საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - "ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ"
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - "ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ"

გუ­მათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს შო­რის კი­დევ ერთი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რკი­ნის ჯე­ბირს აწ­ვე­ბოდ­ნენ და ცდი­ლობ­დნენ ბა­რი­კა­დე­ბის გა­და­ყი­რა­ვე­ბას, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც პო­ლი­ცი­ამ არ მის­ცა.

ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მო­უ­წო­და, "არ მი­აწ­ვნენ და გა­მო­ვიდ­ნენ უკან".

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე აქტვისტს ვერ პო­უ­ლო­ბენ და პო­ლი­ცი­ას მო­უ­წო­დე­ბენ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს.

ამ დრო­ის­თვის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კვლავ ბა­რი­კა­დებს ხე­ლებს ურტყა­მენ შე­ძა­ხი­ლე­ბით: "სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს", "სა­ქარ­თვე­ლო".

ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს, ნუ შე­იყ­ვანს ჩიხ­ში იმ ვი­თა­რე­ბას, რაც ხე­ო­ბა­ში „ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით შე­იქ­მნა.

ის რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში აღ­მარ­თუ­ლი ბა­რი­კა­დე­ბის აღე­ბას მო­ი­თხოვს.

მისი თქმით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პრო­ტესტს მშვი­დო­ბი­ა­ნი ფორ­მით გა­მო­ხა­ტა­ვენ და ისი­ნი კა­ნონს არ არ­ღვე­ვენ.

„მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ხე­დავს ახლა რა უსა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში ამ ბა­რი­კა­დე­ბის სა­ხით. ჩვე­ნი სახ­ლე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი გზაა, ამი­ტომ, გზის გა­და­კეტვის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს, ეს არის ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა. მო­ვუ­წო­დებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, იყოს ადეკ­ვა­ტუ­რი. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბით პირ­ველ რიგ­ში, ბა­რი­კა­დის აღე­ბას ვგუ­ლის­ხმობ, არ შე­იძ­ლე­ბა ის, რაც დღეს ხდე­ბა. ჯე­ბი­რი უკა­ნო­ნოდ არის აღ­მარ­თუ­ლი. არა­ვის ეგო­ნოს, რომ ვინ­მე კა­ნონს არ­ღვევს, თუნ­დაც იმის მცდე­ლო­ბით, რომ ხელს უტყამს და აჯან­ჯღა­რებს ბა­რი­კადს. ბა­რი­კა­დი უკა­ნო­ნოდ დევს, ამი­ტომ უნდა აი­ღონ. ჩვენ ვცდი­ლობთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ვიყ­ვა­ნოთ გონს, რომ ადეკ­ვა­ტუ­რად იმოქ­მე­დოს. ნუ შე­იყ­ვანს ჩიხ­ში იმ ვი­თა­რე­ბას, რაც აქ არის“, - გა­ნა­ცხა­და გო­ლე­თი­ან­მა.

სო­ფელ გუ­ამთში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი. მა­ნამ­დე, „რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბი“ ტყის ბი­ლი­კით შე­ე­ცად­ნენ ხე­ო­ბა­ში მოხ­ვედ­რას. ად­გილ­ზე მცი­რე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც მოხ­და.

„ჩვე­ნი და­მო­ნე­ბა გინ­დათ, ვერ მო­გარ­თვით! მო­ნე­ბი აქ გყავთ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სა­ხით“,-გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ.

