სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ეს ჩემთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის მოსულა, სხვებისთვის რატომ არ მოსულა?" - რატომ არ დაჰყავს ვახტანგ მეგრელიშვილს შვილები სკოლაში?
"თუ ეს ჩემთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის მოსულა, სხვებისთვის რატომ არ მოსულა?" - რატომ არ დაჰყავს ვახტანგ მეგრელიშვილს შვილები სკოლაში?

"გირ­ჩის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, პარ­ლა­მენ­ტარმა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა რა­ტომ არ და­ყავს სკო­ლა­ში შვი­ლე­ბი. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ნა­წყვეტს:

ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი:

- ჩვე­ნი სას­კო­ლო სის­ტე­მა ისეა აწყო­ბი­ლი, რომ ბავ­შვებს 12 წელი ვა­წა­მებთ. მათ მორ­ჩი­ლე­ბას ვაჩ­ვევთ, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ფსი­ქი­კით ვზრდით. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში თუ მორ­ჩი­ლი არ იქ­ნე­ბო­დი, შე­იძ­ლე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს მო­ე­კა­ლი. დღე­საც საბ­ჭო­თა სის­ტე­მა გვაქვს. ხორ­ცის სა­კეპ მან­ქა­ნა­ში ვა­ტა­რებთ ყვე­ლას, რომ ერ­თნა­ი­რი პრო­დუქ­ტი მი­ვი­ღოთ. ბავ­შვე­ბი ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბი­ან ერ­თნა­ი­რი, უბ­რა­ლოდ, შე­იძ­ლე­ბა ერ­თნა­ი­რად გა­ვა­უ­ბე­დუ­როთ სხვა­დას­ხვა ნი­ჭის ადა­მი­ა­ნე­ბი. მე სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი მო­ვა­ცი­ლე ამ მა­ხინჯ სის­ტე­მას, ისი­ნიც ჩემს სკო­ლა­ში დამ­ყავ­და და სამი წე­ლია, აღარ ვუშ­ვებ. "ნი­უ­ტონ­ში" რეპ­რე­სი­უ­ლი სის­ტე­მა შე­ვა­სუს­ტეთ, მაგ­რამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სხვა რე­ფორ­მე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ახლა პო­ლი­ტი­კურ ველ­ზეა მო­სა­გე­ბი ეს ბრძო­ლა. სა­ჭი­როა ყვე­ლას დარ­წმუ­ნე­ბა, რომ მშობ­ლის პრე­რო­გა­ტი­ვაა შვი­ლის აღ­ზრდა და არა სა­ხელ­მწი­ფო­სი. თუ გა­ვა­გე­ბი­ნეთ, ეს იქ­ნე­ბა და­სა­წყი­სი ცვლი­ლე­ბე­ბის, რაც ასე სჭირ­დე­ბათ ბავ­შვებს.

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი არ აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რომ სკო­ლა­ში არ უშ­ვებთ? ატეს­ტა­ტის გა­რე­შე ხომ უმაღ­ლეს­ში სწავ­ლას ვერ შეძ­ლე­ბენ?

- რაში სჭირ­დე­ბათ ატეს­ტა­ტი? გა­ნათ­ლე­ბას სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად იღე­ბენ. ძი­რი­თა­დად, ჩემი მე­უღ­ლეა და­კა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბით, მეც ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ჩემი ორი გო­გო­ნა და ერთი ვაჟი სხვა­დას­ხვა რე­ჟი­მით ცხოვ­რო­ბენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩემი უფ­რო­სი გო­გო­ნა, 16 წლის მა­რი­ა­მი ფა­რი­კა­ო­ბის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. სპორ­ტსმე­ნია, თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს და ცხოვ­რე­ბის თა­ვი­სი გზა მინ­და იპო­ვოს. შუ­ა­თა­ნა, ნა­თია, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია მუ­სი­კით, კი­თხვით, პროგ­რა­მი­რე­ბას სწავ­ლობს და ისეთ რა­ღა­ცებს აკე­თებს, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. უმ­ცრო­სი, კონ­სტან­ტი­ნე, 10 წლი­საა და მას­თან სახ­ლში და­დის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარს.

თუ არ გა­ინ­ტე­რე­სებს სა­გა­ნი, რა­ტომ უნდა ის­წავ­ლო? ეს სი­გი­ჟეა! გა­ნათ­ლე­ბის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ბავ­შვე­ბი ვერ იღე­ბენ პა­სუხს, რა­ტომ უნდა გა­ი­ღონ ასე­თი მსხვერ­პლი, რომ ყვე­ლა სა­გა­ნი ის­წავ­ლონ. ჩვენს ოჯახ­ში ბავ­შვებს ვუ­ყუ­რებთ, რო­გორც სრულ­ფა­სო­ვან ადა­მი­ა­ნებს.

