მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეეშინდა თუ არა ხაბიბს მამის სასჯელის გამეორების - რას წერენ რუსული მედია და აფხაზები UFC-ის ყოფილი ჩემპიონის გაუქმებულ ვიზიტზე
შეეშინდა თუ არა ხაბიბს მამის სასჯელის გამეორების - რას წერენ რუსული მედია და აფხაზები UFC-ის ყოფილი ჩემპიონის გაუქმებულ ვიზიტზე

შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის (MMA) მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვი, და­ღეს­ტნე­ლი ხა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დო­ვი ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში აღარ ჩავა. ნურ­მა­გო­მე­დოვს 1 ივ­ნისს სო­ხუმ­ში ელოდ­ნენ, სა­დაც ცენ­ტრა­ლურ სტა­დი­ონ­ზე მას­ტერკლა­სის ჩა­ტა­რე­ბა­სა და მი­სი­ვე სა­ხე­ლო­ბის კლუ­ბის მებ­რძო­ლებ­თან შეხ­ვედ­რას გეგ­მავ­და.

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, ნურ­მა­გო­მე­დოვ­მა აფხა­ზეთ­ში ჩას­ვლა აშშ-ის სან­ქცი­ე­ბის ში­შით გა­და­ი­ფიქ­რა. სან­ქცი­ებს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­მუ­შაო ვი­ზის გა­უქ­მე­ბა მოყ­ვე­ბო­და, რაც დიდ საფრ­თხეს შე­უქ­მნი­და ხა­ბი­ბის პრო­ფე­სი­ულ და კო­მერ­ცი­ულ კონ­ტრაქ­ტებს აშშ-ში და ასე­ვე UFC-თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

Sport.rambler.ru-ს ცნო­ბით, "32 წლის სპორ­ტსმე­ნი, რო­მელ­მაც მთლი­ა­ნო­ბა­ში 29 ბრძო­ლა წარ­მარ­თა და არ­ცერ­თი წა­უ­გია, კა­რი­ე­რა გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ას­რუ­ლა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ის აფხა­ზე­თის პრე­ზი­დენტს, ას­ლან ბჟა­ნი­ას ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა და ჩა­მოს­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­უ­დას­ტუ­რა".

რუ­სუ­ლის მე­დი­ის ერთი ნა­წი­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ნურ­მა­გო­მე­დო­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლომ მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა. იმა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ აფხა­ზუ­რი წყა­რო­ე­ბი - კონ­კრე­ტუ­ლად, ხა­ბი­ბის გუნ­დზე აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან და თბი­ლი­სი­დან დიდი ზე­წო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და.

ხა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დო­ვის მე­ნე­ჯერ­მა რიზ­ვან მა­გო­მე­დოვ­მა, რო­მე­ლიც აშშ-ში ცხოვ­რობს, სპორ­ტსმე­ნის გა­უქ­მე­ბულ ვი­ზიტ­ზე მოკ­ლე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: "ვი­ზი­ტი გა­უქ­მდა!"

Amerikiskhma.com-ის ცნო­ბით, ნურ­მა­გო­მე­დოვს უკვე ჰქონ­და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტთან პრობ­ლე­მა. კერ­ძოდ, 2015 წელს მა­მა­მისს, აბ­დულ­მა­პან ნურ­მა­გო­მე­დოვს, რო­მე­ლიც მებ­რძო­ლის აღ­მზრდე­ლი, პი­რა­დი მწვრთნე­ლი და მე­ნე­ჯე­რი იყო, რუ­სეთ­ში აშშ-ის სა­ელ­ჩომ ვიზა გა­უ­უქ­მა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, აბ­დულ­მა­პან ნურ­მა­გო­მე­დო­ვი ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის მო­ნა­ხუ­ლე­ბის გამო და­ი­სა­ჯა, თა­ვად ხა­ბი­ბის მამა სი­ცო­ცხლე­ში აცხა­დებ­და, რომ მას UFC-მა რინგზე რუ­სე­თის ორი დრო­შის გა­ტა­ნა არ აპა­ტია.

