მარ­ცხე­ბულ­ვარ და გული დამ­წყვე­ტია, ჩემს თავ­ზე გავ­ბრა­ზე­ბულ­ვარ და ცოტა ხნით თავი და­მი­ნე­ბე­ბია ჭად­რა­კის­თვის, მაგ­რამ მერე, მი­პო­ვია ძალა და მით­ქვამს ჩემი თა­ვის­თვის, წინ დიდი გზა გაქვს და უნდა გა­აგ­რძე­ლო-მეთ­ქი. სა­ერ­თოდ, და­მარ­ცხე­ბას დიდი სტი­მუ­ლი მო­უ­ცია ჩემ­თვის, რომ უფრო მე­ტის­თვის მი­მეღ­წია. ძა­ლი­ან ბევ­რს ვსწავ­ლობ ტი­ტუ­ლო­ვან მო­თა­მა­შე­ებ­თან თა­მა­შის შემ­დეგ, როცა პარ­ტი­ას ვარ­ჩევთ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაბუ
7
წინსვლა და წარმატებები!!!
ჟორიკა
0

რა საყვარელი ბავშვია,ჭკვიანი და ლამაზი.წარმატებები ვუსურვო მინდა,მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მიეღწიოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"საქართველოში ძალიან რთულია ამ ტიტულის მიღება, რადგან ძლიერი მეტოქეები უნდა დაამარცხო" - გაიცანით 16 წლის მოჭადრაკე გოგონა, რომელმაც ოსტატის წოდება მოიპოვა

"საქართველოში ძალიან რთულია ამ ტიტულის მიღება, რადგან ძლიერი მეტოქეები უნდა დაამარცხო" - გაიცანით 16 წლის მოჭადრაკე გოგონა, რომელმაც ოსტატის წოდება მოიპოვა

ხობის N2 საჯაროს სკოლის მოსწავლემ, 16 წლის დიანა ლომაიამ ქალთა ფიდეს ოსტატის წოდება მოიპოვა.

ახალგაზრდა სპორტსმენი საკუთარი წარმატებისა და განვლილი საჭადრაკო გზის შესახებ kvirispalitra.ge-ს დასმულ კითხვებს პასუხობს:

- დიანა, როგორ მოგენიჭა ჭადრაკის ოსტატის წოდება? გქონდა თუ არა მოლოდინი, რომ ამ სტატუსს მოგანიჭებდნენ?

- ქალთა ფიდეს ეს წოდება მოვიპოვე, რადგან ქალთა პირველი ლიგის ტურნირში ტიტულოვანი ქალი მოჭადრაკეები დავამარცხე და 165 პუნქტით მოიმატა ჩემმა რეიტინგმა, 2100-ს გადასცდა ჩემი რეიტინგული შეფასება. როცა მოთამაშის რეიტინგის შეფასება 2100-ს გადასცდება, ეს წოდება ენიჭება თითოეულ მოჭადრაკეს. ერთი ტურნირის ფარგლებში ხდება ამ ტიტულის მოპოვება. პირველი არ ვარ, ვინც ეს ტიტული ამ ასაკში მოვიპოვე, მაგრამ მე არ ველოდი, იმიტომ, რომ საქართველოში ძალიან რთულია მოგენიჭოს ოსტატის წოდება, რადგან ტიტულოვანი ქალები და კაცები უნდა დაამარცხო. ძალიან გამიხარდა.

- როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები შენს წარმატებას?

- ჩემი მშობლები მხარს მიჭერენ და მგულშემატკივრობენ. ყოველთვის ერთად აღვნიშნავთ ჩემს წარმატებებს. ერთი კვირით ადრე გავიგეთ, რომ მქონდა შანსი ტიტულის მოპოვების, ამიტომ განვიცდიდით და ვნერვიულობდით.

- როდის გქონდა პირველი შეხება ჭადრაკთან?

- ჩემი უფროსი ძმა დადიოდა ჭადრაკზე. პატარა რომ ვიყავი, დედაჩემთან ერთად ველოდებოდი, როდის დაამთავრებდა ჭადრაკის გაკვეთილებს, ვიჭყიტებოდი იმ ოთახში და ვაკირდებოდი, რას სწავლობდნენ. ჩემი ძმა რომ სახლში მეცადინეობდა, ერთ დღესაც გადავწყვიტე მეთქვა, ჩემთვისაც ესწავლებინა ჭადრაკის თამაში. გამოდის, რომ ჩემი ძმა არის ჩემი პირველი მასწავლებელი.

თავიდან ხობში დავიწყე ჭადრაკზე სიარული ბატონ მამუკა გეთიასთან, 4 წლის შემდეგ, 8 წლის ასაკში გადავედი ნანა ალექსანდრიას ფოთის საჭადრაკო კლუბში. იქ ჩემი მასწავლებელი იყო ბატონი დავით კოდუა, შემდეგ, გადავედი გოჩა ჩაჩუასთან, რომელთანაც დღემდე ვმეცადინეობ. ასევე, ჭადრაკის ფედერაციამ დამინიშნა მწვრთნელი ზურაბ სტურუა. ამ დრომდე ფოთში დავდივარ მეცადინეობებზე, მაგრამ პანდემიის გამო, ონლაინ რეჟიმში გვიწევს მეცადინეობა. თბილისშიც დავდიოდი ათდღიან გაკვეთილებზე.

7 წლის ვიყავი, როცა 7-8 წლიანებში გავიმარჯვე ევროპის თასზე, რომელიც საქართველოში ტარდებოდა, 2015 წელს მსოფლის ჩემპიონატზე მე-10 ადგილზე გავედი, 2017 ევროპის 12 წლამდე გოგონებში - მე-5 ადგილზე და პრიზიორი გავხდი, 2018 წელს, მსოფლიოს ოლიმპიადაზე მესამე ახლგაზრდულ ნაკრებში ვიასპარეზე. ვარ საქრთველოს 7-გზის ჩემპიონი. 2019 წელს ქალთა გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი და იქ მომანიჭეს პირველი წოდება (ერთი საფეხურით დაბლა იყო ეს წოდება ამჟამინდელისგან). ბოლოს, ქალთა პირველი ლიგა მოვიგე და ოსტატიც გავხდი.

- შენი ძმაც შენსავით ტიტულოვანია?

- მე-7 კლასიდან თავი დაანება და სხვა მიმართულებით გააგრძელა სწავლა.

- მარცხი და გამარჯვება...

- მქონია მომენტები, როცა დავმარცხებულვარ და გული დამწყვეტია, ჩემს თავზე გავბრაზებულვარ და ცოტა ხნით თავი დამინებებია ჭადრაკისთვის, მაგრამ მერე, მიპოვია ძალა და მითქვამს ჩემი თავისთვის, წინ დიდი გზა გაქვს და უნდა გააგრძელო-მეთქი. საერთოდ, დამარცხებას დიდი სტიმული მოუცია ჩემთვის, რომ უფრო მეტისთვის მიმეღწია. ძალიან ბევრს ვსწავლობ ტიტულოვან მოთამაშეებთან თამაშის შემდეგ, როცა პარტიას ვარჩევთ. წაიკითხეთ სრულად