- ბავ­შვებს უნ­დათ სახ­ლში ყოფ­ნა?

- მე, რო­გორც მშო­ბელ­მა, მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. კი ბა­ტო­ნო, როცა ბავ­შვე­ბი სახ­ლში არი­ან, მეტი ენერ­გი­ის და დრო­ის და­ხარ­ჯვა გვი­წევს, მაგ­რამ არ ვწუ­წუ­ნებ, თუმ­ცა რომ გვქონ­დეს ისე­თი სკო­ლა, რო­გო­რიც მინ­და, ჩემი შვი­ლე­ბი დროს იქ გა­ა­ტა­რებ­დნენ, რაც სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ბევ­რი მე­გო­ბა­რი ეყო­ლე­ბო­დათ. მათი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­რე­მოს რომ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ეს კარ­გად მეს­მის, მაგ­რამ მე კარ­გსა და ცუდს შო­რის გა­ვა­კე­თე არ­ჩე­ვა­ნი. თუ მო­ვა­ხერ­ხებ ისე­თი სა­გან­მა­ნათ­ლე­ბო სივ­რცის მო­წყო­ბას, რო­მე­ლიც იმა­ვე მო­რა­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბით იმუ­შა­ვებს, რო­გო­რი­თაც ჩვე­ნი ოჯა­ხი ცხოვ­რობს, მე წა­ვიყ­ვან მათ სკო­ლა­ში. გა­სა­გე­ბია, დიდ გავ­ლე­ნას ვახ­დენ ბავ­შვებ­ზე, მაგ­რამ ისი­ნი სახ­ლში ბედ­ნი­ე­რად გრძნო­ბენ თავს. ძა­ლა­დო­ბა ჩვენ შო­რის გა­მო­რი­ცხუ­ლია. თა­ვი­დან მე­უღ­ლე­საც ეში­ნო­და, მაგ­რამ ახლა ჩემ­ზე არა­ნაკ­ლებ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სწო­რად მო­ვი­ქე­ცით. დღეს ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ატეს­ტა­ტის გა­რე­შე ვერ ჩა­ა­ბა­რე­ბენ, ამის­თვის ვარ ახლა მე პარ­ლა­მენ­ტში, რომ ეს პრობ­ლე­მა გა­დავ­წყვი­ტო. ჩემს შვი­ლებს რომ მო­უნ­დეთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში აქ სწავ­ლა, უნდა ჩა­ა­ბა­რონ გა­მოც­დე­ბი ისე, რო­გორც სა­ზღვარ­გა­რეთ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ისი­ნი და­წე­რენ რე­ზი­უ­მე­ში, რომ სახ­ლში აქვთ გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და მათ უპი­რა­ტე­სო­ბას მი­ა­ნი­ჭე­ბენ კარ­გი და­სავ­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი. ერ­თნა­ი­რი შე­დე­გი რომ ჰქონ­დეს სა­ჯა­რო სკო­ლელს და სახ­ლში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბულს, უპი­რა­ტე­სო­ბას ჩემს შვილს მი­ა­ნი­ჭე­ბენ - ასე­თი წეს­რი­გია სამ­ყა­რო­ში, აქ კი ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე გას­ვლის უფ­ლე­ბა­საც კი არ აძ­ლე­ვენ ბავ­შვს, ისე­თი კრე­ტი­ნუ­ლია კა­ნო­ნი. ის აინ­ტე­რე­სებთ, სად ვის­წავ­ლე ფი­ზი­კა და არა ის, ვიცი თუ არა ფი­ზი­კა. ახლა მაქვს ტრი­ბუ­ნა პარ­ლა­მენ­ტში და ამას შე­უძ­ლია გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს იმ პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა­ზე, რო­მელ­საც აქამ­დე ვერ ვწყვეტ­დი.

