მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა მშობლებს პედიატრ ნინო ჭითანავასგან
9 აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა მშობლებს პედიატრ ნინო ჭითანავასგან

მშობ­ლებს ყო­ველ­დღი­უ­რად არა­ერ­თი კი­თხვა უჩ­ნდე­ბათ, რო­მელ­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბა­დაც ხში­რად ვერ უკავ­შირ­დე­ბი­ან პე­დი­ატრს და სამ­წუ­ხა­როდ, უწევთ სხვე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის თა­ვად მი­ღე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა ეხე­ბო­დეს რო­გორც მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ასე­ვე კვე­ბი­სა და ძი­ლის რე­ჟიმს ან ბავ­შვე­ბის ეკ­რა­ნებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

მშობ­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე გთა­ვა­ზობთ „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პე­დი­ატრ ნინო ჭი­თა­ნა­ვას რჩე­ვებს.

1. ახ­ლობ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა პე­დი­ატ­რის რჩე­ვის ნაც­ვლად

სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ვა­წყდე­ბით ისეთ ფაქ­ტებს, როცა ზო­გი­ერ­თი მშო­ბე­ლი ამა თუ იმ სა­კი­თხზე რე­კო­მენ­და­ცი­ებს იღებს არა პე­დი­ატ­რის­გან, არა­მედ ნა­თე­სა­ვე­ბის­გან, მე­გობ­რე­ბის­გან ან სხვა მშობ­ლე­ბის­გან, მა­გა­ლი­თად, ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფებ­ში. ეს შე­იძ­ლე­ბა არას­წო­რი და რიგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ვა­ლა­ლოც კი აღ­მოჩ­ნდეს.

კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თით, გა­რეგ­ნუ­ლად, შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი და სხვი­სი შვი­ლის ჩი­ვი­ლი ერ­თნა­ი­რად აღიქ­ვათ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ბავ­შვე­ბი შე­საძ­ლოა სა­ჭი­რო­ებ­დნენ სხვა­დას­ხვა დო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას, გან­სხვა­ვე­ბულ კვლე­ვებს და მკურ­ნა­ლო­ბას. მა­გა­ლი­თად, ნაწ­ლავ­თა მოქ­მე­დე­ბა თხე­ლი გა­ნავ­ლო­ვა­ნი მა­სე­ბით დღე­ში 3-4-ჯერ შე­იძ­ლე­ბა არ იყოს სა­გან­გა­შო მოზ­რდი­ლი ბავ­შვის­თვის, მაგ­რამ ის საკ­მა­ოდ სა­ყუ­რა­დღე­ბო იყოს ჩვი­ლის­თვის, რად­გან ის დე­ჰიდ­რა­ტა­ცია-გა­უ­წყლო­ვა­ნე­ბის სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის შემ­ცვე­ლია, რის გა­მოც ბავ­შვს დრო­უ­ლად უნდა ჩა­უ­ტარ­დეს პე­დი­ატ­რის კონ­სულ­ტა­ცია და სწო­რედ მისი რე­კო­მენ­და­ცი­ით უნდა და­ი­გეგ­მოს შემ­დგო­მი მე­ნე­ჯმენ­ტი პა­ცი­ენ­ტის ასა­კის, დი­ა­რე­ის ტი­პის, გა­უ­წყლო­ვა­ნე­ბის ხა­რის­ხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით;

იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ხვე­ლა­ზეც. მშობ­ლე­ბი ხში­რად ექი­მის გა­რე­შე, ახ­ლობ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, იყე­ნე­ბენ სხვა­დას­ხვა ამო­სახ­ვე­ლე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რაც არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის და ბავ­შვის კლი­ნი­კა­ში მოხ­ვედ­რის მი­ზე­ზი გამ­ხდა­რა. ე.წ ამო­სახ­ვე­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ზოგ­ჯერ (უპი­რა­ტე­სად ჩვი­ლებ­ში) იწ­ვე­ვენ ნახ­ვე­ლის გა­თხე­ვა­დე­ბას, მა­ტე­ბას, ძნელ­დე­ბა მისი ევა­კუ­ა­ცია სა­სუნ­თქი გზე­ბი­დან და შე­სა­ბა­მი­სად, ჭარ­ბი სეკ­რე­ტის ევა­კუ­ა­ცი­ის პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბით, სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბით;

2. ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა

ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბის კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, პა­ცი­ენ­ტთა და­ახ­ლო­ე­ბით 30%-ში ხდე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ანუ ტყუ­ი­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა, რაც ზი­ანს აყე­ნებს ორ­გა­ნიზმს.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­ცო­დეთ, რომ, მა­გა­ლი­თად, გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ცხე­ლე­ბა ან „ყელ­ში ჩირ­ქი“ ყო­ველ­თვის არ წარ­მო­ად­გენს მი­ზეზს ან­ტი­ბი­ო­ტი­კის აუ­ცი­ლებ­ლად და­ნიშ­ვნის­თვის. ან­ტი­ბი­ო­ტი­კის მი­ღე­ბა უნდა მოხ­დეს მკაც­რად მხო­ლოდ ექიმ­თან ვი­ზი­ტის შემ­დეგ, მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით.

3. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უსაფრ­თხოდ შე­ნახ­ვის და მოხ­მა­რე­ბის წე­სის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა

ნე­ბის­მი­ე­რი სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის წინ, ყო­ველ ჯერ­ზე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია წა­ი­კი­თხოთ მას­ზე დაკ­რუ­ლი ეტი­კე­ტი და დარ­წმუნ­დეთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი წამ­ლის სი­ზუს­ტე­ში, ამით თა­ვი­დან აი­ცი­ლებთ მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ებს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზუს­ტად იცო­დეთ მე­დი­კა­მენ­ტის გახ­სნის თა­რი­ღი და ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა. ამის­თვის ჯობს სუს­პენ­ზი­ებს ან სირო­ფებს გა­რე­დან კო­ლოფ­ზე მი­ა­წე­როთ გახ­სნის თა­რი­ღი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იცო­დეთ თი­თო­ე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის­თვის შე­ნახ­ვის წე­სე­ბი - ზოგი მათ­გა­ნი შე­ნახ­ვის­თვის სა­ჭი­რო­ებს ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რას, ზოგი უფრო გრილ ად­გილს - მა­ცი­ვარს. ეს ნი­უ­ან­სე­ბი შე­გიძ­ლი­ათ გა­არ­კვი­ოთ ექიმ­თან ან ფარ­მა­ცევტთან.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, წამ­ლე­ბი გქონ­დეთ შე­ნა­ხუ­ლი ცალ­კე უჯ­რა­ში, ჩა­კე­ტილ და შე­და­რე­ბით მა­ღალ ად­გი­ლას, რათა ნაკ­ლე­ბად მი­საწ­ვდო­მი იყოს ბავ­შვის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს ასე­ვე სხვა­დას­ხვა საწ­მენდ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად ინა­ხე­ბა აბა­ზა­ნებ­ში - ბავ­შვე­ბის­თვის მარ­ტი­ვად მი­საღ­წევ ად­გი­ლას; ხში­რია ბავ­შვე­ბის მიერ მათი და­ლე­ვის მცდე­ლო­ბა, რაც ზოგ­ჯერ კა­ნი­სა და ლორ­წო­ვა­ნის, მაგ. საყ­ლა­პა­ვის დამ­წვრო­ბით და სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს.

4. გეგ­მი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის, ასე­ვე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სე­ზო­ნურ გრიპ­ზე უარ­ყო­ფა

ბევ­რმა მშო­ბელ­მა პან­დე­მი­ის გამო გა­მო­ტო­ვა კა­ლენ­და­რუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამ ეტაპ­ზე იზ­რდე­ბა სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­ის მი­მართ და­უც­ვე­ლი პო­პუ­ლა­ცი­ის რი­ცხვი და მო­მა­ვალ­ში კი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ლინ­დე­ბა და სა­ხე­ზე გვექ­ნე­ბა ინ­ფექ­ცი­ე­ბის სი­ჭარ­ბე.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია გეგ­მი­უ­რად, წე­სე­ბის დაც­ვით, მოხ­დეს პა­ცი­ენ­ტის ვი­ზი­ტი პე­დი­ატრთან და გაგ­რძელ­დეს გეგ­მი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია. სა­სურ­ვე­ლია, ყო­ველ­წლი­უ­რად მოხ­დეს ბავ­შვის ვაქ­ცი­ნა­ცია სე­ზო­ნურ გრიპ­ზეც, ვი­ნა­ი­დან გრი­პი წარ­მო­ად­გენს კლი­ნი­კა­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის ერთ-ერთ ხშირ მი­ზეზს და ხა­სი­ათ­დე­ბა გარ­თუ­ლე­ბე­ბის მა­ღა­ლი რის­კით. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 2018-2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით გრი­პით და­ა­ვად­და და­ახ­ლო­ე­ბით 35,5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი, აქე­დან 16,5 მი­ლი­ონს დას­ჭირ­და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა (ბავ­შვე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 2,5 მლნ) და 490 600 ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია; და­ფიქ­სირ­და 34200 სიკ­ვდი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სის გამო. გრი­პის ვირუ­სის სა­წი­ნაღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­ტარ­დეს 6 თვის ასა­კი­დან;

