ავტორი:

პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები წარადგინა

პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები წარადგინა.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია იქნება, შიდა ქართლის რეგიონის კი - ვალერიან მჭედლიძე.

„შეიცვალა ორი გუბერნატორი, სამეგრელო-ზემო სვანეთში და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები გვყავს. გიორგი გუგუჩია სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორია, ის არის ზუგდიდიან, კარგად იცნობს რეგიონს და მჯერა, ძალიან წარმატებული გუბერნატორი იქნება. შიდა ქართლში წარმოგიდგენთ ვალერიან მჭედლიძეს, რომელიც არის გორიდან, საჯარო სექტორის წარმატებული თანამშრომელია. ის ხელმძღვანელობდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს და იყო ლევან დავითაშვილის წარმატებული თანამშრომელი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე: მამამისმა მომიტანა CV, გავესაუბრე და გავაცანი ივანიშვილს..." - რას იხსენებს გია ხუხაშვილი?

პარლამენტმა მეორე მოსმენით 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით "ოცნების" მიერ მომზადებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მიიღო