ჩემ­თან სახ­ლში პო­ლი­ცია არ მო­დი­ო­და და არ მე­უბ­ნე­ბო­და, სკო­ლა­ში რა­ტომ არ და­დი­ან შენი შვი­ლე­ბიო. თუ ეს ჩემ­თვის და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მო­სუ­ლა, სხვე­ბის­თვის რა­ტომ არ მო­სუ­ლა? ვა­პი­რებ, გა­ნათ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ ამ პრობ­ლე­მებ­ზე ჩემს კო­ლე­გებს ხმა­მაღ­ლა ვე­ლა­პა­რა­კო. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 68 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
cece
0

ადრე 1900 წლამდე განათლების მიღება მხოლოდ მდიდრების პრეროგატივა იყო, განათლება გლეხისთვის კი ოცნება. რევოლუციის შემდეგ, სწავლა სავალდებულო იყო და საქართველოში მრავალი სკოლა და ინსტიტუტი აშენდა. ბავშვები ზოგად განათლებას იღებდა და განათლების დონით არცერთ განვითარებულ ქვეანას არ ჩამორჩებოდა. ბავშვი სკოლაში მეგობრობას ერთმანეთის გატანას , უმცროს უფროსის დაფასებას სწავლობდა. ზნეობას და კულტურას სწავლობდა. ბავშმა ყველა საგანი უნდა ისწავლოს, როგორც მათემათიკა საჭირო ისე ისტორიაც საჭიროა, ქართულ ენასთან ერთად უცხო ენებსაც უნდა სწავლობდეს, ყველა საგანი აუცილებელია. თუ ბავშვებს ზოგადი განათლება არ მივეცით, შეგვრჩება თაობა რომელსაც არ ეცოდინება ვაჟა ფშაველა, ილია, აკაკი და სხვები. დაჯდებიან სუფრაში და იტყვიან სადღეგრძელოს გიორგი სააკაძის მეფობის დროს..... ან რატომ არ უნდა იცოდეს ბავშმა რა არის ვოლტი და ამპერი. ბევრს ალბათ ვოლტი გადამზიდი კომპანია გონია შეუკვეთავ და პიცას სახლში მიუტანს. არა მეგობრებო ჩვენ განათლების სისტემა გვჭირდება, რომ ჩვენმა შვილებმა ხარისხიანი განათლება მიიღოს. არ ვარგა უნდა შეიცვალოს და ამაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

კოკა
16

ნეტავ ასეთები ბევრი გვყავდეს პარლამენტში, ნამდვილად "ავშენდებოდით", ვაი უბედურო საქართველო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"თუ ეს ჩემთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის მოსულა, სხვებისთვის რატომ არ მოსულა?" - რატომ არ დაჰყავს ვახტანგ მეგრელიშვილს შვილები სკოლაში?

"თუ ეს ჩემთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის მოსულა, სხვებისთვის რატომ არ მოსულა?" - რატომ არ დაჰყავს ვახტანგ მეგრელიშვილს შვილები სკოლაში?

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განმარტა რატომ არ დაყავს სკოლაში შვილები. გთავაზობთ ინტერვიუს ნაწყვეტს:

ვახტანგ მეგრელიშვილი:

- ჩვენი სასკოლო სისტემა ისეა აწყობილი, რომ ბავშვებს 12 წელი ვაწამებთ. მათ მორჩილებას ვაჩვევთ, წარუმატებელი ფსიქიკით ვზრდით. საბჭოთა კავშირში თუ მორჩილი არ იქნებოდი, შეიძლებოდა სახელმწიფოს მოეკალი. დღესაც საბჭოთა სისტემა გვაქვს. ხორცის საკეპ მანქანაში ვატარებთ ყველას, რომ ერთნაირი პროდუქტი მივიღოთ. ბავშვები ვერასოდეს იქნებიან ერთნაირი, უბრალოდ, შეიძლება ერთნაირად გავაუბედუროთ სხვადასხვა ნიჭის ადამიანები. მე საკუთარი შვილები მოვაცილე ამ მახინჯ სისტემას, ისინიც ჩემს სკოლაში დამყავდა და სამი წელია, აღარ ვუშვებ. "ნიუტონში" რეპრესიული სისტემა შევასუსტეთ, მაგრამ რეგულაციებიდან გამომდინარე სხვა რეფორმები წარმოუდგენელი იყო. ახლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები ეს ბრძოლა. საჭიროა ყველას დარწმუნება, რომ მშობლის პრეროგატივაა შვილის აღზრდა და არა სახელმწიფოსი. თუ გავაგებინეთ, ეს იქნება დასაწყისი ცვლილებების, რაც ასე სჭირდებათ ბავშვებს.

- თქვენი შვილები არ აპროტესტებენ, რომ სკოლაში არ უშვებთ? ატესტატის გარეშე ხომ უმაღლესში სწავლას ვერ შეძლებენ?