5. ჯან­სა­ღი კვე­ბის და ცხოვ­რე­ბის წე­სის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა

ნე­ბის­მი­ერ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ბავ­შვე­ბის­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სწო­რი კვე­ბი­თი რა­ცი­ო­ნის შერ­ჩე­ვას. საკ­ვე­ბი გამ­დიდ­რე­ბუ­ლი უნდა იყოს ვი­ტა­მი­ნე­ბით, უჯრე­დი­სით, ცი­ლე­ბით, შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით უნდა შე­ი­ცავ­დეს შა­ქარს და მა­რილს. ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია რა­ცი­ონ­ში იყოს ცხი­მე­ბი, სწო­რი სა­ხე­ო­ბის, ნახ­შირ­წყლე­ბი, მაგ­რამ არა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით. ჯან­სა­ღი კვე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ბავ­შვებ­ში გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ნორ­მა­ლუ­რი წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, რაც სხვა­დას­ხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ის წი­ნა­პი­რო­ბაა.

დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კვე­ბის რე­ჟი­მის სწო­რად და­გეგ­მა­რე­ბას ბავ­შვო­ბი­დან და ამა­ში მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას. ეცა­დეთ თქვენს პა­ტა­რებ­თან ერ­თად შე­არ­ჩი­ოთ დღის საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნი, მო­ამ­ზა­დოთ მათ­თან ერ­თად სა­დი­ლე­ბი და მი­ირ­თვათ სა­ა­თობ­რი­ვად და მცი­რე ულუ­ფე­ბით. იცო­დეთ, რომ პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ თქვენ, მშობ­ლე­ბი, წარ­მო­ად­გენთ თქვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის მი­სა­ბაძს და ზუს­ტად ბავ­შვო­ბის ასაკ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი კვე­ბი­თი თუ ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი იქ­ნე­ბა მათ­თვის მი­სა­ბა­ძი.

ნუ გა­ა­ნე­ბივ­რებთ პა­ტა­რებს კონ­სერ­ვი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბით, ჩიფ­სე­ბით. ნუ მის­ცემთ უფ­ლე­ბას იკ­ვე­ბონ ეკ­რა­ნის წინ, ვი­ნა­ი­დან ეს იწ­ვევს გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რებ­ლად მეტი კა­ლო­რი­ე­ბის მი­ღე­ბას. ყო­ველ­დღი­უ­რად ერ­თად მო­ამ­ზა­დეთ ფე­რა­დი, სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ხი­ლის ასორ­ტი, მო­ა­თავ­სეთ ლან­გარ­ზე (უნდა იყოს ვი­ზუ­ა­ლუ­რად ფე­რა­დი, ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო) და მი­ირ­თვით დღის მან­ძილ­ზე, რაც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა დღის რა­ცი­ო­ნის­თვის.

აკონ­ტრო­ლეთ ყო­ველ­დღი­უ­რად ბავ­შვის ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ია­რეთ ერ­თად ცურ­ვა­ზე, ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე ვე­ლო­სი­პე­დით, წა­ა­ხა­ლი­სეთ და მი­ე­ცით სტი­მუ­ლი ბავ­შვს ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თვის.

6. უსაფრ­თხო ძი­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა

ჩვი­ლი, მი­ნი­მუმ 1 წლის ასა­კამ­დე, ძი­ლის დროს უნდა იყოს მო­თავ­სე­ბუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ზურ­გზე, თა­ვის სა­წოლ­ში. სა­წო­ლის ზე­და­პი­რი უნდა იყოს მყა­რი და არ უნდა იყოს სა­წოლ­ში რბი­ლი, თხე­ლი მსუ­ბუ­ქი საგ­ნე­ბი - ზე­წა­რი, გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი, ბა­ლი­ში ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ნივ­თი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა წარ­მო­ად­გენ­დეს პო­ტენ­ცი­ურ საფრ­თხეს ჩვი­ლის ცხვი­რის, პი­რის ობსტრუქ­ცი­ის­თვის - გან­სა­კუთ­რე­ბით 4 თვის და ზე­მოთ ასა­კის ბავ­შვებ­ში, როცა ისი­ნი უკვე იწყე­ბენ გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, მოძ­რა­ო­ბას და გა­დაბ­რუ­ნე­ბას ლო­გინ­ში. წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის ერთ-ერთ მი­ზე­ზად სწო­რედ ეს სა­ხელ­დე­ბა. უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით უმ­ჯო­ბე­სია ბავ­შვს ძი­ლის დროს ეც­ვას თბი­ლად, ვიდ­რე და­ა­ფა­როთ ზე­მო­დან.

