ავტორი:

"ნუ გგონიათ, რომ ვინმე მაიძულებს აქ წარსულ ამბებზე ვიჭორაო... ბიძინა ივანიშვილს მე არც ვაქებ და არც ვაძაგებ" - გიორგი გახარია

"ნუ გგონიათ, რომ ვინმე მაიძულებს აქ წარსულ ამბებზე ვიჭორაო... ბიძინა ივანიშვილს მე არც ვაქებ და არც ვაძაგებ" - გიორგი გახარია

პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ნაციონალური ტელევიზიების "თოქ შოუების" წამყვანებს შეხვდა და მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა.

იყავით თუ არა რეალური პრემიერი, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებებს და როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილს? - ამ კითხვებზე გიორგი გახარიამ უპასუხა:

"მიუხედავად იმისა, ვის რისი მოსმენა უნდა, მე ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და ყველა შეცდომა ჩემი პასუხისმგებლობაც არის. ნუ გგონიათ, რომ ვინმე მაიძულებს აქ წარსულ ამბებზე ვიჭორაო, ამას არ გავაკეთებ. უაღრესად სასაცილო ვითარებაა, ჯერ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გამოვიდა და განაცხდა, ვნახავ რას იტყვის ივანიშვილზე გახარია და ან მივცემ და ან არა ამის შემდეგ საშვს პოლიტიკურ ველზეო, მერე გამოვიდა "ოცნების“ თავმჯდომარე და ახლა იმან თქვა, - გახარიამ ახსნას, მიშა სააკაშვილის თამაშს თამაშობსო?.. საერთოდ არ მაინტერესებს მათი აზრი, არც ერთს უჭირავს გასაღები ამომრჩევლის გულთან და არც - მეორეს. და საერთოდ პოლიტიკურ ველზე ვინ იქნება, არც ერთის თავმჯდომარეს ეკითხება და არც - მეორეს. სამწუხაროდ, აი, მათი ლექსიკა ძალიან ემსგავსება ერთმანეთს. დღეს უთქვამთ, ვნახოთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას, აქ გამოჩნდება მიხეილ სააკაშვილის პროექტია თუ - არაო, ამის მერე ვხედავთ, რომ აქ "იმედი“ არ არის, რაც აჩვენებს პირდაპირ, რომ “იმედი“ პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა. მაშინ, როდესაც 4 თვის უკან ღია იყო მათი კარი ჩემთვის, არცერთ ჩვენს ღონისძიებაზე არ მოსულან ახლა. რა თქმა უნდა, ვიყავი რეალური პრემიერი... მე, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, როგორც მან განაცხადა და რომელთანაც 7 წლის განმავლობაში ვმუშაობდი, არც ვაქებ და არც ვაძაგებ. ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ, ჩვენი ქვეყნის მომავალზე როდესაც იქნება ლაპარაკი, მე რაიმე შეზღუდვა და კომპლექსი მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი პოზიცია ღიად გამოვთქვა".

საქართველოში დღეს ამერიკელი სენატორები ჩამოვლენ

"მაქვს ინფორმაცია, რომ გახარიას პარტიას 10%-იანი რეიტინგი აქვს - "ოცნებაში" ერთი წიოკია" - კახა ოქრიაშვილი

"ემანდ ფრთხილად, ეგ იარაღი იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა "მეუფე" - მიხეილ სააკაშვილი მეუფე იაკობს პასუხობს