პოლიტიკოსი, ეკა ბესელია შვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავს:
"19 წლისამ დავინახე როგორი იყო რატი იქამდე კი დაბადების მოლოდინში ყოველ დღე ვწერდი წერილებს .... ვუყვებოდი რას ვფიქრობდი და როგორი იყო მისი მოლოდინის ემოცია და ეს იყო არაჩვეულებრივი, როცა ეს წერილები წაიკითხა, გაოცდა და გულში ჩაიკრა ეს ნაგროვები სიყვარული....
ხელი ჩავკიდე და ასე ერთად გავიზარდეთ ბევრ განსაცდელში ...მერე აღარ მოვყვები იმდენი რამ იყო...
მთავარია დღეს ამ სიყვარულში გაზრდილი შვილის დაბადების დღეა და მე ის ემოცია მაქვს ისევ, რაც მაშინ, როცა დიდი ლოდინის შემდეგ დავინახე...ერთი რამ ზუსტად ვიცი: დედაშვილობა გაუზომავი და გადმოუცემელი სიყვარულია და არაფერს არ უტოლდება... გილოცავ, დე და დედის ლოცვას ყოვლისშემძლე ძალა აქვს", - წერს ეკა ბესელია.
ამასაც პოლიტიკასი ვიხილავთ?
მეც ვულოცავ, მაგრამ ვის და რაში სჭირდება ბესელიას შვილის მოსალოცი წერილი ამბები.გე-ზე? მაშინ ყველა პარლამენტარის ან ოპოზიციონერის ან პოზიციონერის "ნააზრებიც" აქვეყნეთ თქვენს გვერდზე, ამ ქვეყნის სხვა მოსახლეობა ადამიანებად ხომ მაინც არავის მიაჩნია, მათ შორის თქვენც.