აბ­დულ­მა­პან ნურ­მა­გო­მე­დო­ვი 2020 წელს ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ აშშ-ის ვიზა ვერ მი­ი­ღო და შე­სა­ბა­მი­სად, შვი­ლის ბრძო­ლებ­ზე დას­წრე­ბა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა.

ახალ­გაზ­რდა ჩემ­პი­ო­ნის აფხა­ზეთ­ში ვი­ზიტ­სა და ყვე­ლა სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რას კრემლთან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი, აფხა­ზეთ­ში რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ინალ არ­ძინ­ბა კუ­რი­რებ­და. ის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ყო­ფილ პრეს-მდი­ვან ვლა­დის­ლავ სურ­კოვ­თან და ასე­ვე რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია. სო­ხუმ­ში ხა­ბი­ბის ვი­ზი­ტით ინალ არ­ძინ­ბა სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პლატ­ფორ­მის "აფხა­ზე­თის მო­მავ­ლის" რეკ­ლა­მას გეგ­მავ­და.

ვი­ზი­ტის გა­უქ­მე­ბას აფხა­ზეთ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა. ნა­წი­ლი რუ­სუ­ლი მე­დი­ის ნა­რა­ტივს იმე­ო­რებს და მომ­ხდარ­ში ქარ­თულ მხა­რეს ადა­ნა­შა­უ­ლებს, რო­მე­ლიც ვი­თომ მათ­თან შე­რი­გე­ბას გეგ­მავს, თუმ­ცა ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში ბლო­კავს მათ. სხვე­ბის თქმით, ქარ­თუ­ლი მხა­რე არა­ფერ შუ­ა­შია - სი­ნამ­დვი­ლე­ში, სპორ­ტსმენ­მა აფხა­ზეთ­ში ვი­ზი­ტის გამო, კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე უარი არ თქვა.

"რო­გორ ელოდ­ნენ ბავ­შვე­ბი თა­ვი­ანთ ფა­ვო­რიტ­თან შეხ­ვედ­რას. მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო, ვი­თომ მე­გობ­რულ ხელს გვიწ­ვდით, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, რო­გორც და სა­დაც მო­გი­ხერ­ხდე­ბათ, ბა­რი­ე­რებს გვიქ­მნით. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, მე­გობ­რო­ბას ვერ აღ­ვად­გენთ", წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი abkhaz-auto.ru-ს კო­მენ­ტა­რებ­ში.

"არის ერთი ბა­ლე­რო­ნი - სერ­გეი პო­ლუ­ნი­ნი, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა. ერთ ხელ­ზე რუ­სე­თის დრო­შა აქვს გა­მო­სა­ხუ­ლი, მე­ო­რე­ზე - უკ­რა­ი­ნის. მა­საც ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ სა­ზღვარ­ზე პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნიდ­ნენ. მკერ­დზე პუ­ტი­ნი ახა­ტია, მაგ­რამ ეს მას ხელს არ უშ­ლის, და­სავ­ლეთ­ში თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა. მთე­ლი მსოფ­ლიო პა­ტივს სცემს მის ნიჭს და არა მის ტა­ტუ­ებს. ეს არის არ­წი­ვი... და­ე­მუქრნენ, მაგ­რამ უკან არ და­უ­ხე­ვია, მე ხა­ბიბს არ გან­ვსჯი, ალაჰ­მა გან­სა­ჯოს, მაგ­რამ მისი რე­ი­ტინ­გი ჩემ­თვის აღა­რა­ფერს ნიშ­ნავს", - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

"კარ­გი კაცი ხარ, მაგ­რამ არ­წი­ვი - არა!" - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის აფხა­ზი მომ­ხმა­რე­ბე­ლი "აა­რო­ნი".

