მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა" - არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს
"დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა" - არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს

"თვი­თონ და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩე­ბო­და, თქვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ რომ სცოდ­ნო­და", - ამ სი­ტყვე­ბით პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს სხდო­მა­ზე, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერს, გი­ორ­გი ვა­შა­ძეს მი­მარ­თა.

ბი­უ­როს სხდო­მა­ზე დის­კუ­სი­ის სა­გა­ნი იყო "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­ზე მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გამ­კაც­რე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას და ძვე­ლი ნორ­მე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ კა­ნონპ­რო­ექ­ტის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვა მო­ი­თხო­ვა და მმარ­თვე­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­მარ­თა, რომ მათი სას­ჯე­ლე­ბის არა­ვის ეში­ნია.

"სა­ო­ცა­რია, რომ პო­ლი­ცი­ის დღეს, ერთ-ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა “სტა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ აი ასე შეხ­ვდა - დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით ითხო­ვენ იმის გან­ხილ­ვას, რომ თურ­მე სან­ქცი­ე­ბი უნდა შე­ვარ­ბი­ლოთ იმა­ზე, რა­საც თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხე­დავ­დით, როცა ოპო­ზი­ცია პო­ლი­ცი­ას შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და - ხან ფი­ზი­კურ კონ­ტაქ­ტში შე­დი­ო­და, რომ არა­ფე­რი ვთქვათ იმ მოვ­ლე­ნებ­ზე, როცა პო­ლი­ცი­ელ­თა მი­მართ სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­ზი­კუ­რი შე­ტე­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მას, ვინც მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ას კა­ნო­ნის დაც­ვით ატა­რებს, პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნით არა­ფე­რი ეზღუ­დე­ბა.

თა­ვის მხრივ, ვა­შა­ძემ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რეპ­რე­სი­უ­ლი კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. რო­გორც მან ბი­უ­როს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მი­უ­თი­თებს მათ პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რეს­ზე, რომ რეპ­რე­სი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა და სან­ქცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის გზით შე­ა­კა­ვოს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მზარ­დი პრო­ტეს­ტი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არჩი
7

ვაშაძეს აქვს ძალიან აგრესიული და პოპულისტური სტრატეგია და ტაქტიკა, ცდილობს თავი დაიმკვიდროს როგორც ძლიერმა და ჭკვიანმა, პრემიერმინისტრობაზე ოცნებობს.

rotor
0

სმარტფონების და სოც.ქსელების ეპოქაში ამ ინიციატივის შესახებ ალბათ უკვე ეცოდინება აღმაშენებელს

ავტორი:

"დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა" - არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს

"დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა" - არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს

"თვითონ დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა", - ამ სიტყვებით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მიმართა.

ბიუროს სხდომაზე დისკუსიის საგანი იყო "სტრატეგია აღმაშენებლის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობაზე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით გამკაცრებული ადმინისტრაციული ჯარიმების შემსუბუქებას და ძველი ნორმების უკან დაბრუნებას ითვალისწინებს.

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათი სასჯელების არავის ეშინია.

"საოცარია, რომ პოლიციის დღეს, ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანება “სტატეგია აღმაშენებელი“ აი ასე შეხვდა - დაჩქარებული წესით ითხოვენ იმის განხილვას, რომ თურმე სანქციები უნდა შევარბილოთ იმაზე, რასაც თვენახევრის განმავლობაში ვხედავდით, როცა ოპოზიცია პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა - ხან ფიზიკურ კონტაქტში შედიოდა, რომ არაფერი ვთქვათ იმ მოვლენებზე, როცა პოლიციელთა მიმართ საათების განმავლობაში ფიზიკური შეტევა ხორციელდებოდა“, - განაცხადა თალაკვაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას, ვინც მანიფესტაციას კანონის დაცვით ატარებს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით არაფერი ეზღუდება.

თავის მხრივ, ვაშაძემ “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რეპრესიული კანონების მიღებაში დაადანაშაულა. როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ცვლილებები მიუთითებს მათ პოლიტიკურ ინტერესზე, რომ რეპრესიული მექანიზმებისა და სანქციების გაძლიერების გზით შეაკავოს ქვეყანაში არსებული მზარდი პროტესტი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა 5 ივლისს?!