რო­გორც აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ბრძო­ლა ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა ვიდ­რე, ხე­ო­ბა­ში ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა არ შე­წყდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
7

ჰოოო, უსამართლო სამართალი ახასიათებს საბჭოთა ტიპის ცრულეგისტურ სამართლის სისტემას, რომელიც100 წელია ,რაც ბოლშევიკებმა მოგვახვიეს თავს და დღემდე ვერ ველევით, ის დააბრუნა შევარდნაძემ, განამტკიცა სააკაშვილმა და ექსპლუატაციას უწევს ივანიშვილი ! ზოგადად ჩვენი სახელმწიფო რუსული ტიპისაა, ის იცავს არა ხალხს, არამედ ხალხისაგან იცავს დიქტატორს და მის გარემოცვას ,მისი ფუნქცია აკრძალვა ,ტოტალური კონტროლი, "დარღვევების" გამოგონება და მერე მისი დასჯაა; ექსპროპრიაცია რეპრესიის მიზნით და რაც მთავარია მოხელე პარტოკრატ სამართალდამცავის მიერ ნაღების მისათვისებლად, ასევე ექსპერტთა და გრანტავიკ საუწყებო არასამთავრობოთა და ყვითელი მედიის ნარჩენებით კმაყოფისათვის !

მინოვიჩი
16

ეს ბავშვიც ნაცების გზას დაადგა, შესაბამისად ეგრეც დაასრულებს, არა, ეს ბრახუნი ვინ ასწავლა თ ერთი?

ავტორი:

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - "ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ"

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - "ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ"

გუმათში სამართალდამცველებსა და "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები რკინის ჯებირს აწვებოდნენ და ცდილობდნენ ბარიკადების გადაყირავებას, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, "არ მიაწვნენ და გამოვიდნენ უკან".

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რამდენიმე აქტვისტს ვერ პოულობენ და პოლიციას მოუწოდებენ, დაკავებულები გაათავისუფლოს.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები კვლავ ბარიკადებს ხელებს ურტყამენ შეძახილებით: "საქართველოს გაუმარჯოს", "საქართველო".

ვარლამ გოლეთიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, ნუ შეიყვანს ჩიხში იმ ვითარებას, რაც ხეობაში „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეიქმნა.

ის რიონის ხეობაში აღმართული ბარიკადების აღებას მოითხოვს.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ და ისინი კანონს არ არღვევენ.

„მთელი საქართველო ხედავს ახლა რა უსამართლო პროცესი მიმდინარეობს რიონის ხეობაში ამ ბარიკადების სახით. ჩვენი სახლებისკენ მიმავალი გზაა, ამიტომ, გზის გადაკეტვის უფლება არავის აქვს, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლების დარღვევა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, იყოს ადეკვატური. ჩვენი მოთხოვნებით პირველ რიგში, ბარიკადის აღებას ვგულისხმობ, არ შეიძლება ის, რაც დღეს ხდება. ჯებირი უკანონოდ არის აღმართული. არავის ეგონოს, რომ ვინმე კანონს არღვევს, თუნდაც იმის მცდელობით, რომ ხელს უტყამს და აჯანჯღარებს ბარიკადს. ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ. ჩვენ ვცდილობთ, ხელისუფლება მოვიყვანოთ გონს, რომ ადეკვატურად იმოქმედოს. ნუ შეიყვანს ჩიხში იმ ვითარებას, რაც აქ არის“, - განაცხადა გოლეთიანმა.

სოფელ გუამთში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მანამდე, „რიონის ხეობის მცველები“ ტყის ბილიკით შეეცადნენ ხეობაში მოხვედრას. ადგილზე მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

„ჩვენი დამონება გინდათ, ვერ მოგართვით! მონები აქ გყავთ პოლიციელების სახით“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება ვიდრე, ხეობაში ჰესის მშენებლობა არ შეწყდება.

"ერთი ადამიანი შემოყვანილი იყო გულის გაჩერებით... დაშავებულებს შორის ბავშვიც არის" - "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორი

"დავინახე, რომ სატვირთო ძალიან სწრაფად მოძრაობდა, ცდილობდა, გაეჩერებინა, მაგრამ..." - რას ჰყვებიან თვითმხილველები ნიუ-ჰოსპიტალთან მომხდარ ავარიაზე?

ფოტორეპორტაჟი კრწანისის ქუჩიდან - რა ხდებოდა ადგილზე უმძიმესი ავარიიდან რამდენიმე წუთში?