"ქარ­თუ­ლი მხა­რე არა­ფერ შუ­ა­შია, ფუ­ლის გამო გა­ა­კე­თა, თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი ვერ გა­წი­რა. სულ ეს არის. მას­სა და ტი­მო­თის შო­რის შავ­მა კა­ტამ გა­ირ­ბი­ნა და მერე რამ­ზან კა­დი­როვ­მა შე­ა­რი­გა. მან საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს, მაკ­რონს "მში­შა­რა" უწო­და... ის "ფორბსის" სი­ა­ში 2019-2020 წლებ­ში ლი­დე­რი იყო, მისი შე­მო­სა­ვა­ლი 16,5 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე ფიქ­სირ­დე­ბო­და. ამ თან­ხის პატ­რონს, ცხა­დია, აქვს გეგ­მე­ბიც, ამე­რი­კა­ში კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს და ნამ­დვი­ლად არ უნდა ამის გა­ფუ­ჭე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ის მხო­ლოდ აფხა­ზეთ­ში კი არა, ყი­რიმ­ში ჩას­ვლის­გა­ნაც იკა­ვებს თავს... ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლო არა­ფე­რი შუ­ა­შია", - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ომარ კე­კუ­ტია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
0

ჩამოსულიყო თბილისში და თბილისიდან ჩასულიყო სოხუმში. არავითარი კანონი არ დაირღვევოდა და სანქციებიც არ დაემუქრებოდა!

თენგო
3

დროა ყველგან სადაც კი ქართული ინტერესია გამოჩნდეს ჩვენი ძლიერი ხელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შეეშინდა თუ არა ხაბიბს მამის სასჯელის გამეორების - რას წერენ რუსული მედია და აფხაზები UFC-ის ყოფილი ჩემპიონის გაუქმებულ ვიზიტზე

შეეშინდა თუ არა ხაბიბს მამის სასჯელის გამეორების - რას წერენ რუსული მედია და აფხაზები UFC-ის ყოფილი ჩემპიონის გაუქმებულ ვიზიტზე

შერეული ორთაბრძოლების (MMA) მსოფლიო ვარსკვლავი, დაღესტნელი ხაბიბ ნურმაგომედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში აღარ ჩავა. ნურმაგომედოვს 1 ივნისს სოხუმში ელოდნენ, სადაც ცენტრალურ სტადიონზე მასტერკლასის ჩატარებასა და მისივე სახელობის კლუბის მებრძოლებთან შეხვედრას გეგმავდა.

როგორც რუსული მედია წერს, ნურმაგომედოვმა აფხაზეთში ჩასვლა აშშ-ის სანქციების შიშით გადაიფიქრა. სანქციებს, დიდი ალბათობით, სამუშაო ვიზის გაუქმება მოყვებოდა, რაც დიდ საფრთხეს შეუქმნიდა ხაბიბის პროფესიულ და კომერციულ კონტრაქტებს აშშ-ში და ასევე UFC-თან ურთიერთობას.

Sport.rambler.ru-ს ცნობით, "32 წლის სპორტსმენი, რომელმაც მთლიანობაში 29 ბრძოლა წარმართა და არცერთი წაუგია, კარიერა გასული წლის ოქტომბერში დაასრულა. რამდენიმე დღის წინ ის აფხაზეთის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ტელეფონით ესაუბრა და ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა".

რუსულის მედიის ერთი ნაწილი ირწმუნება, რომ ნურმაგომედოვის გადაწყვეტილებაზე საქართველომ მოახდინა გავლენა. იმავე ინფორმაციას ავრცელებენ აფხაზური წყაროები - კონკრეტულად, ხაბიბის გუნდზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და თბილისიდან დიდი ზეწოლა განხორციელდა.

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა რიზვან მაგომედოვმა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, სპორტსმენის გაუქმებულ ვიზიტზე მოკლე კომენტარი გააკეთა: "ვიზიტი გაუქმდა!"

Amerikiskhma.com-ის ცნობით, ნურმაგომედოვს უკვე ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან პრობლემა. კერძოდ, 2015 წელს მამამისს, აბდულმაპან ნურმაგომედოვს, რომელიც მებრძოლის აღმზრდელი, პირადი მწვრთნელი და მენეჯერი იყო, რუსეთში აშშ-ის საელჩომ ვიზა გაუუქმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აბდულმაპან ნურმაგომედოვი ანექსირებული ყირიმის მონახულების გამო დაისაჯა, თავად ხაბიბის მამა სიცოცხლეში აცხადებდა, რომ მას UFC-მა რინგზე რუსეთის ორი დროშის გატანა არ აპატია.

აბდულმაპან ნურმაგომედოვი 2020 წელს ისე გარდაიცვალა, რომ აშშ-ის ვიზა ვერ მიიღო და შესაბამისად, შვილის ბრძოლებზე დასწრება ვეღარ მოახერხა.

