ავტორი:

"არ ვართ ვაქცინის მწარმოებელი ქვეყანა ჯერჯერობით, თუმცა ვავითარებთ ფარმაცევტულ ინდუსტრიას და არაფერი არაა გამორიცხული" - ნათია თურნავა

"არ ვართ ვაქცინის მწარმოებელი ქვეყანა ჯერჯერობით, თუმცა ვავითარებთ ფარმაცევტულ ინდუსტრიას და არაფერი არაა გამორიცხული" - ნათია თურნავა

"ვიდრე არსებობს პანდემია და ვიდრე კაცობრიობა არ მოერევა ამ სენს, რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს რისკები, რომლებსაც ჩვენ თვალს ვუსწორებთ", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თურნავამ განმარტა, ახლა ჯანდაცვის სიტემა გაცილებით ძლიერია და ვაქცინაციის ტემპში ჩავარდნა არ იქნება.

"ზოგადად, არსებობს რისკები და ჩვენთვისაც არსებობს რისკები, რომელსაც ჩვენ აბსოლუტურად ვაცნობიერებთ და თვალს ვუსწორებთ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს - ბოლო დროის პოლიტიკა არის ის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ პანდემიას, შევაკავოთ მისი განვითარება და რა თქმა უნდა, ვაქცინაციის ტემპები გავზარდოთ, მაგრამ ეს მოვახერხოთ ისე, რომ არ შევზღუდოთ ბიზნესი, არ შევზღუდოთ ეკონომიკა და პირიქით, მოვახერხოთ გახსნა.

ახლა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არის გაცილებით მდგრადი და ძლიერი, გარდა ამისა, ჩვენ ვისწავლეთ უსაფრთხოდ როგორ ვმართოთ, თუნდაც საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადები.

მე ვფიქრობ, რომ ორთვენახევრისთვის ვაქცინაციის საკმაოდ მაღალი ტემპია. ჩვენ არ ვართ ვაქცინის მწარმოებელი ქვეყანა ჯერჯერობით, თუმცა ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ფარმაცევტულ ინდუსტრიას და არაფერია მომავალში გამორიცხული, მაგრამ დღესდღეობით ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა. მთავრობის ძალისხმევით, პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობით მინდა გითხრათ, რომ ძალიან დამაიმედებელი დინამიკა გვაქვს და ვაქცინაციის ტემპში ჩავარდნა არ იქნება.

სასიხარულოა ის, რომ ძალიან მაღალ თვითშეგნებას იჩენს მოსახლეობა, ვაქცინაციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია და ეს ძალიან დამაიმედებელია ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით. მთლიანობაში ვაქცინაციის პროცესი მიდის ნორმალურად“, - განაცხადა თურნავამ.

"მაქვს ინფორმაცია, რომ გახარიას პარტიას 10%-იანი რეიტინგი აქვს - "ოცნებაში" ერთი წიოკია" - კახა ოქრიაშვილი

"ემანდ ფრთხილად, ეგ იარაღი იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა "მეუფე" - მიხეილ სააკაშვილის მეუფე იაკობს პასუხობს

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, დიდი ალბათობით, კვლავ კახა კალაძე იქნება