მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინისა და ლუკაშენკოს გასეირნება შავ ზღვაში - სოჭში გამართული შეხვედრის დეტალები და არაფორმალურ გარემოში გადაღებული ფოტოები
პუტინისა და ლუკაშენკოს გასეირნება შავ ზღვაში - სოჭში გამართული შეხვედრის დეტალები და არაფორმალურ გარემოში გადაღებული ფოტოები

29 მა­ისს რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­სა და ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს შო­რის სოჭ­ში პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რი­სას ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ გა­რე­დან არის მცდე­ლო­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია შე­არ­ყი­ონ ისე, რო­გორც 2020 წლის აგ­ვის­ტო­ში იყო.

"არის მცდე­ლო­ბა სი­ტუ­ა­ცია შე­არ­ყი­ონ გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტოს დო­ნე­ზე. გა­სა­გე­ბია, რა სურთ ამ და­სავ­ლელ მე­გობ­რებს ჩვენ­გან. რა არის აქ გან­სა­ხილ­ვე­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ლუ­კა­შენ­კომ. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ მან თა­ვის რუს კო­ლე­გას­თან შეხ­ვედ­რა­ზე მი­ი­ტა­ნა დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­არ­კვევს სი­ტუ­ა­ცი­ას Ryanair–ის თვითმფრი­ნა­ვის დას­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

პუ­ტი­ნი და ლუ­კა­შენ­კო ერ­თმა­ნეთს სოჭ­ში, არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში შეხ­ვდნენ

"ყო­ველ­თვის არი­ან ჩვენ­თვის პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის მო­სურ­ნე­ე­ბი. თქვენ ამის შე­სა­ხებ იცით და მე თქვენ მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას. თქვენ­თან ისე­თი სან­დო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მაქვს, თან მო­ვი­ტა­ნე რამ­დე­ნი­მე დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლებ­საც გიჩ­ვე­ნებთ, რათა მიხ­ვდეთ, თუ რა ხდე­ბა. რათა მიხ­ვდეთ, თუ რა ხალ­ხია ისი­ნი. ჩა­მო­ტა­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვე­ვა, "რა ხდე­ბა და რა მოხ­და იქ“, - აღ­ნიშ­ნა ლუ­კა­შენ­კომ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რი­სას.

თა­ვის მხრივ, პუ­ტინ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ 2013 წელს ბო­ლი­ვი­ის პრე­ზი­დენ­ტის ევო მო­რა­ლე­სის თვითმფრი­ნა­ვი ვე­ნა­ში შე­მოწ­მე­ბის­თვის დას­ვეს და პრე­ზი­დენ­ტი თვითმფრი­ნა­ვი­დან ჩა­მოს­ვეს და ამას არა­ფე­რი მოჰ­ყო­ლია. ლუ­კა­შენ­კომ კი კი­დევ ერთი მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტი გა­იხ­სე­ნა.

გარ­და ამი­სა, გა­ირ­კვა, რომ რუ­სე­თი ბე­ლა­რუსს კრე­დი­ტის სა­ხით 500 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­მო­უ­ყოფს, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა ივ­ნის­ში მი­ი­ღებს. ამის შე­სა­ხებ კრემ­ლის პრეს-მდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­სა და მის ბე­ლა­რუს კო­ლე­გა ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს შო­რის გა­მარ­თუ­ლი სა­უბ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა სწო­რედ ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­მო­ყო­ფა იყო.

ლუ­კა­შენ­კომ და პუ­ტინ­მა სოჭ­ში, შავ ზღვა­ში ნა­ვი­თაც გა­ი­სე­ირ­ნეს:

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
293

ლუკაშენკო,ჩვენს ზაქიჭამია მეფეს ჰგავს,რომელმაც ქართლ-კახეთი რუსეთის მეფეს დაუტოვა.ესეც იგივეს იზამს.

zurabi
38

აუ რა პიკანტური ფოტოებია განსაკუთრებით ბატია რო უდგას უკნიდან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პუტინისა და ლუკაშენკოს გასეირნება შავ ზღვაში - სოჭში გამართული შეხვედრის დეტალები და არაფორმალურ გარემოში გადაღებული ფოტოები

პუტინისა და ლუკაშენკოს გასეირნება შავ ზღვაში - სოჭში გამართული შეხვედრის დეტალები და არაფორმალურ გარემოში გადაღებული ფოტოები

29 მაისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სოჭში პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გარედან არის მცდელობები ქვეყანაში სიტუაცია შეარყიონ ისე, როგორც 2020 წლის აგვისტოში იყო.

"არის მცდელობა სიტუაცია შეარყიონ გასული წლის აგვისტოს დონეზე. გასაგებია, რა სურთ ამ დასავლელ მეგობრებს ჩვენგან. რა არის აქ განსახილველი“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. რუსული მედიის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან თავის რუს კოლეგასთან შეხვედრაზე მიიტანა დოკუმენტები, რომლებიც გაარკვევს სიტუაციას Ryanair–ის თვითმფრინავის დასმასთან დაკავშირებით.

პუტინი და ლუკაშენკო ერთმანეთს სოჭში, არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ

"ყოველთვის არიან ჩვენთვის პრობლემების შექმნის მოსურნეები. თქვენ ამის შესახებ იცით და მე თქვენ მოგაწვდით ინფორმაციას. თქვენთან ისეთი სანდო ურთიერთობები მაქვს, თან მოვიტანე რამდენიმე დოკუმენტი, რომლებსაც გიჩვენებთ, რათა მიხვდეთ, თუ რა ხდება. რათა მიხვდეთ, თუ რა ხალხია ისინი. ჩამოტანილი დოკუმენტების გაცნობის შემდეგ გაირკვევა, "რა ხდება და რა მოხდა იქ“, - აღნიშნა ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრისას.

თავის მხრივ, პუტინმა გაიხსენა, რომ 2013 წელს ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესის თვითმფრინავი ვენაში შემოწმებისთვის დასვეს და პრეზიდენტი თვითმფრინავიდან ჩამოსვეს და ამას არაფერი მოჰყოლია. ლუკაშენკომ კი კიდევ ერთი მსგავსი ინციდენტი გაიხსენა.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ რუსეთი ბელარუსს კრედიტის სახით 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს, რომელსაც ქვეყანა ივნისში მიიღებს. ამის შესახებ კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის ბელარუს კოლეგა ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის გამართული საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ფინანსური დახმარების გამოყოფა იყო.

ლუკაშენკომ და პუტინმა სოჭში, შავ ზღვაში ნავითაც გაისეირნეს:

"მე შევძელი ეს გაბედულად მეთქვა ვლადიმერ პუტინისთვის...  რუსეთის არ გვეშინია" - შარლ მიშელი

ბრიტანეთში "დიდი შვიდეულის" სამიტი მიმდინარეობს - ისტორიული ფოტოები კორნოულიდან

"არსებობს "საიდუმლო სარდაფი", სადაც მათთვის მიუღებელი ადამიანები ჩაჰყავთ" - ვინ არის ჩეჩენი გოგონა, რომლის გაუჩინარებას კადიროვის ხალხს მიაწერენ