მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო საშუალოდ 4 წუთამდე შემცირდება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო საშუალოდ 4 წუთამდე შემცირდება

თბი­ლის­ში ახა­ლი სატ­რან­სპორ­ტო ქსე­ლის სრუ­ლად და­ნერგვის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოც­დის დრო, სა­შუ­ა­ლოდ, 4 წუ­თამ­დე შემ­ცირ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ვიცე-მერ­მა ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ ტრან­სპორ­ტის პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ან­გა­რი­შის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

„ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვეთ და ეტა­პობ­რი­ვად ინერ­გე­ბა ახა­ლი სატ­რან­სპორ­ტო ქსე­ლი, რო­მე­ლიც სამ­დო­ნი­ა­ნია. ის შედ­გე­ბა სწრა­ფი გა­და­ად­გი­ლე­ბის დე­რეფ­ნი­სა და მისი მკვე­ბა­ვი, და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ორი - სა­ქა­ლა­ქო და სა­უბ­ნო მნიშ­ვნე­ლო­ბის მარ­შრუ­ტე­ბის­გან. სწრაფ სატ­რან­ზი­ტო დე­რე­ფან­ზე მოძ­რა­ობს 12-მეტ­რი­ა­ნი და მო­მა­ვალ­ში იმოძ­რა­ვებს უკვე 18-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბი, ხოლო სა­ქა­ლა­ქო და სა­უბ­ნო მნიშ­ვნე­ლო­ბის მარ­შრუ­ტებ­ზე - 6, 8 და 10-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქსე­ლის სრუ­ლად იმპლე­მენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, მოც­დის დრო მცირ­დე­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე. ეს იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 4 წუთი, ხოლო ავ­ტო­ბუ­სე­ბის ტე­ვა­დო­ბა და გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა იზ­რდე­ბა 2.5-ჯერ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ.

პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძე­მაც. მისი თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ავ­ტო­ბუ­სე ზო­ლე­ბი არ მო­ე­წყო­ბა, ტრან­სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ტა­რე­ბულ რე­ფორ­მებს აზრი ეკარ­გე­ბა.

„ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ თუ ჩვენ სა­ავ­ტო­ბუ­სე ზო­ლე­ბი არ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ პრო­ექ­ტის სა­ხით, მა­შინ ამ რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მთლი­ა­ნად აზრი ეკარ­გე­ბა. პრობ­ლე­მა მხო­ლოდ იმით არ მოგ­ვარ­დე­ბა, რომ შე­ვი­ძი­ნოთ ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი და ძვე­ლი ჩა­ვა­ნაც­ვლოთ ახ­ლით. ქა­ლაქ­ში ჯერ კი­დევ არის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა მოც­დის დროს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს ხდე­ბა იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს ქა­ლაქ­ში ჯერ კი­დევ არ აქვს შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. რა თქმა უნდა, ცალ­კე­ულ ქუ­ჩებ­ზე და­ი­ხა­ზა სა­ავ­ტო­ბუ­სე ზო­ლე­ბი, მაგ­რამ ის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­ზეც ვიცე-მერი სა­უბ­რობ­და, მთლი­ა­ნად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი არ არის. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს უწევთ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი, 40 წუთი ლო­დი­ნი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ გავ­ზარ­დეთ და ვზრდით ავ­ტო­ბუ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას და გვყავს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი. მაგ­რამ მხო­ლოდ ეს ვერ იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გზა. ამას ჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი, თან­მდე­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებთ“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

მოთხოვეთ შესაბამის პერსონალს ნორმალურად დაალაგონ ავტობუსები. შიგნიდან მტვრით არის სავსე, განსაკუთრებით სკამების ქვეშ, გათბობის სისტემაზე, სკამების სახელურები კი გაშავებულია. ამათ რომ კითხო დეზინფიცირებას ვატარებთო. მოატყუეთ თქვენი თავები. 

rezo
0

დიდი დიღომიდან საბჭოს მოედნამდე არანაირი ავტობუსი არ დადის!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო საშუალოდ 4 წუთამდე შემცირდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო საშუალოდ 4 წუთამდე შემცირდება

თბილისში ახალი სატრანსპორტო ქსელის სრულად დანერგვის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო, საშუალოდ, 4 წუთამდე შემცირდება. ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ჩვენ შევიმუშავეთ და ეტაპობრივად ინერგება ახალი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც სამდონიანია. ის შედგება სწრაფი გადაადგილების დერეფნისა და მისი მკვებავი, დამაკავშირებელი ორი - საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებისგან. სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე მოძრაობს 12-მეტრიანი და მომავალში იმოძრავებს უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე - 6, 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ქსელის სრულად იმპლემენტაციის შემდეგ, მოცდის დრო მცირდება მინიმუმამდე. ეს იქნება საშუალოდ 4 წუთი, ხოლო ავტობუსების ტევადობა და გამტარუნარიანობა იზრდება 2.5-ჯერ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

პრეზენტაციაზე აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საავტობუსე ზოლები არ მოეწყობა, ტრანსპორტის მიმართულებით გატარებულ რეფორმებს აზრი ეკარგება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ თუ ჩვენ საავტობუსე ზოლები არ განვახორციელეთ პროექტის სახით, მაშინ ამ რეფორმების განხორციელებას მთლიანად აზრი ეკარგება. პრობლემა მხოლოდ იმით არ მოგვარდება, რომ შევიძინოთ ახალი ავტობუსები და ძველი ჩავანაცვლოთ ახლით. ქალაქში ჯერ კიდევ არის სერიოზული პრობლემა მოცდის დროსთან დაკავშირებით. ეს ხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ქალაქში ჯერ კიდევ არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, ცალკეულ ქუჩებზე დაიხაზა საავტობუსე ზოლები, მაგრამ ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც ვიცე-მერი საუბრობდა, მთლიანად მოწესრიგებული არ არის. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს უწევთ ნახევარი საათი, 40 წუთი ლოდინი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავზარდეთ და ვზრდით ავტობუსების რაოდენობას და გვყავს განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება პრობლემის მოგვარების გზა. ამას ჭირდება შესაბამისი, თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

"ჩემთვის ამხელა გამოხმაურება მოულოდნელი იყო" - ვინ არის ულამაზესი გოგონა "ბოლო ზარიდან", რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა

შეაჩერე არჩევანი სფეის სესხზე, რატომ?

თბილისის მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებს 5000-5000 ლარით დაეხმარება - რა განცხადებას აკეთებს კახა კალაძე