- რაში სჭირდებათ ატესტატი? განათლებას სხვადასხვანაირად იღებენ. ძირითადად, ჩემი მეუღლეა დაკავებული ბავშვებით, მეც ვიღებ მონაწილეობას. ჩემი ორი გოგონა და ერთი ვაჟი სხვადასხვა რეჟიმით ცხოვრობენ. რამდენიმე დღის წინ ჩემი უფროსი გოგონა, 16 წლის მარიამი ფარიკაობის ჩემპიონი გახდა. სპორტსმენია, თავისი ინტერესები აქვს და ცხოვრების თავისი გზა მინდა იპოვოს. შუათანა, ნათია, დაინტერესებულია მუსიკით, კითხვით, პროგრამირებას სწავლობს და ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის. უმცროსი, კონსტანტინე, 10 წლისაა და მასთან სახლში დადის მასწავლებელი, რომელიც ძალიან უყვარს.

თუ არ გაინტერესებს საგანი, რატომ უნდა ისწავლო? ეს სიგიჟეა! განათლების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბავშვები ვერ იღებენ პასუხს, რატომ უნდა გაიღონ ასეთი მსხვერპლი, რომ ყველა საგანი ისწავლონ. ჩვენს ოჯახში ბავშვებს ვუყურებთ, როგორც სრულფასოვან ადამიანებს.

- ბავშვებს უნდათ სახლში ყოფნა?

- მე, როგორც მშობელმა, მივიღე ეს გადაწყვეტილება. კი ბატონო, როცა ბავშვები სახლში არიან, მეტი ენერგიის და დროის დახარჯვა გვიწევს, მაგრამ არ ვწუწუნებ, თუმცა რომ გვქონდეს ისეთი სკოლა, როგორიც მინდა, ჩემი შვილები დროს იქ გაატარებდნენ, რაც სოციალიზაციისთვის კარგი იქნებოდა, ბევრი მეგობარი ეყოლებოდათ. მათი განვითარებისთვის გარემოს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს კარგად მესმის, მაგრამ მე კარგსა და ცუდს შორის გავაკეთე არჩევანი. თუ მოვახერხებ ისეთი საგანმანათლებო სივრცის მოწყობას, რომელიც იმავე მორალური პრინციპებით იმუშავებს, როგორითაც ჩვენი ოჯახი ცხოვრობს, მე წავიყვან მათ სკოლაში. გასაგებია, დიდ გავლენას ვახდენ ბავშვებზე, მაგრამ ისინი სახლში ბედნიერად გრძნობენ თავს. ძალადობა ჩვენ შორის გამორიცხულია. თავიდან მეუღლესაც ეშინოდა, მაგრამ ახლა ჩემზე არანაკლებ დარწმუნებულია, რომ სწორად მოვიქეცით. დღეს ქართულ უნივერსიტეტებში ატესტატის გარეშე ვერ ჩააბარებენ, ამისთვის ვარ ახლა მე პარლამენტში, რომ ეს პრობლემა გადავწყვიტო. ჩემს შვილებს რომ მოუნდეთ უმაღლეს სასწავლებელში აქ სწავლა, უნდა ჩააბარონ გამოცდები ისე, როგორც საზღვარგარეთ არის შესაძლებელი. ისინი დაწერენ რეზიუმეში, რომ სახლში აქვთ განათლება მიღებული და მათ უპირატესობას მიანიჭებენ კარგი დასავლური უნივერსიტეტები. ერთნაირი შედეგი რომ ჰქონდეს საჯარო სკოლელს და სახლში განათლებამიღებულს, უპირატესობას ჩემს შვილს მიანიჭებენ - ასეთი წესრიგია სამყაროში, აქ კი ეროვნულ გამოცდაზე გასვლის უფლებასაც კი არ აძლევენ ბავშვს, ისეთი კრეტინულია კანონი. ის აინტერესებთ, სად ვისწავლე ფიზიკა და არა ის, ვიცი თუ არა ფიზიკა. ახლა მაქვს ტრიბუნა პარლამენტში და ამას შეუძლია გავლენა მოახდინოს იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომელსაც აქამდე ვერ ვწყვეტდი.

ჩემთან სახლში პოლიცია არ მოდიოდა და არ მეუბნებოდა, სკოლაში რატომ არ დადიან შენი შვილებიო. თუ ეს ჩემთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის მოსულა, სხვებისთვის რატომ არ მოსულა? ვაპირებ, განათლებაში არსებულ ამ პრობლემებზე ჩემს კოლეგებს ხმამაღლა ველაპარაკო. წაიკითხეთ სრულად