უწი­ლა­დეთ ბავ­შვს თქვე­ნი ოთა­ხი და არა თქვე­ნი სა­წო­ლი! ხში­რად დაღ­ლილ დე­დას შე­იძ­ლე­ბა ჩა­ე­ძი­ნოს ღრმად და ვერ მი­აქ­ცი­ოს სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა ბავ­შვს, ამი­ტომ კვე­ბის დროს უმ­ჯო­ბე­სია იჯ­დეთ სკამ­ზე ან სა­ვარ­ძელ­ზე და კვე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბავ­შვი ჩა­აწ­ვი­ნოთ თა­ვის­სა­ვე სა­წოლ­ში.

7. ეკ­რან­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ის კონ­ტრო­ლი

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით კო­ვიდ-პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში კი­დევ უფრო მზარ­დი პრობ­ლე­მა გახ­და ბავ­შვე­ბის მიერ ციფ­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­სა და ეკ­რა­ნე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო რე­კო­მენ­და­ცი­ით, 2 წლამ­დე ბავ­შვებ­ში აკ­რძა­ლუ­ლია ეკ­რა­ნებ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა. 2-დან 4 წლამ­დე ასა­კის პა­ტა­რე­ბის­თვის და­საშ­ვე­ბია მაქ­სი­მუმ 1 სა­ა­თი. შემ­დეგ ასაკ­ში უკვე და­სა­ბა­ლან­სე­ბე­ლია მშობ­ლი­სა და ბავ­შვე­ბის მიერ.

ციფ­რუ­ლი ტექ­ნი­კის ჭარ­ბი გა­მო­ყე­ნე­ბა იწ­ვევს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ეკ­რან­ზე, მცირ­დე­ბა რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს აღ­ქმა და სო­ცი­ა­ლუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი, ბავ­შვე­ბი უარს ამ­ბო­ბენ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე, იზ­რდე­ბა აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, მცირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სურ­ვი­ლი, ასე­ვე იც­ვლე­ბა კვე­ბა - უარს ამ­ბო­ბენ საკ­ვებ­ზე, ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა ხმო­ვა­ნი მე­ტყვე­ლე­ბა, ჩნდე­ბა პრობ­ლე­მე­ბი სახ­ლში ოჯა­ხის წევ­რებ­თან და მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ხში­რად ვლინ­დე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა.

ყო­ვე­ლი­ვე ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­როა ოჯა­ხის წევ­რე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა - ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ერ­თო აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მვა, ეკ­რან­თან ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი დრო­ის წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრა-შე­თან­ხმე­ბა, ყო­ველ 20 წუთ­ში შეს­ვე­ნე­ბა და თვა­ლის ვარ­ჯი­შე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ღა­მის ძი­ლის მო­წეს­რი­გე­ბა.

8. უსაფრ­თხო ზა­ფხუ­ლის­თვის სწო­რად მომ­ზა­დე­ბა

ზა­ფხუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის წარ­მო­ად­გენს წე­ლი­წა­დის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ დროს, ვი­ნა­ი­დან ეს პე­რი­ო­დი მათ­თვის და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან, გარ­თო­ბას­თან, ცურ­ვას­თან, ეზო­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნას­თან. თუმ­ცა, ამა­ვე დროს ზა­ფხულ­ში იზ­რდე­ბა სხვა­დას­ხვა ტრავ­მუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სიხ­ში­რე, რის გა­მოც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ შემ­დე­გი რჩე­ვე­ბი:

  • თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ ბავ­შვებს ცურ­ვის დროს, რათა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გე­ბი.
  • აი­ცი­ლეთ თა­ვი­დან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბე­ბი - გა­და­ხუ­რე­ბა. მი­ე­ცით ბავ­შვებს სი­თხე­ე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით, მო­ა­რი­დეთ ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მზის პირ­და­პირ სხი­ვებს, გან­სა­კუთ­რე­ბით დღის პიკ სა­ა­თებ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (მი­ნი­მუმ 30 SPF), ჩა­აც­ვით ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი თხე­ლი, ფარ­თე, ღია ფე­რის ტან­საც­მე­ლი, უმ­ჯო­ბე­სია გრძელ სა­ხე­ლო­ე­ბი­ა­ნი, რათა და­იც­ვას მწე­რე­ბის­გან.
  • ფრთხი­ლად იყა­ვით სა­თა­მა­შო მო­ედ­ნებ­ზე ყოფ­ნის დროს. ყო­ველ­წლი­უ­რად გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში 200 000-ზე მეტი ვი­ზი­ტია გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი გა­სარ­თობ მო­ედ­ნებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბის გამო.
  • ზა­ფხუ­ლის დღე­ებ­ში წი­ნას­წარ შე­ა­მოწ­მეთ გა­სარ­თო­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რა ხე­ლის შე­ხე­ბით და შე­ურ­ჩი­ეთ თი­თო­ე­ულ ბავ­შვს მისი ასა­კის შე­სა­ფე­რი­სი.
  • ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით პიკ­ნი­კე­ბის მო­წყო­ბი­სას, იცო­დეთ რომ არ­სე­ბობს რის­კი ხან­ძრის გა­ჩე­ნის. არ და­ტო­ვოთ სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლი სრუ­ლად მო­წეს­რი­გე­ბის გა­რე­შე.
  • ქუ­ჩა­ში ვე­ლო­სი­პე­დით მოძ­რა­ო­ბი­სას, იმოძ­რა­ვეთ მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეცა­დეთ, ბავ­შვე­ბი და თქვენც იყოთ ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლი მძღო­ლე­ბის მიერ - ჩა­იც­ვით ფე­რა­დი, არეკვლა­დი ტან­საც­მე­ლი. გზა ყო­ველ­თვის გა­დაკ­ვე­თეთ სპე­ცი­ა­ლურ გა­და­სას­ვლელ ად­გი­ლას - ზებ­რა­ზე.

