სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვუწოდებთ აქტივისტებს, შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები..." - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ენკა"
"მოვუწოდებთ აქტივისტებს, შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები..." - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ენკა"

კომ­პა­ნია „ენკა" „ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და მო­უ­წო­დებს აქ­ტი­ვის­ტებს, შე­წყვი­ტონ ძა­ლის­მი­ე­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი, რათა თა­ვი­დან იყოს აცი­ლე­ბუ­ლი ეს­კა­ლა­ცია და და­პი­რის­პი­რე­ბა.

მათი შე­ფა­სე­ბით, კომ­პა­ნი­ის კერ­ძო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძა­ლის­მი­ე­რი შეჭ­რა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვა პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბაა და და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს.

კომ­პა­ნია კი­დევ ერთხელ აცხა­დებს, რომ მზად არის საქ­მი­ა­ნი დი­ა­ლო­გის­თვის ნე­ბის­მი­ერ კონ­სტრუქ­ცი­ულ ფორ­მატ­ში.

„ენკა“ ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია მთავ­რო­ბის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მო­რა­ტო­რი­უ­მის ფარ­გლებ­ში და ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მხო­ლოდ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ­სე­ბუ­ლი ნე­ბარ­თვე­ბის ფარ­გლებ­ში.

“კომ­პა­ნია „ენკა რი­ნი­უ­ებლზ“ კი­დევ ერთხელ ეხ­მი­ა­ნე­ბა გუ­მა­თის ხე­ო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და აცხა­დებს, რომ პრო­ექ­ტის და­წყე­ბის დღი­დან ყვე­ლა თა­ვის მოქ­მე­დე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს კა­ნო­ნი­სა და არ­სე­ბუ­ლი ნე­ბარ­თვე­ბის ფარ­გლებ­ში, რაც დას­ტურ­დე­ბა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან წარ­დგე­ნი­ლი სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით. კომ­პა­ნი­ის ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის ქვეშ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­გორც შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის, ასე­ვე შიდა მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ჩვენ შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს, რომ "ნა­მახ­ვჰე­სის" პრო­ექ­ტში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ას­რუ­ლე­ბენ თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას, მუდ­მი­ვად არი­ან ძა­ლა­დო­ბი­სა და თავ­დას­ხმის რის­კის ქვეშ. იყო მათი სი­ტყვი­ე­რი თუ ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფის არა­ერ­თი ფაქ­ტი. "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" წი­ნა­აღ­მდეგ ე.წ. მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცია ძა­ლა­დობ­რივ ნიშ­ნებს იძენს. კომ­პა­ნია „ენ­კას“ აღე­ბუ­ლი აქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­იც­ვას თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის საფრ­თხი­სა და პრო­ვო­კა­ცი­ის­გან. პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე აქ­ტი­ვის­ტე­ბის მიერ გზე­ბის გა­და­კეტ­ვა და კომ­პა­ნი­ი­სათ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა სცილ­დე­ბა პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის მშვი­დო­ბი­ან ფორ­მას. კომ­პა­ნი­ის კერ­ძო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძა­ლის­მი­ე­რი შეჭ­რა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვა პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბაა და შე­ი­ცავს და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს, რის შე­სა­ხე­ბაც სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდით ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და მო­ვი­თხოვთ სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბას. ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით, აქ­ტი­ვის­ტე­ბის მი­ზა­ნია ხალ­ხი და­ა­პი­რის­პი­რონ ერ­თმა­ნეთს, პო­ლი­ცი­ას და ამით შექ­მნან და­ძა­ბუ­ლო­ბის მუდ­მი­ვი კერა.

ასე­ვე, ხში­რია არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. დღე­საც, ერთ-ერთი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და ტყუ­ი­ლი, თით­ქოს, და­წყე­ბუ­ლია კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბა.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია მთავ­რო­ბის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მო­რა­ტო­რი­უ­მის ფარ­გლებ­ში. ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მხო­ლოდ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ­სე­ბუ­ლი ნე­ბარ­თვე­ბის ფარ­გლებ­ში, რაც გუ­ლის­ხმობს მხო­ლოდ სა­დე­რე­ვა­ციო გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბას.

კომ­პა­ნია „ენკა“ მო­უ­წო­დებს აქ­ტი­ვის­ტებს, შე­წყვი­ტონ ძა­ლის­მი­ე­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი, რათა თა­ვი­დან იყოს აცი­ლე­ბუ­ლი ეს­კა­ლა­ცია და და­პი­რის­პი­რე­ბა.

კომ­პა­ნია კი­დევ ერთხელ აცხა­დებს, რომ მზად არის საქ­მი­ა­ნი დი­ა­ლო­გის­თვის ნე­ბის­მი­ერ კონ­სტრუქ­ცი­ულ ფორ­მატ­ში, რათა კო­მუ­ნი­კა­ცია შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გახ­დეს.

მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს კი მივ­მარ­თავთ თხოვ­ნით არ გა­ავ­რცე­ლონ და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვას“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია კომ­პა­ნია „ენ­კას“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0
ეგება და ექსპერტებმა ისეთი დასკვნა დადონ, რომ ჰესი ვეღარ ააშენოთ?! და რატომ წვალობთ, იხარჯებით, გზას გვიშენებთ, ხეობის ხალხს არ უთხოვია, მათ არსებული გზაც აკმაყოფილებდათ, რომელზეც არ ატარებთ ამ ხალხს...
h
0

sheckvitet samushaoebi da moshordit mandedan!!! MAVNEBLEBO!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მოვუწოდებთ აქტივისტებს, შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები..." - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ენკა"

"მოვუწოდებთ აქტივისტებს, შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები..." - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ენკა"

კომპანია „ენკა" „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს აქტივისტებს, შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები, რათა თავიდან იყოს აცილებული ესკალაცია და დაპირისპირება.

მათი შეფასებით, კომპანიის კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერი შეჭრა და საქმიანობის შეზღუდვა პროვოკაციული ქმედებაა და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზად არის საქმიანი დიალოგისთვის ნებისმიერ კონსტრუქციულ ფორმატში.

„ენკა“ ასევე განმარტავს, რომ კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია მთავრობის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის ფარგლებში და ადგილზე მიმდინარეობს მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები არსებული ნებართვების ფარგლებში.

“კომპანია „ენკა რინიუებლზ“ კიდევ ერთხელ ეხმიანება გუმათის ხეობაში მიმდინარე პროცესებს და აცხადებს, რომ პროექტის დაწყების დღიდან ყველა თავის მოქმედებას ახორციელებს კანონისა და არსებული ნებართვების ფარგლებში, რაც დასტურდება შესაბამის უწყებებთან წარდგენილი საჭირო დოკუმენტაციით. კომპანიის ნებისმიერი აქტივობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ხორციელდება, როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე შიდა მონიტორინგის სამსახურების მიერ, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით.

ჩვენ შეშფოთებას იწვევს, რომ "ნამახვჰესის" პროექტში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის მოვალეობას, მუდმივად არიან ძალადობისა და თავდასხმის რისკის ქვეშ. იყო მათი სიტყვიერი თუ ფიზიკურ შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი. "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ ე.წ. მშვიდობიანი აქცია ძალადობრივ ნიშნებს იძენს. კომპანია „ენკას“ აღებული აქვს პასუხისმგებლობა დაიცვას თითოეული თანამშრომელი ნებისმიერი სახის საფრთხისა და პროვოკაციისგან. პროტესტის მონაწილე აქტივისტების მიერ გზების გადაკეტვა და კომპანიისათვის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ხელის შეშლა სცილდება პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმას. კომპანიის კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერი შეჭრა და საქმიანობის შეზღუდვა პროვოკაციული ქმედებაა და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რის შესახებაც სრულ ინფორმაციას მივაწვდით ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ სათანადო რეაგირებას. ჩვენი შეფასებით, აქტივისტების მიზანია ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთს, პოლიციას და ამით შექმნან დაძაბულობის მუდმივი კერა.

ასევე, ხშირია არასწორი ინფორმაციის გავრცელება პროექტის მიმდინარეობის შესახებ. დღესაც, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ტყუილი, თითქოს, დაწყებულია კაშხლის მშენებლობა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია მთავრობის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის ფარგლებში. ადგილზე მიმდინარეობს მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები არსებული ნებართვების ფარგლებში, რაც გულისხმობს მხოლოდ სადერევაციო გვირაბის მშენებლობას.

კომპანია „ენკა“ მოუწოდებს აქტივისტებს, შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები, რათა თავიდან იყოს აცილებული ესკალაცია და დაპირისპირება.

კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზად არის საქმიანი დიალოგისთვის ნებისმიერ კონსტრუქციულ ფორმატში, რათა კომუნიკაცია შედეგზე ორიენტირებული გახდეს.

მედია საშუალებების წარმომადგენლებს კი მივმართავთ თხოვნით არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ვითარების დაძაბვას“,- აღნიშნულია კომპანია „ენკას“ განცხადებაში.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"...მხოლოდ ამიტომ ხართ გასაგდები ამ თანამდებობიდან" - მამუკა ხაზარაძის მიმართვა კობა გვენეტაძეს

"ყველა ეთერში ვაგინე ივანიშვილს, ამის შედეგი იყო თავდასხმა აეროპორტში" - გიგი უგულავა