ახალგაზრდა ჩემპიონის აფხაზეთში ვიზიტსა და ყველა საჭირო პროცედურას კრემლთან დაახლოებული, აფხაზეთში რუსული პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი ინალ არძინბა კურირებდა. ის ვლადიმერ პუტინის ყოფილ პრეს-მდივან ვლადისლავ სურკოვთან და ასევე რუსეთის პატრიარქ კირილთან დაახლოებული პირია. სოხუმში ხაბიბის ვიზიტით ინალ არძინბა საკუთარი პოლიტიკური პლატფორმის "აფხაზეთის მომავლის" რეკლამას გეგმავდა.

ვიზიტის გაუქმებას აფხაზეთში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ნაწილი რუსული მედიის ნარატივს იმეორებს და მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებს, რომელიც ვითომ მათთან შერიგებას გეგმავს, თუმცა ყველგან და ყველაფერში ბლოკავს მათ. სხვების თქმით, ქართული მხარე არაფერ შუაშია - სინამდვილეში, სპორტსმენმა აფხაზეთში ვიზიტის გამო, კეთილდღეობაზე უარი არ თქვა.

"როგორ ელოდნენ ბავშვები თავიანთ ფავორიტთან შეხვედრას. მადლობა საქართველო, ვითომ მეგობრულ ხელს გვიწვდით, სინამდვილეში კი, როგორც და სადაც მოგიხერხდებათ, ბარიერებს გვიქმნით. ასეთი დამოკიდებულებით, მეგობრობას ვერ აღვადგენთ", წერს ერთ-ერთი ადგილობრივი abkhaz-auto.ru-ს კომენტარებში.

"არის ერთი ბალერონი - სერგეი პოლუნინი, უკრაინის მოქალაქეა. ერთ ხელზე რუსეთის დროშა აქვს გამოსახული, მეორეზე - უკრაინის. მასაც ემუქრებოდნენ, რომ საზღვარზე პრობლემებს შეუქმნიდნენ. მკერდზე პუტინი ახატია, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის, დასავლეთში თავისუფლად გადაადგილდება. მთელი მსოფლიო პატივს სცემს მის ნიჭს და არა მის ტატუებს. ეს არის არწივი... დაემუქრნენ, მაგრამ უკან არ დაუხევია, მე ხაბიბს არ განვსჯი, ალაჰმა განსაჯოს, მაგრამ მისი რეიტინგი ჩემთვის აღარაფერს ნიშნავს", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"კარგი კაცი ხარ, მაგრამ არწივი - არა!" - წერს სოციალური ქსელის აფხაზი მომხმარებელი "აარონი".

"ქართული მხარე არაფერ შუაშია, ფულის გამო გააკეთა, თავისი მომავალი ვერ გაწირა. სულ ეს არის. მასსა და ტიმოთის შორის შავმა კატამ გაირბინა და მერე რამზან კადიროვმა შეარიგა. მან საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს "მშიშარა" უწოდა... ის "ფორბსის" სიაში 2019-2020 წლებში ლიდერი იყო, მისი შემოსავალი 16,5 მილიონ დოლარამდე ფიქსირდებოდა. ამ თანხის პატრონს, ცხადია, აქვს გეგმებიც, ამერიკაში კომერციული ინტერესები აქვს და ნამდვილად არ უნდა ამის გაფუჭება. შესაბამისად, ის მხოლოდ აფხაზეთში კი არა, ყირიმში ჩასვლისგანაც იკავებს თავს... ასე რომ, საქართველო არაფერი შუაშია", - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი ომარ კეკუტია.

"გამოთვრებიან და შეცვივდებიან ზღვაში... მათ გამო ჩვენი მაშველები სიცოცხლით რისკავენ" - უკონტროლო სანაპირო აფხაზეთში და ათამდე გარდაცვლილი ტურისტი

სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნის პროვოცირებაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს

"ძალიან ცუდი სტატისტიკაა... ინფიცირებულთა შორის უამრავი ბავშვია, რომელთაც ვირუსი მძიმე ფორმებში გადააქვთ" - აფხაზეთსა და ცხინვალში "ინდური შტამი" გამოჩნდა