9. ბავ­შვის მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბის წე­სე­ბი

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მუდ­მი­ვად გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბის წე­სე­ბი:

  • 13 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ის­ხდნენ მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ვარ­ძლებ­ზე.
  • 2 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში მო­წო­დე­ბუ­ლია მან­ქა­ნის სა­ვარ­ძე­ლი და­მაგრდეს უკა­ნა სა­ლონ­ში ისე, რომ ბავ­შვს სახე უკან ჰქონ­დეს მი­მარ­თუ­ლი.
  • სა­ვარ­ძელ­ში ბავ­შვს უნდა ეც­ვას შე­და­რე­ბით თხლად (ზამ­თარ­ში არ ჩა­აც­ვათ ქურ­თუ­კი).

კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 032 2 190 190

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!
1

გადავიფიქრე შვილის გაჩენა!

ნუცი
2

დიდი მადლობა, კარგი რჩევებისთვის, მაგრამ კარგი იქნება ყველა ექიმი თუ დაფიქრდება იმ შენიშვნაზე, რაც დასწყისში აღნიშნეთ. ადამიანები კომსულტაციენს იღებენ სხვადასხვა გზით იმიტომ, რომ ექიმთან ვიზიტი ძვირი ჯდება. რა უბედურებაა 5 წუთიან ვიზიტში მინიმუმ 60 ლარი? გიფიქრიათ ამაზე??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

9 აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა მშობლებს პედიატრ ნინო ჭითანავასგან

9 აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა მშობლებს პედიატრ ნინო ჭითანავასგან

მშობლებს ყოველდღიურად არაერთი კითხვა უჩნდებათ, რომელზე პასუხის მისაღებადაც ხშირად ვერ უკავშირდებიან პედიატრს და სამწუხაროდ, უწევთ სხვების გამოცდილების გათვალისწინება ან გადაწყვეტილებების თავად მიღება. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც მედიკამენტების გამოყენებას, ასევე კვებისა და ძილის რეჟიმს ან ბავშვების ეკრანებთან დამოკიდებულებას.

მშობლებისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე გთავაზობთ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელის, პედიატრ ნინო ჭითანავას რჩევებს.

1. ახლობლების სამედიცინო გამოცდილების გათვალისწინება პედიატრის რჩევის ნაცვლად

სამწუხაროდ, ხშირად ვაწყდებით ისეთ ფაქტებს, როცა ზოგიერთი მშობელი ამა თუ იმ საკითხზე რეკომენდაციებს იღებს არა პედიატრისგან, არამედ ნათესავებისგან, მეგობრებისგან ან სხვა მშობლებისგან, მაგალითად, ონლაინ სივრცეში სხვადასხვა ჯგუფებში. ეს შეიძლება არასწორი და რიგ შემთხვევაში, სავალალოც კი აღმოჩნდეს.

კლინიკური სურათით, გარეგნულად, შეიძლება თქვენი და სხვისი შვილის ჩივილი ერთნაირად აღიქვათ, მაგრამ რეალურად ბავშვები შესაძლოა საჭიროებდნენ სხვადასხვა დონის სამედიცინო დახმარებას, განსხვავებულ კვლევებს და მკურნალობას. მაგალითად, ნაწლავთა მოქმედება თხელი განავლოვანი მასებით დღეში 3-4-ჯერ შეიძლება არ იყოს საგანგაშო მოზრდილი ბავშვისთვის, მაგრამ ის საკმაოდ საყურადღებო იყოს ჩვილისთვის, რადგან ის დეჰიდრატაცია-გაუწყლოვანების სწრაფად განვითარების რისკის შემცველია, რის გამოც ბავშვს დროულად უნდა ჩაუტარდეს პედიატრის კონსულტაცია და სწორედ მისი რეკომენდაციით უნდა დაიგეგმოს შემდგომი მენეჯმენტი პაციენტის ასაკის, დიარეის ტიპის, გაუწყლოვანების ხარისხის გათვალისწინებით;

