თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი დაახლოებით, 8 თეთრით ეზრდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე მიიღეს.
როგორც სხდომაზე განიმარტა, კომპანია „თბილისი ენერჯის“ 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, რაც გამოწვეულია ვალუტის კურსის ცვლილებით.
ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ელი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
როგორც სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სხდომაზე განაცხადა, "თბილისი ენერჯის" უფლება აქვს კომისიის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 თვის ვადაში გაასაჩივროს.