იგივე შეიძლება ითქვას ხველაზეც. მშობლები ხშირად ექიმის გარეშე, ახლობლების რეკომენდაციის საფუძველზე, იყენებენ სხვადასხვა ამოსახველებელ საშუალებებს, რაც არცთუ იშვიათად მდგომარეობის გართულების და ბავშვის კლინიკაში მოხვედრის მიზეზი გამხდარა. ე.წ ამოსახველებელი საშუალებები ზოგჯერ (უპირატესად ჩვილებში) იწვევენ ნახველის გათხევადებას, მატებას, ძნელდება მისი ევაკუაცია სასუნთქი გზებიდან და შესაბამისად, ჭარბი სეკრეტის ევაკუაციის პრობლემა შეიძლება გამოვლინდეს სუნთქვის გაძნელებით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით;

2. ანტიბიოტიკების არარაციონალურად გამოყენება

ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, პაციენტთა დაახლოებით 30%-ში ხდება ანტიბიოტიკების არარაციონალურად ანუ ტყუილად გამოყენება, რაც ზიანს აყენებს ორგანიზმს.

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ, მაგალითად, გახანგრძლივებული ცხელება ან „ყელში ჩირქი“ ყოველთვის არ წარმოადგენს მიზეზს ანტიბიოტიკის აუცილებლად დანიშვნისთვის. ანტიბიოტიკის მიღება უნდა მოხდეს მკაცრად მხოლოდ ექიმთან ვიზიტის შემდეგ, მისი დანიშნულებით.

3. მედიკამენტების და საყოფაცხოვრებო საშუალებების უსაფრთხოდ შენახვის და მოხმარების წესის უგულებელყოფა

ნებისმიერი სამკურნალო მედიკამენტის გამოყენების წინ, ყოველ ჯერზე, აუცილებელია წაიკითხოთ მასზე დაკრული ეტიკეტი და დარწმუნდეთ თქვენთვის სასურველი წამლის სიზუსტეში, ამით თავიდან აიცილებთ მედიკამენტოზურ ინტოქსიკაციებს. აუცილებელია ზუსტად იცოდეთ მედიკამენტის გახსნის თარიღი და ვარგისიანობის ხანგრძლივობა. ამისთვის ჯობს სუსპენზიებს ან სიროფებს გარედან კოლოფზე მიაწეროთ გახსნის თარიღი. მნიშვნელოვანია იცოდეთ თითოეული მედიკამენტისთვის შენახვის წესები - ზოგი მათგანი შენახვისთვის საჭიროებს ოთახის ტემპერატურას, ზოგი უფრო გრილ ადგილს - მაცივარს. ეს ნიუანსები შეგიძლიათ გაარკვიოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აუცილებელია, წამლები გქონდეთ შენახული ცალკე უჯრაში, ჩაკეტილ და შედარებით მაღალ ადგილას, რათა ნაკლებად მისაწვდომი იყოს ბავშვისთვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ასევე სხვადასხვა საწმენდ საშუალებებს, რომლებიც ძირითადად ინახება აბაზანებში - ბავშვებისთვის მარტივად მისაღწევ ადგილას; ხშირია ბავშვების მიერ მათი დალევის მცდელობა, რაც ზოგჯერ კანისა და ლორწოვანის, მაგ. საყლაპავის დამწვრობით და სავალალო შედეგებით შეიძლება დასრულდეს.

4. გეგმიური ვაქცინაციის, ასევე ვაქცინაციის სეზონურ გრიპზე უარყოფა

ბევრმა მშობელმა პანდემიის გამო გამოტოვა კალენდარული ვაქცინაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე იზრდება სხვადასხვა ინფექციის მიმართ დაუცველი პოპულაციის რიცხვი და მომავალში კი აუცილებლად გამოვლინდება და სახეზე გვექნება ინფექციების სიჭარბე.

აუცილებელია გეგმიურად, წესების დაცვით, მოხდეს პაციენტის ვიზიტი პედიატრთან და გაგრძელდეს გეგმიური ვაქცინაცია. სასურველია, ყოველწლიურად მოხდეს ბავშვის ვაქცინაცია სეზონურ გრიპზეც, ვინაიდან გრიპი წარმოადგენს კლინიკაში მიმართვიანობის ერთ-ერთ ხშირ მიზეზს და ხასიათდება გართულებების მაღალი რისკით. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2018-2019 წლის მონაცემებით გრიპით დაავადდა დაახლოებით 35,5 მილიონი ადამიანი, აქედან 16,5 მილიონს დასჭირდა სამედიცინო დახმარება (ბავშვები დაახლოებით 2,5 მლნ) და 490 600 ჰოსპიტალიზაცია; დაფიქსირდა 34200 სიკვდილი აღნიშნული ვირუსის გამო. გრიპის ვირუსის საწინაღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს 6 თვის ასაკიდან;

5. ჯანსაღი კვების და ცხოვრების წესის უზრუნველყოფა

ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი კვებითი რაციონის შერჩევას. საკვები გამდიდრებული უნდა იყოს ვიტამინებით, უჯრედისით, ცილებით, შეზღუდული რაოდენობით უნდა შეიცავდეს შაქარს და მარილს. ასევე, აუცილებელია რაციონში იყოს ცხიმები, სწორი სახეობის, ნახშირწყლები, მაგრამ არა დიდი რაოდენობით. ჯანსაღი კვება უზრუნველყოფს ბავშვებში გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ნორმალური წონის შენარჩუნებას, რაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადების პრევენციის წინაპირობაა.

დიდი მნიშვნელობა აქვს კვების რეჟიმის სწორად დაგეგმარებას ბავშვობიდან და ამაში მშობლების ჩართულობას. ეცადეთ თქვენს პატარებთან ერთად შეარჩიოთ დღის საკვები რაციონი, მოამზადოთ მათთან ერთად სადილები და მიირთვათ საათობრივად და მცირე ულუფებით. იცოდეთ, რომ პირველ რიგში სწორედ თქვენ, მშობლები, წარმოადგენთ თქვენი შვილებისთვის მისაბაძს და ზუსტად ბავშვობის ასაკში დამკვიდრებული კვებითი თუ ცხოვრების ჯანსაღი წესი იქნება მათთვის მისაბაძი.

ნუ გაანებივრებთ პატარებს კონსერვირებული საკვებით, ჩიფსებით. ნუ მისცემთ უფლებას იკვებონ ეკრანის წინ, ვინაიდან ეს იწვევს გაუთვითცნობიერებლად მეტი კალორიების მიღებას. ყოველდღიურად ერთად მოამზადეთ ფერადი, სხვადასხვა სახეობის ხილის ასორტი, მოათავსეთ ლანგარზე (უნდა იყოს ვიზუალურად ფერადი, ლამაზი და საინტერესო) და მიირთვით დღის მანძილზე, რაც საკმარისი იქნება დღის რაციონისთვის.

აკონტროლეთ ყოველდღიურად ბავშვის ფიზიკური აქტივობა, იარეთ ერთად ცურვაზე, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე ველოსიპედით, წაახალისეთ და მიეცით სტიმული ბავშვს ამ აქტივობებისთვის.

6. უსაფრთხო ძილის მნიშვნელობა

ჩვილი, მინიმუმ 1 წლის ასაკამდე, ძილის დროს უნდა იყოს მოთავსებული აუცილებლად ზურგზე, თავის საწოლში. საწოლის ზედაპირი უნდა იყოს მყარი და არ უნდა იყოს საწოლში რბილი, თხელი მსუბუქი საგნები - ზეწარი, გადასაფარებელი, ბალიში ან ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს პოტენციურ საფრთხეს ჩვილის ცხვირის, პირის ობსტრუქციისთვის - განსაკუთრებით 4 თვის და ზემოთ ასაკის ბავშვებში, როცა ისინი უკვე იწყებენ გააქტიურებას, მოძრაობას და გადაბრუნებას ლოგინში. წლამდე ასაკის ბავშვებში უეცარი სიკვდილის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ეს სახელდება. უსაფრთხოების მიზნით უმჯობესია ბავშვს ძილის დროს ეცვას თბილად, ვიდრე დააფაროთ ზემოდან.

უწილადეთ ბავშვს თქვენი ოთახი და არა თქვენი საწოლი! ხშირად დაღლილ დედას შეიძლება ჩაეძინოს ღრმად და ვერ მიაქციოს სათანადო ყურადღება ბავშვს, ამიტომ კვების დროს უმჯობესია იჯდეთ სკამზე ან სავარძელზე და კვების დასრულების შემდეგ ბავშვი ჩააწვინოთ თავისსავე საწოლში.

7. ეკრანთან გატარებული დროის კონტროლი

21-ე საუკუნეში და განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მზარდი პრობლემა გახდა ბავშვების მიერ ციფრული მოწყობილობებისა და ეკრანების მიმართ დამოკიდებულება.

ჯანდაცვის მსოფლიო რეკომენდაციით, 2 წლამდე ბავშვებში აკრძალულია ეკრანებთან დროის გატარება. 2-დან 4 წლამდე ასაკის პატარებისთვის დასაშვებია მაქსიმუმ 1 საათი. შემდეგ ასაკში უკვე დასაბალანსებელია მშობლისა და ბავშვების მიერ.

ციფრული ტექნიკის ჭარბი გამოყენება იწვევს დამოკიდებულებას ეკრანზე, მცირდება რეალური სამყაროს აღქმა და სოციალური უნარ-ჩვევები, ბავშვები უარს ამბობენ ფიზიკურ აქტივობებზე, იზრდება აგრესიულობა, მცირდება ადამიანებთან კომუნიკაციის სურვილი, ასევე იცვლება კვება - უარს ამბობენ საკვებზე, ლიმიტირებული ხდება ხმოვანი მეტყველება, ჩნდება პრობლემები სახლში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში, ხშირად ვლინდება მხედველობის გაუარესება.

ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ოჯახის წევრების მაქსიმალური ჩართულობა - ყოველდღიური საერთო აქტივობების დაგეგმვა, ეკრანთან ლიმიტირებული დროის წინასწარ განსაზღვრა-შეთანხმება, ყოველ 20 წუთში შესვენება და თვალის ვარჯიშების ჩატარება, ღამის ძილის მოწესრიგება.

8. უსაფრთხო ზაფხულისთვის სწორად მომზადება

ზაფხული ბავშვებისთვის წარმოადგენს წელიწადის ყველაზე საყვარელ დროს, ვინაიდან ეს პერიოდი მათთვის დაკავშირებულია თავისუფლებასთან, გართობასთან, ცურვასთან, ეზოში მეგობრებთან ერთად ყოფნასთან. თუმცა, ამავე დროს ზაფხულში იზრდება სხვადასხვა ტრავმული შემთხვევების სიხშირე, რის გამოც უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

  • თვალყური ადევნეთ ბავშვებს ცურვის დროს, რათა თავიდან იქნას აცილებული ტრაგიკული შედეგები.
  • აიცილეთ თავიდან მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ზემოქმედებები - გადახურება. მიეცით ბავშვებს სითხეები დიდი რაოდენობით, მოარიდეთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მზის პირდაპირ სხივებს, განსაკუთრებით დღის პიკ საათებში, აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები (მინიმუმ 30 SPF), ჩააცვით ბუნებრივი მასალისგან დამზადებული თხელი, ფართე, ღია ფერის ტანსაცმელი, უმჯობესია გრძელ სახელოებიანი, რათა დაიცვას მწერებისგან.
  • ფრთხილად იყავით სათამაშო მოედნებზე ყოფნის დროს. ყოველწლიურად გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში 200 000-ზე მეტი ვიზიტია განპირობებული გასართობ მოედნებზე მიღებული ტრავმების გამო.
  • ზაფხულის დღეებში წინასწარ შეამოწმეთ გასართობი მოწყობილობების ტემპერატურა ხელის შეხებით და შეურჩიეთ თითოეულ ბავშვს მისი ასაკის შესაფერისი.
  • ყურადღებით იყავით პიკნიკების მოწყობისას, იცოდეთ რომ არსებობს რისკი ხანძრის გაჩენის. არ დატოვოთ საპიკნიკე ადგილი სრულად მოწესრიგების გარეშე.
  • ქუჩაში ველოსიპედით მოძრაობისას, იმოძრავეთ მანქანების მოძრაობის მიმართულებით. ეცადეთ, ბავშვები და თქვენც იყოთ ადვილად აღსაქმელი მძღოლების მიერ - ჩაიცვით ფერადი, არეკვლადი ტანსაცმელი. გზა ყოველთვის გადაკვეთეთ სპეციალურ გადასასვლელ ადგილას - ზებრაზე.

9. ბავშვის მანქანით მგზავრობის წესები

აუცილებელია, მუდმივად გაითვალისწინოთ მანქანით მგზავრობის წესები:

  • 13 წლამდე ასაკის ბავშვები აუცილებლად უნდა ისხდნენ მანქანის უკანა სავარძლებზე.
  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მოწოდებულია მანქანის სავარძელი დამაგრდეს უკანა სალონში ისე, რომ ბავშვს სახე უკან ჰქონდეს მიმართული.
  • სავარძელში ბავშვს უნდა ეცვას შედარებით თხლად (ზამთარში არ ჩააცვათ ქურთუკი).

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 032 2 190 190

ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდიხანია, პანდემიაა

დაათვალიერეთ, როგორ გამოიყურება 21-ე საუკუნის პრემიუმ კლასის კომპლექსი ბათუმში

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ვალენტინოს, სინდი კროუფორდისა და პიკასოს საღამოებზე საპატიო სტუმარია?!